ყველა ტერმინი → c
-
- CA \ Conversation Analysis
- — საუბრის ანალიზი. მედიატექსტების ანალიზის ნაირსახეობა, რომელიც შეისწავლის ტექსტების თავისებურებებს სოციალური ინტერაქციისას მედიურ დისკურსში, კერძოდ: საინფორმაციო ინტერვიუებსა და თოქშოუებს. საუბრის ანალიზი აღწერს საუბრის ფორმალურ სტრუქტურას და აანალიზებს, როგორ მოქმედებს იგი მედიის ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში.
-
- Cable Modem
- — საკაბელო მოდემი. მოდემი, რომელიც შესაძლებელს ხდის პერსონალური კომპიუტერის დაკავშირებას ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის ხაზთან. საკაბელო მოდემი უზრუნველჰყოფს სწრაფ და მუდმივ კავშირს ინტერნეტთან იმ არეალში, სადაც ინტერნეტკავშირი მყარდება ღერძული კაბელით.
-
- Cable Television
- — საკაბელო ტელევიზია. ტელემაუწყებლობის მიმღები სისტემა, რომელშიც სხვადასხვა დაშორებული სადგურიდან გამომავალი სიგნალები ერთ ძირითად ანტენაში იკრიბება და ინდივიდუალურ მომხმარებელს/ხელმომწერს თანაღერძოვანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მეშვეობით ეგზავნება. თანამედროვე გაგებით, ეს ტერმინი სატელიტით გავრცელებულ სიგნალებსაც მოიცავს. პირველი იატაკქვეშა საკაბელო ქსელები დიდ ბრიტანეთში გაჩნდა, 1930-იან წლებში. ეს იყო ცუდი გარჩევითობის რადიოსიგნალები, რომლებსაც რადიო მიმღებებით იჭერდნენ. როგორც წესი, იატაკქვეშა კაბელებით ისეთ შეტყობინებებს გადასცემდნენ, რომლებიც სახელმწიფოს ეთერისთვის დაუშვებლად მიაჩნდა. საკაბელო ტელევიზიის აღმავლობა და მისი კანონის ფარგლებში მოქცევა 1980-იანი წლებიდან იწყება.
-
- Cable Television Home
- — კომლი, ოჯახი, რომელიც სარგებლობს საკაბელო ტელევიზიით; ოჯახი, რომელიც სატელევიზიო სიგნალებს ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით იღებს და არა თავისი ანტენით.
-
- cack-handed
- — მოუქნელი, მოუხეშავი, ტლანქი
-
- Cahiers du Cinema
- — 1951 წელს ანდრე ბაზენის მიერ დაარსებული ჟურნალი კინოს შესახებ. ძირითადად უკავშირდება ფრანგული კინოს "ახალი ტალღის" რეჟისორების კლოდ შაბროლისა და ფრანსუა ტრიუფოს სახელის პოპულარიზაციას.
-
- Calabresi, Massimo
- — მასიმო კალაბრესი
-
- call attention to
- — ყურადღების მიპყრობა, მიქცევა
-
- call for
- — მოთხოვნა, მოწოდება; დავალდებულება
-
- call foul
- — უსამართლობის, სიბინძურის გამოაშკარავება, გაცხადება, მხილება
-
- call off
- —
გადადება, შეჩერება; შეწყვეტა;
გადატანა (ყურადღებისა);
(ამერ.) სიის ამოკითხვა, გამოქვეყნება;
(ვინმეს) გაყვანა, წაყვანა
-
- call on
- — მოწოდება, დაძახება, დაპატიჟება, წინადადების შეთავაზება
-
- call smb's attention
- — ვიღაცის ყურადღების მიპყრობა
-
- call the shots
- — მბრძანებლობა, უფროსობა; მოთავეობა
-
- Call-out Research
- — გამოსავლენი კვლევა. კვლევის ეს პროცედურა, როგორც წესი, გამოიყენება რადიოსა და ტელევიზიის კვლევებში სხვადასხვა ჩანაწერის პოპულარობის განსაზღვრის მიზნით.
-
- calm down
- — დამშვიდება, დაწყნარება, მიჩუმება, მინელება, დაცხრომა
-
- Calotype
- — კალოტიპი. ფოტოგრაფიის ადრეული ტექნიკა, პროცესი, რომლის დროსაც ფოტონეგატივებს ვერცხლის იოდიდით დაფარულ ქაღალდზე ამზადებდნენ. ტექნიკა გამოიგონა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა (1800-77). წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან kalos (ლამაზი).
-
- Camcorder
- — კამკორდერი. ჩამწერი კამერა. ვიდეოკამერა და მინიატურული ხმის ჩამწერი, შერწყმული ერთ მოწყობილობაში.
-
- Camera
- — აპარატი, კამერა (ფოტო, ტელე, კინო, ვიდეო). ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ხდება რეალობის ერთი (ფიქსირებული) ეპიზოდის ან განგრძობადი მოქმედების დაფიქსირება ფირზე ან ციფრულ ფორმატში. პირველი ფოტოკამერა "ხელსაწყო ფოტოგენური ხატვისთვის" 1839 წელს ლონდონელმა ოპტიკოსმა ფრენსის უესტმა გამოიტანა გასაყიდად. მას ბარონ სიგუიერის კამერა მოჰყვა, შემდეგ ჯონ ბენჯამინ დანსერის ბინოკულარული ტიპის აპარატი, 1858 წელ კი თომას სკაიფის "პისტოლგრაფი", რომლის გადამღები ღილაკი იარაღის სასხლეტს ჰგავდა. სწორედ ამ მსგავსების გამო ფოტოგრაფი ლამის დედოფალ ვიქტორიაზე თავდასხმის მცდელობისთვის დააპატიმრეს. ფოტოგრაფიას მასობრივი ხასიათი ჯორჯ ისტმენის "კოდაკის" სახელით შექმნილმა კამერამ მოუტანა, რომელიც სახმარადაც და სატარებლადაც წინამორბედებზე ბევრად მოსახერხებელი იყო. 1980-იანი წლებიდან დაიწყო ყველაზე თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული, ციფრულ ელექტრონულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებლი, სამგანზომილებიანი, მბრუნავი ობიექტივის მქონე კამერების წარმოება.
-
- Camera cue
- — სიტყვასიტყვით "კამერის სიგნალი", აღნიშნავს წითელ ნათურას სატელევიზიო კამერაზე, რომელიც მასალის გადაცემის დროს ანთია.
-
- Camera Obscura
- — კამერა-ობსკურა. ფოტოაპარატის წინამორბედი ტექნიკური საშუალება. ლათინურად "ბნელი ოთახი". ობიექტის, საგნის ხატის პროექციის პირველი საშუალება. ფოტოგრაფიის ეფექტი იქმნებოდა სპეციალური ლინზის გამოყენებით, რომელზე გამავალი გარე საგნებიდან მომდინარე შუქი ლინზის მოპირდაპირე ზედაპირზე ამ საგნების გამოსახულებას ქმნიდა. ცნობილია, რომ იტალიელი მხატვარი ანტონიო კანალეტო (1697-1768) იყენებდა კამერა-ობსკურას ვენეციის ხედების შესაქმნელად. ამ საშუალებით მიღებული გამოსახულების დაფიქსირება პირველად ფრანგმა ოფიცერმა ჟოზე ნისეფორ ნიეპსმა (1765-1833) შესძლო, რომელმაც ეკრანის ნაცვლად ბიტუმის ფენით დაფარული ლითონის ფირფიტა გამოიყენა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია, რომელსაც ნიეპსმა "ჰელიოგრაფია" - მზით ხატვა - უწოდა. თუკი კამერა-ობსკურა რეფლექტორს იყენებდა გამოსახულების მისარებად, კამერა-ლუციდა ("ნათელი ოთახი") პრიზმის ან სარკის მეშვეობით იჭერდა გამოსახულებას ქაღალდის ზედაპირზე, მხატვარს კი ზუსტად შეეძლო არეკლილი საგნის კონტურების გადატანა ნახატზე.
-
- Camp David
- —
-
- Campaign
- — კამპანია. მედიური კვლევების კონტექსტში ეს ტერმინი ყველაზე ხშირად გაცნობიერებული, სტრუქტურირებული და კოორდინებული მცდელობების, ქმედებების აღსანიშნავად გამოიყენება. ამ ძალისხმევის მიზანი მიმღები აუდიტორიის დარწმუნებაა. დარწმუნების მიზანი კი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, სარეკლამო კამპანია მიზნად ისახავს, გავლენა იქონიოს ადამიანების არჩევანზე და მათ ახალი პროდუქტი შეაძენინოს. საზოგადოებასთან ურთიერთობების კამპანიები ამა თუ იმ საკითხის, პროდუქტის, მომსახურების პოპულარიზაციას ემსახურებიან. საარჩევნო კამპანიის მიზანი კი ამომრჩევლის პრეფერენციებზე და ხმის მიცემის პროცესისას მათ ქცევაზე გავლენის მოხდენაა.
-
- campaign plan
- — რაიმე კამპანიის, ოპერაციის გეგმა
-
- Campaign Strategy
- — კამპანიის სტრატეგია. კამპანიის გაგება იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შესძლებს კანდიდატი არჩევნების მოგებას, ვინ და რატომ მისცემს მას ხმას. სტრატეგია მოიცავს ღონისძიებების სისტემის დაგეგმვას, ორგანიზებასა მართვას ამოცანის მიხედვით.
-
- can-do
- — საქმიანი და ენერგიული
-
- Canada Free Press
- — CFP (“კანადის თავისუფალი პრესა”) დამოუკიდებელი, მუდმივგანახლებადი ელექტრონული გაზეთია. მას მსოფლიოს ყველა წერტილიდან 100-მდე კორესპონდენტი ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტგაზეთის კორესპონდენტები უკვე 14 წელია, რაც ინტერნეტში მუშაობენ, 2012 წლის 15 მაისს გაზეთმა რვა წლის იუბილე აღნიშნა.
გამოცემა კონსერვატიულ იდეებს ატარებს, რომლებშიც ღვთის, ოჯახისა და ქვეყნის სიყვარული მოიაზრება. CFP-ის ხედვა ლოიალურია და ეს მისი მკითხველების რიცხვის განუზომელ ზრდას განაპირობებს. CFP-ის მთავარი ჟურნალისტ/რედაქტორი ჯუდი მაკლეოდი ცდილობს, ყველა იმ კითხვას უპასუხოს, რომელიც მის მკითხველს აწუხებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი მოსაზრება გამოცემას მისწეროს, რედაქცია კი ყოველთვის ცდილობს, ამომწურავად და ობიექტურად მიაწოდოს მას ნებისმიერი სახის ინფორმაცია. გამოცემა მკითხველს ვებგვერდზე - canadafreepress.com - გამოქვეყნებული ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის საშუალებით ეკონტაქტება. CFP-ის მთავარი მიზანია, საზოგადოებას ისეთი სიახლეები მიაწოდოს, რომელთა მოპოვებასაც მკითხველი სხვაგან ვერსად შეძლებს.
canadafreepress.com
-
- Canonical Correlation
- — კანონიკური კორელაცია. მულტივარიაციული სტატისტიკა, რომელიც მედიურ კვლევებში გამოიყენება ცვლადების ორ სიმრავლეს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად.
-
- Caricature
- — კარიკატურა. პიროვნების, ტიპის ან ქმედების დამახინჯებული ან აქცენტირებულად სახეშეცვლილი წარმოჩენა, რეპრეზენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარიკატურას, როგორც წესი, იუმორისტულ ნახატებს ვუწოდებთ, მიზანმიმართულად სახეშეცვლილად წარმოჩენის პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხელოვნებაშიც და მედიაშიც. კარიკატურას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები იცნობდნენ, ახალი სიცოცხლე მას რენესანსის პერიოდის მხატვრებმა შესძინეს, ხოლო მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში კარიკატურამ იქამდე არნახული პოპულარულობა მოიპოვა. ინგლისში, მხატვარი რაულენდსონი (1756-1827) თავის კარიკატურებში ერთმანეთს უხამებდა მაღალი ოსტატობით, მხაზველის სიზუსტით შექმნილ ნახატებს მწვავე სოციალურ სატირას. მსოფლიო მედიის ისტორიაში შევიდნენ ევროპული ჟურნალები, რომლებიც ეფექტურად იყენებდნენ კარიკატურას სოციალური რეალობის სხვადასხვა ასპექტის წარმოსაჩენად: Punch, Vanity Fair 1868, (ინგლისი), Puck, 1876 (შეერთებული შტატები), Le Rire, 1894 (საფრანგეთი), Simplicissimus, 1896 (გერმანია). ყველაზე ცნობილ გამოცემად, რომელიც კარიკატურას მნიშვნელოვან გრაფიკულ ხერხად იყენებს, New Yorker მიიჩნევა (დააარსდა 1925 წელს).
-
- Carnegie Endowment for International Peace
- — კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისათვის
-
- Carnivore
- — "მტაცებელი", კომპიუტერული პროგრამის თავდაპირველი სახელწოდება, რომელმაც საშუალება მისცა ფედერალური დაზვერვის ბიუროს, მსოფლიო მასშტაბით ეკონტროლებინა ელექტრონული ფოსტის გზავნილები; პროგრამა "იჭერდა" განსაზღვრულ სიტყვებს, რომლებიც განსაზღვრული კოდის მატარებლად იყვნენ მიჩნეულნი FBI-ს მიერ. მოგვიანებით პროგრამას სახელი გადერქვა და DCS 1000 ეწოდა.
-
- carrots and sticks
- — მუქარისა და დაყვავების პოლიტიკა
-
- carry on
- —
წარმოება, წინ წაწევა, გაგრძელება (საქმიანობისა);
ფლირტი;
უხეშად მოქცევა; გაბრაზება, ჩხუბი;
გაუჩერებელი ლაპარაკი
-
- carry out
- — განხორციელება, შესრულება
-
- carve up
- —
დაჭრა, დანის დასმა; მოჭრა (გზისა); გაყოფა, დანაწილება;
თაღლითობა, მოტყუება
-
- case of who-shot-first
- — „ვინ დაიწყო ყველაფერი“ სტილის შემთხვევა, მოვლენა
-
- Case Study
- — ერთი კონკრეტული შემთხვევის, ემპირიული მოცემულობის ანალიზი, კვლევა, რომელიც იყენებს მონაცემების მრავალ წყაროს პრობლემის გამოკვლევის მიზნით
-
- case-by-case basis
- — გამორჩეული, ინდივიდუალური, სხვებისგან განსხვავებული; სხვებისაგან რაიმე ნიშნით გამორჩეული
-
- cast a ballot
- — არჩევნებში მონაწილეობა, ხმის მიცემა; საარჩევნო ბიულეტენის ჩაგდება
-
- cast an eye
- — თვალის დადგმა
-
- cast aside
- — (შორს) მოსროლა, გადაგდება, მოშორება
-
- cast vote
- — ხმის მიცემა
-
- casus belli
- — „კაზუს ბელი“, ომის გამოცხადების საბაბი
-
- Catalonia
- — კატალონია (ესპანეთის ავტონომიური რეგიონი)
-
- Catalyst effect
- — კატალიზატორის ეფექტი. აღნიშნავს ვითარებას, რომელშიც გაზეთს, ტელევიზიას, რადიოს, სხვა მედიურ საშუალებებს შეუძლიათ შეცვალონ სიტუაცია, მოახდინონ მისი მოდიფიცირება ან გამშუალებლის როლი ითამაშონ (იხილეთ Mediation)
-
- catch someone off guard
- — სახტად დატოვება
-
- Catch-up Panel
- — ტექნიკურ ჟარგონზე ეს სიტყვათშეთანხმება აღნიშნავს ჯვარედინი შერჩევის შედეგად მიღებული საექსპერტო ჯგუფის წევრებს, რომლებსაც მკვლევრები ადგილს უცვლიან მათზე შემდგომი დაკვირვების მიზნით. წარმოადგენს პანელური კვლევის ნაირსახეობას.
-
- Catharsis
- — კათარზისი. ტრაგიკული ან ძალადობის ამსახველი მხატვრული ნაწარმოების ან დრამის ეფექტის ტიპი, რომელიც აუდიტორიას ემოციურად განწმენდს და ათავისუფლებს მათ ნებისმიერი სურვილისა და მოტივისაგან, აღმოჩნდნენ ასახული ქმედებების ობიექტი. ეს არისტოტელესეული ტერმინი თანამედროვე მედიამკვლევრებმა მედიაში ასახული ძალადობის ეფექტების კვლევას იმდენად დაუკავშირეს, რამდენადაც კათარზისის ცნება უშუალოდ უკავშირდება მავნე ქცევითი ეფექტების შესაწავლას.
-
- Catharsis Hypothesis
- — კათარზისის ჰიპოთეზა. ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ფილმებში ან ტელეგადაცემებში წარმოჩენილ აგრესიასა და ძალადობას თერაპიული ეფექტი აქვს მაყურებელ აუდიტორიაზე, რომ ისინი საზოგადოებისთვის უვნებლად, მისთვის ზიანის მიუყენებლად ათავისუფლებენ აგრესიულ იმპულსებს, რომელთა გავლენითაც ადამიანს მავნე საქციელის ჩადენა რეალურ ცხოვრებაში შეეძლო.
-
- CATI Computer-assisted Telephone Interviewing
- — სატელეფონო ინტერვიუს კომპიუტერული პროგრამა. აბრევიატურა. ინტერვიუერები რესპონდენტისთვის კითხვის დასამელად და მათი პასუხის მისაღებად/ჩასაწერად ვიდეოტერმინალებს იყენებენ.
-
- Caucasus
- — კავკასია, კავკასიის მთები, დიდი კავკასია (მთა-გორიანი სისტემა რუსეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე, შავ და კასპიის ზღვებს შორის); კავკასიის რეგიონი
-
- Caucuses
- — შეერთებულ შტატებში პოლიტიკური პარტიის დახურული ყრილობა მომავალ არჩევნებზე წარმომადგენლის ან კანდიდატის არჩევის მიზნით.
-
- Cause celebre
- — მედიაში ასახული სკანდალური, გახმაურებული საქმეები და შემთხვევები
-
- Cause-related (marketing)
- — ქველმოქმედებაზე მიმართული მარკეტინგი. ტერმინის ხმარების ველს ძირითადად საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფერო წარმოადგენს.
-
- CBC News
- — სი-ბი-სი ნიუსი (კანადის სამაუწყებლო კორპორაციის საინფორმაციო სამსახური). კანადის სამაუწყებლო კორპორაცია (Canadian Broadcasting Corporation, CBC) დაფუძნდა 1936 წელს, კანადის რადიომაუწყებლობის აქტის საფუძველზე. 1952 წლამდე სი-ბი-სი უპირატესად რადიოეთერით მაუწყებლობდა. 1952 წელს კორპორაციამ დაიწყო სატელევიზიო მაუწყებლობაც: მონრეალში ორენოვანი (ფრანგულად და ინგლისურად) და ინგლისურენოვანი ტორონტოში. დღეს კორპორაცია ახორციელებს სამი მიმართულების მაუწყებლობას: ქსელურ სატელევიზიოს, რადიომაუწყებლობას და მაუწყებლობას ონლაინრეჟიმში. იგი ყველაზე მეტ სადგურს ფლობს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. კორპორაციას მართავს 12 დირექტორისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭო. აფინანსებს კანადის მთავრობა. cbc.ca/news
-
- CBS Corporation
- — კორპორაცია სი-ბი-ეს-ი - ერთ-ერთი უმსხვილესი სამაუწყებლო კომპანია (აშშ), რომელიც ქმნის და სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ავრცელებს მედიურ შინაარსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სი-ბი-ეს-ი ფლობს შეერთებულ შტატებში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე სატელევიზიო ქსელს და მსოფლიოში უდიდეს გასართობი შინაარსის ბიბლიოთეკებს და ვიდეოთეკებს, რის წყალობითაც მისი ბრენდი „Eye“ ამ დარგის აღიარებულ სავაჭრო ნიშნად მიიჩნევა. სი-ბი-ეს-ის საქმიანობა მოიცავს ქსელურ, საკაბელო და ადგილობრივ ტელევიზიებს, საგამომცემლო სახლებს, რადიოს, გარერეკლამას, ინტერაქციურ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მედიას.სი-ბი-ეს-ის ბიზნესი აერთიანებს: საკუთრივ სატელევიზიო ქსელს, კომპანია CW-ს (სი-ბი-ეს-ისა და “უორნერ ბრაზერს ენტერტეინმენტის“ ერთობლივი საწარმო), ქსელებს: "შოუთაიმზ ნეტუორქს" (Showtime Networks), "სი-ბი-ეს სპორტს ნეტუორკ" (CBS Sports Network) , "სმითსონიან ნეტუორქს" (Smithsonian Networks), "საიმონ-ენდ-შუსტერ" (Simon & Schuster), "სი-ბი-ეს ტელევიჟნ სტეიშნზ" (CBS Television Stations) , რადიოს სი-ბი-ეს-ი (CBS Radio), სი-ბი-ეს-ის გარერეკლამას (CBS Outdoor), სი-ბი-ეს-ის სატელევიზიო სტუდიების ქსელს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც (CBS Television Studios), CBS Studios International, სატელევიზიო გადამცემების ქსელს (CBS Television Distribution), ინტერაქციულ, სარეკლამო გასართობ ქსელებს (CBS Interactive, CBS Consumer Products, CBS Home Entertainment, CBS Films).კორპორაციას მართავს დირექტორთა საბჭო 14 პირის შემადგენლობით. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა სამნერ მ. რედსტოუნი.cbscorporation.com
-
- CD
- — კომპაქტ-დისკი
-
- CDA \ Critical Discourse Analysis
- — კრიტიკული დისკურსული ანალიზი. ტექსტის ანალიზის ერთ-ერთი მიდგომა, რომლის მიხედვითაც ტექსტის მნიშვნელობითი ველი და მისი ენობრივი ტექსტურა განიხილება და შეისწავლება იდეოლოგიასთან, ძალაუფლებასთან, გენდერთან და სხვა სოციოლოგიურ ცვლადებთან კავშირში. მასში დისკურსი - ანუ ენის გამოყენება მეტყველებისას - განიხილება, როგორც "სოციალური პრაქტიკის ფორმა". კრიტიკული დისკურსული ანალიზი არალინგვისტური ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სახეობაა.
-
- cease-fire
- — ცეცხლის შეწყვეტა
-
- Cecire, Michael Hikari
- — მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე
-
- Ceefax
- — სი-ფაქსი. ბი-ბი-სი-ს ტელეტექსტური სამსახურის სავაჭრო დასახელება 1974 წლის სექტემბრიდან.
-
- Celebrity
- — სახელგანთქმული, ცნობილი, პოპულარული ადამიანი. ეს არის უმრავლესობის მიერ აღიარების, ცნობილობის, პოპულარობის ხარისხი, რომელიც სპორტის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების სფეროებში მოღვაწე ადამიანებს გაღმერთებისა და თაყვანისცემის ობიექტად წარმოაჩენს. ნორმალურ ვითარებაში მედიის მხრიდან მაღალი, განგრძობადი და პოზიტიური ყურადღება პოპულარობის აუცილებელი პირობაა. თუმცა, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მედიის მიერ ადამიანის პოპულარულად აღიარება სხვა არაფერია თუ არა "იყო ცნობილი მხოლოდ იმით, რომ ცნობილი ხარ".
-
- Celebrity Journalism
- — ზეპური ჟურნალისტიკა. მიმართულება თანამედროვე ბეჭდურ ჟურნალისტიკაში, რომელიც სპეციალიზებულია ცნობილი ადამიანების, ძირითადად, შოუბიზნესის, კინოს წარმომადგენლების, "ვარსკვლავების" საქმიანობაზე, მათ გამონათქვამებსა და მათთან დაკავშირებულ სკანდალებზე. ამერიკელმა მეცნიერმა პიტერ ჰამილმა მას "ვირუსი და ჩვენი დროის ყველაზე გავრცელებული ფენომენი" (News Is a Verb, US: Ballentine,1998) უწოდა.
-
- Celluloid
- — ცელულოიდი. ხელოვნურად მიღებული მასალა, რომელიც წარმოადგენდა იდეალურ საშუალებას გამოსახულების აღსაბეჭდად, შესანახად და წარმოსაჩენად. ცელულიოდისგან დამზადებული კინოფირები დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესოდ მიიჩნეოდა. ცელულიოდის შექმნა ბრიტანელი ალექსანდერ პარკერისა და ამერიკელი ჯონ ჰაიატის სახელებს უკავშირდება.
-
- Censorship
- — ცენზურა. მედიური ან მხატვრული პროდუქციის შინაარსის კონტროლი პოლიტიკური და ნორმატიული მიზნებით. ცენზურა გამოქვეყნებამდე, ანუ წინასწარი ცენზურა პრევენციულია, ხოლო გამოქვეყნებისშემდგომი – სადამსჯელო. როგორცაღნიშნავს ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმზ უოტსონი (2003), ისინი ტანდემში მოქმედებენ: ერთის დასჯა მეორესთვის გაფრთხილებაა. ცენზურა, როგორც წესი, ძალაუფლების მქონეთა (როგოც წესი, სახელმწიფოს ან ეკლესიის) მიერ და მათი სახელით ხორციელდება. ცენზურა მოიცავს ძირითადი თავისუფლებების შეკვეცას: სიტყვისა და გამოხატვის, რწმენის,მოძრაობის, შეკრებებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის. ცენზურის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა თვითცენზურა. თვითცენზურისას ადამიანი თავის მოსაზრებას ან მისთვის ცნობილ ფაქტს არ გამოხატავს გარე ცენზურის შიშით – კანონის, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების, ე. წ. \\\"ზეწოლის ჯგუფების\\\" მხრიდან რეაგირების შიშით. თვითცენზურისას ადამიანი ორგვარად მოქმედებს: ან ნაკლულად,\\\"რისკის შემცველი\\\" ნაწილების გამოტოვებით გადმოსცემს ამბავს ან მოსაზრებას, ან საერთოდ თავს არიდებს მათ გახმაურებას. ცხადია, არ არსებობს საზოგადოება, რომელიც გამოხატვის სრულ თავისუფლებას ეგუება. საზოგადოებაში, სოციალურ–პოლიტიკური წყობისა და ღირებულებრივი სისტემის გავლენითა და მოთხოვნით ყალიბდება კანონები, რომლებიც იცავს ადამიანს დეფამაციისგან, ცილისწამებისგან, დანაშაულის დაბრალებისგან, პატივისა და ღირსების ხელყოფისგან, საქმიანი რეპუტაციის შელახვისგან. ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულ კონტროლსა და შეზღუდვებს ექვემდებარება ბავშვებისთვის განკუთვნილი მასალების შინაარსი.
-
- Censorship in Internet
- — ცენზურა ინტერნეტში. ინტერნეტის ზრდამ და განვითარებამ აქტუალური გახადა ცენზურის საკითხი კიბერსივრცეში. ცენზურა ინტერნეტში, ინარჩუნებს რა ცენზურის ცნების ზოგად მახასიათებელებს (ძირითად ცნებას - აკრძალვას), იძენს უფრო ფართო განამრტებით ნიშან-თვისებებს: აქ ცენზურა გულისხმობს იმ მასალების განთავსებისა და გავრცელების აკრძალვას, რომლებიც, საზოგადოების აზრით, ან ე.წ. "მოწინავე ჯგუფების" აზრით, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს. ინტერნეტსივრცეში ბავშვთა პორნოგრაფიის, ტერორიზმისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი მასალების მოზღვავებამ ამ სივრცის ცენზურის საკითხი ბევრი ქვეყნის მთავრობის დღის წესრიგში დააყენა. პრობლემას ასევე ამწვავებს ინტერნეტზე მყისიერი გლობალური ხელმისაწვდომობა. ცენზურის მიზნით, ზოგიერთი ქვეყანა ზღუდავს კონკრეტულ საიტებზე ხელმისაწვდომობას ISP დონეზე ან ბლოკავს კონკრეტულ ინტერნეტმისამართებს პერსონალურ კომპიუტერებზე. თუმცა მიუხედავად მთავრობების მცდელობებისა ინტერნეტსივრცე მაინც მიიჩნევა ცენზურისგან ყველზე თავისუფალ საკომუნიკაციო სივრცედ. იხილეთ ცენზურა, Censorship.
-
- Census
- — აღწერა, ცნობების შეგროვება. ანალიზის ნაირსახეობა, რომელშიც ყოველი შერჩეული ნიმუში თავის თავში მოიცავს მთელი საკვლევი პოპულაციის ყველა ელემენტს.
-
- central government
- — ცენტრალური მთავრობა, ცენტრი
-
- Central Tendency
- — ცენტრალური ტენდენცია. აღნიშნავს იმ ღირებულებრივ ერთეულს, რომელიც აირჩევა კვლევის მონაცემების საშუალო არითმეტიკულის, მოდულის ან მედიანის ტიპური მაჩვენებლის წარმოჩენის მიზნით.
-
- Champion, Marc
- — მარკ ჩემპიონი
-
- change one’s mind
- — აზრის შეცვლა, გადაფიქრება
-
- change out of smth
- — გამოცვლა
-
- Channel
- — არხი. ნებისმიერი, შეტყობინების მატარებელი სიგნალი მოითხოვს და საჭიროებას გზას, საშუალებას, რომლითაც შეტყობინება გამგზავნიდან მიმღებს უნდა გადაეცეს და რომლის მეშვეობითაც უნდა შედგეს უკუკავშირი. არხები შეიძლება იყოს: ფიზიკური (ჩვენი ხმა და სხეული), ტექნიკური (ტელეფონი), სოციალური (სკოლა, მედია). ბიზნესორგანიზაციებსა და ინსტიტუციებში არხები შეიძლება, იყოს ვერტიკალური, იერარქიული, ფორმალური, ცალმხრივი - ძირითადად, ზევიდან ქვევით; ან - ჰორიზონტული, დემოკრატიული, ორმხრივი. არხი უნდა იყოს ღია და გააჩნდეს განსაზღვრული სიხშირე.
-
- Channel capacity
- — არხის გამტარუნარიანობა. კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი მოდელის ავტორებმა შენონმა და უივერმა ეს ტერმინი გამოიყენეს ინფორმაციის იმ ზედა ზღვრის აღსანიშნად, რომლის გატარებაც საკომუნიკაციო სისტემას შეუძლია მოცემულ მომენტში. ამ ზღვრის დასადგენად საჭიროა ცოდნა იმისა, ენტროპიის, განუზღვრელობის რა ოდენობის კლება, შემცირება შეუძლია მოცემულ სიგნალს.
-
- Chapultepec, Declaration of, 1994
- — 1994 წლის ჩაპულტეპეკის დეკლარაცია. მიღებულ იქნა 11 მარტს მეხიკოში დასავლეთ ნახევარსფეროს თავისუფალი სიტყვის კონფერენციაზე, რომელიც "პრესის ინტერამერიკული ასოციაციის" თაოსნობით გაიმართა. დეკლარაცია აცხადებს, რომ "თავისუფალი პრესა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებებს, გადაჭრან თავიანთი კონფლიქტები, გაზარდონ კეთილდღეობა და დაიცვან თავიანთი თავისუფლება". დეკლარაციის ავტორთა და ხელმომწერთა აზრით, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია და კვალიფიკაციის შეცვლას არ ექვემდებარება: "არც ერთ კანონს ან სამთავრობო ბრძანებულებას არ შეუძლია შეზღუდოს პრესის და არც ერთი სხვა მედიუმის გამოხატვის თავისუფლება, და რომ არც ერთი მედიასაშუალება და არც ერთი ჟურნალისტი არ უნდა დაისაჯოს სიმართლის გამოქვეყნებისთვის და მთავრობის კრიტიკისთვის" (მუხლი 10).
-
- Chaytor, David Michael
- —
-
- Chechnya [the Chechen Republic]
- — ჩეჩნეთი (იჩკერია) [ჩეჩნეთის რესპუბლიკა] - რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში; დედაქალაქი - გროზნო
-
- Checklist question
- — შეკითხვა საკვლევი კითხვარიდან. აღნიშნავს შეკითხის ტიპს შერჩეული შეკითხვების კითხვარიდან, რომელიც რესპონდენტს სხვა შეკითხვებისა და საკითხების ჩამოანათვალთან ერთად მიეცემა. რესპონდენტმა ამ ჩამონათვლიდან ერთი შესაბამისი პასუხი უნდა იარჩიოს.
-
- Chequebook journalism
- — ევფემიზმი, გამოიყენება ჟურნალისტის მიერ მავანისთვის ქრთამის მიცემის აღსანიშნავად რაიმე ამბავზე ექსკლუზიური უფლებების მოსაპოვებლად
-
- cherry-pick
- — ამორჩევა, გამორჩევა, ამოკრება (საუკეთესო ვარიანტისა, ნაწილისა...)
-
- Chi-square statistics
- — Chi-კვადრატული სტატისტიკა. დაკვირვების შედეგად მიღებული სიხშირეების გაზომვა მოსალოდნელი სიხშირეების საპირწონედ. ხშირად გვხდება სხვა ტერმინის სახელითაც: Crosstabs (იხილეთ Cross-tabulation analysis)
-
- Chicago Tribune
- — "ჩიკაგო ტრიბიუნი" („ჩიკაგოს ტრიბუნა“). ჩიკაგოში (აშშ, ილინოისის შტატი) გამომავალი მსხვილი ყოველდღიური გაზეთი. მისი პირველი გამოშვება 1847 წლის 10 ივნისს დაიბეჭდა. გაზეთის დამფუძნებლები იყვნენ: ჯეიმს კელი, ჯონ ი. უილერი და ჯოზეფ კეი სი ფორესტი. „ჩიკაგო ტრიბიუნის“ იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიმართულება მკაფიოდ სამოქალაქო ომის დროს გამოიკვეთა, როცა გაზეთი პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მხარდამჭერი და მისი პოლიტიკის აპოლოგეტი გახდა. ომის შემდგომ წლებშიც გაზეთი რესპუბლიკეთა მხარდამჭერ ძალას წარმოადგენდა. გამოცემის დღიდან გაზეთმა მრავალჯერ გამოიცვალა მესაკუთრე/მფლობელი. დღეს „ჩიკაგო ტრიბიუნი“ კომპანია „ტრიბიუნის“ ფლაგმანი გამოცემაა. ის ტირაჟის მიხედვით მერვე პოზიციას იკავებს შეერთებული შტატების საუკეთესო გაზეთების ათეულში.chicagotribune.com
-
- Children, Young People and the Changing Media Environment
- — ბავშვები, ახალგაზრდები და ცვალებადი მედიური გარემო. 1997-98 წლებში მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჩატარებული კვლევითი პროექტის სახელწოდება. კვლევის პროცესში გამოიკითხა 15 000 ბავშვი და ახალგაზრდა. კვლევას ხელმძღვანელობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის მედიის კვლევის ჯგუფის პროფესორი სონია ლივინგსტონი ჯორჯ გესკელსა და მოირა ბოვილთან ერთად. გამოკითხვის მთავარი მიზანი იყო დადგენა იმისა, როგორ მოიხმარნენ ბავშვები და ახალგაზრდები მედიას. კვლევის დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალ European Journal of Communication-ის საგანგებო გამოშვებაში 1998 წლის დეკემბერში.
-
- China
- —
-
- chip away at
- — შესუსტება, ძირის გამოთხრა; შეკვეცა; შეზღუდვა
-
- Chirac, Jacques René
- —
-
- Chronology
- — ქრონოლოგია. ახალი ამბების გადმოცემის, ტრანსმისიის თანმიმდევრულობა საინფორმაციო გამოშვებისთვის განკუთვნილ დროში. საინფრომაციო გამოშვების დროითი სტრუქტურის ლინეარული, ხაზობრივი ბუნებიდან გამომდინარე, ქრონოლოგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამა თუ იმ არხისა და პროგრამის დღის წესრიგის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად.
-
- Cinema Advertising Association (CAA)
- — კინორეკლამების ასოციაცია, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მოქმედი კინორეკლამის კონტრაქტორების სავაჭრო გაერთიანება
-
- Cinema verite
- — კინო-სიმართლე. ანუ კინო-კატალიზატორი. დოკუმენტური, შეულამაზებელი კინო. ტერმინი „კინო პრავდა“ ეკუთვნის რუსული კინოს ერთ-ერთ პიონერს, ძიგა ვერტოვს. 1961 წელს ფრანგმა ჟურნალისტებმა ჟან რუშმა და ედგარ მორენმა გააფართოვეს ვერტოვის მიდგომა (ისინი თავად ჩანდნენ კადრში, ანუ ეგრეთ წოდებული „კამერის თანამონაწილეები“ იყვნენ), თუმცა მას სახელი შეუნარჩუნეს და ფრანგულად დაარქვეს Cinema Verite.
-
- CinemaScope
- — სინემასკოპი. ხელსაწყო,რომლის მეშვეობითაც ხდება ფირის ფართო ეკრანზე გადმოტანისა და წარმოჩენის პროცესი. გამოგონება ეკუთვნის ანრი კრეტიენს. საავტორო უფლება ამ ტექნოლოგიურ სიახლეზე კი 1953 წელს 20th Century Fox აიღო.
-
- Circulation
- — ტირაჟი. ბეჭდურ მედიაში გაზეთის ან ჟურნალის ერთი გამოშვების პირების მთლიანი რაოდენობა, ხელმომწერებისთვის განკუთვნილი ეგზემპლარებისა და საცალო ვაჭრობის ქსელში ჩაშვებული ეგზემპლარების ჩათვლით.
-
- Circulation Research
- — ტირაჟის კვლევა. აქვს ორი მნიშვნელობა: 1) გაზეთებისა და ჟურნალების გავრცელებისა და მოხმარების საბაზრო კვლევა; 2) გაზეთებისა და ჟურნალების მერ გამოყენებული ფასდადების სისტემის კვლევა.
-
- Citizen Kane of the Global Village
- — გლობალური სოფლის მოქალაქე კეინი. ჟურნალისტებმა ალექს ბრამერმა და ვიქტორ კიგანმა 1995 წლის 13 მაისს „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „პლანეტა რუპერტი გალაქტიკას იპყრობს“ ამგვარად დაახასიათეს მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი. ავტორები იკვლევდნენ მერდოკის იმპერიის ზრდას. კეინი იყო ორსონ უელისის კინოშედევრის „მოქალაქე კეინის“ (1941) პერსონაჟი, რომლის პროტოტიპიც გახლდათ ამერიკელი პრესის ბარონი უილიამ რენდოლფ ჰერსტი (1863-1951), თავისი ეპოქის მერდოკი.
-
- city (municipal) council
- — მუნიციპალური საბჭო, საკრებულო
-
- City Zone
- — ქალაქის ზონა. ეს არის მარკეტინგული კატეგორია, რომელიც გამოიყენება გაზეთის ტირაჟის რაოდენობის აღსანიშნად. იგი მოიცავს იმ საბაზრო არეალს, რომელშიც შედის ის ქალაქი, სადაც ეს კონკრეტული გაზეთი გამოიცემა და იბეჭდება, და ის მომიჯნავე გეოგრაფიული არეალი, რომელსაც ამ ქალაქის ანალოგიური ადმინისტრაციული, დემოგრაფიული, სოციალური და ინფრასტრუქტურული მახასიათებლები აქვს.
-
- civil society
- — სამოქალაქო საზოგადოება
-
- Civil Society|Public sphere
- — სამოქალაქო საზოგადოება/საჯარო სფერო. ტერმინი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სოციალურ თეორიაში და აღნიშნავს სოციალური ორგანიზაციის ფორმებს, რომლებიც ტოტალიტარიზმისა და ხისტი სამთავრობო კონტროლის ალტერნატივებს სთავაზობს საზოგადოებას. მისი ძირითადი ასპექტი არის შუალედური, "ნეიტრალური" "ზონის" არსებობა პირად ცხოვრებასა და სახელმწიფოს შორის, რომელშიც თავისუფალ, დამოუკიდებელ, კოლექტიურ ნებაყოფლობით ასოციაციებს შეუძლიათ მოქმედება. ამისი წინაპირობა არის ასოციაციების შექმნისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ პროცესში მედია გადამწყვეტ როლს ასრულებს. გერმანელი ფილოსოფოსის, იურგენ ჰაბერმასის აზრით, მედია ამ სფეროში "ძალაუფლების მპყრობელი ხდება", მისი ფუნქციური მეტაფორა გამოიხატება "დარაჯის" ფუნქციით, თუმცა მედიაში კომერციალიზაციის განვიტარებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების პოზიციების გამყარების კვალად, როცა ადგილი აქვს საზოგადოებისა და მისი ინტერესების განაპირებას და დომინანტური დისკუსის ცენტრიდან პერიფერიულ პოზიციაზე გადანაცვლებას, მედია ასრულებს საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორის ფუნქციებს.
-
- clamp down
- — ჩახშობა, შეწყვეტა; ზომების მიღება
-
- clamp down on
- — შებოჭვა, ხელ-ფეხის შეკვრა, მარწუხებში მოქცევა
-
- clandestine
- — საიდუმლო, დაფარული; არალეგალური
-
- clapped-out
- — კარგად ნახმარი, გაცვეთილი, ვადაგასული; ძალაგამოლეული, არაქათგაცლილი
-
- clarion call
- — საბრძოლო მოწოდება, შეძახილი; ხმამაღალი მოწოდება
-
- Class
- — კლასი. ადამიინების ერთობა, რომლის მიმართ მიკუთვნებულობა განისაზღვრება: ა) წარმოების საშუალებების ფლობით და ბ) ადგილით საზოგადოებაში. ინტერპერსონალური და მასობრივი კომუნიკაციის ანალიზისთვის კლასის ცნება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული წვლილი ამ ცნების განვითარებაში გერმანელმა ფილოსოფოსმა კარლ მარქსმა შეიტანა. მისთვის კლასი აღნიშნავდა ინდივიდუუმის მიმართებას წარმოების საშუალებებთან. მარქსმა ორი ძირითადი კლასი გამოჰყო ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით: ისინი, ვინც ფლობდა წარმოების საშუალებებს (ბურჟუაზია), და ისინი, ვინც წარმოების საშუალებებს იყო მოკლებული და თავის შრომას ბურჟუაზიას მიჰყიდდა (პროლეტარიატი). მიუხედავად იმისა, რომ მარქსმა სხვა კლასების არსებობაც დაუშვა,ისინი ნაკლები მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია საზოგადოების განვითარებისთვის. კარლ მარქსს ეკუთვნის ასევე კლასობრივი თვითშეგნების ცნების განვითარება კლასის ცნების ფარგლებში. მარქსის აზრით, გაბატონებული კლასი აყალიბებს თავის კულტურას და ესწრაფვის, ეს კულტურა თავს მოახვიოს მთელს საზოგადოებას; საკომუნიკაციო სისტემები საშუალებას აძლევს გაბატონებულ კლასს, გაავრცელოს თავისი კულტურა და იდეოლოგია, რომლებიც დომინანტურ კულტურად და იდეოლოგიად იქცევიან. შესაბამისად, ეს სისტემები ასახავენ ბურჟუაზიის დომინანტურ კულტურას და კონფლიქტს ორ კლასს შორის. გაბატონებული კლასის კონტროლი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებზე გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰეგემონიის შენარჩუნებაში. თანამედროვე სოციოლოგიაში ტერმინი "კლასი" სოციალური კლასის მნიშვნელობით გამოიყენება. სოციალური კლასის წევრობა უფრო მეტად ეფუძნება ინდივიდუმის სოციალურ მდგომარეობას, ვიდრე წარმოების საშუალებების ფლობას ან არფლობას. თანამედროვე მედიისთვის კლასის ცნება ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: აუდიტორიის სოციალურ–კლასობრივი შემადგენლობის მხრივ და იმ სოციალური კლასობრივი საფუძვლების გამო, რომლებიც განაპირობებენ, ერთის მხრივ, მედიასაშუალებების მფლობელების, ხოლო, მეორეს მხრივ, მედიის დაქირავებული თანამშრომლების ინტერესებს, მოტივაციასა და ქცევებს.
-
- Classified advertising
- — სარეკლამო განცხადებები. ეს არის გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული რეკლამა, რომელიც, როგორც წესი, შედგება მხოლოდ ტექსტისგან და რომელიც შესაბამისი კატეგორიების მიხედვით არის კლასიფიცირებული, მაგალითად: პროდუქტები, მომსახურება და შეთავაზებები.
-
- claw the way
- — გზის გაკაფვა
-
- Clayton, Nicholas
- —
-
- clean bill of health
- — განცხადება/ცნობა, რომ ვიღაცა ჯანმრთელია ან რაღაცა კარგ მდგომარეობაშია, დადებითი შეფასების მიცემა
-
- clean house
- — წესრიგის დამყარება, რაიმე სისტემის გასუფთავება
-
- clean-cut
- — აკურატული, მოწესრიგებული
-
- clear the decks
- — ადგილის მოსუფთავება, შემზადება, ყველა პირობის შექმნა
-
- clear the way
- — ნიადაგის მომზადება; გზის გახსნა
-
- clientelism
- —
-
- Climax Order
- — კულმინაციური წყობა/აღმავალი წყობა. აუდიტორიის ან მიმღებთა ნებისმიერი სიმრავლის დარწმუნების პროცესში დიდ მნიშვნელობას იძენს არგუმენტებისა და ფაქტების თანმიმდევრობა და წყობა. არსებობს ორი ტიპის წყობა: კულმინაციური/აღმავალი და ანტიკულმინაციური/დაღმავალი. კულმინაციური წყობისას არგუმენტის საუკეთესო, ყველაზე ძლიერი ნაწილი ნარატივის ან რეპრეზენტაციის ბოლოშია წარმოდგენილი, ხოლო ანტიკულმინაციური წყობისას არგუმენტის ეს ნაწილი დასაწყისში ექცევა. სხვადასხვა სიტუაციაში, განსხვავებულ საკომუნიკაციო კონტექსტში ეს თითოეული წყობა თავის უპირატესობას ავლენს, გამომდინარე აუდიტორიის წინასწარი განწყობებიდან და გადასაცემი შეტყობინების ტიპიდან.
-
- climb down
- —
ჩამოსვლა, ჩამოძრომა, ჩამოხტომა;
უკან დახევა, დათმობა (კამათის, დავის დროს)
-
- climb up
- — აძრომა, ასვლა
-
- Clinton Model
- — კლინტონის მოდელი. მოდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის სახელს ატარებს. კამპანიის სტრატეგია მიმართულია ისეთი ამომრჩევლების გამოვლენაზე, რომლებიც ადვილად ემორჩილებიან დარწმუნებას (მერყევი ამომრჩევლის) და რომელთა მიმხრობაც პოპულარული საკითხების დაპირებით მიიღწევა.
-
- Clinton, Bill
- —
-
- Clinton, Hillary
- —
-
- Clipper Chip
- — ტექნიკურ ჟარგონზე ეს არის "მკრეჭავი" ჩიპი, მიკროჩიპი, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში კიდევ რამდენიმე კონოტაციით არის ცნობილი: "ჯაშუში კომპიუტერში" და "მთვლემარე პოლიციელი ინფორმაციის ტრასაზე". 1990–იან წლებში შეერთებული შტატების საზოგადოება შიშობდა, რომ ამგვარი ჩიპის ჩადგმა სავალდებულო ელემენტად იქცეოდა შეერთებულ შტატებში წარმოებული ან გაყიდული ყველა კომპიუტერისთვის, რაც საშუალებას მისცემდა სამთავრობო სააგენტოებს, "უკანა კარიდან"ეთავალთვალათ, რა მონაცემები შედიოდა პერსონალურ კომპიუტერში და რა მონაცემები გადიოდა მისგან. ამიტომ ინტერნეტის მომხმარებლებმა საპროტესტო კამპანია წამოიწყეს "მკრეჭავი ჩიპის" წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, დროებით დათმობებზე წასულიყო. მაგრამ 1996 წლის თებერვალში კლინტონმა ხელი მოაწერა აქტს ტელეკომუნიკაციების შესახებ, რომლის ძალითაც ყველა ტელევიზორში, რომლის ეკრანის სიგანეც 13 ინჩს აღემატებოდა, ჩადგმული უნდა ყოფილიყო V-ჩიპი (ძალადობის (violence) დამჭერი ჩიპი). იმავე წლის იმავე თვეში ევროპარლამენტმა იმავე ღონისძიება გაატარა – დირექტივა "ტელევიზია საზღვრებს გარეშე" ავალდებულებდა ყველა მწარმოებელს, დილერსა და მომხმარებელს, რომ ევროპაში გაყიდულ ყველა ტელევიზორს ჰქონოდა V-ჩიპი
-
- Clique
- — ხროვა. სოციალური სისტემის შიგნით მჭიდროდ გადაჯაჭვული, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების ჯგუფი, რომლის წევრებიც დიდწილად ერთმანეთთან ურთიერთობენ.
-
- close down
- — დახურვა, ლიკვიდაცია (საწარმოსი, გადაცემისა, პროექტისა...)
-
- close in on
- — (რამესთან) ახლოს ყოფნა
-
- close one's eyes to something
- — თვალის არიდება, რამეზე თვალის დახუჭვა; იგნორირება
-
- Close-ended question
- — დახურული შეკითხვა. შეკითხვა, რომელზე პასუხიც რესპონდენტმა მკვლევრის მიერ შეთავაზებული სავარაუდო პასუხების ვარიანტებიდან უნდა აირჩიოს.
-
- Closed Primary
- — დახურული პრაიმერი. პარტიის წარმომადგენლის არჩევა, რომლის დროსაც მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს ენიჭებათ ხმის მიცემის უფლება.
-
- Closed Text
- — დახურული ტექსტი. იტალიელი სემიოლოგის, უმბერტო ეკოს კლასიფიკაციით, დახურული ტექსტი ეწოდება ტექსტს, რომელიც მიმღები აუდიტორიის მხრიდან ტექსტის მნიშვნელობითი პოტენციალის ინტერპრეტაციის შეზღუდულ საშუალებას იძლევა.
-
- Closure
- — დახშვა, დახურვა, დაკეტვა. კომუნიკაციის პროცესში დახშვის ფენომენი მაშინ იჩენს თავს, როცა ამ პროცესის ერთ–ერთი მონაწილე, როგორც წესი, ინფორმაციის მიმღები, ადუნებს ყურადღებას ან საერთოდ უყურადღებო ხდება და ამით მისკენ მიმართულ შეტყობინებას ისხლეტს. დახშვის მიზეზი შეიძლება იყოს: თავად შეტყობინების მიუღებლობა; იგი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მიმღების დამოკიდებულებებს, რწმენებსა და ღირებულებებს; ეს აგრეთვე შეიძლება იყოს "უხერხული სიმართლე", რომელიც მიმღებში დისონანსის განცდას აღძრავს.
-
- clothes make the man
- — თვალი ჭამს და თვალი სვამს
-
- Cloze Prosedure
- — კლოზეს პროცედურა. მედიური მასალების გახსენებისა და დამახსოვრების, მათი კითხვადობის გაზომვის მეთოდი, რომელშიც ყოველი მე-n სიტყვა წაშლილია ან ამოღებულია შეტყობინებიდან და რესპონდენტს ევალება, შეავსოს სიცარიელე.
-
- CNN
- — სი-ენ-ენ-ი. აბრევიატურა ინგლისური Cable News Network-დან (საკაბელო ახალი ამბების ქსელი). სამაუწყებლო ქსელი 1980 წელს დააფუძნა ცნობილმა ამერიკელმა მედიამაგნატმა და ქველმოქმედმა ტედ ტერნერმა. ეთერში გაშვების დღიდან სი-ენ-ენ-ი იქცა პირველ არხად, რომელიც უზრუნველყოფდა უწყვეტ 24-საათიან მაუწყებლობას და პირველ საინფორმაციო არხად შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ სი-ენ-ენ-ს მრავალი ფილიალი აქვს, არხი ოთხი ძირითადი სტუდიიდან მაუწყებლობს: ატლანტაში მდებარე "სი-ენ-ენ-ის ცენტრიდან", ნიუ-იორკში განთავსებული "ტაიმ უორნერ ცენტრიდან" და ვაშინგტონისა და ლოს ანჯელესის სტუდიებიდან. სი-ენ-ენ-ის მფლობელი მისი მშობელი კომპანია "ტაიმ უორნერია", სტრუქტურულად საინფორმაციო ქსელი წარმოადგენს "ტერნერ ბროდკასტინგ სისტემ"-ის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას. CNN/US მაუწყებლობს შეერთებულ შტატებსა და კანადაში (2010 წლის აგვისტოსთვის მას 100 მილიონი ამერიკული ოჯახი იღებდა), ხოლო CNN International-ს მსოფლიოს 212 ქვეყანაში უყურებენ. გამოირჩევა სიმპათიებით დემოკრატების მიმართ.cnn.com
-
- co-signatory
- — სხვა პირებთან ან სახელმწიფოებთან შეთანხმებაზე ხელისმომწერი მხარე (პირი, ან სახელმწიფო), კონტრაგენტი, (შეთანხმების) მონაწილე
-
- coalitions of the willing
- — კეთილი ნების კოალიცია [ქვეყნების ჯგუფი, რომლის ლიდერებსაც სხვა ლიდერები არწმუნებენ გარკვეული ამოცანის ერთად მიღწევის აუცილებლობაში, დიდწილად ინტერვენციის ან ომის კონტექსტში]
-
- coast guard
- —
სანაპირო დაცვა;
ნაპირების გამაგრება
-
- coast line
- — სანაპირო ხაზი
-
- Coattails Effect
- — პროტექცია, დაუმსახურებელი წრამატება გავლენიანი პირის მეშვეობით. ეს ეფექტი თვალშისაცემი ხდება მაშინ, როცა საარჩევნო სიაში ამა თუ იმ პარტიას ჰყავს პოპულარული, გავლენიანი კანდიდატი და ამავე პარტიის ნაკლებად ცნობილი და გავლენიანი პირები სარგებლობენ ცნობილი პოლიტიკოსისი სახელითა და პოპულარობით.
-
- cock up
- — გაფუჭება, საქმის ჩაფლავება
-
- cocks a snook
- — ცხვირის აბზუება
-
- Cocktail Party Problem
- — კოქტეილ–წვეულების პრობლემა. ერთი და იგივე მიმღების მიერ რამდენიმე წყაროდან ერთდროულად მიღებული შეტყობინებებიდან ერთ–ერთის ამორჩევისა და სხვების უგულებელყოფის საკითხი. წიგნში On Human Communication (US: MIT PRESS, 1966) კოლინ ჩერი წერს: \"ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელობავი უნარ–შესაძლებლობა არის უნარი, ვუსმინოთ, თვალყური ვადევნოთ და ავყვეთ ერთ–ერთ მოსაუბრეს, კომუნიკატორს სხვა მოსაუბრეთა გარემოცვაში და მათი თანდასაწრებით. ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემას კოქტეილ–წვეულების პრობლემა ვუწოდოთ. [...] მართლაც, როგორ ვახერხებთ, გავფილტროთ კომუნიკაციის ნაკადი იმგვარად, რომ შევარჩიოთ მისი ერთ–ერთი ჯაჭვი, ბმული, რომელზედაც მოვახდენთ კონცენტრაციას?\" ჩერის ექსპერიმენტის მიხედვით, ცდის პირს ერთდროულად მოსმენილი ორი ჩანაწერიდან უნდა ამოერჩია ერთ–ერთი და მეორე უნდა უგულებელეყო; ან: ერთდროულად წაეკითხა და მოესმინა ორი განსხვავებული ტექსტი და ერთ–ერთისთვის მიენიჭებინა უპირატესობა. ექსპერიმენტის დასკვნები შეეხებოდა შეტყობინების აღქმის სხვადასხვა ასპექტებს აკუსტიკურ, სილაბურ და სინტაქსურ დონეზე.
-
- Code
- — კოდი. ტერმინს ისეთი ფართო და მრავალფეროვანი განმარტებითი ველი აქვს, რომ სპეციალისტები უპრიანად მიიჩნევენ მის განმარტებას თითოეული კონკრეტული შემთხვევის კონტექსტიდან გამომდინარე. ყველაზე ზოგადი განმარტებებით, კოდი წარმოადგენს: ა) ნებისმიერი შეტყობინების გადმოსაცემად გამოყენებული ნიშნების ტიპს (მაგალითად, ასოები, ციფრები, მუსიკალური ნოტები, ქიმიური სიმბოლოები, იეროგლიფები და სხვა); ბ) მწყობრ შეთანხმებულ სისტემას, რომელიც ქმნის შეტყობინებების პოტენციურად უსაზღვრო რაოდენობას. შსაბამისად, კოდი არის სისტემა, რომელშიც ნიშნები გარკვეული სოციალურ–კულტურული შეთანხმების მიხედვით, ანუ კონვენციურად არის ორგანიზებული. კოდების სისტემაში განასხვავებენ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის, პრეზენტაციულ და რეპრეზენტაციულ კოდებს. პრეზენტაციული კოდის მაგალითია: ჟესტი, თვალის მოძრაობა, სახის გამომეტყველება, ხმის ტონალობა. რეპრეზენტაციული კოდებია: ზეპირი სიტყვა, ნაწერი, მუსიკა, ხელოვნება, არქიტექტურა და სხვა.
-
- code red
- — განგაშის სიგნალი
-
- Codebook
- — პასუხების ჩამონათვალი, რომელიც დახურული შეკითხვების კოდირებისას გამოიყენება
-
- Codes of Narrative
- — ნარატივის კოდები. ფილოსოფოსმა, ენათმეცნიერმა და სემიოლოგმა როლან ბარტმა ნაშრომში "S/Z" (UK: Basil Blackwell: 1970) აღწერა ნარატივის ხუთი ძირითადი კოდი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ყველა ტექსტური აღმნიშვნელის დაჯგუფება და კლასიფიკაცია. ეს კოდებია: ა) Prioaretic, ანუ ქმედების კოდი (ბარტის სახელდებით – ემპირიკის ხმა), რომელიც მოგვითხრობს მოვლენებს და ცხადს ხდის ამბის განვითარების თანმიმდევრობას; ბ) Seme, ანუ ნიშნის კოდი (ბარტის სახელდებით – პიროვნების ხმა), რომელიც ახასიათებს პერსონაჟს, გმირს; გ) Enigma, ანუ ჰერმენევტიკული კოდი, რომელიც აღნიშნავს იმ ტერმინებს, რომლითაც გადმოცემულია ნარატივის საიდუმლო, ბუნდოვანება, საიდუმლოთი მოცული გარემოება, პერსონაჟი, რაც საბოლოოდ უნდა გაიხსნას ნარატივის კვანძის გახსნისას; დ) Knowledge, Science, კულტურული,ანუ რეფერენციული კოდი (ბარტის კალსიფიკაციით – მეცნიერების ხმა), რომლითაც გადმოიცემა ცოდნა; ე) Symbol, სიმბოლოს კოდი (ანუ სიმბოლოს ხმა), რომელიც გადმოსცემს თითოეული ნარატივისთვის მთავარი სიმბოლოს მნიშვნელობას.
-
- Coding
- — კოდირება. ანალიზის ერთეულების განლაგება კონკრეტული კატეგორიების მიხედვით.
-
- Coding (or encoding) and decoding
- — კოდის დადება და კოდის გახსნა. ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინები ყველა ტიპის ტექსტის შესაქმნელად და "წასაკითხად" /აღსაქმელად. ამ პროცესში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება არა იმდენად სპეციფიკური ენის (ვერბალურისა და ვიზუალურის) გამოყენებას, რამდენადაც იმ მნიშვნელობით სტრუქტურებს, რომლებეც ტექსტშია ჩართული ან ამოღებულია ტექსტიდან. ტერმინების პოპულარიზაცია უკავშირდება სტიუარტ ჰოლის სახელს. თეორიის მიხედვით, მნიშვნელობის დეკოდირება ხდება მიმღების სოციალური და კულტურული პოზიციიდან გამომდინარე. ასევე, ტექსტების უმრავლობაში გამგზავნი მიმღებისთვის "სასურველ საკითხავს" დებს, რათა მასთან ეფექტურ კომუნიკაციას მიაღწიოს. არსებითად, ეს არის კომუნიკაციის იდეოლოგიური დატვირთვა. მედიური ახალი ამბების შემთხვევაში, სტიუარტ ჰოლი ვარაუდობს, რომ მათი მნიშვნელობის კოდის გახსნა სამგვარად არის შესაძლებელი: ა) "გაბატონებული", "ჰეგემონური" მნიშვნელობით; ბ) გაბატონებული დისკურსისაგან რამდენადმე დისტანცირებული, "საკამათო" მნიშვნელობით; გ) გაბატონებული მნიშვნელობის პოლარულად საპირისპირო მნიშვნელობით.
-
- Cognitive responses
- — კოგნიტიური რეაქცია. ფიქრები, აზრები, რომლებიც თავში მოსდის შეტყობინების მიმღებს კომუნიკაციური გზავნილის კითხვისას, ყურებისას, მოსმენისას.
-
- Cohen, David
- —
-
- Cohort Analysis
- — კოჰორტული ანალიზი. დროში ცვალებადი სპეციფიკური პოპულაციის, სიმრავლის ანალიზი. ამ პოპულაციის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმია მისის წევრების იდენტური ან მსგავსი გამოცდილება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.
-
- Cold War
- — ცივი ომი - ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს შორის დაპირისპირება.
-
- cold-blooded
- — ცივსისხლიანი, დაუნდობელი
-
- collapse in a heap
- — ძირს დანარცხება
-
- Collective Participatory Media
- — კოლექტიური თანამონაწილეობითი საშუალებები. ინტერნეტში არსებული საშუალებები ინფორმაციის, იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად და გასაცვლელად
-
- Collective representations
- — კოლექტიური რეპრეზენტაცია. კოლექტიური წარმოჩენა. ტერმინი აღწერს როლს, რომელსაც თემი ან საზოგადოებრივი ჯგუფი ასრულებს საკუთარი თავის შესახებ თხრობისას, განსაკუთრებით მუსიკალური, დრამატული ფორმებით, სახეებითა და არტეფაქტებით წარმოჩენისას, რომლებიც მიმღებებს პოპულარული გემოვნების, რწმენების და ღირებულებების შესახებ მოუთხრობს. ამავე დროს, ეს ტერმინი აღწერს იმ გზებსა და საშუალებებს, რომლებითაც თემი ან საზოგადოებრივი ჯგუფი იღებს და ითავისებს მისთვის შექმნილ ხატებსა და არტეფაქტებს და შემდეგ მათ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც თავის საკუთარ თვითგამოხატვას.
-
- Collocation
- — სიტყვათშეთანხმება, სიტყვათშეხამება, თანაწყობა. ზოგიერთი სიტყვა ტენდენციას იჩენს, მეტყველებაში ან წერაში გამოყენებისას წარმოჩინდეს მეტ-ნაკლებად მყარი და რეგულარულად განმეორებადი წყობით. ამ დროს ამგვარი სიტყვები სიტყვათშეთანხმებას ქმნიან. მაგალითად, როგორც წერს ენი ჰილი (2003) ინგლისურ ენაში სიტყვა "fair" (სამართლიანი) უმეტეს შემთხევებში მოითხოვს და იხმარება სიტყვა "play"-სთან (თამაშთან) ერთად.
-
- Colloquialism
- — კოლოკვიალიზმი. გამოთქმა, რომელიც არაფორმალურ მეტყველებაში იხმარება. იგი არც ჟარგონია, არც დიალექტი და არც სლენგი. ეს არის ზეპირი, არაფორმალური მეტყველებისას გამარტივებული და სახეშეცვლილი სიტყვა. მაგალითად, გამოთქმა "გაუ" "გაუმარჯოს" ნაცვლად არის კოლოკვიალიზმი
-
- Color Revolutions
- —
-
- Columbia University
- —
-
- Columnist
- — მესვეტე. შეხვდებით კოლუმნისტის ფორმითაც. მწერალი ჟურნალისტი, რომელიც წერს მოსაზრების სვეტს გაზეთისთვის. მიმომხილველი, რომელსაც მიჰყავს მუდმივი რუბრიკა გაზეთში.
-
- come (a)round \ by \ about
- —
შემოვლა; გვერდის ავლა;
შევლა, შერბენა;
მოხდენა; ადგილის ქონა (მუდმივად განმეორებად მოვლენებზე);
მოგვარება, გაუმჯობესება, მომჯობინება, უკეთესობისკენ შეცვლა; დამშვიდება, კარგ ხასიათზე დადგომა;
-
- come a long way
- — დიდი გზის გავლა
-
- come across
- — გადაწყდომა, გზაზე გადაყრა
-
- come along
- — გამოჩენა, მოხელთება
-
- come down
- —
შემცირება, დაკლება; დაცემა, დაგდება; დანგრევა; გადავლა
ჩა(მო)სვლა; დაბრუნება
-
- come in handy
- — გამოდგომა, ხეირის ნახვა
-
- come into force
- — ძალაში შესვლა
-
- come into play
- — თამაშში შემოსვლა; სცენაზე გამოჩენა
-
- come of age
- — სრულწლოვანებამდე მიღწევა, წამოზრდა, წამოჩიტვა
-
- come open
- — გამოთავისუფლება
-
- come out
- —
ჩა(მო)სვლა, მი(მო)სვლა; გა(მო)სვლა
-
- come out in favour of
- — მხარის ღიად დაჭერა
-
- come out well (go on well)
- — (საქმის) კარგად, სასიკეთოდ დასრულება, დამთავრება
-
- come to a head
- — მომწიფება; პიკამდე მიღწევა
-
- come to an end
- — დასრულება, დამთავრება
-
- come to light
- — გამოაშკარავება, ზედაპირზე ამოტივტივება
-
- come to nothing
- — უშედეგოდ დასრულება; არგამართლება; ტყუილად ჩავლა
-
- come to power
- — ხელისუფლებაში მოსვლა
-
- come to terms with
- — (ნელ-ნელა) შეგუება
-
- come to the boil
- — დუღილამდე მისვლა
-
- come up
- —
გაზრდა, ამაღლება (ვინმეს თვალში), მატება, გაძლიერება
ჩამოსვლა (პროვინციიდან ქალაქში)
მიახლოება, მისვლა (ვინმესთან)
საკუთარი მნიშვნელოვნების წარმოჩენა, ქედმაღლობა
ამოტივტივება, ზედაპირზე ამოსვლა, გამოჩენა
-
- come up with
- —
შეთავაზება, წარდგენა (გეგმის, პროექტის);
დაწევა; გასწორება, გატოლება, გათანაბრება (რაღაცასთან, ვიღაცასთან)
-
- comfortable lead
- — მნიშვნელოვანი, არსებითი უპირატესობა, დიდი უმრავლესობა
-
- Comics
- — კომიქსი. გაზეთის ან ჟურნალის ნაწილი, რომელიც კომიკური ნახატებისგან შემდგარ ამბავს ეთმობა. როგორც წესი, კომიქსებს სერიული ხასიათი აქვს. აქ ამბავი სერიულობის ყველა წესით დაცვით ვითარდება (იხილეთ Seriality). პირველ კომიქსად მიიჩნევა 1896 წლის 16 თებერვალს New York Sunday World-ში გამოქვეყნებული, გვერდის სამ მეოთხედზე განთავსებული "The Great Dog Show in M'Googan's Avenue". კომიქსი მოუთხრობდა მკითხველს ნიუ იორკის ღატაკთა უბნებში მცხოვრები ბავშვების მიერ მოწყობილ ძაღლების გასართობ სანახაობაზე. ჭყეტელა ყვითელ ღამის პერანგში გამოწყობილმა მთავარმა გმირმა, რომელსაც "ყვითელი ბიჭი" შეარქვეს, მალე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ კომიქსად სწორედ "ძაღლების შოუაა" აღიარებული, კომიქსის განვითარების იდეა ბრიტანელ მხატვარს თომას რაულენდსონს და მის მიერ შექმნილ პერსონაჟს დოქტორ სინტაქსისს უკავშირდება. კომიქსს, როგორც სოციალურ ფემონენს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მწერალი ჯორჯ ორუელი (იხილეთ Boys' Weeklies (1939))
-
- commander in chief
- — მთავარსარდალი
-
- commanding lead
- — მოწინავე პოზიცია
-
- Commercial
- — სატელევიზიო, კინო და რადიორეკლამა
-
- Commercial laisser-faire model of (media) communication
- — მედიური კომუნიკაციის კომერციული ჩაურევლობის მოდელი. წიგნის Manufacture of News (UK: Constable, 1973) შესავალში ავტორებმა სტენლი კოენმა და ჯოკ იანგმა გამოკვეთეს ორი, პოლარიზებულად განსხვავებული მოდელი, რომელთა მეშვეობითაც ახსნეს მედიის განზრახვითი დამოკიდებულება და გავლენა აუდიტორიაზე: მასობრივი მანიპულაციური მოდელი და კომერციული ჩაურევლობის მოდელი. პირველი მოდელის თანახმად, საზოგადოება განიხილება როგორც ატომიზებული მასა და "მონოლითური, ძლივამოსილი წყაროდან მომდინარე შეტყობინებების პასიური მიმღები". ეს მოდელი პოლიტიკურუ ფილოსოფიის მარცხენა და მარჯვენა ფლანგიდან სხვადასხვა გვარად იკითხება. რაც შეეხება კომერციული ჩაურევლობის მოდელს, იგი წარმოადგენს ეკონომიკური, კომერციული ჩაურევლობის მოდელის ანალოგს, რომლის მიხედვითაც ეს მოდელი აირეკლავს ბაზრის თავისუფლებას, სადაც მწარმოებლები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მომხმარებლისთვის თავიანთი პროდუქციის მიყიდვაში. ამრიგად, მედიური კორპორაციები ერთმანეთს მომხმარებლის, აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. კომერციული ჩაურევლობის მოდელი წარმოიშვა როგორც კრიტიკული გაზზრება მასობრივი მანიპულაციური მოდელისა. ამ მოდელის მიმდევრების აზრით, ინფორმაციის სიჭარბე და მრავალფეროვნება მინიმუმადე ამცირებს მანიპულაციის შესაძლებლობას.
-
- Commercialization
- — კომერციალიზაცია. პროცესი, რომელშიც მედიური სტრუქტურები და შინაარსი მიმართულნი არიან მოგების მიღებაზე და რომელსაც უპირატესად ბაზრის კონიუნქტურა წარმართავს. თუმცა ეს ტერმინი ძირითადად კულტურული ფენომენის მნიშვნელობით იხმარება, რომელსაც უმეტესწილად ნეგატიური კონოტაციები აქვს. მიაჩნიათ, რომ კომერციალიზებული მედიაშინაარსი მოკლებულია დამოუკიდებლობას, არავთენტურია, სტანდარტიზებულია და სტერეოტიპური, მისი ძირითადი მიზანი შინაარსის სენსაციონალიზმი და პერსონალიზაციაა. ზოგიერთ წყაროში შინაარსის კომერციალიზაციას "ამერიკანიზაციასაც" უწოდებენ.
-
- Commodification
- — დასაქონლება. ტერმინი სათავეს იღებს მარქსისტული თეორიიდან, რომლის თანახმადაც, ყველა არსს მატერიალური ფულადი ღირებულება გააჩნია. მედიასთან მიმართებაში ორი ასპექტი იკვეთება. პირველი მიდგომის თანახმად, ყველა მედიური შეტყობინება შეიძლება, გაიყიდოს, როგორც სხვა ნებისმიერი საქონელი თავის სპეციფიკურ (მედია) ბაზარზე, მიუხედავად სხვა ღირებულებრივი კრიტერიუმებისა. მეორეს მხრივ კი, აუდიტორია განიხილება როგორც საქონელი, მოხმარების საგანი, რომლესაც მედია რეკლამის დამკვეთზე ყიდის, რეიტინგისა და სხვა საბაზრო კრიტერიუმების მიხედვით.
-
- Common Sense
- — საღი აზრი. მედიაკომუნიკაციებისა და კულტურასთან მათი ბმების კვლევებისას ეს ტერმინი აღნიშნავს სრულ მზაობას, დაიჯერო აშკარა მოცემულობა. იტალიელი ფილოსოფოსი ანტონიო გრამში საღ აზრს განმარტავდა როგორც ადამიანების მასის დამოკიდებულებების, მიმართებების, რწმენების, დაშვებების კომპოზიტს, რომელიც მოქმედებს იერარქიული სოციალური წესრიგის წიაღში. "საღი აზრი" ხშირ შემთხვევაში თანხმობაში მოდის გაბატონებული სოციალური წყობის, წესრიგის იდეოლოგიასთან და წარმოადგენს ამ იდეოლოგიის მიერ შექმნილ ნაწილს.
-
- common sense\
- — საღი აზრი
-
- Commonality
- — ზოგადობა. გაზიარებულობა. ენის, რწმენების, კულტურისა და ზოგადი მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, აღნიშნავს ფენომენს, რომელიც გაზიარებულია თემის, ადამიანების გარკვეული ერთობის მიერ.
-
- Commonwealth of Independent States
- — „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ - დსთ - ორგანიზაცია, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის საფუძველზე ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ქვეყნები არიან გაწევრიანებული. მას დღეისათვის 10 სრულუფლებიანი და 1 ასოცირებული წევრი ჰყავს. საქართველო 2009 წლის აგვისტოდან ორგანიზაციიდან ოფიციალურად გამოვიდა.
დსთ არ შეიძლება ჩაითვალოს ფედერაციად ან კონფედერაციად; ან ისეთივე მულტინაციონალურ გაერთიანებად, როგორიც ევროკავშირია. დსთ-ს აქვს მცირედი მულტინაციონალური დატვირთვაც, მაგრამ უფრო მეტად ის სიმბოლური ორგანიზაციაა, რომელიც ნომინალურად ახდენს ძალთა გაერთიანებას ვაჭრობის, ფინანსების, კანონმდებლობისა და თავდაცვის სფეროებში. ის ასევე თანამშრომლობის გზით საზღვრების დეკრიმინალიზაციას ახორციელებს. დსთ-ს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება ჩამოაყალიბა, რომელიც წევრ ქვეყნებში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს.
ორგანიზაცია დაარსდა 1991 წელს ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მიერ. შეთანხმება შედგა ბელოვეჟსკაია-პუშჩაში, ბელორუსის ქალაქ ბრესტიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ბუნებრივ ნაკრძალში. შეთანხმების მიხედვით, წევრობის უფლება ჰქონდათ როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ისე - სხვა სახელმწიფოებსაც, რომლებიც ორგანიზაციის ღირებულებებს იზიარებდნენ. 1991 წლის 21 დეკემბერს თანამეგობრობას რვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შეუერთდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. საქართველო ორი წლის შემდეგ, 1993 წლის დეკემბერში გახდა დსთ-ს მე-12 წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ორგანიზაციის წევრობაზე უარი განაცხადეს.
2003 წლიდან 2005 წლამდე დსთ-ს ქვეყნებში მთელი რიგი სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა: საქართველოში ვარდების რევოლუციის შედეგად ახალი მთავრობა მოვიდა სათავეში, უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ვიქტორ იუშჩენკო გახდა პრეზიდენტი... 2006 წლის თებერვალში საქართველო დსთ-ს უშიშროების საბჭოდან იმ მიზეზით გამოაძევეს, რომ მან ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა - დაუშვებელი იყო ერთი ქვეყნის ორ სამხედრო ალიანსში ერთდროულად ყოფნა. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც რჩებოდა დსთ-ს სრულუფლებიან წევრად 2009 წლის აგვისტომდე. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა დსთ-ს წევრობაზე, რაც მან 2009 წლის აგვისტოში, ომიდან თითქმის ერთი წლის თავზე, განახორციელა კიდეც.დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” საჭიროება ეჭვქვეშაა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, იგორ ივანოვის აზრით, ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გაერთიანებაა, ვიდრე - დსთ.
დსთ-ს შტაბბინა ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მდებარეობს. ორგანიზაციის ოფიციალური ენა რუსულია. მისი აღმასრულებელი მდივანია სერგეი ლებედევი, პრეზიდენტი ქვეყანა - რუსეთი. 2008 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოსახლეობის საერთო ჯამი 276 917 629 კაცს შეადგენდა.
-
- Communication
- — კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის პროცესის თითოეული განმარტება დიდად არის დამოკიდებული იმ პარადიგმის ბუნებაზე, რომელიც მოიხმარს და იყენებს კომუნიკაციას და თითოეულ განმარტებაში ხდება სრული პროცესის ცალკეული ელემენტების აქცენტირება, არსებობს ხუთი ფუნდამენტური ელემენტი, რომლებსაც კომუნიკაციის პროცესის 200-ზე მეტი განმარტება მოიცავს: 1. გამგზავნი. 2. შეტყობინება. 3. არხი. 4. მიმღები. 5. ეფექტი, ანუ უკუკავშირი. კომუნიკაციის პროცესის დროითი კონტინუუმის მიხედვით დაჩარჩოება წარმოშობს მის ორ ქვეტიპს: სინქრონულ და დიაქრონულ კომუნიკაციას. კომუნიკაციის ტიპების პირამიდა განმარტების საფუძვლად იღებს შეტყობინების გამგზავნსა და მიმღებს შორის ინტერაქციის ხასიათს და სოციალურ-ფსიქოლოგიურ კონტექსტს, რის შედეგადაც მიიღება კომუნიკაციის პროცესის შემდეგი ტიპები: 1. ინტრაპერსონალური კომუნიკაცია. 2. ინტერპერსონალური კომუნიკაცია. 3. ჯგუფსშიდა კომუნიკაცია. 4. ჯგუფთაშორისი კომუნიკაცია. 4. ინსტიტუციური კომუნიკაცია. 5. მასობრივი კომუნიკაცია. შეტყობინების პრეზენტაციულობის მხრივ განასხვავებენ კომუნიკაციის ორ ქვეტიპს: ვერბალურ, ანუ სიტყვიერ, მეტყველებით კომუნიკაციას და არავერბალურ (ჟესტებით, მიმიკებით) კომუნიკაციას. კომუნიკაციის პროცესის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია: ენა და მეტყველება; დრო და სივრცე; კომუნიკაციის პროცესის დანიშნულება; კომუნიკაციის ტიპები.
-
- Communication Audit
- — საკომუნიკაციო აუდიტი. საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში საკომუნიკაციო აუდიტს უწოდებენ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული შიდა და გარე საკომუნიკაციო საშუალებების კვლევას.
-
- Communication Technology Determinism
- — კომუნიკაციის ტექნოლოგიური დეტერმინიზმი. მედია–საზოგადოების თეორიის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური და ყოველდღიურად განვითარებადი (მედიური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ) ნაირსახეობა. თეორიის ეს ტიპი ეძიებს, ავლენს და იკვლევს ურთიერთკავშირებს ეპოქის დომინანტურ საკომუნიკაციო ტექნოლოგიასა და საზოგადოების ძირითად მახასიათებლებს შორის. მართალია, ამ თეორიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თეორიის ბევრი ნიუანსი ვერ ამართლებს "დეტერმინისტულის" სახელს,მაგრამ პროპონენტები თვლიან, რომ მედიატექნოლოგიის ცენტრალური მდებარეობა თეორიის არქიტექტონიკაში სწორედ რომ "დეტერმინისტულია". მაგალითად, ამერიკელმა სოციოლოგმა გულდნერმა (1976) თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში მომხდარი ძირითადი ცვლილებების ინტერპრეტაცია სწორედ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჭრილში მოახდინა: როგორ იცვლებოდა იდეოლოგია როგორც რაციონალური დისკურსი მედიური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, როგორ ღრმავდებოდა კრიზისი "კულტურულ აპარატსა" (ინტელიგენცია) და "ცნობიერების ინდუსტრიას" (ახალი მედიური საზოგადოება) შორის. მედიის ტექნოლოგიური დეტერმინიზმის თეორიის ძირითადი პოსტულატები ამგვარად იქნა ჩამოყალიბებული ტორონტოს სკოლის ფუძემდებლების (ინისი, მაკლიუენი) მიერ 1960–იან წლების დასაწყისში: 1) საკომუნიკაციო ტექნოლოგია ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის; 2) თითოეული ტექნოლოგია ახასიათებს კონკრეტული საკომუნიკაციო ფორმები, შინაარსი და გამოყენების თავისებურებები; 3) საკომუნიკაციო ტექნოლოგიის შექმნა და გამოყენება გავლენას ახდენს სოციალურ ცვლილებებზე; 4) საკომუნიკაციო რევოლუციას სოციალურ რევოლუციამდე მიჰყავს საზოგადოება.
-
- Communication, functions
- — კომუნიკაციის ფუნქციები. კომუნიკაციათმცოდნეობის ანალიტიკოსები ძირითადად რვა ცენტრალურ ფუნქციას გამოჰყოფენ: 1. ინსტრუმენტული; 2. კონტროლის; 3. ინფორმაციული; 4. გამომსახველობითი; 5.სოციალური კონტაქტის, ინტერაქციის; 6. შფოთის შენელება, შერბილება; 7. სტიმულაციის; 8. როლური. იხილეთ Communication
-
- Communication, non-verbal
- — არავერბალური კომუნიკაცია. მაიკლ არჯაილი წიგნში Bodily Communication (UK: Methuen, 1988) გამოჰყოფს არავერბალური კომუნიკაციის შემდეგ ძირითად კოდებს: შეხება და სხეულისმიერი კონტაქტი; სივრცითი ქცევა; გარეგნული წარმოჩენა; სახის გამომეტყველება; ჟესტი, მიმიკა; ჭვრეტა (თვალით კონტაქტი); პოზა; და არავერბალური ვოკალიზაცია. არავერბალური კომუნიკაციისას გამოხატავენ პიროვნებათშორის დამოკიდებულებებს, ემოციურ მდგომარეობას, მისით აძლიერებენ ვერბალურ კომუნიკაციას ან დამატებით მნიშვნელობას სძენენ სიტყვიერ შეტყობინებას, ინარჩუნებენ კომუნიკაციაის აქტს და სხვა. იხილეთ Communication
-
- Communications Gap
- — კომუნიკაციის ხარვეზი. ჩავარდნა შეტყობინების გაგებისას, როგორც წესი, ამგვარ ხარვეზს იწვევს ინფორმაციის ნაკლებობა, განსაკუთრებით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და კლასებს, პოლიტიკურ ფრაქციებსა და კულტურულ ჯგუფებს შორის.
-
- Communicative rationality
- — საკომუნიკაციო რაციონალობა, გონივრულობა. იურგენ ჰაბერმასმა თავის გავლენიან ნაშრომში The Theory of Communication Action, Vol.1: Reason and Rationalization(US: Beacon, 1981) შემოიტანა საკომუნიკაციო რაციონალობის ცნება, რომელიც დაახასიათა როგორც ჭეშმარიტების, შესაბამისობისა და გულწრფელობის ერთობლიობა. ამ კრიტერიუმების მოქმედება საჯარო სფეროში თავისუფალ, ღია და ეგალიტარულ დისკურსს, ანუ "მეტყველების იდეალურ სიტუაციას" ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების ელემენტებს შორის გაგებას უწყობს ხელს.
-
- Communicology
- — კომუნიკოლოგია. სწავლება კომუნიკაციის ყველა ფორმის ბუნების, პროცესებისა და მნიშვნელობითი სისტემების შესახებ, რომელიც დინ ბარლუნდმა აღწერა როგორც "დროის, სივრცის, პიროვნებისა და გარემოებების ერთიანობა" (A Transactional Model of Communication, in K. K. Sereno and C. D. Mortensen (eds), Foundation of Communication Theory, US: harper&Row, 1970)
-
- Community Radio
- — სათემო რადიო. ვინაიდან მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს შორის რადიო ყველაზე უფრო იაფ საშუალებად მიიჩნევა, სხვადასხვა ნიშნით (ეთნიკური, კულტურული, გეოგრაფიული, სოციალური) ორგანიზებული თემები თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად ყველაზე ხშირად სწორედ რადიომაუწყებლობას იყენებენ. მთელს მსოფლიოში სათემო რადიოები აწყობილია საზოგადოებრივი სამსახურის მაუწყებლობის მოდელის მიხედვით, სპეციფიკური აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
-
- Commutation test
- — ჩანაცვლებითი ტესტი. ეს არის ძალიან სასარგებლო საშუალება იმგვარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მნიშვნელობისა და გავლენის გასაანალიზებლად, როგორებიც ატის: ფოტოგრაფია, ნახატი ან რეკლამა. ტესტი ცდის და შეისწავლის მნიშვნელობის ტრანსფორმაციას, რომელიც ხდება მედიურ/ საკომუნიკაციო ნიმუშზე ცალკეული ელემენტების ჩანაცვლების შედეგად.
-
- Compassion fatigue
- — სხვისი უბედურების მიმართ თანაგრძნობის დაკარგვა, თანაგრძნობითა და სხვა ადამიანების მხრიდან ქველმოქმედების გაღების თხოვნით დაღლა, გადაღლა. ეს ეფექტი მედიის მიერ ადამიანების უბედურებისა და ტანჯვის უწყვეტად და ინტენსიურად ჩვენების შედეგად მიიღება. სტატიაში Living in limbo (Guardian, 21 April, 1989) უილიამ შოკროსი წერდა: "შიდსის მსგავსად, Compassion fatigue-ც თანამედროვე დაავადებაა. მისი პირველი სიმპტომია თანაგრძნობის დაკარგვა დაშორებული დატანჯული ადამიანების მიმართ, რასაც მოსდევს აპათია, დაღლა და მოწყენილობა, ხოლო საბოლოოდ დგება გაღიზიანების მდგომარეობა მუდმივად თანაგრძნობისა და დახმარების მოთხოვნის გამო".
-
- Computer graphics
- — კომპიუტერული გრაფიკა
-
- Computer-mediated communication
- — კომპიუტერით გაშუალებული კომუნიკაცია
-
- Computer-mediated Community
- — კომპიუტერით გაშუალებული საზოგადოება, თემი. იმ ადამიანების სიმრავლე, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა ინტერნეტფორუბში, სოციალურ ქსელში, ჯგუფში და რომლებიც ინტერპერსონალურ თუ ჯგუფურ /ჯგუფსშიდა კომუნიკაციას კომპიუტერის მეშვეობით აწარმოებენ. კომპიუტერით გაშუალებული თემი წარმოადგენს გარკვეულ ინტერესთა ჯგუფს და აკმაყოფილებს ინტერესთა ჯგუფის ძირითად მახასიათებლებს: მისი წევრები იწონებენ ურთიერთწევრობას, აქვთ მსგავსი ინტერესები, მოქმედებენ ერთი მიზნის მისაღწევად და ასე შემდეგ.
-
- Concealment
- — დაფარვა, შენიღბვა. მკვლევრის მიერ კვლევითი პროექტის მონაწილეთაგან გარკვეული ინფორმაციის დამალვა, დაფარვა.
-
- Concept
- — ცნება, კონცეპტი. ტერმინი, რომელიც გამოხატავს განზოგადების, გენერალიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ აბსტრაქტულ იდეას.
-
- Concerns of communication theory
- — ის, რასაც შეეხება კომუნიკაციის თეორია. ამ საკითხის არსის წარმოსაჩენად მკვლევრები (გერბნერი, მაკქუეილი, ეპი, ქერი) მიიჩნევენ, რომ პასუხი უნდა გაეცეს ხუთ არსებით შეკითხვას: 1. ვინ ვისთან ახორციელებს კომუნიკაციას? (წყაროები და მიმღებები); 2. რატომ ხორციელდება კომუნიკაცია (ფუნქციები, დანიშნულება და მიზნები); 3. როგორ ხორციელდება კომუნიკაცია? (არხები, ენა, კოდები); 4. რას შეეხება კომუნიკაცია? (შინაარსი/კონტენტი, რეფერენციები/მიმართებები, ინფორმაციის ტიპები); 5. რა არის კომუნიკაციის შედეგი? (იდეები, გაგება, ქმედებები).
-
- Concretization
- — კონკრეტიზაცია. პროცესი, რომლის დროსაც მკითხველი თავად ახდენს ტექსტის „თეთრი ლაქებისა“ და „ჰაერის“ შევსებას და აღდგენას. კომუნიკაციათმცოდნესა და ენათმეცნიერს ვოლფგანგ აისერს ამგვარი მაგალითი მოჰყავს ამ ტერმინის არსის აღასწერად: „თუ ტექსტს გავუთანაბრებთ ცნებას „კაცი“, მაშინ კონკრეტიზაციის პროცესში მკითხველმა ისეთი ატრიბუტები უნდა „აღადგინოს“ და უზრუნველჰყოს, როგორებიც არის: კაცის კანის, თმის, თვალის ფერი, სიმაღლე, წონა და ასე შემდეგ“. (იხილეთ Determinacy და Indeterminacy).
-
- confidence-building
- — ნდობის აღდგენა; ნდობის გაღრმავება
-
- conflict resolution
- — კონფლიქტის მოგვარება; კონფლიქტის გადაწყვეტა (საოპერაციო სისტემებში)
-
- Conglomerates: media conglomerates
- — კონგლომერატები: მედიაკონგლომერატები. მსოფლიო მედიაბაზარზე შესვლის გაძნელებამ (ფინანსური თვალსაზრისით) დააჩქარა საკომუნიკაციო ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში მფლობელობისა და მესაკუთრეობის კონცენტრაცია. საკომუნიკაციო/მედიაკონგლომერატი წარმოადგენს კორპორაციების ამალგამას, შენაერთს, რომელიც ძირითადად ინფორმაციის გავრცელებისა და გართობის მიზნით მოქმედებს. საკომუნიკაციო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს მულტინაციონალური და ტრანსნაციონალური კორპორაციები აკონტროლებენ. ტექნოლოგიური კონვერგენცია კი ხელს უწყობს კონგლომერატების ძალაუფლების გამყარებას.
-
- Connotation
- — კონოტაცია. ტერმინი სემილოგიის ერთ–ერთ ფუძემდებელს, დანიელ ენათმეცნიერს ლუის ჰიელმსლევს ეკუთვნის, თუმაცა მისი ყველაზე პოპულარული განმარტება როლან ბარტისაა: კონოტაცია გამოხატავს ნიშნის, საკომუნიკაციო ერთეულის "მეორე თანრიგის მნიშვნელობას", რომელიც "კულტურიდან" მომდინარე ასოციაციებით იქმნება. მაგალითად, "მწვანეს"კონოტაციური მნიშვნელობებია: დოლარი, გარემოს დაცვა, ეკოლოგიური მსოფლმხედველობა, ისლამი.
-
- consensus building
- — შეთანხმების, კონსენსუსის მიღწევა
-
- Consent, manufacture of
- — თანხმობის შექმნა. ენათმეცნიერმა ნოემ ჩოსკიმ ეს ტერმინი "თანხმობის შექმნა" განსაზღვრა როგორც კომპლექსური პროცესი, რომელშიც დემოკრატიების წიაღში (ამგვარი დემოკრატიების მაგალითებად ჩომსკი შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთს ასახელებს) წარმოშობილი ძლევამოსილი ინტერესები საზოგადოებრივ ცნობიერებაში ქმნიან მიღება-გათავისების განსაზღვრულ ყალიბებს. პირველად ამ პროცესის ნიშან-თვისებებზე ჩომსკიმ 1987 წელს მიუთითა სტატიაში "არავითარი ანტიისრაელური ვენდეტა" (No Anti-Israeli Vendetta, in Index on Censorship 1), სადაც იგი წერდა იმ "საგანგებო მოწყობილობების" არსებობაზე, რომლებიც ადამიანების"აზროვნებას აკონტროლებენ" თვით ყველაზე განვითარებული დემოკრატიების წიაღში. ამ სტატიის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ თანხმობის შექმნის პროცესი ჩომსკიმ ედუარდ ჰერმანთან ერთად მრავალმხრივად გააანალიზა ნაშრომში "Manufacturing Consent: The Political Economy and the Mass Media" (US: Pantheon, 1988). ჰერმანისა და ჩომსკის ამ ნაშრომის შინაარსობრივი ღერძია პროპაგანდის მოდელი და მედიის მეშვეობით პროპაგანდისტული საკითხების პოპულარიზაცია ძალაუფლების მქონე ელიტის სახელით ნებისმიერ საზოგადოებაში. არსებითად, ჩომსკიმ და ჰერმანმა ეს პროცესი გააიგივეს ე.წ. "კარიბჭის დაცვის" მოდელის ფუნქციონირების პროცესთან, როცა მედია გამოსაქვეყნებლად ირჩევს და შესაბამის ფორმას უძებნის მასალებს, რომლებიც თანხვედრაში მოდიან იმ ჯგუფის ინტერესებთან და ღირებულებებთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს. მეორეს მხრივ, მედია ცენზურას უწევს მასალებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ინტერესებსა და ღირებულებებს. ჰერმანმა და ჩომსკიმ მიუთითეს იმ ხუთი ურთიერთდაკავშირებული ფილტრის არსებობაზე მასობრივი კომუნიკაციების ინფორმაციების შექმნისა და გასაჯაროების პროცესში, რომლებიც რეგულაციასა და კონტროლს ემსახურებიან: 1. გაბატონებული მედიაფირმების კონცენტრირებული მესაკუთრეობა, ორიენტაცია მესაკუთრეების კეთილდღეობასა და მოგებაზე; 2. რეკლამა როგორც შემოსავლის უპირველესი წყარო; 3. მედიის დამოკიდებულება ინფორმაციაზე, რომელსაც მას სამთავრობო წრეები, ბიზნესწრეები და ის "ექსპერტები" აწვდიან, რომლებიც ფინანსდებიან ამ უპირველესი მნიშვნელობის მქონე სამთავრობო და ბიზნესწრეებიდან; 4. "საზენიტო არტილერიის", ანუ პიარზე მომსახურე ჟურნალისტების გამოყენება მედიაში წესრიგის შექმნის მიზნით; 5. "ანტიკომუნიზმი", როგორც ეროვნული რელიგია და კონტროლის მექანიზმი".
-
- Conspiracy of Silence
- — დუმილის პირობა, დუმილის აღთქმა. შეთანხმება მედიის მუშაკებს შორის, დუმილით აუარონ გვერდი განსაზღვრულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. დუმილის მოტივაცია შეიძლება იყოს ცენზურა ან თვითცენზურა.
-
- Conspiracy Theory
- — შეთქმულების თეორია. ეჭვი, რომ მედიაში გავრცელებული ყველა შეტყობინება წინასწარგანზრახულად მანიპულაციურია და ემსახურება კომუნიკაციის საშუალებების მფლობელთა და მმართველი კლასის ინტერესებს.
-
- Constituency
- — ამომრჩეველი, საარჩევნო ოლქი, კლიენტურა, ხელმომწერები. ტერმინი აღნიშნავს მედიასაშუალების მკითხველების, ხელმომწერების პოლიტიკური ხედვებისა და გემოვნების გავლენას გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაზე. მკითხველი აუდიტორიის გათანაბრება ამომრჩეველთან უკავშირდება ცნობილი ბრიტანელი მედიამაგნატების: ლორდ ნორთკლიფის, ლორდ როტერმერისა და ბივერბრუკის სახელებს და მათ წარმოდგენებს გაზეთების მუდმივი მკითხველების მნიშვნელობის შესახებ.
-
- Constitutive definition
- — არსებითი განსაზღვრება. განსაზღვრების ტიპი, რომელშიც თითოეული სიტყვა ან ცნება არსებითია განსასაზღვრი/საზღვრული სიტყვისა თუ ცნებისთვის.
-
- Construct
- — კონსტრუქტი. ცნებების კონბინაცია, რომელიც იქმნება კონკრეტული, სპეციფიკური ვითარების აღსაწერად (მაგალითად, სიტყვა "ჩართულობა" წარმოადგენს კონსტრუქტს, რომელიც სხვადასხვა ცნების კომბინაციით მიიღება, მაწარმოებელი ცნებების სიმრავლე კი თითოეული სპეციფიკური ვითარებისთვის, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს).
-
- Constructive Replication
- — ტექნიკურ ჟარგონზე: "კონსტრუქციული შეპასუხება". წინა კვლევიდან აღებული ჰიპოთეზის ანალიზი, რომელიც განზრახულად არიდებს თავს წინა კვლევისას გამოყენებული მეთოდების გამეორებას, ანუ ჰიპოთეზის გამოცდა ხდება სხვა მეთოდოლოგიით, თუმცა კვლევის შედეგი და დასკვნა, შესაძლოა, წინა კვლევის დასკვნის იდენტური იყოს.
-
- Consultation
- — კონსულტაცია. გაციფრულებული და კონვერგენციული ახალი მედიის ფორმატში შესაძლებელი ინფორმაციის მოძრაობის ნაირსახეობა, რომლის დროსაც პერიფერიაზე მყოფი ინდივიდუუმები ინფორმაციას ცენტრის მონაცემთა ბაზაში ეძიებენ. ახალი მედიის თეორია გამოჰყოფს ალტერნატიული საინფორმაციო ტრაფიკის ოთხ ნაირსახეობას: (1) მიმართვა-მოწოდება (Allocution); (2) საუბარი და ინფორმაციის გაცვლა (Conversation and exchange); (3) კონსულტაცია (Consultation); (4) რეგისტრაცია (Registration).
-
- Contagion Effect
- — ეპიდემიის ეფექტი. მედიის ძალაუფლება, განსაზღვრული თემა, საკითხი ან სიმბოლო აქციოს საყოველთაო ინტერესის საგნად.
-
- Content analysis
- — კონტენტ ანალიზი. მასმედიის შინაარსის კვლევის მეთოდი, ტექნიკა, რომელიც იდენტიფიცირებას უკეთებს, კატეგორიების მიხედვით ალაგებს, აღწერს და რაოდენობრივად ითვლის მოკლევადიან და გრძელვადიან ტენდენციებს. როგორც განმარტავს ამ ტექნიკის ერთ–ერთი თეორეტიკოსი კნიპერდორფი (1980) კონტენტ ანალიზი წარმოადგენს საკვლევ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც დგინდება მონაცემების მყარი და ვალიდური კორელაცია და მიმართება მათ კონტექსტთან. მეორე თეორეტიკოსი კერლინგერი (1986) მიუთითებს ამ ტექნიკის სისტემურობაზე, რაოდენობრიობაზე და ობიექტურობაზე. კონტენტ ანალიზი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე გამოიყოფა საკვლევი პოპულაცია, მედიასაშუალებების ის სიმრავლე, რომელთა შინაარსშიც იდენტიფიცირებულია მკვლევრისთვის საინტერესო საკითხი; შემდეგ გამოიყოფა კონკრეტული საკვლევი საკითხი ან ჰიპოთეზა და ის ცვლადები, რომელთა კორელაციამაც საკვლევი საკითხი უნდა გააანალიზოს, ან დაადასტუროს ან უარჰყოს მკვლევრის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა. მეორე ეტაპზე გამოიყოფა ანალიზის ერთეული, სიტყვა-გასაღები ან შეტყობინება-გასაღები; მესამე ეტაპზე ხდება იმ შინაარსობრივი კატეგორიების იდენტიფიცირება, რომელთა მიხედვითაც ხდება საზრისისეული ერთეულის კატეგორიზაცია. მოთხე ეტაპზე ხდება რაოდენობრივი მაჩვენებლების დათვლა, სანდოობის კოეფიციენტის დადგენა მიღებული სტატისტიკური პროცედურების მეშვეობით. დასკვნითი ეტაპი არის მიღებული მონაცემების გაანალიზება, ტენდენციების გამოკვეთა და დასკვნების გამოტანა. ამერიკელი როჯერ უიმერი და ჯოზეფ დომინიკი (1991 და შემდგომი წლების გამოცემები) კონტენტ ანალიზის შემდეგ ეტაპებს გამოჰყოფენ: 1. საკვლევი საკითხის ან ჰიპოტეზის ჩამოყალიბება; 2. პოპულაციის განმარტება; 3. პოპულაციიდან შესაბამისი შერჩევის ზომის აღება; 4. საზრისისეული ერთეულის შერჩევა და განმარტება; 5. გასაანალიზებელი შინაარსის კატეგორიების დადგენა; 6, კვანტიფიკაციის სისტემის დაწესება; 7კოდირება და საპილოტე კვლევა; 8. შეგროვებული მონაცემების ანალიზი; 9. დასკვნების გამოტანა.
-
- Continuous Variable
- — განგრძობადი ცვლადი. ცვლადი, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეიძლება ქვენაწილებად დაიყოს .მაგალითად, სიმაღლე, წონა და ა.შ.
-
- Contrast Advertisments
- — კონტრასტული საარჩევნო რეკლამები. რეკლამები, რომლებშიც ერთი კანდიდატის მხარდამჭერები ცდილობენ, თავიანთი თავისთვის სასარგებლოდ შეადარონ მათი კანდიდატის გამონათქვამები, ქმედებები და პოზიციები მოწინააღმდეგე კანდიდატის გამონათქვამებს, ქმედებებსა და პოზიციებს.
-
- Control Group
- — საკონტროლო ჯგუფი. შედარებით მედიურ კვლევებში ეს არის ნეიტრალური ცდისპირებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის მიმართაც იზომება სატესტო ჯგუფის დამოკიდებულებები, ატიტუდები, პასუხები. ცდისპირები, რომლებსაც არ გაუვლიათ ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის აუცილებელი ინსტრუქტაჟი და, ამდენად, წარმოადგენენ ექსპერიმენტში სხვა, წინასწარ მომზადებულ მონაწილეებთან შედარების ბაზისს.
-
- Control Variable
- — საკონტროლო ცვლადი, ცვლადი, რომლის გავლენის გამორიცხვასა და ანულირებასაც მკვლევარი ესწრაფვის
-
- Controlled Circulation Basis
- — გაზეთის ან ჟურნალის ტირაჟის უფასოდ დარიგების საფუძველი იმ ინდივიდუუმებისთვის, რომელთაც გაზეთის ან ჟურნალის გამომცემელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გარკვეული ღირებულებრივი ან კომერციული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
-
- Convergence
- — კონვერგენცია. საკომუნიკაციო მოწყობილობების, საშუალებების და პროცესების ერთად თავმოყრა; მედიატექნოლოგიების განვითარების ძირითადი ნიშან-თვისება 1990-იანი წლებიდან დღემდე. წიგნში Of Media and People (US: Sage, 1992) ევერეტ დევის წერდა კონვერგენციის ფორმების შესახებ: "მედიური ფორმები თავს იყრიან ერთიან ელექტრონულ ბაზაში, კომპიუტერულზე დაფუძნებულ ერთიან ფორმაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ როგორც იმ სისტემების, საშუალებების თითქმის უნივერსალური ინტეგრაცია, რომლებიც აწარმოებენ და ინახავენ ტექსტებს, მონაცემებს, ბგერებს და გამოსახულებებს". როგორც მიუთითებენ ჯეიმზ უოტსონი და ენ ჰილი, კონვერგენცია მოქმედებს როგორც ტექნიკურ და ოპერაციულ დონეზე, ისე მესაკუთრეობისა და კონტროლის დონეებზე მედიაში. მედიაპროდუქცია ექცევა სულ რამდენიმე კორპორაციის მფლობელობაში, ძირითადად, ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელში. სწორედ კონვერგენციამ გამოიწვია მედიის ფუნქციების გადღაბვნა და წაშლა. ცალკე საკითხია, რამდენად შეუძლია ტექნიკურ და ოპერაციულ დონეზე კონვერგენციას, გამოიწვიოს ტრანსკულტურული კონვერგენცია, რომელიც თავის მხრივ, მედიაიმპერიალიზმამდე შეიძლება დავიდეს.
-
- Conversation and exchange
- — საუბარი და ინფორმაციის გაცვლა. ტერმინით აღინიშნება ახალი მედიის საინფორმაციო ტრაფიკის, ინფორმაციის მოძრაობის ერთ-ერთი ალტერნატიული ტიპი, რომლის ფორმატშიც ინდივიდუუმები ცენტრის ან შუამავალი რგოლის გვერდის ავლით უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და თვითონ ირჩევენ პარტნიორებს, კომუნიკაციის დროს, ადგილს და საგანს/თემას. ახალი მედიის თეორია განასხვავებს საინფორმაციო ტრაფიკის ოთხ ალტერნატიულ ტიპს: 1) მიმართვა-მოწოდება (Allocution); (2) საუბარი და ინფორმაციის გაცვლა (Conversation and exchange); (3) კონსულტაცია (Consultation); (4) რეგისტრაცია (Registration).
-
- convert into
- — გარდაქმნა, გადაქცევა
-
- cool head
- — ცივი გონების ადამიანი
-
- Cooley, Alexander
- —
-
- Cooper, Robert
- —
-
- Coordinated Expenditures
- — კოორდინირებული ხარჯები. ფული, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ხარჯავენ კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად შეერთებულ შტატებში ფედერალური არჩევნებისას. კოორდინირებული ხარჯების მოცულობა დადგენილია კანონით.
-
- cope (with)
- — გამკლავება, დაძლევა
-
- Copy Testing
- — შეტყობინების ნიმუშის ტესტირება, გამოცდა, გამოიყენება შეტყობინების აგების, მისი სტრუქტურირების ყველაზე უფრო ეფექტური გზებისა და საშუალებების გამოსავლენად, სასურველი შედეგების მიღების მიზნით. შესაძლოა, შეგხვდეთ "შეტყობინების კვლევის" ან "შეტყობინების დანაწევრების" სახელითაც.
-
- Copyright
- — საავტორო უფლება. ავტორების საკუთრებითი უფლებების აღიარება მათსავე გამოქვეყნებულ ნაწარმოებებზე. საავტორო უფლებები წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრებითი უფლებების შემადგენელ ნაწილს.
-
- Corporate speech
- — კორპორაციული საჯარო სიტყვა, გამოსვლა. ეს არის სიტყვა, დისკურსი, მიმართვა საზოგადოებისადმი, რომელშიც კორპორაცია, როგორც ინდისტრიული და კომერციული ერთეული, თავს უყრის თავის ძირითად შეტყობინებებს საზოგადოებისადმი.
-
- cost effective
- — ხარჯების ანაზღაურება, ჩადებული ფულის ამოღება
-
- costs an arm and a leg
- — მამასისხლად გაყიდვა, ფასზე ცეცხლის მოკიდება
-
- Couch Potato
- — ტელევიზორის ეკრანს მიჯაჭვული მაყურებელი. მხართეძოზე წამოწოლილი, პასიური, უმოქმედო ადამიანი
-
- cough up
- —
ამოხველება;
წამოროშვა, (რამის) წამოცდენა, აღიარება
იძულებით გამორთმევა, გამოგლეჯა, გამოცინცვლა
-
- Council of Europe
- — Council of Europe (ევროპის საბჭო) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ფასეულობების განვითარების, სასამართლო რეფორმის გაძლიერებისა და კულტურის საკითხების მოგვარებაა. ევროსაბჭოს წევრია 47 ქვეყანა საერთო ჯამში 800-მილიონიანი მოსახლეობით. ეს ორგანო აბსოლუტურად დამოუკიდებელია ევროკავშირისგან, რომელიც თავის რიგებში 27 წევრ-ქვეყანას აერთიანებს და მას ასევე არაფერი აქვს საერთო სხვა მსგავსი სახელწოდების ორგანიზაციებთან - ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოსთან. ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ცნობილი და მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო.
1946 წელს ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას უინსტონ ჩერჩილმა ’’ევროპის შეერთებული შტატების’’ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. უკვე 2 წელიწადში ხსენებული ორგანიზაციის სტრუქტურის საკითხები ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში სპეციალურ კონგრესზე განიხილებოდა, რომელსაც ასობით წამყვანი პოლიტიკოსი, მთავრობათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონგრესზე გამოიკვეთა ორი ძირითადი ხედვა: შეკრების ზოგიერთ მონაწილეს მიაჩნდა, რომ ევროპის საბჭო უნდა ყოფილიყო კლასიკური სტილის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც ქვეყნებს მთავრობები წარმოადგენდნენ; სხვებს მიაჩნდათ, რომ ორგანიზაციაში საკუთარი ქვეყნები პარლამენტარებს უნდა წარმოედგინათ. საბოლოოდ, ეს ორი ხედვა გაერთიანდა და მივიღეთ ევროპის საბჭოს ორი მმართველი ორგანო: მინისტრების კომიტეტი და საპარლამენტო ასამბლეა. ეს კომბინირებული სტრუქტურა შემდგომში ნატოშიც დაინერგა.
ევროპის საბჭოს დაარსების დღედ 1949 წლის 5 მაისი ითვლება. ეს ლონდონში მოხდა, სადაც ე. წ. ’’ლონდონის ხელშეკრულებას’’ მოეწერა ხელი. ორგანიზაციის დამაარსებლად ათი ევროპული ქვეყანა მიიჩნევა, ესენია: ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. დღეისათვის ბელორუსიისა და ვატიკანის გარდა, ყველა ევროპული ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია.
ევროპის საბჭოს პირველ დებულებაში წერია: ,,ევროპის საბჭოს მიზანია: წევრ ქვეყნებს შორის მეტი ერთობა იმ იდეალების დაცვაში, რასაც წევრობა თითოეულ მათგანს აკისრებს და მათი ურთიერთანამშრომლობა ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის.’’ წევრობისთვის საკმარისია, ქვეყანა ეთანხმებოდეს ძირითად ევროპულ ფასეულობებს და კანონის უზენაესობის იდეას; მას უნდა ჰქონდეს სურვილი, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლება; გაატაროს დემოკრატიული რეფორმები.
ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანასთან ერთად ჰყავს დამკვირვებელი ქვეყნებიც: აშშ, კანადა, იაპონია. დღეისათვის ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყანა ალბანეთია. გენერალური მდივანი – ნორვეგიელი თრობჯომ ჯაგლანდია. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია ჟან კლოდ მინგონი, ხოლო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი – აჰმეტ დავუთოღლუ.coe.int
-
- Council on Foreign Relations [CFR]
- — Council on Foreign Relations (“საგარეო ურთიერთობათა საბჭო”) ამერიკული დამოუკიდებელი, არაკომერციული, ნეიტრალური ორგანიზაციაა და ის თავის რიგებში 4500-ზე მეტ პირს აერთიანებს. მასში გაწევრიანებული არიან როგორც მთავრობების, ასევე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, საერო და სასულიერო ლიდერები, სხვა დაინტერესებული მოქალაქეები. ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს საზოგადოებას, რათა ის უკეთ გაეცნოს მსოფლიო და საგარეო პოლიტიკის ახალ ამბებს - როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, სხვა ქვეყნებშიც.
ორგანიზაცია 1921 წელს დაარსდა და მისი მისია საზოგადოების სპეციალური პროგრამების მეშვეობით განვითარება და ახალ თაობებში საგარეო პოლიტიკისათვის შესაფერისი კადრების მოძიებაა. CFR-ს შტაბ-ბინები ნიუ- იორკსა და ვაშინგტონში აქვს. სწორედ ამ ქალაქებში მართავს CFR-ი შეხვედრებს, რომელზეც პოლიტიკური ლიდერები და ცნობილი მოაზროვნეები ორგანიზაციის წევრებთან ერთად უმთავრეს საერთაშორისო გამოწვევებს განიხილავენ. CFR-ი ხელს უწყობს სასწავლო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიანტები გამოსცემენ წიგნებს, ამზადებენ სტატიებს და ატარებენ სადისკუსიო შეხვედრებს, სადაც საგარეო პოლიტიკის პრობლემების განხილვა და შემდგომში კონკრეტული რეკომენდაციის გენერირება ხდება.
CFR-ი საერთაშორისო თემებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ს (”საგარეო საქმეები”) გამოსცემს; ხოლო საკუთარ ვებგვერდზე - www.CFR.org, - იგი მსოფლიოს ახალი ამბებზე უახლეს ინფორმაციასა და ანალიტიკურ ნარკვევებს აქვეყნებს.
CFR-ის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და მისი პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასია. დირექტორთა საბჭო სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული: ჟურნალისტებიდან დაწყებული უმაღლესი რანგის ყოფილი პოლიტიკური ფიგურებით დამთავრებული. ორგანიზაციას ჰყავს ისეთი მსოფლიო დონის კორპორატიული წევრები, როგორებიც არიან: Master Card-ი, Bank of America, American Express-ი, Deutsche Bank-ი, IBM, Pepsi, Nike და სხვები.... წევრების სია ფრიად შთამბეჭდავია, რადგან მასში ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს ამოიკითხავთ. ესენი არიან, მაგალითად: ბილ კლინტონი, მიხეილ გორბაჩოვი, ვუდი ალენი, მეცენატი რუპერტ მერდოკი და სხვები...cfr.org
-
- count on
- — გათვლა, (ვიღაცის, რაღაცის) იმედზე ყოფნა
-
- Counter-culture
- — კონტრკულტურა. სუბკულტურის ტიპი, რომელიც მკვეთრად ანტაგონისტურად უპირისპირდება თემის, საზოგადოების დომინანტურ კულტურულ დისკურსს. ტერმინი, ძირითადად, გამოიყენება საშუალო კლასის იმ ახალგაზრდული კულტურების ღირებულებების, მოსაზრებების, იდეების აღსაწერად, რომლებიც 1960-იანი წლებიდან მოითხოვდნენ ალტერნატიული სოციალური სტრუქტურებისა და ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
-
- counter-revolution
- — კონტრრევოლუცია
-
- counterterrorism operation
- — კონტრტერორისტული [ანტიტერორისტული] ოპერაცია
-
- coup d'état
- — სახელმწიფო გადატრიალება, ბუნტი
-
- couple of
- — წყვილი; რამდენიმე
-
- Coups and Earthquakes Syndrome
- — გადატრიალებებისა და მიწისძვრების სინდრომი. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ამერიკელმა ჟურნალისტმა მორტ როზენბლუმმა დასავლეთის დამოკიდებულების აღსაწერად ე.წ. "მესამე მსოფლიოში" მიმდინარე მოვლენების მიმართ. როზენბლუმი გულისხმობდა იმ დასავლურ მედიურ სტანდარტს, რომლისთვისაც მესამე სამყარო - აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის სახელმწიფოები - საინტერესო, მნიშვნელოვანი და აქტუალური მხოლოდ გადატრიალებების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და სტიქიური უბედურების გამო ხდება, ანუ ახალი ამბების ღირეულებრივი სისტემა, რომელიც დასავლურ მედიაშია დამკვიდრებული, "მესამე მსოფლიოს" თავისი მაყურებლის თვალსაწიერში მხოლოდ ამ რაკურსით უშვებს და ქმნის მის მყარ ხატს.
-
- Courrier International
- — ”კუღიე ინტერნაციონალი” (ფრ. - ”საერთაშორისო კურიერი”) ყოველკვირეული ფრანგული გაზეთია (საერთაშორისო პრესის დაიჯესტი), რომელიც 900-მდე გაზეთიდან (სხვადასხვა ქვეყნის გამოცემებიდან) თარგმნის და აქვეყნებს სტატიის ფრაგმენტებს. გამოდის ასევე პორტუგალიურ და იაპონურ ენებზეც. სათაო ოფისი პარიზშია. გაზეთი პირველად გამოიცა 1990 წლის 8 ნოემბერს, ბერლინის კედლის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ. დღეს Courrier International-ი მედია ჯგუფ La Vie-Le Monde-ის საკუთრებაა, რომელიც ასევე გაზეთ Le Monde-ს ფლობს.2010 წლის 9 სექტემბერს გამოცემის მეოცე წლისთავზე გაზეთმა ლოგო და დიზაინი განაახლა. პოლიტიკური პოზიცია - მემარცხენე ცენტრისტული.
courrierinternational.com
-
- Court of Justice of the European Union
- — ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლოს დანიშნულებაა, დარწმუნდეს, რომ ევროკავშირში მიღებული კანონები თანაბრად სრულდება მის ყველა წევრ ქვეყანაში. ის ასევე იხილავს დავებს ევროკავშირის მთავრობასა და მის ინსტიტუციებს შორის. ფიზიკურ პირებს, კომპანიებს ან ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიმართონ ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავს რომელიმე ევროპული ორგანიზაციისაგან დისკრიმინირებულად მიიჩნევენ.
სასამართლოს თითო მოსამართლე ჰყავს თითოეული წევრი ქვეყნისგან. სასამართლოს ეხმარება რვა ‘’გენერალური ადვოკატი,’’ რომლებსაც სასამართლოში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების წარმოდგენა ევალებათ. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და იგი ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. თითოეული მოსამართლე და „გენერალური’’ ადვოკატი ექვსი წლის ვადით ირჩევა, ვადის ამოწურვის შემდეგ მათ უფლება აქვთ, კიდევ განაგრძონ მუშაობა იმავე პოსტზე, თუ ამას იმ ქვეყნების მთავრობები დაუშვებენ, რომლების წარმომადგენლებიც თავად არიან.
სანამ საქმე ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლომდე მივა, მას მისი დამხმარე ორგანო, გენერალური (პირველი ინსტანციის) სასამართლო ეხმარება - ის განიხილავს ფიზიკური პირების, კომპანიებისა და ზოგიერთი ორგანიზაციის საჩივრებს ევროპული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლოს მეორე დამხმარე ორგანოც აქვს - ევროკავშირის სამოქალაქო სამსახურის ტრიბუნალი. ეს ორგანო ევროკავშირსა და მასში დასაქმებულ პირებს შორის დავებს განიხილავს.
სასამართლოს დღევანდელი ფორმა 2009 წლიდან ლისაბონის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არსებობს. მისი შტაბბინა ლუქსემბურგშია.
-
- cover up
- — დამალვა, დაფარვა
-
- cover-up
- —
დამალვა, დაფარვა (დანაშაულისა, ამბისა), ხელის დაფარება;
საფარველი, თვალის ასახვევი რამ
-
- Coverage
- — დაფარვა. იმ პოტენციური აუდიტორიის ზომა, რომელიც იღებს ან რომელსაც სწვდება კონკრეტული მედიასაშუალება
-
- crack down (on)
- — ჩახშობა, გამკლავება, გადალახვა, დაძლევა
-
- Cracker
- — კრეკერი. ტექნიკური ჟარგონი. ადამიანი, რომელიც ტეხავს მავანის კომპიუტერულ სისტემას, ძირითადად, კომპიუტერულ ქსელში.
-
- Creative Strategy
- — კრეატიული, შემოქმედებითი სტრატეგია. დადგენა იმისა, რას ეტყვის მედიური ან სარეკლამო შეტყობინება სამიზნე აუდიტორიას.
-
- Creative Tactics
- — კრეატიული, შემოქმედებითი ტაქტიკა. დადგენა იმისა, როგორ უნდა მოხდეს მედიური ან სარეკლამო შეტყობინების დანერგვა კრეატიული, შემოქმედებითი სტრატეგიის აღსასრულებლად.
-
- Credibility
- — სანდოობა. ფარგლები, ზომა და ხარისხი, რომელშიც ინფორმაციის წყარო აღიქმება როგორც მცოდნე, უნარიანი და გამოცდილების მქონე, რათა მის მიერ გამოთქმული მოსაზრება და მის მიერ გავრცელებული შეტყობინება კონკრეტული მოცემული საკითხის შესახებ განხილულ იქნას, როგორც მიუკერძოებელი, დამაჯერებელი, სანდო და ობიექტური ინფორმაცია.
-
- creep up
- — ხოხვა, ცოცვა, ნელა და ფრთხილად გადაადგილება; მიპარვა, შეპარვა
-
- crippling blow
- — გამანადგურებელი, სასტიკი დარტყმა
-
- Crisis definition
- — კრიზისის განსაზღვრება. შეკითხვაზე: როგორ ხვდებიან მოქალაქეები, რომ ესა თუ ის მოვლენა, პროცესი კრიზისად იქცა? - ერთი პასუხი არსებობს: ხვდებიან იმით, რომ მათ მედია ეუბნება, რომ ეს კრიზისია. ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნე ჯეიმზ უოტსონი უთითებს, რომ მედიის დღის წესრიგი, კარიბჭის დაცვა, სათაურებისა და მოწინავე ინფორმაციების შერჩევა გაზეთების პირველი გვერდებისა და საინფორმაციო გამოშვებების ანონსებისთვის არა მხოლოდ ახდენს კრიზისის ჩანერგვას საზოგადოებრივ ცნობიერებაში, არა მხოლოდ რეაქცია აქვს კრიზისულ სიტუაციაზე, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრებად, პროაქტიურად რეაგირებს მოსალოდნელ კრიზისზე.
-
- Critical Cultural Theory
- — კრიტიკული კულტურული თეორია. მისი წარმოშობა მედიის ბირმინგემის სკოლას, მკვლევარ სტიუარტ ჰოლის სახელს და მის მიერ შექმნილ მედიადისკურსის "კოდირება-დეკოდირების" მოდელს უკავშირდება. ამ თეორიის საფუძველში ჰოლის მოდელზე დაფუძნებული პოსტულატი ძევს: მედიური ტექსტის დეკოდირება მიმღების მიერ, ანუ მნიშვნელობის გახსნა დამოკიდებულია სხვადასხვა სოციალურ სიტუაციასა და მისგან გამომდინარე, მნიშვნელობის შესაძლო ინტერპრეტაციის ჩარჩოებზე. კრიტიკული კულტურული თეორია მიიჩნევს: 1) მასობრივი კულტურა შექმნილია საზოგადოებაში მცდარი ცნობიერების შესაქმნელად და დასამკვიდრებლად; 2) დასაქონლება მისი ცენტრალური პროცესია; 3) მასობრივი კულტურა მოიცავს ჰეგემონურ იდეოლოგიას; 4) იდეოლოგია შეიძლება დიფერენცირებულად იქნას დეკოდირებული; 5) პოპულარული კულტურა განსხვავდება მასობრივი კულტურისგან.
-
- Critical New Analysis
- — ახალი ამბების კრიტიკული ანალიზი. ფართო და კომპლექსური მიდგომა მასმედიაში ახალი ამბების წარმოჩენის, პრეზენტაციის ანალიზისადმი. ახალი ამბების კრიტიკული ანალიზის თეორია უკავშირდება სტენლი კოენის სახელს, გლაზგოს უნივერსიტეტის მედიაჯგუფს და პროფესორ სტიუარტ ჰოლს, რომლების აზრითაც, ახალი ამბები სოციალურად არის კონსტრუირებული და იგი წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე იდეოლოგიურ კონსტრუქტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი ამბები არა არის ნეიტრალური. ახალი ამბების კრიტიკული ანალიზი ფოკუსირებულია შინაარსზე, პრეზენტაციის, წარმოჩენის ფორმებზე და ენაზე.
-
- Critical Political Economy
- — კრიტიკული პოლიტიკური ეკონომია, როგორც მედია–საზოგადოების თეორიის ნაირსახეობა. ამ თეორიის ამოსავალი წერტილია ურთიერთკავშირი ეკონომიკურ სტრუქტურას, მედიაინდუსტრიასა და მედიის იდეოლოგიური შინაარსის დინამიკას შორის. მისი კვლევითი ინტერესი მიმართულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მესაკუთრეობისა და კონტროლის სტრუქტურების ემპირიულ ანალიზზე. შესაბამისად, კრიტიკული პოლიტიკური ეკონომია მედიას განიხილავს როგორც ეკონომიკური სისტემის ნაწილს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ სისტემას. სწორედ ამ მიზეზის გამო კრიტიკულ პოლიტიკურ ეკონომიას არავულგარული მარქსიზმის ერთ–ერთ ნაირსახეობად მიიჩნევენ. კრიტიკული პოლიტიკური ეკონომია ეფუძნება შემდეგ პოსტულატებს: 1) ეკონომიკური კონტროლი და ლოგიკა წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორებს, ანუ დეტერმინანტებს; 2) მედიასტრუქტურები კონცენტრაციისაკენ სწრაფვას ავლენენ; 3) სახეზეა მედიის გლობალური ინტეგრაცია; 4) შინაარსი და აუდიტორია დასაქონლებულია; 5) მრავალფეროვნება იკლებს; 6) ოპოზიციური და ალტერნატიული ხმები მარგინალიზებულია; 7) საჯარო ინტერესი კომუნიკაციაში ექვემდებარება კერძო ინტერესს.
-
- Cropping
- — კადრირება. ფოტოს ჩამოჭრა, მასშტაბის შეცვლა
-
- Cross Pressures
- — ჯვარედინი ზეწოლა. ტერმინი გამოიყენება წინასაარჩევნო სტრატეგიაში და აღნიშნავს მდგომარეობას, როცა ორი ღირებულება, ორმაგი იდენტობა ან გაორებული მიდგომა რომელიმე საკითხისადმი ამომრჩეველს უძნელებს არჩევანს ორ მიწინააღმდეგე კანდიდატს შორის.
-
- Cross-Tabulation Analysis
- — ჯვარედინი ტაბულა. ემპირიულად დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემებისა და სიხშირეების გაზომვა მოსალოდნელი მონაცემებისა და სიხშირეების საპირწონედ. იხილეთ Chi-square statistics
-
- Cross-validation
- — ჯვარედინი ვალიდურობა. პროცედურა, რომლის დროსაც მკვლევრები ადარებენ გაზომვის ინსტრუმენტებს და გაზომვის შედეგებ ან ცდის პირების, რესპონდენტების პასუხებს მათი ვალიდურობის, ჭეშმარიტების, სიმყარისა და ვარგისიანობის შესამოწმებლად
-
- cry wolf
- — „მგელი“, „მგელი“-ს ყვირილი (ცრუ განგაშის ატეხვა)
-
- Cultivation
- — კულტივაცია. ამერიკელი კომუნიკაციათმცოდნის, პროფესორ ჯორჯ გერბნერის მიერ დამკვიდრებული ეს ტერმინი აღნიშნავს იმ გზებსა და საშუალებებს, რომლებითაც მასმედიის სისტემები უკავშირდება იმ კულტურას, რომლიდანაც იგი წარმოდგება და რომელსაც იგი მიმართავს. ჯორჯ გერბნერის აზრით, მედია ახდენს დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კულტივაციას კულტურის წიაღში. იხილეთ Mainstreaming
-
- Cultivation Analysis
- — კულტივაციური ანალიზი. კვლევითი მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ ტელევიზიის ე.წ. მიჯაჭვული ყურება იწვევს სოციალური რეალობის იმგვარად აღქმას, რომ მიჯაჭვული მაყურებლისთვის გარემო ტელევიზიაში ასახულ გარემოსთან სრულიად იგივდება. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ პროფესორს, ჯორჯ გერბნერს და გამოიყენება მედიის ეფექტების კვლევის კონკრეტული ტიპის აღსაწერად. კულტივაციური ანალიზის მთავარი მეთოდია რეალობის გაბატონებული "ტელეშეხედულებების" გამოკვეთა და მათი შედარება აუდიტორიის წევრების მიერ გამოხატულ შეხედულებებთან, მათი ჩვევების თანახმად.
-
- cultural (social, political, linguistic, religious...) rights
- — კულტურული (სოციალური, პოლიტიკური, ლინგვისტური, რელიგიური...) უფლებები
-
- Cultural approach to media analysis
- — კულტურალისტური მიდგომა მედიაანალიზისადმი. ეს მიდგომა სათავეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ანთროპოლოგიასა და ლინგვისტიკაში იღებს. პოტენციურად უფართოესი შესაძლებლობების მქონე ეს მიდგომა, ძირითადად, გამოიყენება ენასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებული საკითხების მისასადაგებლად სოციალურ კონტექსტთან და კულრტურულ გამოცდილებასთან. მედიური ანალიზი ამ მიდგომის ფარგლებში კულტურის კვლევის ფართო ველის ნაწილს წარმოადგენს. იგი უფრო მეტად მედიაცენტრულია, ვიდრე სოციოცენტრული. იგი უფრო მეტად ინტერესდება კონკრეტული შინაარსისა და სიტუაციების ჩაღრმავებული ანალიზით, ვიდრე მათი განზოგადებით. ანალიზის კულტურალისტური ტრადიციები თავს იჩენს ფემინისტურ, ფილოსოფიურ, სემიოტიკურ, ფსიქოანალიტიკურ, კინემატოგრაფიულ და ლიტერატურულ თეორიებში.
-
- Cultural Capital
- — კულტურული კაპიტალი. ფრანგმა ფილოსოფოსმა პიერ ბურდიემ პირველმა შემოიტანა განსხვავებანი ეკონომიკურ და კულტურულ კაპიტალს შორის. ეს უკანასკნელი, ბუდრიეს აზრით, წარმოადგენს იმ ცოდნას, გემოვნებას, დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, დაშვებებსა და ვარაუდებს, რომლებსაც ადამიანები ან ჯგუფები ფლობენ და იზიარებენ სხვადასხვა კულტურული არტეფაქტებიდან გამომდინარე. ინდივიდუუმის კულტურულ კაპიტალს შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს შეტყობინების კოდირებისა და დეკოდირების პროცესზე, ანუ შეტყობინების მნიშვნელობის გახსნასა და აღქმაზე.
-
- Cultural Imperialism
- — კულტურული იმპერიალიზმი. ტერმინი აღნიშნავს გლობალური მედიაინდუსტრიის ექსპორტიორების (ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან) მიერ მედიური შინაარსის, ტექნოლოგიების, ღირებულებების, პროფესიული იდეოლოგიისა და საკუთრების ფორმების ექსპორტს მცირე და შედარებით ღარიბ ქვეყნებში, ამ ქვეყნების აუდიტორიაზე ამერიკული კულტურული და სხვა ღირებულებების თავს მოხვევის მიზნით.
-
- Cultural theory of mass communication
- — მასობრივი კომუნიკაციის კულტურული თეორია. მასობრივი კომუნიკაციის თეორიის ტიპების ეს კლასიფიკაცია, რომელიც პარადიგმაში ხუთი ტიპს თეორიას აერთიანებს, ბრიტანელ კომუნიკაციათმცოდნეს, დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ეს ტიპებია: სოციალურ-მეცნიერული, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული და ყოველდღიური. ეს თეორია თავისი ბუნებით უფრო შემფასებლურია, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული არტეფაქტების დიფერენციაციას თვისობრივი კრიტერიუმების მიხედვით. იგი ფოკუსში აქცევს მასობრივი კომუნიკაციის პროცესში შემქნილ შინაარსს: ტექსტს, ფილმს, ტელევიზიას, გრაფიკულ ხელოვნებას და ბევრ სხვა მედიურ ფორმას. ჟანრი, დისკურსი, შინაარსის გამომხატველი ფორმების ნაირგვაროვნება, კულტურული არტეფაქტები, მნიშვნელობის მატარებელი ნიშნების კომპოზიცია და არქიტექტონიკა შეტყობინებაში - ამ თეორიის საოპერაციო ველია.
-
- Culture in Mass Communication Terms
- — კულტურა მასობრივი კომუნიკაციის თეორიაში. ტერმინს "კულტურა" დაახლოებით სამასამდე განმარტება აქვს. სპეციფიკურად განიმარტება იგი მასობრივი კომუნიკაციის თეორიაში. პროფესორმა ჯეიმს კერიმ (Carey, James, 1975) კულტურას საზოგადოებისა და კომუნიკაციის ურთიერთმიამრთების მოდელში ცენტრალური ადგილი განუსაზღვრა. უფრო მეტიც, კერიმ კომუნიკაცია კულტურის მეშვეობით, მასთან მიმართებაში და კულტურის განმარტებითი ტერმინების გამოყენებით განსაზღვრა: "სიმბოლური პროცესი, სადაც იქმნება, ნარჩუნდება ან იშლება, ლამაზდება ან განსხვავებულად ტრანსფორმირდება რეალობა". კულტურა, კერის თვალთახედვით, ერთდროულად არის პროცესი, ადამიანების ჯგუფის მიერ გაზიარებული ატრიბუტი, სიმბოლური არტეფაქტებისა და ტექსტების სიმრავლე, რომლებიც სპეციფიკური მნიშვნელობებით არის კოდირებული სპეციფიკური კულტურული იდენტიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ და ამ ადამიანებისთვის. კულტურის მახასიათებლებია: 1) კოლექტიურად შექმნილი და შენარჩუნებული ბუნება; 2) გახსნილობა სიმბოლური გამოხატვისთვის; 3) გაჯერებულობა დიფერენცირებული ღირებულებებით; 4) სისტემური ყალიბები; 5) დინამიკურობა და ცვალებადობა; 6) ლოკალიზაცია, ანუ ადგილმდებარეობის ქონა; 7) კომუნიკაბელურობა დროსა და სივრცეში (სინქრონულად და დიაქრონულად).
-
- Cume
- — საშუალო ერთობლივი რეიტინგი. იმ სხვადასხვა ინდივიდუუმების რაოდენობის შეფასება, რომლებიც უსმენენ ან უყურებენ განსაზღვრულ მაუწყებელს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში სამაუწყებლო დროის მონაკვეთში
-
- cut back on
- —
გამოყენებული კადრის, სცენის გამეორება;
(რამის) შემცირება, შეკვეცა, შეზღუდვა
-
- cut corners
- — იოლი, მოკლე გზით სიარული; უკანონოდ მოქცევა
-
- cut down to size
- — უგულებელყოფა, არად ჩაგდება
-
- cut off
- —
მოჭრა, მოკვეთა; შეწყვეტა;
გაქცევა, გაკურცხვლა
-
- cyber operation
- — კიბეროპერაცია
-
- cyberintelligence
- — კიბერდაზვერვა
-
- cybermilitia
- — კიბერრაზმი
-
- Cybernetics
- — კიბერნეტიკა. სწავლება კომუნიკაციის უკუკავშირის სისტემების შესახებ ადამიანებში, ცხოველებსა და მანქანებში. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ მეცნიერს ნორბერტ უინერს, კიბერნეტიკის ფუძემდებელს, ავტორს წიგნისა: "კიბერნეტიკა, ანუ კონტროლი და კომუნიკაცია ცხოველსა და მანქანაში" (1949). თავისი არსით კიბერნეტიკა ინტერდისციპლინარული მეცნიერებაა. ტერმინი სათავეს იღებს ბერძნული სიტყვიდან "მესაჭე". დღეს კიბერნეტიკა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ პარადიგმად მიიჩნევა კომპიუტერული ტექნოლოგიების წყალობით.
-
- Cyberpolarization
- — კიბერპოლარიზაცია. ტერმინი აღნიშნავს რადიკალურად განსხვავებული ონლაინჯგუფების კომუნიკაციას.
-
- Cyberspace
- — კიბერსივრცე. აღნიშნავს ვურტუალურ სივრცეს, რომელიც კომპიუტერის, მოდემისა და საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით იქმნება. ტერმინი პირველად ამერიკელმა მწერალმა უილიამ გიბსონმა გამოიყენა თავის რომანში Neuromancers (1984). მწერალი კიბერსივრცეს ამგვარად განმარტავს: " [ადამიანები] ქმნიან სამყაროს. ეს კონსენსუალური ჰალუცინაციაა... ეს რეალურად არ არის ადგილი. ეს არ არის რეალური ადგილი. ეს პირობითი, ნომინალური ადგილია." ადამიანი კომპიუტერის კლავიშებზე ხელის დაჭერით, მოდემისა და სატელეფონო ხაზების წყალობით იღებს უსასრულოდ დიდ რაოდენობას ინფორმაციისა და უცვლის მას სხვა მომხმარებელს.
-
- cyberwar
- — კიბერომი, კომპიუტერული ომი (ინტერნეტის საშუალებით გაჩაღებული საინფორმაციო ომი)
-
- Cybrarian
- — კიბერ-ბიბლიოთეკარი, მკვლევარი, მაძიებელი, რომელიც სპეციალიზებულია ინფორმაციის ინტერნეტულ წყაროებზე
-
- Cycling Weekly
- — Cycling weekly (“საიკლინგ უიკლი”) ბრიტანული გაზეთია. გაზეთს IPC Media გამოსცემს. ეს პერიოდული გამოცემა ზოგადად სპორტულ მოვლენებს მიმოიხილავს, მაგრამ უმეტესად - ველოსპორტს ეძღვნება. გაზეთის პირველი ნომერი 1891 წლის 24 იანვარს გამოვიდა. მაშინ მას, უბრალოდ, Cycling-ს უწოდებდნენ. დროთა განმავლობაშიმ ავტოტრანსპორტის გააქტიურების გამო, გაზეთს პროფილი შეეცვალა და მას Cycling and Moting-ი დაერქვა.
გაზეთმა 1891 წლიდან დღემდე ხუთი საგამომცემლო სახლი გამოიცვალა. დღევანდელი მისი მფლობელი IPC Media-ა, რომელიც გაზეთს 1970 წლიდან უშვებს. 1932 წლიდან cycling-მა ველოსიპედით რბოლის ოქროს წიგნი გამოუშვა, რომლის ყველა გვერდზეც ველომბრბოლელი გმირები იყვნენ გამოსახულები. პირველი ფრანკ საუტჰოლი იყო, რომელმაც იმ წლის ჩემპიონატი მოიგო და 7000 ველომბრბოლელის წინაშე პირველმა დატოვა გვერდზე თავისი ხელმოწერა. ეს ცერემონია ქალაქ ლონდონში, Royal Albert Hall-ში გაიმართა.
გაყიდვების გაზრდისა და რეკლამების მოზიდვის მიზნით 1957 წელს გაზეთმა გადაწყვიტა, თავისი გვერდები მოპედებისთვისაც დაეთმო. ამის შემდეგ მას Cycling & Mopeds-ი ეწოდა. ახალი მმართველის, ალან გაიპერის მოსვლის შემდეგ გაზეთი ისევ თავის ძველ სახელწოდებას დაუბრუნდა - მან მოპედებზე უარი თქვა და გადაწყვიტა, ყველა ტიპის საველოსიპედო შეჯიბრის შესახებ ეწერა სტატიები. ალან გაიპერი გაზეთს სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა - 1969 წელს იგი კანადაში, ველოსიპედზე სეირნობისას, გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღეისათვის გაზეთი ძირითადად ველოსპორტს მიმოიხილავს, მასში ასევე სხვადასხვა მარშრუტისა და შეჯიბრის შესახებაც ქვეყნდება ცნობები.cyclingweekly.co.uk
-
- Cylinder of Rotary Press
- — როტაციული ბეჭდვის ცილინდრი. 1812 წელს შექმნა ფრიდრიხ კიონიგმა. 1814 წლის 28 ნოემბერს როტაციული ბეჭდვის ცილინდრი პირველად იქნა გამოყენებული ლონდონში "თაიმსის" ბეჭდვისას. როტაციული ბეჭდვის ცილინდრს სასტამბო ინდუსტრია კომპიუტერული სამაგიდო გამომცემლობების მასობრივ გამოყენებამდე მოიხმარდა.
-
- Cyprus
- —
-
- Czech Republic
- —