ყველა ტერმინი → a
-
- a bird in the hand is worth two in the bush
- — დღევანდელი კვერცხი ჯობია ხვალინდელ ქათამს
-
- a day late a dolar short
- — ნაგვიანები და ნაჩქარევი
-
- a hitch in one’s giddy-up
- — შეფერხება, ბორძიკი
-
- a little bird told me
- — ჩიტმა ამბავი მომიტანა
-
- a little learning is a dangerous thing
- — უცოდინრობა საშიში რამეა
-
- a long row to hoe
- — დიდი გზის გავლაა საჭირო
-
- a lot of
- — ბევრი, უამრავი
-
- a lot on my plate
- — უამრავი საქმის ქონა, თავზე აყრია საქმე
-
- a man's reach should exceed his grasp
- — საბანი სადამდეც გეყოფა, ფეხი იქამდე უნდა გაჭიმო
-
- a penny for your thoughts
- — მითხარი, გამოტყდი რაზე ფიქრობ?
-
- a penny saved is a penny earned for...
- — თითოეული გადადებული კაპიკი ემატება, მიდის...
-
- a picture is worth a thousand words
- — ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია
-
- a poor man's bank
- — ღატაკების (სრულიად უავტორიტეტო, ღარიბი) ბანკი
-
- a problem shared is a problem halved
- — ამოთქვი და გულზე მოგეშვება, პრობლემის განხილვა შვების მომგვრელია
-
- a red rag on a bull
- — როგორც წითელი ნაჭერი ხარზე
-
- a rising tide lifts all boats
- — ეს ყველასთვის სასარგებლო რამაა
-
- a shot below the belt
- — წელს ქვემოთ დარტყმა, აკრძალული ილეთი
-
- a step too far
- — ზღვარს გადაცდომა; შორს გაჭრა, დაუკრეფავში გადასვლა
-
- a thing or two
- — ერთი-ორი სიტყვა, რაღაც-რაღაცეები
-
- A to Z
- — ანიდან ჰოემდე (თავიდან ბოლომდე, თანმიმდევრულად, დეტალურად)
-
- a while ago
- — (ამ) ცოტა ხნის წინ
-
- a year on
- — ერთი წლის შემდეგ
-
- A1
- — უმაღლესი კლასის, უმაღლესი ხარისხის, საუკეთესო (პროდუქცია)
-
- ABC
- — ABC ესპანური ნაციონალური ყოველდღიური გაზეთია. დაარსდა მადრიდში 1903 წლის 1 იანვარს. თავდაპირველად ის ყოველკვირეული გამოცემა იყო, მაგრამ მალევე, 1905 წლიდან ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა. ABC ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი გაზეთია ესპანეთში, ხოლო მადრიდის მოქმედ გაზეთთაგან - უძველესი. ABC ცნობილია, როგორც კონსერვატიული იდეების მხარდამჭერი და ესპანური მონარქიის დამცველი გამოცემა.
ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გაზეთი ორ სხვადასხვა ვერსიად გამოიცემოდა. 1936 წლის 20 ივლისიდან, ანუ ომის დაწყებიდან მალევე, „ABC მადრიდმა“ შეცვალა თავისი ბეჭდვის შრიფტი, რაც მისი პოლიტიკური ხედვების რესპუბლიკელების სასარგებლოდ შეცვლასაც ნიშნავდა.“ABC სევილია“ კი ნაციონალისტების მხარეს იყო. ომის დასრულების შემდეგ ABC დაუბრუნდა მადრიდსა და თავის ძველ პოლიტიკურ კურსს და კიდევ ერთხელ გახდა ესპანეთის უდიდესი გამოცემა. 2009 წლის 25 სექტემბერს მან განაახლა თავისი არქივი, რომელიც 1903 წლიდან დღემდე ყველა ნომერს მოიცავს.
დღესდღეობით ABC კონკურენტი ყოველდღიური ესპანური გამოცემებისგან განსხვავებით არა ტაბლოიდურ, არამედ კომპაქტურ ფორმატში გამოიცემა. მისი მფლობელია ესპანური მედიაკომპანია Grupo Vocento, გამომცემელი - კატალინე ლუკა დე ტენა (Catalina Luca de Tena), მთავარი რედაქტორი - ანგელ ექსპოსიტო (Ángel Expósito). გაზეთის ტირაჟი დღეში 243254 ეგზემპლარია.abc.es
-
- ABC News
- — “ეი–ბი–სი ნიუსი“ ამერიკული სამაუწყებლო კომპანიაა, რომელიც ჯგუფ ABC-ს (American Broadcasting Company) ნაწილია და ის 1945 წლის 15 ივნისს დაარსდა. მისი შტაბ–ბინა ნიუ–იორკშია (აშშ). 1948 წლის ზაფხულში „ეი–ბი–სი ნიუს“-მა ნიუ–იორკის ცენტრალური ოფისიდან მაუწყებლობა დაიწყო. დღესდღეობით ის ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ძალიან პოპულარულია, მაგრამ იყო წლები, როდესაც მაყურებელთა რაოდენობით მას მხოლოდ მესამე ადგილი ეკავა CBS News-ისა და NBC News-ის შემდეგ.
1977 წელს, როდესაც ABC Sport-ის ხელმძღვანელი რუნი არლიჯი (Roone Arledge) ABC News-ის პრეზიდენტი გახდა, არხის პროგრამებმა პოპულარობის პიკს მიაღწია, გაიზარდა სარეკლამო შემოსავლები და მთლიანად, ABC ჯგუფის ბიუჯეტი. ალრიჯმა შექმნა თავისი სამაუწყებლო მოდელი, რომელმაც ABC News-ს ნაციონალური აღიარება მოუტანა. ალრიჯის შექმნილია არხის ყველა დროის ყველაზე პოპულარული შოუები: 20/20, ABC World News, This Week, Nightline და Primetime Live. „ეი-ბი-სი ნიუსის“ სლოგანია: „ამერიკელების უმეტესობა ინფორმაციას ABC News-იდან იღებს და არა - სხვა წყაროებიდან“. მართლაც, უამრავი ადამიანი ინტერნეტს, რადიოსა და ტელევიზიას მიმართავს, რათა სწორედ ABC News-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაეცნოს.
ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში „ეი–ბი–სი“-ს პროგრამების ტრანსლირებას 24-საათიანი სატელიტური მაუწყებელი Orbit News უზრუნველყოფს, რომელიც ევროპელ მომხმარებელს სხვადასხვა ამერიკული არხების (ABC, NBC, PBS და MSNBC) ყურების საშუალებას აძლევს. Orbit News-ით სარგებლობა შესაძლებელია ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც. დიდ ბრიტანეთში „ეი-ბი-სი ნიუსი“ რეგულარულად ღამის 1:30 საათზე BBC News Channel-ის ეთერში ირთვება და მთელი ღამის განმავლობაში მაუწყებლობს, თუმცა, ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, „ეი-ბი-სი“-ზე გასული რეკლამის ეთერში გაშვება BBC-ს ეკრძალება.
ABC და BBC საჭიროების შემთხვევაში ვიდეომასალებსა და კორესპონდენტებს ერთმანეთში ცვლიან.
ABC News-ის მფლობელი ABC ჯგუფი Walt Disney Company-ს შვილობილი ორგანიზაციაა. „ეი-ბი-სი“ ჯგუფის პრეზიდენტია ენ სვინი (Anne Marie Sweeney), ხოლო ABC News-ს სათავეში ბენ შერვუდი (Ben Sherwood) უდგას.
abcnews.go.com
-
- Aberrant Decoding
- — დამახინჯებული დეკოდირება, კოდის დამახინჯებულად გახსნა. იხილეთ decode, დეკოდირება, კოდის გახსნა.
-
- abide by a decision
- — გადაწყვეტილებაზე, ბრძანებაზე დამორჩილება
-
- above all
- — უპირველეს ყოვლისა
-
- above board
- — კანონის სრული დაცვით, ღიად, პატიოსნად ჩატარებული
-
- Above the Line
- — ზღვარს ზევით. ტერმინი გამოიყენება საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ფირმებისა და სარეკლამო სააგენტოების მოხელეთა ლექსიკონში, რომლების საპოპულარიზაციო და სარეკლამო შეტყობინებები ზოგადად საზოგადოებისთვის იქმნება და რომლებიც ამ შეტყობინებებს მედიის საშუალებით ავრცელებენ. "ზღვარი" აღნიშნავს გამყოფ ხაზს იმ მედიასაშუალებებს შორის შორის, რომლებიც საკომისიო გადასახადს უხდიან ან არ უხდიან სარეკლამო ან საზოგადოებასთან ურთიერთობების ფირმას. იხილეთ Below the Line.
-
- absence makes the heart grow fonder
- — განშორება გრძნობებს ამძაფრებს
-
- absorbed (into, in)
- — შეწოვა, შთანთქვა, შესრუტვა
-
- Acceleration factor
- — აჩქარების ფაქტორი. ეს ფრაზეოლოგიზმი აღნიშნავს ყველა იმ ნიშანდობლივი გამოვლინების ერთიანობას, რომლებიც წარმოიქმნება შეტყობინების გადაცემის ფორმების დაჩქარების შედეგად და რომლებიც საშუალებას იძლევა, შეტყობინებამ შორეულ დისტანციაზეც კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სოციალურ ჯგუფებზე, ერებსა და კულტურებზე. მარშალ მაკლიუენი წინასწარმეტყველებდა, რომ კომუნიკაციის ტრანსპორტაციის დაჩქარებული მოდელებისა და ელექტრონული კომუნიკაციის სწრაფი განვითარების შერწყმა მსოფლიოს „გლობალურ სოფლამდე“ დაყვანას მოიტანდა შედეგად. „ყველა მნიშვნელობა“, - წერდა მაკლიუენი თავის წიგნში „Understanding Media“ (UK: Routledge, 2001), - “სახეს იცვლის ამ აჩქარების კვალდაკვალ, რადგანაც ინფორმაციის აჩქარება შეცვლის პერსონალური და პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ყველა ყალიბს“. იხილეთ mobilization.
-
- Accent
- — აქცენტი. კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონისთვის ან სოციალური ჯგუფისთვის ტიპური გამოთქმის ყალიბი. ენების უმრავლესობას ახასიათებს მრავალი განსხვავებული დიალექტი და ამ დიალექტების თანამდევი აქცენტები. არსებობს ტერმინის სოციოლინგვისტური განმარტებაც, რომელიც ცნობილ რუს ლინგვისტს ვ.ნ. ვოლოშინოვს ეკუთვნის. ნაშრომში „მარქსიზმი და ენის ფილოსოფია“ (ლენინგრადი: გამომცემლობა „პრიბოი“, 1929) იგი აღნიშნავს, რომ აქცენტი წარმოადგენს „სოციალურად სპეციფიკურ ინტონაციას, მახვილს გამონათქვამში, რომელიც, შესაძლოა, თავის ყაიდას სიტუაციის მიხედვით იცვლიდეს“. მოგვიანებით ვოლოშინოვის მიმდევარმა ლინგვისტებმა და სემიოლოგებმა (ჰოლიდეიმ და სხვებმა) აქცენტის კონცეპტი არავერბალურ კომუნიკაციაზეც გაავრცელეს.
-
- Acceptance Rate
- — მიმღეობის კოეფიციენტი. ტერმინი აღნიშნავს სამიზნე შერჩევის პროცენტულ რაოდენობას, რომელიც თანხმობას აცხადებს კვლევით პროექტში მინაწილეობაზე. ტერმინი განეკუთვნება კვლევების სფეროს.
-
- Access
- — მიწვდომა, მიდგომა, მისაწვდომობა, წვდომადობა, შეღწევადობა. კომუნიკაციის პროცესში ან საკომუნიკაციო სისტემაში ეს ტერმინი, მასობრივი კომუნიკაციების თეორიიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დენის მაკქუეილის აზრით, აღნიშნავს: ა) შესაძლებლობას შეტყობინების გამგზავნისთვის, ხმა მიაწვდინოს არჩეულ აუდიტორიას; და ბ) შესაძლებლობას აუდიტორიისთვის, მიიღოს განსხვავებული შეტყობინებები და განსხვავებული არხები. პრაქტიკაში კი ეს ტერმინი უკავშირდება მედიური არხების გახსნილობის დონესა და ხარისხს სხვადასხვა „ხმების“ მიმართ, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების, სოციალური ჯგუფების, თემების მიმართ, რომლებსაც მცირე (ან არანაირი) ძალაუფლება და შეზღუდული რესურსები აქვთ.
-
- Accessed Voices
- — ხმები, რომლებიც ყველგან აღწევენ. ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მასობრივი კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებზე ადვილად მიუწვდებათ ხელი, მეტიც - მათ ამის პრივილეგია ენიჭებათ: პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები და ცნობილი ადამიანები, შოუბიზნესის წამყვანი ფიგურები. ეს ტერმინი პირველად ჯონ ჰარტლიმ გამოიყენა წიგნში Understanding News (UK: Methuen, 1982).
-
- accident waiting to happen
- — ნავარაუდევი, მოსალოდნელი მარცხი, კატასტროფა
-
- according to
- — (რაღაცის, ვიღაცის) თანახმად, მიხედვით, შესაბამისად
-
- Account (PR and Advertising)
- — საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სარეკლამო ფირმის კონტრაქტი კლიენტთან
-
- account for
- — გამოანგარიშება, გამოთვლა, აღრიცხვა
-
- Acculturation, deculturation
- — აკულტურაცია, დეკულტურაცია. საზოგადოების ან ადამიანის მიერ კულტურული ცვლილებების მოთხოვნაზე მორგების პროცესი. აკულტურაციის (დეკულტურაციის) წინაპირობად, როგორც წესი, განიხილავენ კოლონიზაციას, ემიგრაციას ან იმიგრაციას, როცა ადამიანი ან საზოგადოება იძულებული ხდება, მიიღოს და შეეგუოს მის ირგვლივ გაბატონებულ ან თავსმოხვეულ კულტურას. აკულტურაცია შეეხება ადამიანის/საზოგადოების აზროვნების, ცნობიერების, შეგრძნებების, გაზიარებული ღირებულებებისა და მოქმედების ყალიბებს. კომუნიკაცია გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება აკულტურაციის პროცესში. კომუნიკაციათმცოდნე იანგ იუნ კიმი წიგნში „Adapting to a new culture“ (1997) აღნიშნავს: “მასმედია ინფორმაციის ერთობ სასარგებლო წყარო იქნება მათთვის, ვინც ცდილობს ახალ კულტურასთან აკლიმატიზაციას, რადგანაც მედიური შეტყობინებები თავის თავში ატარებენ შეხედულებებს მსოფლიოს შესახებ, მითებს, რწმენებს, ღირებულებებს, კულტურის ნორმებს“.
-
- Accusatory studies
- — “საბრალდებო“ კვლევები, დამადანაშაულებელი კვლევები, მამხილებელი კვლევები. პირველად ეს სიტყვათშეთანხმება, როგორც ტერმინი, ამერიკელმა მედიის სოციოლოგმა ჯიბ ფაულესმა გამოიყენა ნაშრომში The Case for Television Violence (US: SAGE, 1999) იმ კვლევების ბუნების სახელდებისა და აღწერისთვის, რომლებიც კვლევის ფოკუსში ეკრანზე წარმოჩენილ ძალადობას აქცევდნენ. ისინი, ავტორის აზრით, მამხილებელი და საბრალდებო იყვნენ თავიანთი მიზნიდან გამომდინარე, რადგანაც ისინი ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ პირდაპირი კავშირის არსებობა ეკრანულ და რეალურ ძალადობას შორის: თითქოს ეკრანული ძალადობა ბიძგს აძლევდა რეალურს ან აქვეითებდა საზოგადოების მგრძნობელობას რეალური ძალადობის მიმართ. ამგვარი კვლევები, ფაულესის აზრით, ზრდიან და აძლიერებენ „შეურაცხმყოფელ, დამაკნინებელ დისკურსს“ კინემატოგრაფში ან ტელევიზიაში ნაჩვენები ძალადობის მიმართ. იხილეთ Violence on TV: Defence
-
- ace in the hole
- — შემონახული ჯოკერი
-
- ace up your sleeve
- — შემონახული ჯოკერი
-
- achieve a goal
- — მიზნის მიღწევა
-
- acid test
- —
ქიმ. გამოცდა სიმჟავეზე;
მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი გამოცდა, ტესტი
-
- Acronyms|Internet
- — აკრონიმი. ამ ტერმინით წინამდებარე ლექსიკონში ჩვენ განვიხილავთ ინტერნეტსივრცესა და ონლაინში გავრცელებული აკრონიმების რაობას. პროგრამისტები და ტექნიკოსები აკრონიმებსა და აბრევიატურებს გრძელი და რთული ტერმინების მიზანშეწონილ პროპორციამდე დასამოკლებლად იყენებენ. თუმცა ყველა აკრონიმი ან აბრევიატურა როდი არის ტექნიკური. ე.წ. \"საინფორმაციო ჯგუფებში\" მომხმარებელი აწყდება ისეთ აბრევიატურებს და აკრონიმებს, რომლებიც მომხმარებლის ქცევებს და მოსაზრებებს აღნიშნავს. მაგალითად, აბრევიატურა IMHO (in my humble opinion) ნიშნავს \"ჩემი მოკრძალებული აზრით\", ხოლო IYSWIM - \"თუკი თქვენ ხვდებით, მე რასაც ვგულისხმობ\". მსგავსი აბრევიატურების მეტ–ნაკლებად სრულ სიას თქვენ ნახავთ ვებზე – პროგრამულ საძიებელში YAAS (yet another acronym server).
-
- across the board
- — უკლებლივ ყველას
-
- across the pond
- — ოკეანის გადაღმა
-
- act of God
- — ღვთის ნება
-
- act of war
- — ომის შედეგები, ომის გამოხატულება
-
- Action research
- — სამოქმედო კვლევა.ზოგიერთი კვლევა სოციალურ მეცნიერებებში მოტივირებულია სოციალური რეალობის, სოციალური სიტუაციის შეცვლისა და გაუმჯობესების სურვილით. სამოქმედო კვლევები მიზანად ისახავს არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებასა და მის ანალიზს, არამედ პრაქტიკული სოციალური ცვლილებების მიღწევას.
-
- actions speak louder than words
- — (ანდაზა) საქმე ლაპარაკის ნაცვლად; მოქმედება სიტყვებზე უკეთ მეტყველებს
-
- Active Audience
- — აქტიური აუდიტორია. ეს ტერმინი მასობრივი აუდიტორიის შესახებ წარმოდგენების გადასინჯვისას და გადაფასებისას წარმოიშვა. კვლევები უჩვენებდა, რომ როგორც მთლიანდ აუდიტორიას, ისე მის სხვადასხვა სეგმენტს სხვადასხვა ტიპის რეაქცია აქვს მედიურ შეტყობინებაზე. აუდიტორია სხვადასხვაგავრად არის შერჩეული, სხვადასხვა ხარისხით არის მოტივირებული და იგი ერთმანეთისგან განსხვავებული ხარისხით ექვემდებარება ან ეწინააღმდეგება გავლენას მედიის მხრიდან. აუდიტორიიის აქტივობის ტიპი და მისი აქტივობის ხარისხი მედიის მხრიდან წამოსული –დაგეგმილი თუ დაუგეგმავი – შესაძლო ეფექტის რელევანტურია. აქტიური აუდიტორია პროაქტიური, წინმსწრები და დამოუკიდებელია. იგი თვითონ იყენებს მედიას და არა პირიქით, როგორც ეს პასიური, ადვილად მანიპულირებადი და კონტროლობადი აუდიტორიის შემთხვევაში ხდება. თანამედროვე კომუნიკატივისტიკაში აუდიტორიის აქტიურობა უფრო ვიწრო სპეციფიკის მქონე პარადიგმებში შეისწავლება, სახელდობრ, გამოყენებითსა და გრატიფიკაციულ კვლევებში,ასევე რეცეპციულ ანალიზში.
-
- active duty
- — სამხედრო ვალდებულება, არმიაში მსახურება გარკვეული დროის განმავლობაში
-
- ActiveX
- — "მაიკროსოფტის" თავისუფლად განმარტებული სტანდარტების პაკეტი., რომელიც კომპიუტერული პროგრამების კომპონენტების შესაქმნელად გამოიყენება. მას ძალიან ხშირად ადარებენ JAVA-ს, თუმცა ეს შედარება მცდარია. ინტერნეტმომხმარებლებისთვის ActiveX-ის ყველაზე ხილული ასპექტები უკავშირდება კონტროლის ფუნქციებს, კომპიუტერული პროგრამების, მაგალითად, INTERNET EXPLORER-სა და NETSCAPE'S NAVIGATOR-ის, ყველაზე მცირე ნაწილების გაფართოების შესაძლებლობებს. ეს კონტროლი შეიძლება მოიცავდეს მრავალ ფუნქციას, რომელიც მრავალ ენაზე შეიძლება განხორციელდეს, JAVA-ს ჩათვლით.
-
- Actuality
- — ტექნიკურ ჟარგონზე „სინქრონს“ უწოდებენ. მასალა რეალური ცხოვრებიდან. სამაუწყებლო პროგრამაში ჩართული რეალური მოვლენებისა და ადამიანების წარმოჩენა კონკრეტული თემის ან პრაქტიკის ილუსტრაციის მიზნით.
-
- AD 105
- — 105 წელი ჩვ. წელთაღრიცხვამდე. პირველი ქაღალდი. ჩინელი ცაი ლუნის გამოგონება.
-
- Ad Watch
- — დაკვირვება წინასაარჩევნო რეკლამაზე. პუბლიკაცია საინფორმაციო საშუალებაში, რომელშიც ჟურნალისტები იკვლევენ და აანალიზებენ წინასაარჩევნი კამპანიის რეკლამებს და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს მათ შინაარსსა და სანდოობაზე.
-
- adapt
- — მორგება, ადაპტირება
-
- add fuel to the fire
- — ცეცხლზე ნავთის დასხმა
-
- Adjacencies
- — მომიჯნავე რეკლამა. ამ ტერმინით აღნიშნება ის სარეკლამო რგოლი, რომელსაც შეერთებულ შტატებში ადგილობრივი სატელევიზიო სადგურებისგან ყიდულობენ ქსელური, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიები.
-
- ADSL
- — Asymmetric Digital Subscriber Line. აბონენტის ასიმეტრიული ციფრული ხაზი. ეს არის ერთ–ერთი ტექნოლოგია ციფრულ ტექნოლოგიათა შორის, რომელიც მიზნად ისახავს საკომუნიკიციო არხზე გამავალი სიგნალების სიხშირეების გაზომვის გაუმჯობესებას.
-
- Advertising
- — რეკლამა, სარეკლამო, საპოპულარიზაციო განცხადება. ტექსტობრივი, ხმოვანი და/თუ ვიზუალური შინაარსის ერთობლიობა, რომლის მიზანიც კონკრეტული პროდუქტის, საკითხის ან იდეის გაყიდვაა. რეკლამა, ძირითადად, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით ვრცელდება: ნაციონალური თუ ადგილობრივი პრესით, რადიოთი და ტელევიზიით, ფილმებით, პოსტერებით. თუმცა არსებობს მისი გავრცელების უფრო შეზღუდული არხებიც - სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული რეკლამები, ზეპირი, კონტაქტური სარეკლამო კამპანიები და სხვა. მედიაში რეკლამის განთავსების მიზნით რეკლამის დამკვეთი და მომწოდებელი ყიდულობს სარეკლამო ფართს ბეჭდურ პრესაში და სარეკლამო დროსა და სივრცეს - სამაუწყებლო მედიაში. ამ გარემოებიდან გამომდინარე, რეკლამის შინაარსსა და ფორმაში სარედაქციო მმართველობა არ ერევა. რეკლამის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რეკლამა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვისთვის ხელშეწყობას რომ ისახავდეს მიზნად, მის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიური ან ნეიტრალური იქნებოდა. რეკლამა კი შეშფოთებას იმის გამო იწვევს, რომ იგი ყიდის სახეებს, ხატებს, ოცნებებს, ცხოვრების იდეალურ წესს, თვითობის იდეალურ ხატს, ვაჭრობს ღირებულებებითა და არცთუ უწყინარი სტერეოტიპებით (ე.ს. ტერნერი, (1965), რ. უილიამსი (1980) და სხვები). თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალიზმის დოქტრინებში ეწერება, რომ სამომხმარებლო კულტურა, რომელიც ქმნის რეკლამას და რომელსაც შემდეგ ავითარებს რეკლამა, ადამიანს უფრო მეტად ათავისუფლებს, ვიდრე თრგუნავს, სთავაზობს არჩევანის მარავალფეროვნებას და აძლევს მრავალ შესაძლებლობას თვითინტერესის გამოსახატად და დასაკმაყოფილებლად. რეკლამის შესახებ თანამედროვე თეორია მის შემდეგ ნაირსახეობებს გამოჰყოფს: (1) კომერციული სამომხმარებლო რეკლამა, რომელიც მიმართულია მასობრივი აუდიტორიისკენ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება; (2) სავაჭრო და ტექნიკური რეკლამა, რომელიც სარეკლამო განცხადებების სახით ჩნდება სპეციალიზებულ გამოშვებეში; (3) პრესტიჟის რეკლამა, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესისა და მსხვილი ინსტიტუციებისთვის, რომლის მიზანიც უფრო მეტად კომპანიის რეპუტაციისა და იმიჯის გაყიდვაა, ვიდრე კონკრეტული პროდუქციისა; (4) მცირე მოცულობის სარეკლამო განცხადებები სხვადასხვა წვრილი ოპერაციების, გარიგებებისა და მომსახურების შესახებ; (5) მთავრობის სარეკლამო განცხადებები, რომლებიც უფრო მეტად სამთავრობო სააგენტოების პიარსაქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სამთავრობო კამპანიების შესახებ; (6) საქველმოქმედო და სოციალური რეკლამა; 97) რეკლამა სპონსორობის გზით, როცა ესა თუ ის კომპანია ტექნიკურ თუ ფინასურ პატრონაჟს უწევს სპორტულ, სახელოვნებო თუ სოციალურ ღონიძიებას და ამით საკუთარი კეთილი სახელის (პირდაპირი რეკლამა) და პროდუქციის ირიბ რეკლამას ეწევა.
-
- Advertising Agency
- — სარეკლამო სააგენტო. ბიზნესერთეული, რომელიც უზრუნველჰყოფს რეკლამასთან დაკავშირებულ მომსახურებას: მარკეტინგულ კონსულტანციას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და წარმოებას, სარეკლამო სივრცის შესყიდვას მედიაში და მასში რეკლამის განთავსებას. მარშალ მაკლიუენის აზრით, "რეკლამა მეოცე საუკუნის ხელოვნების უდიდესი ნაირსახეობაა".
-
- Advertising boycotts
- — სარეკლამო ბოიკოტი. რეკლამის დამკვეთებსა და მათ კლიენტებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ინფორმაციის მასობრივ საშუალებებზე, ვინაიდან მედია დიდად არის დამოკიდებული რეკლამის განთავსებიდან მიღებულ შემოსავლებზე. როცა ესა თუ ის მედიასაშუალება ბეჭდავს ან გადმოსცემს რეკლამის დამკვითვისთვის არახელსაყრელ ან საზიანო ინფორმაციას, რეკლამის მომწოდებლები მედიას ბოიკოტს უცხადებენ: იმუქრებიან სარეკალმო ხელშეკრულების გაუქმებით, გადახდილ თანხას უკან ითხოვენ ან წყვეტენ ხელშეკრულებას. ამ ფენომენს მეორენაირად სარეკლამო ცენზურასაც უწოდებენ.
-
- Advertising Equivalency
- — სარეკლამო ეკვივალენტობა/სარეკლამო ეკვივალენტი. გაზეთში, ტელევიზიაში ან რადიოში განთავსებული ამბის სარეკლამო ხარჯის ეკვივალენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის ფარგლებში.
-
- Advertising Spot
- — სარეკლამო რგოლი (ამერიკული ტექნიკური ჟარგონი), რომელიც გადის არა ქსელური ტელევიზიებისა და მაუწყებლობების, არამედ ადგილობრივი სატელევიზიო სადგურების ეთერში
-
- Advertorial
- — სარეკლამო განცხადება, რომელიც სარედაქციო წერილის იმიტაციას ახდენს. საინფორმაციო რეკლამა, უფრო მეტად მიმართული ინფორმაციის გავრცელებაზე, ვიდრე პროდუქციის გაყიდვაზე.
-
- affectionate parents
- — მოსიყვარულე მშობლები
-
- afford ground for
- — მისცე საფუძველი (რაღაცისთვის); გაუჩინო შესაძლებლობა
-
- affordable housing
- — ხელმისაწვდომი საცხოვრებელი
-
- against the clock
- — დროში დაწვა, საქმის შესასრულებლად არასაკმარისი დროის ქონა
-
- against the grain
- — სურვილისა და პრინციპების წინააღმდეგ
-
- Agence France-Presse [AFP]
- — სააგენტო „ფრანს-პრესი“ - უმსხვილესი ფრანგული საინფორმაციო სააგენტო. უძველესი საინფორმაციო სააგენტო მსოფლიოში. AFP უმსხვილესი სააგენტოების სამეულში შედის Associated Press და Reuters-თან ერთად. AFP დაარსდა 1944 წელს სააგენტო Havas -ის ბაზაზე (ეს უკანასკნელი 1935 წელს პარიზელმა თარჯიმანმა შარლ-ლუი ჰავასმა (Charles-Louis Havas) დააარსა; Havas დახურა ვიშის მთავრობამ).
სააგენტოს შტაბ-ბინა პარიზშია. აქვს საერთაშორისო ოფისები ვაშინგტონში, ჰონ-კონგში, ნიკოსიასა და მონტევიდეოში. AFP-ს ბიუროები მსოფლიოს 110 ქვეყანაშია. სააგენტოს ინფორმაცია ფრანგული ენის გარდა ხელმისაწვდომია ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე.
AFP მთავრობის მიერ დაქირავებული საჯარო კორპორაციაა და მოქმედებს 1957 წლის კანონის თანახმად, მაგრამ ოფიციალურად ის საფრანგეთის მთავრობისგან დამოუკიდებელი კომერციული ბიზნესია. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და თხუთმეტკაციანი საბჭო მართავს (საბჭო: ფრანგული პრესის 8 წარმომადგენელი, AFP-ს ორი თანამშრომელი, სახელმწიფო რადიოს და ტელევიზიის ორი წარმომადგენელი, მთავრობის სამი წარმომადგენელი: ერთს ასახელებს პრემიერ-მინისტრი, მეორეს ფინანსთა მინისტრი, მესამეს საგარეო საქმეთა მინისტრი)
სააგენტოს მთავარი კლიენტი საფრანგეთის მთავრობაა, რომელიც მისთვის ხელმომწერებს იზიდავს. სააგენტოს ირიბი სუბსიდიის წყარო სწორედ ეს გამოწერებია. სააგენტოს წესდება კრძალავს მთავრობისგან პირდაპირი დაფინანსების მიღებას.
afp.com
-
- Agenda-setting
- — დღის წესრიგის, დღის განაწესის შექმნა, დადგენა მედიაში. ტერმინი გამოიყენება იმ მექანიზმის, იმ საშუალების აღსაწერად, რომლითაც მედიასაშუალებები აყალიბებენ მიმდინარე მოვლენებისა თუ გასაშუქებელი საკითხების თანმიმდევრობას მათი მნიშვნელობის მიხედვით. ეს თანამიმდევრობა უპირველსად ახალ ამბებს შეეხება. დღის წესრიგის დადგენა უშუალოდ უკავშირდება „კარიბჭის დაცვის“ ფენომენს (იხილეთ Gate-keeping), ანუ მედიის რედაქტორების, მენეჯერების ნებასა და მოტივაციას, რომელ მიმდინარე საკითხს „მისცენ საშვი“ ახალ ამბებში მოსახვედრად და რა ადგილი მიუჩინონ მას. დღის წესრიგი უფრო მეტად თვალშისაცემი მაუწყებლობაში ხდება, რადგან მაუწყებლობა თავისი ბუნებით ლინეარულია, ხაზობრივი: აქ ახალი ამბები თანმიმდევრობით, ერთმანეთის მიყოლებით არის განთავსებული. ბეჭდურ მედიაში დღის წესრიგი მჟღავნდება მოწინავე/სარედაქციო სტატიის, პირველი გევრდის პუბლიკაციებისა და ანონსების შერჩევისას. მედიის მკვლევრებმა რეი ფანკჰაუსერმა და იუჯინ შოუმ (1990) დღის წესრიგის დადგენის ორი შრე გამოჰყვეს: მიკრო და მაკრო. მათი მტკიცებით, მიკრო დღის წესრიგი არის ის მიდგომა, რომლითაც მედიური საშუალება შინაარსობრივი აქცენტების მეშვეობით გავლენას ახდენს კონკრეტული საკითხების ფარდობითი მნიშვნელობის საზოგადოებრივ აღქმაზე; ხოლო მაკრო დღის წესრიგი მათ დაუკავშირეს გამონაკლისურად ელექტრონული მედიის პოტენციალს, შეაფერადოს და შეალამაზოს, ან დაამახინჯოს და დააკნინოს მთელი მსოფლიოს კულტურული ხედვა, და ამ სამყაროსეული ხატები და სახეები წარმოადგინოს გაბატონებული მედიური დისკურსის შესაბამისად.
-
- Agitprop
- — აგიტპროპი. აგიტაციისა და პროპაგანდის დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა 1920 წელს, როგორც საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს ერთ-ერთი განყოფილება. მის მოვალეობას წარმოადგენდა პასუხისმგებლობა მედიური რესურსის – განსაკუთრებით, ფილმის – გამოყენებაზე, რათა მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და იდეები პირველი კომუნისტური სახელმწიფოს შესახებ.
-
- agony aunt
- — ჟურნალისტ-ფსიქოთერაპევტი
-
- Agora
- — აგორა. ძველი საბერძნეთის ქალაქებში აგორა ეწოდებოდა თავისუფალი მოქალაქეების თავშეყრის ადგილს, სადაც ისინი ბჭობდნენ საზოგადოებრივად საჭირბოროტო საკითხების შესახებ, სადაც გამოითქმებოდა და ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი. დღეს აგორა ცნებად იქცა და ფართო მნიშვნელობა შეიძინა. აგორად მიიჩნევენ საზოგადოებრივ მაუწყებლობებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საზოგადოებრივი აზრის დაცვას სახელმწიფოს ან სხვა კერძო ინტერესთა ჯგუფების მხრიდან ხელყოფისა და გავლენისგან. რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებლობა დღეს ბევრ ქვეყანაში შეზღუდულ მდგომარეობაში ან აფუნქციური აღმოჩნდა, თანამედროვე აგორად ინტერნეტი, ინტერნეტფორუმები და სოციალური ქსელები მიიჩნევა.
-
- agree on
- — შეთანხმება, მოლაპარაკება (რაღაცაზე)
-
- ahead
- — წინ
-
- ahead of
- — წინ, -მდე
-
- ahead of the curve
- — სათავეში მოქცევა, ყველაზე წინ ყოფნა
-
- ahead of the pack
- — სათავეში მოქცევა, გასწრება
-
- AIDA model
- — პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირების ძირითადი საფეხურები. აკრონიმი. A (Awareness) - გაცნობიერებულობის შექმნა; I (Ineterst) - ინტერესის გაღვიძება, გამოწვევა; D (Desire) - სურვილის პოპულარიზაცია; A (Action) - მოქმედების სტიმულაცია
-
- Aided recall
- — გახსენება დახმარებით. გამოკითხვის ტექნიკა მედიურ კვლევებში, რომლის მიმდინარეობისას ინტერვიუერი რესპონდენტს უჩვენებს გაზეთის, ჟურნალის, სატელევიზიო ბადის ნიმუშს ან სხვა რამ თვალსაჩინოებას, რომელიც ეხმარება რესპონდენტს კონკრეტული სტატიის, პროგრამის, რეკლამის და ა.შ. გახსენებაში.
-
- aim at
- — მიმართვა, დამიზნება
-
- air strike
- — საჰაერო დარტყმა, საჰაერო შეტევა
-
- air your dirty laundry in public
- — ჭუჭყიანი თეთრეულის გამოფენა
-
- Airtime
- — საეთერო დრო. ფაქტობრივი დრო, რომლის განმავლობაშიც რადიოთი და ტელევიზიით გადაიცემა რეკლამა
-
- akin to
- — მსგავსება
-
- Al Jazeera
- — ალ-ჯაზირა. არაბული სატელიტური სატელევიზიო არხი, ხშირად „არაბული სამყაროს ბი-ბი-სი-დ წოდებული“. მაუწყებლობს 1996 წლიდან. შტაბბინა მდებარეობს კატარში. ალ-ჯაზირამ სახელი გაითქვა ექსკლუზიური ახალი ამბების გადმოცემით თალიბანის გავლენის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან 2002 წელს, ავღანეთის ომის დროს. სწორედ ალ-ჯაზირასგან იღებდნენ დასავლეთის არხები ბინ ლადენისა და ალ-ზარქავის წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვებს. მსოფლიო სამაუწყებლო სისტემაში გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, „ალ-ჯაზირა - ეს არის ალტერნატიული ხედვა“, ამიტომ ალ-ჯაზირას მასალები ხშირად ექცევა ცენზურის ქვეშ დასავლეთის არხების მმართველობითი სტრუქტურების მხრიდან.
-
- al.com
- — al.com – „ალაბამა მედია ჯგუფის“ ვებგვერდი (იშიფრება, როგორც - “ალაბამის ადგილობრივი სიახლეები”). Al.com-ი ალაბამის ყველაზე მნიშვნელოვანი საგაზეთო სახლია. მას მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციებისგან აქვს მიღებული ჯილდოები. Al.com-ი ალაბამის მოსახლეობას ხარისხიან და ობიექტურ ინფორმაციას კვირაში 7 დღისა და დღეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში აწოდებს. Al.com ერთგვარი გამაერთიანებელი სისტემაა იმ გამოცემებისთვის, რომლებიც მთელი შტატის მასშტაბით სხვადასხვა დიდ ქალაქებში გამოიცემა. ესენია: ბირმინგემი, მობილი, ტუსაკალუსა, ჰანტსვილი, მონტგომერი და ბიჩისი.al.com
-
- alarm bell
- —
ზარისცემა;
განგაშის ზარი, საგანგაშო სიგნალი;
-
- albatross around your neck
- — დაბრკოლება, ბარიერი
-
- Alexandra Palace
- — ალექსანდრას სასახლე. შეხვდებით კნინობითი ფორმითაც, როგორც "ალი პალის" (Ally Pally). დიდ ბრიტანეთში ტელევიზიის დაბადების ადგილი. ალექსანდრას სასახლის სტუდიამ 1936 წლის 2 ნოემბრიდან 1955 წლამდე იარსება.
-
- Algorithm
- — ალგორითმი. ნებისმიერი სისტემატიზებული მათემატიკური პროცედურა. კომუნიკაციათმცოდნეობაში, კერძოდ, პოსტსტრუქტურალისტურ კომუნიკატივისტიკაში, ალგორითმი აღნიშნავს ენათმეცნიერ ფერდინანდ დე სოსიურის დიაგრამას, რომელიც გამოხატავს აღმნიშვნელისა და აღნიშნულის (როგორც იდეისა და ცნების) ურთიერთმიმართებებს.
-
- Alienation
- — გაუცხოება. როგორც ცნება, სათავეს,ძირითადად, გერმანელი ფილოსოფოსის,კარლ მარქსის (1818–83) ნაშრომებიდან იღებს. მარქსი ამტკიცებდა, რომ ინდუსტრიული წარმოების ორგანიზება ადამიანებს მნიშვნელოვანი და შემოქმედებითი სამუშაოს შესაძლებლობებს ართმევს. თანამედროვე მედიაინსტიტუციებისთვის გაუცხოების საკითხი იმდენად გახდა აქტუალური, რამდენადაც, მკვლევართა აზრით, თანამედროვე საკონმუნიკაციო ინდუსტრიის მასობრივი ბუნება ქმნის გაუცხოების განცდას ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ტერმინმა ფართო მნიშვნელობა და ფართო გამოყენება შეიძინა. დღეს იგი განისაზღვრება და განიხილება როგორც სოციალურ–ფსიქოლოგიური ვითარება, გარემო პირობა, რომელიც უარყოფით, დეზინტეგრაციულ გავლენას ახდენს ადამიანებზე. უილიამ კორნჰაუსერი წიგნში The Politics of Mass Society (UK: Free Press, 1959) ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების დაღმასვლა და დაშლა, ოჯახის სტრუქტურების რღვევა, მასში მომხდარი ცვლილებები მოდერნულ საზოგადოებაში ქმნის იზოლაციის განცდას და აძლიერებს ექსტრემისტულად და რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების გავლენას ადამიანებზე. თანამედროვე მკვლევრები კი მიიჩნევენ, რომ ეს ტერმინი უშუალოდ უკავშირდება მოდერნულ საზოგადოებას და მეინსტრიმულ, ტრადიციულ მედიას და რომ იგი თანამედროვე პოსტმოდერნული საზოგადოებისა და ახალი მედიისთვის აქტუალურობას არის მოკლებული.
-
- alive and kicking
- — ჯერ კიდევ ეტყობა სიცოცხლის ნიშნები; ცოცხალია და ქმედითი
-
- all (big) hat, no cattle
- — ბევრს ლაპარაკობს და არაფერი იცის
-
- all along
- — მთელ გაყოლებაზე, მწკრივის გასწვრივ, მთელი ამ დროის განამავლობაში, თავიდანვე
-
- all and sundry
- — თითოეული, უკლებლივ ყველა
-
- all bark and no bite
- — იყეფება, მაგრამ არ იკბინება
-
- all bets are off
- — ყველა ფსონი გაუქმებულია
-
- all but
- — თითქმის, გარდა
-
- all cats are grey in the dark
- — გარეგნობას საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა
-
- all comers
- — ყველა მსურველი
-
- all dressed up and nowhere to go
- — ტყუილად გამოწყობა
-
- all ears
- — ყურადღებით (ინტერესით), გულისყურით მოსმენა
-
- all eyes on me
- — ყურადღების ცენტრში ყოფნა
-
- all four corners of the land
- — მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან
-
- all hell brake loose
- — ჯოჯოხეთის კარიბჭის გახსნა, აურზაურის ატეხვა
-
- all in a day's work
- — ხუთი წუთის, ადვილად გასაკეთებელი საქმე
-
- all in all
- —
ზოგადად, მთლიანობაში; საბოლოო ჯამში
ყველაფერი
-
- all mod cons
- — თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად აღჭურვილი
-
- all mouth and trousers
- — ტყუილი ბაქიაობა, ტრაბახი
-
- all of a sudden
- — უცბად, მოულოდნელად
-
- all of the above
- — ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, ზემოთ აღნიშნული
-
- all over bar the shouting
- — გადაწყვეტილი ამბავია, წყალი არ გაუვა, უეჭველად ასე იქნება
-
- all over the map
- — ყველაფერზე მიდებ-მოდება, არეული ქცევა
-
- all over the place (shop, show)
- — ყველგან, მთელ ქვეყანაზე
-
- all roads lead to Rome
- — ყველა გზა რომში მიდის
-
- all set
- — სრულ მზადყოფნაში ყოფნა
-
- all skin and bone
- — გაძვალტყავებული, ცარიელი ძვალი და ტყავი
-
- all talk and no trousers (or action)
- — საქმის კეთების ნაცვლად ტყუილუბრალო ბაქიბუქი, ცარიელი ლაპარაკი, ლაყბობა
-
- all that glitters is not gold
- — ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო როდია
-
- all the more (so)
- — მით უფრო მეტი
-
- all the rage
- — მოდის უკანასკნელი გამოვლინება
-
- all the same
- — მაინც; მიუხედავად ამისა
-
- all the tea in China
- — არაფრის ფასად, არავითარ შემთხვევაში
-
- all things considered
- — ყველაფრის გათვალისწინება; „ყველაფრის განხილვა შესაძლებელია“
-
- all things to all people
- — ყველასთვის სიამოვნების მინიჭება, ყველას გახარება
-
- all you like
- — რამდენიც გინდა, რამდენიც შენს გულს გაუხარდება
-
- all your eggs in one basket
- — ყველაფრის სასწორზე დადება
-
- all's fair in love and war
- — სიყვარულში და ბრძოლის ველზე ყველა მეთოდი დასაშვებია
-
- all's well that ends well
- — ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება
-
- all-or-nothing
- — ”ყველაფერი ან არაფერი” ტიპის
-
- all-out
- — სრულმასშტაბიანი, ტოტალური, სრული; ყველა რესურსისა და ძალის გამოყენებით წარმოებული
-
- all-party
- — შერეული, მრავალპარტიული, გაერთიანებული, კოალიციური
-
- all-singing, all-dancing
- — მრავალიკომპონენტიანი, ყოვლისმომცველი
-
- all-time
- — წარმოუდგენელი, არნახული, ყველა დროის
-
- all-too-familiar
- — ყველასთვის ცნობილი, საყოველთაოდ ცნობილი
-
- Alleyne’s News Revolution Model, 1997
- — ელეინის ახალი ამბების რევოლუციური მოდელი, 1997. თავის წიგნში “News Revolution: Political and Economic Decesions About Global Information“ (UK: Macmillan, 1997) მარკ დ. ელეინმა ჩამოაყალიბა თანამედროვე ახალი ამბების პარადიგმის მოდელი, რომელიც ერთდროულად “აღწერდა საერთაშორისო ახალი ამბების სისტემის პოლიტეკონომიასა და ამ სისტემის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას“. ელეინის აზრით, ახალი ამბების სისტემის არსებობას განაპირობებს და უზრუნველჰყოფს, ერთის მხრივ, დემოკრატიული საჭიროებები, ხოლო მეორეს მხრივ - ეკონომიკური, ეკონომიკურ საჭიროებასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის ელეინი გამოჰყოფს მედიის თვისებას, მოიზიდოს ან დააფრთხოს კაპიტალი“.
-
- Allocution
- — მოწოდება, მიმართვა. ახალი - გაციფრულებული და კონვერგენციული - მედიის ფორმატში ამ ტერმინით აღინიშნება საინფორმაციო ნაკადის, ინფორმაციის მოძრაობის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის დროსაც ინფორმაცია ერთი ცენტრიდან ერთდროულად გადაეცემა ბევრ პერიფერიულ მიმღებს, უკუკავშირის შეზღუდული შესაძლებლებებით. ახალი მედიის თეორია გამოჰყოფს ალტერნატიული საინფორმაციო ტრაფიკის ოთხ ნაირსახეობას: (1) მიმართვა-მოწოდება (Allocution); (2) საუბარი და ინფორმაციის გაცვლა (Conversation and exchange); (3) კონსულტაცია (Consultation); (4) რეგისტრაცია (Registration).
-
- allowed level
- — დასაშვები დონე, დასაშვები ზღვარი
-
- along with
- — ერთად, პარალელურად
-
- alpha male
- — გუნდის, ხროვის (მგლების, ძაღლების...) წინამძღოლი, მეთაური
-
- AltaVista
- — ერთ–ერთი პირველი საძიებელი ვებზე. შეიქმნა 1995 წელს.
-
- Alternative Media
- — მხარდამჭერი მედია. ტერმინი ძირითადად გამოიყენება სარეკლამო ბიზნესსა და ბიზნესკომუნიკაციებში
-
- always a bridesmaid, never a bride
- — სულ ყოველთვის მეორე პლანზე ყოფნა
-
- Amazon
- — "ამაზონი". ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელიც ინტერნეტში იშვა და რომლის შესახებაც ყველაზე მეტს საუბრობენ ინტერნეტის ჯერჯერობით ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში. "ამაზონი" ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააფუძნა. მისი მიზანი იყო წიგნების ბეჭდური სახით დისტრიბუცია შეერთებულ შტატებში. დღეს "ამაზონი" მრავალი დასახელების პროდუქტის დისტრიბუციას ეწევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. "ამაზონი" იყო პირველი ინტერნეტკომპანია, რომელიც ერთდროულად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისწვდა (1999).
-
- ambulance chaser
- — უბედური შემთხვევების დროს დაზარალებული პირების საქმეებზე დახელოვნებული ადვოკატი
-
- American Freedom Agenda
- — ამერიკული თავისუფლების დღის წესრიგი (AFA) - ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს დააფუძნეს ლიბერტარიანულად განწყობილმა კონსერვატორებმა. მათი რწმენით, რესპუბლიკური პარტია კონცენტრირებული სამთავრობო ძალაუფლებისადმი ტრადიციული უნდობლობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი მიზანია ბალანსისა და კონტროლის სისტემისა და სამოქალაქო თავისუფლებათა აღდგენა; ანუ იმ პრინციპებისა, რომელთაც ასე სათუთად ინახავდნენ ამერიკის მამა-დამფუძნებლები.
AFA მტკიცედ უპირისპირდებოდა ბუშის პოლიტიკის ბევრ ასპექტს; მათ შორის: არასანქცირებული ფარული სატელეფონო მოსმენების პროგრამას; კანონის ხელმოწერისას საპრეზიდენტო განცხადებების (როგორც დე ფაქტო ვეტოს უფლების) პრაქტიკას; ერთი საპატიმროდან (ქალაქიდან, შტატიდან) მეორეში პატიმართა არასანქცირებულ გადაყვანას, წამების გამოყენებას და სხვა...
2008 წელს AFA-მ პრეზიდენტობის კანდიდატებს „თავისუფლების აღთქმაზე“ (Freedom Pledge) ხელმოწერა მოსთხოვა. ამ აღთქმაში შემდეგი პუნქტები შედიოდა:
1. სამხედრო ტრიბუნალი ბრძოლის ველის გარდა ყველგან უნდა გაუქმდეს;2. წამებითა და ძალადობით მოპოვებული სამხილი არ მიიღება;3. არცერთი მოქალაქე არ უნდა აიყვანონ პატიმრობაში მტრის მებრძოლის სტატუსით;4. მტრის ეჭვმიტანილი მებრძოლების (enemy combatants) დაკავებისას აღდგეს habeas corpus-ის (სანქცირებული პატიმრობის) გამოყენების პრინციპი;5. აიკრძალოს არასანქცირებული თვალთვალი;6. უარი ითქვას ხელმოწერისას საპრეზიდენტო განცხადებების პრაქტიკაზე;7. დასრულდეს ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, რომლის თანახმადაც მთავრობის წარმომადგენლების მიერ ემოციურად გაცხადებული ინფორმაცია არ მიიღება და მისი განსაჯაროება იკრძალება;8. შეწყდეს პატიმრების ერთი ადგილიდან მეორეში არასანქცირებული გადაყვანის პრაქტიკა;9. შეწყდეს პრაქტიკა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ მუქარას გულისხმობს (ამ პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტებს 1917 წელს მიღებული ჯაშუშობის აქტის ფარგლებში გასამართლებით ემუქრებოდნენ);10. შეწყდეს გასაიდუმლოებული სამხილების საფუძველზე ადამიანთა ტერორისტთა სიებში შეყვანა.„ამერიკის თავისუფლების დღის წესრიგი“ 2007 წლის 15 ოქტომბერს წარუდგინა კონგრესს რესპუბლიკელმა რონ პოლმა (Ron Paul). დოკუმენტის წარდგენისას პოლმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ასე იწყებოდა:„ქალბატონო სპიკერო, დღეს მე წარმოგიდგენთ ამომწურავ დოკუმენტს, რომლის მიზანია ამერიკის კონსტიტუციისა და იმ თავისუფლებათა აღდგენა, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაქრობის გზას დაადგა. ამ კანონპროექტის მიზანი კონტროლისა და ბალანსის იმ სისტემის აღდგენაა, რომელიც დამფუძნებელმა მამებმა ხელისუფლების ძალადობისაგან ამერიკელი ხალხის დასაცავად კონსტიტუციით შემოგვინახეს“.
-
- amount to
- —
მიღწევა;
გათანაბრება, გატოლება
-
- amusement page
- — გასართობი გვერდი
-
- an ounce of prevention is worth a pound of cure
- — მკურნალობას პროფილაქტიკა სჯობს
-
- Analytical Survey
- — ანალიტიკური კვლევა, გამოკითხვა. კვლევა, გამოკითხვა, რომლის მიზანია, აღწეროს და ახსნას განსაზღვრული გარემოებებისა და ვითარებების არსებობა - როგორც წესი, განსაზღვრული ჰიპოთეზის ტესტირებისა და გამოცდის გზით.
-
- Anarchist cinema
- — ანარქისტული კინო. ტერმინი წარმოდგება სიტყვიდან “ანარქია“ (კანონისა და მთავრობის, სამთავრობო რეგულაციის სრული არარსებობა), ანარქისტული მიმდინარეობა კინემატოგრაფში კი უკავშირდება ფრანგი რეჟისორის, ჟან ვიგოს (1909-1934) სახელს. იგი 12 წლისა იყო, როცა მამამისი, მიგელ ელმერეიდას სახელიტ ცნობილი ანარქისტი, ციხის საკანში ჩამომხმრჩალი იპოვეს. თავის საკულტო ფილმში „Zero de Conduite“ ვიგომ მსახიობებად თავისი ანარქისტი მეგობრები მიიწვია. ფილმი, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ მალევე აკრძალა, შეეხებოდა მოსწავლეების ჯანყს სასტიკი მასწავლებლების წინააღმდეგ. ანარქისტული კინოს ტრადიციები ლინდსი ანდერსონმა გააგრძელა ფილმში „If” (1968).
-
- Androcentric rule
- — ანდროცენტრული წესი. წესი, რომლის თანახმადაც „კაცების ქცევები მწერლის მიერ ენობრივად აღწერილია როგორც სასურველი და აღტაცების ღირსი, ხოლო ქალების ქცევა ისეთი ენობრივი ყალიბებით არის წარმოჩენილი, რომელთაც თავად მწერალიც ნეგატიურად და გაკიცხვის ღირსად მიიჩნევს“. ეს ტერმინი ეკუთვნის ჯენიფერ ქოუთს (Women, Men and Language. UK: Longman, 1993).
-
- Animatics
- — ანიმატიკი. რეკლამის წინასწარი ვერსია, რომელიც წარმოადგენს ფირზე აღბეჭდილი კადრების თანმიმდევრობას შესაბამისი ხმოვანი რიგის (ძირითადად, მუსიკის) თანხლებით
-
- Animation
- — ანიმაცია. ნახატების, თოჯინების ფირზე აღბეჭდვის პროცესი, რომელიც მოქმედების ილუზიას ქმნის.
-
- Anomie
- — ანომია. ფრანგმა სოციოლოგმა ემილ დურკჰეიმმა (1858-1917) პირველმა გამოიყენა ეს ტერმინი “უნორმობის“ იმ მდგომარეობის აღსაწერად, რომელშიც ინდივიდუუმები გრძნობენ, რომ არ არსებობს ქცევის წარმმართველი ეფექტური სოციალური წესები, ან როცა ინდივიდუუმებს ჰგონიათ, რომ მათთვის შეთავაზებული ან თავსმოხვეული სოციალური ქცევის წესები წინააღმდეგობრივია მათ ღირებულებებთან და რწმენებთან. ანომიას შედეგად სოციალური კონტაქტების შეზღუდვა მოაქვს; ხშირ შემთხვევაში კი სოციალური ინტერაქციისა და კონტაქტების ნაკლებობა ან არარსებობა თავად ხდება ანომიის გამომწვევი მიზეზი. ანომიას ადამიანები სოციალურ მოკვეთილობამდე, განდგომილობამდე, თვითმკვლელობამდე, სულიერ დაავადებამდე, წამალთდამოკიდებულებამდე ან ალკოჰოლიზმამდე მიჰყავს. მედიის თანამედროვე სოციოლოგები, განსაკუთრებით „მასობრივი საზოგადოების“ თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ანომიისადმი ყველაზე უფრო მოწყვლადი ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც დიდად განიცდიან მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების გავლენას. კონფლიქტი მედიაში წარმოჩენილ რეალობასა და დაუკმაყოფილებელ პიროვნულ ამბიციებს შორის ხშირად ხდება ანომიის წინაპირობა. მკვლევრები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი ქცევა, რომელიც თავდაპირველად ანომიად იქნა მიჩნეული, მოგვიანებით სუბკულტურული ქცევა აღმოჩნდა (მაგალითად, ჰიპების, პანკების, როკერების, ბაიკერების და სხვა სუბკულტურების ქცევები).
-
- Anon.Penet.Fi
- — ფინური კომპიუტერული სისტემა, რომელიც ინტერნეტმომხმარებლების ვინაობის დასაცავად გამოიყენება.
-
- Anonimity
- — ანონიმურობა. გარემოება, როცა მკვლევარს ან ჟურნალისტს არ შეუძლია, დაუკავშიროს კვლევის ან გამოკითხვის მონაწილის ვინაობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
-
- ANOVA [Analysis of variance]
- — ვარიაციის ანალიზი. სტატისტიკური პროცედურა, რომელიც გამოიყენება ვარიაციის წყაროების დეკომპოზიციის მიზნით ორ ან მეტ დამოუკიდებელ ცვლადად.
-
- answers on a postcard
- — მოკლედ და კონკრეტულად
-
- Anti-language
- — ანტიენა. მარტინ მონტგომერის (An Introduction to Language and Society. UK: Routledge, 1993) მოსაზრებით, ანტიენა არის სოციალური დიალექტების უკიდურესი ნაირსახეობა. ანტიენებს ის სუბკულტურები და ჯგუფები ქმნიან, რომლებიც ანტაგონისტურად არიან განწყობილნი მეინსტრიმული საზოგადოებისა და გაბატონებული დისკურსის მიმართ. ამ სუბკულტურებისა და ჯგუფების პლატფორმა შეიძლება იყოს როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ სოციალურ აქტივობასთან (ხშირად - კანონგარეშე) დაკავშირებული.
-
- any port in a storm
- — ნებისმიერ შეთავაზებაზე დათანხმება (მძიმე მდგომარეობის გამო)
-
- any \ every Tom, Dick or Harry
- — ყოველი მეორე, ყველა ძაღლი და მამაძაღლი
-
- anybody's guess
- — გამოცანა გერგება (გვერგება)
-
- anyone's guess
- — გამოცანად გვერგება
-
- anything but
- — სულაც არა; ყველაფერია, (რამის) გარდა/ოღონდ არა...
-
- AOL
- — America On Line. "ემერიკა ონ ლაინ". ინტერნეტისა და ონლაინსერვისების უდიდესი პროვაიდერი მსოფლიოში, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა 22.4 მილიონს აჭარბებს.
-
- Apache silence
- — აპაჩების დუმილი. ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი კ. ჰ. ბასო დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა დუმილის, როგორც კომუნიკაციური პროცესის ელემენტის, ფენომენს ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომის - აპაჩების კულტურაში. 1972 წელს ბასომ გამოაქვეყნა კვლევა “უარი სიტყვებს: დუმილი დასავლეთ აპაჩების კულტურაში“ (To Give up Words: Silence in Western Apache Culture”, in “Language and Social Context”, UK: Penguin, 1972), რომელშიც მკვლევარი განმარტავს, რომ „აპაჩების დუმილი არის არავერბალური პასუხი, რეაქცია განუსაზღვრელ, მოულოდნელ და არაპროგნოზირებად სოციალურურთიერთობებში” - მაგალითად, უცხო ადამიანებთან შეხვედრისას, სხვა ადამიანების მწუხარების გაზიარებისას და სხვა. აპაჩების დუმილი კონვენციური არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.
-
- apart from
- —
-
- Apocryphal stories
- — აპოკრიფული ისტორიები. იმთავითვე უეჭველად ყალბი, გამოგონილი, მისტიფიცირებული ისტორიები.
-
- apple of one’s eye
- — თვალის ჩინი
-
- Applebaum, Anne
- — ენ ეპელბაუმი
-
- Applet
- — ეპლეტი. სპეციფიკური ამოცანის შესარულებლად შექმნილი მცირე კომპიუტერული პროგრამა. ვებ–ის კონტექსტში ეპლეტი წარმოადგენს ვებგვერდში ჩეანერგილ პროგრამას, რომელიც, როგორც წესი, იყენებს JAVA-ს ენას და ანიმაციებისა და გამოთვლების შესასრულებლად იხმარება.
-
- Applied Research
- — გამოყენებითი კვლევა. კვლევა, რომლის მიზანი არის არა თეორიის აგება, არამედ სპეციფიკური პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
-
- apply in person
- — პირადად მიმართვა
-
- apply to
- — მიმართვა (ვიღაცისადმი, რაღაცისადმი)
-
- approval rating (positive rating)
- — მაღალი რეიტინგი
-
- APRANET
- — აპრანეტი. ქსელის პიონერი, ინტერნეტის წინამორბედი. დაფუძნდა 1969 წელს.
-
- april ('s) fool
- —
საპირველაპრილო ხუმრობის მსხვერპლი;
საპირველაპრილო ხუმრობა
-
- arch foe
- — დაუძინებელი, მოსისხლე მტერი
-
- Areopagitica
- — არეოპაგიტიკა. ინგლისელი პოეტის ჯონ მილტონის (1608–1674) ტრაქტატის სათაური, რომელიც ბეჭდური სიტყვის, პრესის თავისუფლებას ეძღვნებოდა. ტრაქტატი 1644 წელს გამოქვეყნდა. მასში მილტონი გამოდიოდა 1643 წელს ინგლისის პარლამენტის მიერ ცენზურის აღდგენის წინააღმდეგ. პამფლეტის სახელწოდება წარმოდგებოდა ბერძნულიდან Areopagus, ათენის არესის მთის სახელწოდებიდან, სადაც შედგა უმაღლესი სამსჯავრო დახურულ კარს მიღმა. მილტონი წერდა: კარგი წიგნის მოკვლა თითქმის კაცის კვლაა: ის, ვინც კაცს კლავს, კლავს გონიერ და ღვთის სახედ შექმნილ არსებას; ხოლო ის,ვინც კლავს კარგ წიგნს, კლავს თავად გონიერებას და კლავს ღვთის ხატს. (იხილეთ Milton's paradox)
-
- argue the toss
- — თანხმობის არგუმენტებით განმტკიცება, ფაქტებით გამაგრება
-
- arise from
- — (საიდანმე) რაიმეს შედეგად წარმოქმნა, წარმოშობა
-
- arm-twisting
- — ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა, უხეში ზეწოლა
-
- armchair critic
- — უსაგნო კრიტიკოსი
-
- armed to the teeth
- — კბილებამდე შეიარაღებული
-
- around the clock
- — დღედაღამე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში
-
- arrow in the quiver
- — იარაღი, საშუალება
-
- Artefacts
- — არტეფაქტი. ადამიანის ხელით შექმნილი ნივთები და ხელსაწყოები. მედიის შემთხვევაში: გაზეთები, წიგნები, რადიომიმღები, ტელევიზორი, ვიდეოსაკრავი, ციფრული ვიდეოდისკის საკრავი, ვიდეოკამერა, iPOd და სხვა.
-
- Article 19
- — მე–19 მუხლი. ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციის ერთი–ერთი უმნიშნელოვანესი მუხლი, რომელიც აცხადებს,რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება; რომ ეს უფლება გულისხმობს და მოიცავს საკუთარი აზრის ქონას, მის გამოთქმას, გამოხატვას,ინფორმაციისა და იდეების მიღებასა და გაზიარებას ყოველგვარი – როგორც პოლიტიკური, ისე ფიზიკური – შეზღუდვების გარეშე.
-
- Artwork
- — მედიაში დასაბეჭდად გამზადებული სარეკლამო მასალა
-
- as a result of
- — შედეგად
-
- as a rule
- — როგორც წესი
-
- as cold as ice (stone)
- — ყინულივით ცივი
-
- as cool as cucember
- — ვითომც აქ არაფერია, წარბსაც არ იხრის
-
- as far as
- — რამდენადაც
-
- as good as possible
- — რაც შეიძლება კარგად
-
- as long as
- — მანამ, სანამ; ვიდრე
-
- as mad as a hatter
- — ჭკუიდან გადასული, სრული გიჟი, შეშლილი-გადარეული
-
- as much as
- — როგორც არ უნდა; იმდენად, რამდენადაც
-
- as much use as a chocolate teapot
- — სრულიად გამოუსადეგარი რამ
-
- as rare as hen's teeth
- — ძალიან იშვიათი, ძნელად საშოვნელი
-
- as the crow flies
- — ორ ნაბიჯში
-
- as things now stand \ are
- — ასეთ სიტუაციაში, ამ ვითარებაში
-
- as usual
- — როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივ
-
- as well as
- — ასევე; ისევე, როგორც
-
- ASCII [American Standard Code for Information Interchange]
- — ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ამერიკული სტანდარტული კოდი. მიკროგამომთვლელ მანქანებში გამოყენებული სტანდარტული მანქანური ენა, რომელშიც თითოეული ასონიშანი, რიცხვი წარმოდგენილია ინფორმაციის 7 ბიტით.
-
- Asia Times
- — გაზეთი “ეიჟა ტაიმსი“ (ინგლ. – „აზიური დრო“) 1995 წელს ტაილანდში შეიქმნა. გამომცემელმა მაღალი სტანდარტის ინგლისურენოვანი რეგიონული გაზეთის შესაქმნელად პროფესიონალი ჟურნალისტები დაიქირავა, თუმცა 1997 წელს ფინანსური პრობლემების გამო გამოცემა საერთოდ დაიხურა. Asia Times-ის ჟურნალისტთა ნაწილმა მუშაობა სხვა გამოცემებში გააგრძელა, ნაწილმა კი - გაზეთის მემკვიდრე ელექტრონულ გამოცემა Asia Times Online-ში, რომელიც 1999 წელს გაიხსნა.
Asia Times Online-ს სათაო ოფისები ჰონგ-კონგსა და ტაილანდში აქვს. ეს ორენოვანი - ინგლისურ-ჩინური გამოცემაა. აშუქებს აზიის გეოპოლიტიკის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებს. Asia Times Online-ს დღეში 90 000 დამთვალიერებელი (მკითხველი) ჰყავს და ის აზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პორტალია. New York Times-მა მას აზიაში ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი საიტი უწოდა.atimes.com
-
- aside from
- — გარდა ამისა; თუ არ ჩავთვლით
-
- Associated Press [AP]
- — საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეითიდ პრესი”, შემოკლებით AP 1846 წელს დაფუძნდა. მისი დაარსების ისტორია ასეთია: ნიუ-იორკის გაზეთებმა ერთობლივად დააფინანსეს ე. წ. „პონი-ექსპრესი“, ანუ ცხენების უმოკლესი მარშრუტი, რომელიც ალაბამაზე გადიოდა და მექსიკის ომიდან ახალი ამბები ყველაზე სწრაფად (აშშ-ს ფოსტაზე უფრო სწრაფადაც კი) ჩამოჰქონდა. მას შემდეგ ათწლეულების მანძილზე AP პირველი ატყობინებდა მსოფლიოს უახლეს ამბებს: აბრაამ ლინკოლნის მკვლელობას, პერლ ჰარბორის დაბომბვას, ირანის შაჰის ძალაუფლების დაცემასა და რომის პაპის, იოანე-პავლეს გარდაცვალებას.
AP-ს 30-ზე მეტი ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
AP ძალიან მალე ითვისებს ახალ ტექნოლოგიებს, სწორედ ამაშია მისი სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობა. დაფუძნების მომენტისთვის, კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი მხოლოდ სიტყვა იყო. AP იმ დროს წარმოადგენდა პირველ კერძო კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებდა და ინფორმაციას ავრცელებდა მტრედების, ცხენების, მატარებლების, გემების, ტელეგრაფისა და ტელეტაიპის მეშვეობით. 1935 წლიდან AP ფოტოების გავრცელებას იწყებს. რადიოქსელი მან 1973 წელს შექმნა, ხოლო საერთაშორისო ვიდეოგანყოფილება 1994 წელს დაიმატა. 2005 წელს შეიქმნა AP-ს ციფრული საინფორმაციო ბაზა, რამაც სააგენტოს ნებისმიერ ფორმატში ინფორმაციის მყისიერი გავრცელების საშუალება მისცა. დღეს AP ახალ ამბებს თითქმის მათი მიმდინარეობის პარალელურად, უსწრაფესად ავრცელებს; და ავრცელებს ნებისმიერ პლატფორმაზე, იქნება ეს ბეჭდური თუ ონლაინგამოცემა. AP-ს ვიდეოგანყოფილება მსოფლიოს ვიდეოსააგენტოებს შორის პირველ ადგილას დგას.
AP-ს თანამშრომლები მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 300 წერტილში მუშაობენ. მის მასალას ყოველდღიურად მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი კითხულობს.
AP დღემდე რჩება არაკომერციულ გაერთიანებად, რომელსაც 1,500-მდე ამერიკული გაზეთი განაგებს. ეს გაზეთები ერთდროულად მისი მომხმარებლებიც არიან და წევრებიც. მმართველთა ბორდი შედგება გამომცემლების, რედაქტორების, ტელე- და რადიოსამაუწყებლო აღმასრულებელი მმართველებისგან. სწორედ ეს ბორდი აკონტროლებს სააგენტოს მუშაობას.AP-ის შტაბბინა ამჟამად მანჰეტენზე მდებარეობს.ap.org
-
- associated with
- — (ვიღაცასთან, რაღაცასთან) ასოცირებული
-
- at (a) high speed
- — მაღალი სიჩქარის, ჩქაროსნული
-
- at (the) risk (of)
- — რისკის ქვეშ, რისკის საფრთხის წინაშე
-
- at a discount
- — ფასდაკლებით
-
- at a glance
- — ცალი თვალით
-
- at a loose and
- — უსაქმოდ ყოფნა
-
- at a loss
- — მძიმე მდგომარეობაში ყოფნა
-
- at a low ebb
- — გაფუჭებული, დაზიანებული, შესაკეთებელი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი
-
- at a moment’s notice
- — ნებისმიერ მომენტში, რა წამს(აც) მეტყვი
-
- at a price
- — ძვირად დაჯდომა
-
- at a rate of knots
- — ჩქარა, სწრაფად, უცებ
-
- at a \ one time
- — ერთდროულად
-
- at any rate
- — ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე
-
- at best
- —
1. საუკეთესო შემთხვევაში;
(ბირჟ.) საუკეთესო ფასად
-
- at ease (with)
- — (ვინმესთან ან რაიმე საკითხთან დაკავშირებით) თავისუფლად, მშვიდად, მოხერხებულად ყოფნა
-
- at every turn
- — ყველგან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე; მუდმივად
-
- at first glance
- — ერთი შეხედვით
-
- at least
- — ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე
-
- at odds
- — უთანხმოების ქონა
-
- at once
- — მომენტალურად, უმალ, უცბად
-
- at one level
- — ერთი მხრივ
-
- at one's peril
- — ვინმეს საფრთხის, რისკის ფასად
-
- at pains
- — ძალიან დიდი მონდომება
-
- at point in time
- — ოდესმე, რაღაც მომენტში
-
- at random
- — შემთხვევით; სპონტანურად, გაუაზრებლად
-
- at someone’s wits' end
- — იმედგაცრუების, სასოწარკვეთილების ზღვარზე
-
- at stake
- — რისკის, კითხვის ნიშნის ქვეშ
-
- at the beck and call
- — მხარში, გვერდით დგომა
-
- at the beginning of
- — (რაიმეს) დასაწყისში, თავში
-
- at the bottom (lower rungs) of the totem pole
- — ბოლო ადგილზე დაყენება, იერარქიულად ბოლო საფეხურზე ყოფნა
-
- at the coalface
- — რიგით თანამშრომელთა განყოფილება, რეალურად მომუშავე პირთა ჯგუფი
-
- at the crossroads
- — გზის გასაყარზე, გადაწყვეტილების მიღების წინაშე ყოფნა; გზაჯვარედინზე დგომა
-
- at the end of someone’s tether
- — მოთმინების ფიალის ავსება, მოთმინების ამოწურვა
-
- at the end of the day
- — ბოლოს და ბოლოს, საბოლოო ჯამში
-
- at the end of your rope
- — მოთმინების ფიალის ავსება
-
- at the expense of
- — იმის მაგივრად, რომ... (რაღაცის) ხარჯზე, ფასად
-
- at the fore
- — წამყვან, მოწინავე პოზიციაზე ყოფნა; ლიდერობა; სათავეში დგომა
-
- at the hands of somebody
- — ვინმეს მხრიდან
-
- at the helm
- — სათავეში, მართვის სადავეებთან
-
- at the moment
- — კონკრეტულ მომენტში
-
- at the peak of
- — პიკზე, მწვერვალზე
-
- at the same time
- — იმავდროულად
-
- at the thought of
- — გაფიქრებაზეც კი
-
- at the time of
- — (რაღაცის) დროს
-
- at the top (of)
- — პიკზე, მწვერვალზე, სათავეში, ყველაზე ზემოთ
-
- at the top of someone’s lungs
- — მთელი ძალით; რაც ძალი და ღონე არის
-
- at the top of the list
- — უპირველეს, პრიორიტეტულ, სიის პირველ ნომრად მყოფი
-
- at this juncture
- — იმ დროს, როდესაც...
-
- at this point
- — ამ ეტაპზე
-
- at this stage
- — ამ ეტაპზე
-
- at will
- — საკუთარი სურვილისამებრ
-
- Atlantic
- — „ეტლენტიკი“ (ინგლ. - „ატლანტიკა“) ამერიკული ჟურნალი, რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო The Atlantic Monthly. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რესპექტაბელური ყოველთვიური ჟურნალია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ ინგლისურენოვან სამყაროში. დაფუძნდა 1857 წელს ბოსტონში და თავდაპირველად მხოლოდ ლიტერატურული და კულტუროლოგიური გამოცემა იყო. ჟურნალი აქვეყნებდა ისეთი ამერიკელი მწერლების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან მარკ ტვენი, ბრეტ ჰარტი. მის ავტორებს შორის იყვნენ ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი, პრეზიდენტი და ნატურალისტი თეოდორ რუზველტი, ერნესტ ჰემინგუეი. Atlantic-მა პირველმა დაბეჭდა ამერიკაში ვლადიმერ ნაბოკოვის ინგლისურენოვანი ნაწარმოებები. ჟურნალში ქვეყნდებოდა ასევე მოწინავე სტატიები მონობის გაუქმების, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
თავიდანვე The Atlantic Monthly ორიენტირებული იყო „მოაზროვნე აუდიტორიაზე“ ანუ ახალი ინგლისის ინტელექტუალებზე. ჟურნალის დამფუძნებელთა შორის იყვნენ ცნობილი ამერიკელი მწერლები: ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ, რალფ უოლდოუ ემერსონი, ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუ, ოლივერ უენდელ ჰოლმსი-უფროსი, ჯონ გრინლიფ უიტიერი, ჯეიმს რასელ ლოუელი. ლოუელი ჟურნალის პირველი რედაქტორი იყო. დამფუძნებლებმა ჟურნალის მისია ასე აღწერეს: „ეტლენტიკი არ გახდება არც ერთი პარტიისა და არც ერთი დაჯგუფების ორგანო. ის პატიოსნად შეეცდება, იყოს მკვლევარი იმისა, რასაც ჩვენ ამერიკულ იდეას ვუწოდებთ“
1920 წელს ჟურნალმა სტატიების თემატიკის გაფართოვება დაიწყო და გეზი პოლიტიკური პუბლიცისტიკისკენ აიღო. ჟურნალში ქვეყნდებოდა სტატიები პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სოციოლოგიაზე, ასევე ახალ ამბებზე. რუზველტის სტატიებთან ერთად, ჟურნალი სიამოვნებით ბეჭდავდა ვუდრო ვილსონის პუბლიკაციებს.
1970-იან წლებში Atlantic-ი ფინანსური პრობლემების გამო დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა არსებობა განაგრძო და 2005 წელს პრესტიჟული პრემიის National Magazine Award-ის მფლობელი გახდა.დღეს ჟურნალი მკითხველს ამერიკული საზოგადოების ცხოვრების, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფართო მიმოხილვას სთავაზობს. ის მოიცავს ასევე პოეზიას, მხატვრულ ნაწარმოებებს, სტატიებს დასვენებასა და მოდის შესახებ.
დღეს მუშაობს ჟურნალის ინტერნეტვერსიაც – theAtlantic.com – და მისი მონათესავე გვერდები – theAtlanticWire.com (საინფორმაციო და ანალიტიკური საიტი) – და theAtlanticCities.com (ვებგვერდი მსოფლიოს დიდი ქალაქების ცხოვრებას აშუქებს). 2011 წლის მონაცემების თანახმად, ამ სამივე გვერდს თვეში 11 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. 2008 წლის 22 იანვრიდან The Atlantic.com-მა მკითხველებისთვის ფასიანი ხელმოწერა მოხსნა და ამჟამად იქ ახლადგამოქვეყნებული მასალები (მთლიანად) და არქივის დაცული პუბლიკაციების ნაწილი უფასოა. ჟურნალის სათაო ოფისი ვაშინგტონშია. ტირაჟი 450 000 ეგზემპლიარს აჭარბებს. ამჟამად წელიწადში მხოლოდ ათჯერ გამოდის, ამიტომ მისი სახელწოდებიდან გაქრა სიტყვა „ყოველთვიური“ (Monthly). ჟურნალის გამომცემელია ბეჭდური და ელექტრონული მედიის კომპანია Atlantic Media Company. 2012 წელს ჟურნალმა დაარსებიდან 150 წლის იუბილე აღნიშნა. theatlantic.com
-
- Attachment
- — დანართი, მიმაგრებული დოკუმენტი ან აუდიო კლიპი. ფაილი, რომელიც ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებასთან ერთად იგზავნება. დანართის გასახსნელად საჭიროა მათი კონვერტაცია, ანუ დეკოდირება საგანგებო ტექსტური პროგრამების ფორმატის გამოყენებით.
-
- Attack Ads
- — შემტევი წინასაარჩევნო რეკლამები. წინასაარჩევნო განცხადებები და რეკლამები, რომლებშიც ერთი კანდიდატის მხარდამჭერები აკრიტიკებენ და ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთი კანდიდატის მოწინააღმდეგის პიროვნულ თვისებებს, ეთიკას, გულწრფელობას.
-
- Attention Model of Mass Communication (Publicity model)
- — მასობრივი კომუნიკაციის ყურადღების მიმპყრობი მოდელი. დენის მაკქუეილი წიგნში "McQuail's Mass Communication Theory" (UK: SAGE, 2005) წერს, რომ ნებისმიერი ბაზრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მან საქონელი და მომსახურება პოტენციურ მომხმარებლამდე მიიტანოს და მათი ყურადღება მიიპყროს. მასმედიის მახასიათებლების მხრივ, ეს მოდელი შეეხება გაყიდვისთვის სტიმულის მიცემას: ამ შემთხვევაში კომუნიკაცია მხოლოდ მაშინ განიხილება, როგორც წარმატებული, როცა იგი აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს და შესაბამისი უკუკავშირი შედგება,მიუხედავად იმისა, რა გზებითა და ხერხებით მოხდება აუდიტორიის (ბაზრის) ყურადღების მიპყრობა. მასობრივი კომუნიკაციის ეს პარადიგმა წინააღმდეგობაში მოდის მასობრივი კომუნიკაციის ტრანსმისიურ მოდელთან, რომლის ამოსავალი წერტილიც შეტყობინების გადაცემაა გამგზავნიდან მიმღებამდე, ამ უკანასკნელის ინფორმირების მიზნით.
-
- Attitude
- — ატიტუდი, მიმართება, დამოკიდებულება. ინდივიდუუმის შეფასებითი განწყობა, დისპოზიცია, მყარი მენტალური ყალიბი ნებისმიერი ტიპის ობიექტის შესახებ: პიროვნების, იდეის, ჯგუფის, ქვეყნის, პოლიტიკის და ა.შ. ატიტუდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მიმართულებით (დადებითი და უარყოფითი), სიძლიერით, მასშტაბით, სიმყარით. ატიტუდი, ზოგადად დამოკიდებულებისგან განსხვავებით, მიიჩნევა ფარდობითად ღრმა, მყარ და ძირეულ ტენდენციად, რომელიც უკავშირდება პერსონალურ სტრუქტურებს და ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებებს მასმედიის გავლენით.
-
- at\by one’s side
- — ვინმეს გვერდზე, მხარეს, მხარეზე
-
- at\from the outset
- — უპირველეს ყოვლისა, დასაწყისიდან, სულ თავიდან, თავიდანვე
-
- at\on an edge
- — ზღვარზე, საზღვართან
-
- at\on sight
- — ერთი ამოსუნთქვით
-
- Audience
- — აუდიტორია. ინდივიდუუმების, ჯგუფების ერთობლიობა, რომლებამდეც აღწევს კონკრეტული მედიური შინაარსი ან მედიური არხი. "აუდიტორიას" ასევე უწოდებენ მიმღებების წარმოსახვით სამიზნე ჯგუფს და იგი შეიძლება, არ ემთხვეოდეს რეალურ სოციალურ (საზოგადოებრივ) ჯგუფს. აუდიტორია, დენის მაკქუეილის (2005) აზრით, შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა მახასიათებელების მიხედვით: შესაბამისი მედიური შინაარსის, ან თავად აუდიტორიის სოციალური შემადგენლობის, მისი ადგილმდებარეობის, ან განსაზღვრული დროითი მონაკვეთის მიხედვით. აუდიტორია არ წარმოადგენს ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირებულ ერთობას. კომუნიკაციათმცოდნეობის თანამედროვე თეორია აუდიტორიის ცნებას ორ ქვეცნებად ჰყოფს: აუდიტორია როგორც საზოგადოება (audience-as-public) და აუდიტორია როგორც ბაზარი (audience-as-market). ეს დაყოფა განსაკუთრებით თვალშისაცემია ტელემაუწყებლობაში. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის აუდიტორიას წარმოადგენს საზოგადოებას, ხოლო კომერციული ტელევიზიებისთვის – ბაზარს. 2000–იანი წლებიდან შეინიშნება აუდიტორიის როგორც საზოგადოების კონცეპტის კრიზისი. დღევანდელი მედიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აუდიტორია დეფერენცირებულია,ხოლო მედიის ტექნოლოგიური განვითარების კვალად აუდიტორიამ ფრაგმენტაცია განიცადა. აუდიტორია იზომება, კლასიფიცირდება სქესის, ასაკის, კლასის, ძალაუფლების ფლობის ხარისხის, სამუშაოსა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არსებობს აუდიტორიის გაზომვის ორი კატეგორია: რაოდენობრივი და თვისობრივი. აუდიტორიის გაზომვის ძირითადი ტერმინებია რეიტინგი და წილი. რეიტინგი განიმარტება როგორც იმ ტელემაყურებლის, იმ დემოგრაფიული ჯგუფების ყველა წევრის პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც კონკრეტულ სატელევიზიო სადგურს ან კონკრეტულ პროგრამას იყურებენ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. წილი კი წარმოადგენს კონკრეტულ დროით მონაკვეთში კონკრეტული არხის ან პროგრამის დაფიქსირებული მაყურებლის პროცენტულ მაჩვენებელს ყველა აღნუსხულ მაყურებელთან შეფარდებით.
-
- Audimeter
- — აუდიმეტრი. ელექტრონული გაზომვითი ხელსაწყო, რომელიც მაგრდება ტელევიზორზე და რომელიც აფიქსირებს ტელევიზორის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის დროით მონაკვეთს და არხებს, რომელსაც ამ ტელევიზორის მომხმარებელი უყურებს.
-
- augur well
- — (რამეზე) კარგად მეტყველება
-
- autocratic regime
- — ავტოკრატიული რეჟიმი, მმართველობა
-
- Autonomy
- — ავტონომიურობა. გარემოება, ეთიკური პრინციპი, რომლის ძალითაც თითოეული ინდივიდუუმი საკუთარ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი და ამის გამო მისი განსჯა დაუშვებელია.
-
- Avant-garde
- — ავანგარდი. ინოვაციური, დაწინაურებული პოზიცია ხელოვნების ნებისმიერ ფორმაში. ეს ტერმინი პირველად გაბრიელ–დეზირე ლავერდანმა გამოიყენა 1845 წელს. 1878 წელს რუსმა ანარქისტმა მიხაილ ბაკუნინმა თავის პერიოდულ გამოცემას L'Avant-garde უწოდა.
-
- Avatar
- — ავატარი. ზუსტი მნიშვნელობით: განსხეულება, განსახიერება. კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შექმნილი ფუგურა ან ფორმა, რომელსაც კონკრეტული მომხმარებელი საკუთარი პერსონის იდენტიფიკაციისთვის იყენებს სოციალურ ქსელებში, ინტერნეტფორუმებში. მომდინარეობს ჰინდის ენიდან, რომელზეც ავატარი ღვთაებრივ რეინკარნაციას, გარდასახვას ნიშნავს.
-
- average Joe
- — რიგითი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი
-
- Average Quarter Hour (AQH)
- — საშუალო საათის მეოთხედი. იმ ინდივიდების ან კომლების საშუალო რაოდენობა, რომლებიც 15-წუთიან დროით სეგმენტში მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში უყურებენ ან უსმენენ განსაზღვრულ ტელე- ან რადიოსადგურს.
-
- avowed intent
- — საჯაროდ, სახალხოდ დათქმული, დადებული პირობა
-
- Awareness
- — გაცნობიერება. პროდუქტის, ცნების ან რეკლამის ჩანერგვა საზოგადოებრივ ცნობიერებაში.მიზანმიმართული ინფორმირება. არსებობს გაცნობიერების ორი ტიპი: სპონტანური (მაგალითად, რომელმა რეკლამამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?) და ნაკარნახევი (შეამჩნიეთ X-ის რეკლამა?)
-
- awe inspiring
- — გამაოგნებელი, განმაცვიფრებელი
-
- AWOL (Absent Without Official Leave)
- — სამხედრო ნაწილის, ან სხვა ადგილსამყოფელის თვითნებური მიტოვება, დეზერტირობა
-
- axis of evil
- — ბოროტების ღერძი (ჯორჯ ბუშ-უმცროსის ნეოლოგიზმი: სახელმწიფოები, რომლებიც ტერორიზმს მფარველობენ)