ყველა ტერმინი → e
-
- E-
- — "ელექტრონულის"საწყისი ასო. პრეფიქსი e- აღნიშნავს ძველი პრაქტიკული საქმიანობის ან საგნის ახალ, ციფრულ ფორმებს. მაგალითად: e-mail - ელექტრონული ფოსტა, e-cash - ელექტრონული ფული, e-book - ელექტრონული წიგნი, e-commerce - ელექტრონული ვაჭრობა, ბიზნესი და სხვა
-
- E-mail
- — ელექტრონული ფოსტა
-
- each other
- — ერთმანეთი
-
- each-for-himself
- — როდესაც ყველა მხოლოდ საკუთარ ტყავზე, მის გადარჩენაზე ფიქრობს; ამ სიტუაციისათვის დამახასიათებელი
-
- eager curiosity
- — ხარბი ცნობისმოყვარეობა
-
- Early magazines
- — ადრეული პერიოდის ჟურნალები. ამ კრებითი ტერმინით მკვლევარი ბ. ესინი (1984) აღნიშნავს მე-19 საუკუნის დასაწყისის ჟურნალების სისტემის ტიპოლოგიური ჯგუფების სიმრავლეს, რომლებიც კლასიფიცირებულები არიან როგორც თემატური პრინციპით, ისე მიმღები აუდიტორიის სქესისა და ასაკის მახასიათებლების მიხედვით. ესენი არიან ენციკლოპედიური ტიპის გამოცემები, სამეცნიერო, ლიტერატურულ-ესთეტიკური ჟურნალები, საოჯახო საკითხავი, ილუსტრირებული გამოცემები ქალებისა და ბავშვებისთვის.
-
- Earned Media
- — დაქირავებული მედია. მედია, რომელსაც კანდიდატები ფულს უხდიან წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისა და თავიანთი კამპანიების პოპულარიზაციისთვის.
-
- ease into
- — ხელში ჩაგდება, მოხელთება, მოხერხება
-
- economic backwardness
- — ეკონომიკური/სამეურნეო ჩამორჩენილობა
-
- economic growth
- — ეკონომიკური ზრდა
-
- editorial
- — საპირველგვერდო, სარედაქციო სტატია (წერილი)
-
- Effective Reach
- — ეფექტური წვდომა. ბეჭდური მედიასაშულების აუდიტორიის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიიღწევა ტირაჟის რეალიზაციის ზრდის ყოველ ახალ ჯერზე.
-
- Effects of the mass media
- — მასმედიის ეფექტები. ყველაზე უფრო ფართო განმარტებით, ეს არის ის ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, სიტუაციის მედიური გადმოცემა, რეპრეზენტაცია იწვევს, პირდაპირ ან ირიბად. ცვლილება შეიძლება შეეხებოდეს მოსაზრებას, დამოკიდებულებას, ქცევას. უოტსონისა და ჰილის (203) აზრით, შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს განმაზოგადებელი დაშვება მედიის ეფექტების შესახებ,რომელიც ამგვარად ჟღერს: მასმედია უფრო მეტად მოდიფიცირებას უწევს და აძლიერებს ადამიანების დამოკიდებულებებს,ატიტუდებს, ვიდრე ცვლის მათ; მედიის გავლენა უფრო ძლიერია არაგაცნობიერებულ, დაუინტერესებელ, პროცესებში ჩაურთველ ადამიანებზე, ვიდრე გაცნობიერებულ და დაინტერესებულ, განსაზღვრული პროცესების მონაწილე მიმღებებზე; მედიის გავლენა უფრო ძლიერი იქნება, თუკი ყველა მედიასაშუალება ერთსა და იმავე დროს ერთნაირად მოახდენს ამა თუ იმ ფაქტისა და მოვლენის რეპრეზენტაციას, ანუ იტყვის ერთსა და იმავეს; თუკი შეტყობინებები, ხატები, მოსაზრებები რამდენჯერმე განმეორდება მედიასაშუალებებში.
-
- egg-shaped
- — კვერცხის ფორმის, კვერცხისებრი, ოვალური
-
- either way
- — ასეა თუ ისე
-
- El Pais
- — “ელ პაისი” (ესპ. - „ქვეყანა“) ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი,ყოველდღიური გაზეთია. დაარსდა 1976 წლის მაისში, ესპანელ დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს გარდაცვალებიდან ექვს თვეში. „ელ პაისი“ მსოფლიოს 20 საუკეთესო გაზეთის სიაშია. მისი იდეოლოგია მემარცხენე-ცენტრისტულია. გაზეთის მფლობელია კომპანია Prisa communication group-ი.
„ელ პაისი“ იმ დროს დაარსდა, როდესაც ესპანეთში დემოკრატიისკენ მიმართული გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობდა. ის იყო პირველი დემოკრატიული გამოცემა იმ გამოცემებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ფრანკოს იდეოლოგიას მისდევდნენ. 1981 წლის 23 თებერვლის ღამის მოვლენების გაშუქების გამო გაზეთს დემოკრატიის ბასტიონის სტატუსი მიანიჭეს. ამ დღეს ლეიტენანტმა ანტონიო ტეხერო მოლინამ ვალენსიაში პარლამენტის ყველა წევრი მძევლად აიყვანა და სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. ტელევიზიებმა მეფე ხუან კარლოსის სიტყვის ტრანსლირება ვერ მოასწრეს, „ელ პაისმა“ კი სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომელსაც „ელ პაისი - კონსტიტუციისთვის’’ ეწოდა.
1990-იანი წლების დასაწყისში „ელ პაისს“ პოლიტიკური და პროფესიული დაბრკოლებები შეექმნა, როდესაც სოციალისტური პარტიის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ფელიპე გონსალესის მეთაურობით კორუფციაში ამხილეს და გაზეთს მმართველი პარტიის საწინააღმდეგო სტატიების წერა მოუწია. 2007 წლის 26 სექტემბერს გაზეთმა პრეზიდენტ ბუშისა და ეპანეთის მაშინდელი პრემიერის, ჟოზე მარია აზნარ ლოპესის დიალოგი გამოაქვეყნა. საუბარი ერაყის ომს შეეხებოდა.
„ელ პაისი“ ესპანეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ტრადიციულად მხარს ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველს უჭერს. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს საერთაშორისო ამბების, კულტურის, ეკონომიკისა და ესპანეთის ადგილობრივი სიახლეების გაშუქებას.elpais.com
-
- Elaborated and Restricted Codes
- — ფართო და ვიწრო მოხმარების კოდები. ბავშვების მიერ ენის გამოყენების შესწავლაზე დაყრდნობით, მკვლევარმა ბეზილ ბერნსტაინმა (Basil Bernstein) წიგნში Class, Codes and Control (UK: Paladin, 1971) ენობრივი კოდები ორ კატეგორიად დაჰყო: ფართო, დამუშავებული კოდები და ვიწრო მოხმარების, შეზღუდული კოდები. პირველი ტიპის კოდები მან საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის ბავშვების მეტყველებასა და ენაში აღმოაჩინა, ხოლო შეზღუდული და ვიწრო მოხმარების კოდები მუშათა ოჯახებიდან გამოსული ბავშვების მეტყველებაში. ფართო, დამუშავებული კოდები უფრო მეტ ენტროპიას (განუზღვრელობას) შეიცავს მაშინ, როცა ვიწრო მოხმარების კოდები უფრო რედუნდანტულია. ვიწრო მოხმარების კოდები სოციალურად შედარებით შეზღუდულ გარემოში ყალიბდება, აქ ყველა მნიშვნელობა ერთნაირად აღიქმება და გასაგებია ამ წრის ყველა წევრისთვის. ბერნსტაინი აღნიშნავს,რომ საზოგადოება სხვადასხვა ენას მოიხმარს სხვადასხვა სოციალურ გარემოში: ერთია სახლის, ქუჩის, სათამაშო მოედნის, ლუდხანის ენა, ხოლო მეორე სკოლისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების. ბერნსტაინის აზრით, საგანმანათლებლო დაწესებულებების წიაღში ვიწრო მოხმარების, შეზღუდული კოდების მომხმარებელი დაქვემდებარებულ, მეორეხარისხოვან პოზიციაში აღმოჩნდება, თუმცა ბერნსტაინი პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ დახვეწილი და ფართო კოდების მომხმარებელი შეზღუდული კოდების მომხმარებელზე აღმატებულია. ბერნსტაინის კრიტიკოსები (მაგალითად, მარტინ მონტგომერი) ენობრივი კოდების ამგვარ კლასიფიკაციას "უხეშსა და სქემატურს" უწოდებენ.
-
- Elder, Miriam
- — მირიამ ელდერი
-
- electoral fraud
- — თაღლითობა, ხმების გაყალბება (არჩევნებში)
-
- Electoral Participation
- — საარჩევნო მონაწილეობა. აქტივობის ტიპი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე.
-
- electoral system
- — საარჩევნო სისტემა
-
- Elite
- — ელიტა. ამ ტერმინის რამდენიმე ათეული განმარტება არსებობს. ვილფრედო პარეტოსა და გაეტანო მოსკას აზრით, ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც მბრძანებლობს და მართავს უმრავლესობას, პოლიტიკური სისტემის ტიპის მიუხედავად. ელიტარულობა არ ნიშნავს ზნეობრივი და ინტელექტუალური უპირატესობის ფლობას ამ ადამიანების მიერ, არამედ იგი აღნიშნავს მათ ძალაუფლებრრივ დომინანტობას და უმრავლესობაზე აღმატებულობას. ელიტის ცნება მედიათეორიისთვის ძალიან აქტუალურია. არსებობს მრავალი კვლევა, რომლებიც ცდილობდა და ცდილობს, შეისწავლოს და დაადგინოს კავშირები ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის წევრებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფლობენ და აკონტროლებენ მედიას; ასევე შეისწავლოს და დაადგინოს, რა ეფექტის მოხდენა შეუძლია ამ კავშირებს მედიის შინაარსსა და მედიურ ეფექტებზე. მმართველი ელიტის ცნება განსხვავდება მარქსისტული მმართველი კლასის ცნებისგან. მაშინ, როცა ელიტის თეორეტიკოსები მუდმივად მოიუთითებენ ელიტის საჭიროებაზე, თავისი რიგები არაელიტური ჯგუფების წარმომადგენლებით შეავსოს, რათა მუდმივად შეეძლოს არაელიტური ჯგუფების კონტროლი და მართვა, შეინარჩუნოს მათთან კონსენსუსი, რათა ამით შეინარჩუნოს თავისი მმართველობის ლეგიტიმურობა, მარქსისტი თეორეტიკოსები აღნიშნავენ მმართველი კლასის სულ უფრო და უფრო მზარდ პოლარიზაციას მართული კლასისგან. განსხვავება კონცეპტუალურ მიდგომებს შორის განაპირობებს მედიის როლის განსხვავებულ აღქმასაც. მარქსისტი ანალიტიკოსებისთვის მედია დომინანტური კლასის იდეების პროპაგანდისტია, რომელიც მცდარ ცნობიერებას უყალიბებს ჩაგრულ კლასს. ლიბერალისტურ–პლურალისტური სკოლის ანალიტიკოსების აზრით კი, მედია მეოთხე ხელისუფლებაა, რომელიც მოწოდებულია, მუდმივად შეახსენოს მმართველ ელიტას, რომ მისი მმართველობა უმრავლესობის აზრზეა დამოკიდებული.
-
- embark on
- — (რამე გზაზე) დადგომა, (რამის) დაწყება
-
- embarrassed about
- — დარცხვენა (რაღაცის, ვიღაცის) გამო
-
- emerging markets
- — განვითარებადი ბაზრები (განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრები)
-
- Emoticons
- — ემოტიკონი, ნეტნოგრაფიულ დამწერლობაში. დამხმარე სიმბოლოებისა და სასვენი ნიშნების თანმიმდევრობა, რომლითაც გამოიხატება დამწერის ემოციური განწყობა: სიხარული, მხიარულება, სევდა, მოწყენა და ა. შ. გამოიყენება მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში, ელექტრონულ მიმოწერაში.
-
- Emotive Language
- — ექსპრესიული ენა. ენა, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციას ატარებს რაიმე საგნის ან მოვლენის შესახებ, არამედ მავანის დამოკიდებულებას და ატიტუდებს მათ მიმართ და მავანის განზრახვას, გავლენა იქონიოს მიმღების დამოკიდებულებაზე ამ საგნის ან მოვლენის მიმართ.
-
- Empathy
- — ემპათია. უნარი, თავი ჩააყენო სხვა ადამიანის მდგომარეობაში და სცადო, გაუგო და ჩასწვდე მის ქცევას ისე, რომ მისი საქციელი არ განსაჯო საკუთარი ღირებულებების სისტემიდან გამომდინარე. ემპათია უდიდეს როლს თამაშობს ინტერპერსონალური, პიროვნებათაშორისი კომუნიკაციის პროცესში, რადგან იგი ხელს უწყობს ბარიერების მოშლას ადამიანთა შორის ურთიერთობებში.
-
- Empirical
- — ემპირიული. გამოცდილებასა და დაკვირვებაზე დაფუძნებული
-
- Empowerment
- — ძალაუფლებით აღჭურვა. ძალაუფლების მინიჭება იმდივიდუუმებისთვის, საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, თემებისთვის, რათა მათ თავად განკარგონ თავიანთი ცხოვრება, არჩევანი და გადაწყვეტილებები.
-
- en masse
- — ერთად, ერთობლივად; მასობრივად, მთლიანობაში; სრულად; ჯგუფურად; მრავლობითად
-
- Encryption
- — ენკრიფცია, დაშიფვრა. შეტყობინების ან მონაცემთა ფაილის გადაყვანა ელექტრონულ ფორმატში, რომელიც მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის არის გასაგები.
-
- Enculturation
- — ენკულტურაცია. იგივეა, რაც აკულტურაცია. პროცესი, რომლის დროსაც ინდივიდუუმი იღებს და ითავისებს კონკრეტული კულტურის ღირებულებებს, ენას, აუცილებელ უნარებს, აზროვნების წესსა და ქცევით ყალიბებს, რაც მას წარმატებით მოქმედების საშუალებას აძლევს ამ კონკრეტული კულტურის წიაღში.
-
- end of
- — (რაღაცის) დასასრული, დასრულება
-
- end up
- — დამთავრება, დასრულება, მორჩენა
-
- english-speaking
- — ინგლისურენოვანი, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე (ქვეყანა, ადამიანი...)
-
- enlightened
- — განათლებული; განათებული
-
- enormous (great) influence
- — უზარმაზარი (უდიდესი) გავლენა
-
- entire
- — მთელი, სრული, მთლიანი
-
- entirely agree with
- — სრულად დათანხმება
იგივეა: absolutely agree with...
-
- Ephemera
- — ეფემერა. კომუნიკაციათმცოდნეობაში ამ ტერმინით მოიხსენიებენ სიგარეტის კოლოფებზე დატანილ კულტურულ ინდიკატორებს, საფოსტო ბარათებს, პლაკატებს ან პოსტერებს, რომლებიც მყისიერი გამოყენებისთვის არის გამიზნული.
-
- equal time\equal opportunities
- — თანაბარი დრო/ შესაძლებლობებიმასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციის შესახებ 1934 წლის კანონის მოთხოვნა [Communications Act of 1934], რომლის თანახმადაც საარჩევნო პოსტზე კანონით აღიარებულ ყველა კანდიდატს და, პირველ რიგში, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი მასობრივი ინფორმაციის ყველა აუდიო-ვიზუალურ საშუალებასთან და მათ ეთერში თანაბარი დრო უნდა ჰქონდეთ. დოქტრინა „თანაბარი შესაძლებლობები/ დრო“ ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის უფლებას - მიიღოს საეთერო დრო, რათა გამოთქვას საკუთარი შეხედულებები, რომლებიც არ ემთხვევა კონკრეტული რადიო- ან სატელევიზიო სადგურის პოლიტიკურ პოზიციას.
-
- establish the root
- — საფუძვლის, მიზეზის დადგენა
-
- Ethnographic approach to audience measurement
- — ეთნოგრაფიული მიდგომა აუდიტორიის გაზომვის მიმართ. ტერმინი აღნიშნავს ადგილობრივი თვალსაზრისის დომინანტურ მდგომარეობასა და სტატუსს კულტურულ კვლევებში, განსაკუთრებით ურთიერთობასა და ინტერაქციაში სატელევიზიო ტექსტებსა და აუდიტორიას შორის.
-
- Ethos
- — ეთოსი, თვითხატი, წამყვანი ნიშან-თვისება. კომუნიკაციათმცოდნეობაში სიტყვათშეთანხმებით "კომუნიკატორის ეთოსი" აღინიშნება კომუნიკატორის, შეტყობინების გამგზავნის თვითხატი, წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომელიც მავანს: ადამიანს ან ჯგუფს - აქვს მოცემულ მომენტში, კომუნიკაციის აქტისას.
-
- EU Monitoring Mission [EUMM]
- — EUMM (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია) - ევროკავშირის ინიცირებული პროექტია. მისი შექმნის მიზანი იყო: დაკვირვებოდა ყოფილი იუგოსლავიის საზღვრებს, ეკონტროლებინა აქ ლტოლვილთა მოძრაობა და ასევე, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში პოლიტიკური სტაბილურობისთვის შეეწყო ხელი. EUMM-მა ოპერირება 1991 წელს დაიწყო, მისი მთავარი ოფისი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მდებარეობდა. მისია ყოფილი იუგოსლავიის ექვს რესპუბლიკას მოიცავდა, ესენი იყო: ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, სერბეთი, ჩერნოგორია, ალბანეთი და მაკედონიის რესპუბლიკა. 1992 წელს, ომის დროს, მისიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რამაც EUMM-ის პროგრამის შეჩერება გამოიწვია. 2000 წლის 22 დეკემბრიდან ბალკანეთის ამ რეგიონში მისიას უკვე CFSP-ი (Common Foreign and Security Policy) ჰქვია.
2008 წლიდან EUMM საქართველოშიც (როგორც შეუიარაღებელი დამკვირვებელი ორგანო) მოღვაწეობს. ევროკავშირმა 200 დამკვირვებელი გამოყო, რათა ომის შემდგომ საქართველოში, შეძლებისდაგვარად, მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის შეეწყო ხელი. მისიამ მოღვაწეობა 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. მას შემდეგ დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. მისიის პირდაპირი მიზანია, დააკვირდეს საზღვარზე არსებულ სიტუაციას, აღრიცხოს ინციდენტები და საზღვრის პირას სტაბილური მშვიდობიანი სიტუაციის გამყარებას შეუწყოს ხელი.
მისიის მანდატი 12 თვეს გრძელდება ხოლმე. ამჟამად საქართველოში მისი მოქმედების ვადა 2012 წლის 14 სექტემბრამდეა განსაზღვრული. მისიას მთელ საქართველოში აქვს მოღვაწეობის უფლება, თუმცა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა პირებმა მისიას მათ ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განუცხადეს. საველე პატრულები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილები: ერთი ჯგუფი ადმინისტრაციულ საზღვარზე მუშაობს და მას პირდაპირი შეხება აქვს კონფლიქტის ორივე მონაწილე მხარესთან. მეორე ჯგუფი სამხედრო და საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობს: ისინი თვალყურს ადევნებენ, რომ საქართველომ EUMM-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის დადებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებები შეასრულოს. მესამე ჯგუფი კონფლიქტის ეპიცენტრში სამოქალაქო სტაბილურობას უზრუნველყოფს. ის მოქალაქეების მდგომარეობას აღწერს და ცდილობს, რომ მშვიდობა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული. EUMM შეუიარაღებელი სადამკვირვებლო მისიაა და მას არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია არა აქვს. საქართველოში დღეს მისიის ხელმძღვანელი ანდრეჟ ტისცკიევიცია.eumm.eu
-
- Eudora
- — იუდორა. ელექტრონული ფოსტის პროგრამა კომპანია "Apple"-ის პროგრამა "მაკინტოშის" მომხმარებლებისთვის.
-
- EUobserver.com
- — ”ეუობსერვერი” ინტერნეტგაზეთია, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებს აშუქებს. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს, კორუფციასთან ბრძოლას, ე. წ. ციფრულ უფლებებს, გარემოს დაცვის საკითხებსა და ევროკავშირში დემოკრატიზაციის პროცესს უთმობს. აქვე ქვეყნდება ანალიტიკური სტატიები, კომენტარები და ბლოგები, რომლებიც მთელი პოლიტიკური სპექტრის პოზიციას ასახავს. ”ეუობსერვერი” არ აქვეყნებს თავისი ხელმძღვანელობის, ან სარედაქციო საბჭოს მიერ მომზადებულ პუბლიკაციებს.ვებგვერდი 2000 წელს გაიხსნა. ”ეუობსერვერის” მონაცემებით, მისი საიტი ყველაზე პოპულარულია იმ ონლაინგამოცემებს შორის, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკას აშუქებენ. მას დღეში 60 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს. გარდა ამისა, Financial Times-ის ვებგვერდის შემდეგ, პოპულარობით ის რიგით მეორეა.ვებსაიტის მთავარი რედაქტორი დანიელი ჟურნალისტი ლისბეტ კირკია (Lisbeth Kirk).ვერონიკა სცენტე გოლდსტონმა (Veronika Szente Goldston), ”ჰიუმან რაით ვოჩის” ევროპის ოფისის დირექტორმა, გაზეთი ასე დაახასიათა: ”ეუობსერვერში” ბრიუსელის ყველაზე თამამი ჟურნალისტები მუშაობენ.”euobserver.com
-
- Euphemism
- — ევფემიზმი. ამ ტერმინით აღნიშნავენ სიტყვას, რომელიც გამოიყენება სხვა სიტყვის ნაცვლად, ვინაიდან კომუნიკატორი ამ უკანასკნელს უხეშად, ვულგარულად ან უხამსად მიიჩნევს. სიტყვისთვის, სიტყვათშეთანხმებისთვის ექსპრესიის გამოცლა და მისი მნიშვნელობის გადმოცემა სხვა სიტყვებით განპირობებულია ეთიკური, კულტურული და პოლიტიკური მოსაზრებებით. ევფემიზმის მაგალითებია: "დემოგრაფიული დამიზნება" (ქალაქების განადგურება ბირთვული იარაღით), "თანამდევი ზიანი" (სამოქალაქო მსხვერპლი საომარი მოქმედებების დროს), "უფროსი ასაკის მოქალაქე" (ხანდაზმული, მოხუცი), "თვითმფრინავის არანებელობითი კონვერსია" (ავიაკატასტროფა), "ბინადრობის ბუნებრივი გარემოდან რამდენიმე ერთეულის ამოღება" (გარეული ცხოველის მოკვლა) და ასე შემდეგ.
-
- EurActiv
- — „ევროაქტივი“ - ევროპის კავშირის დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებსაიტია (ევროკავშირი და ევროპა). ვებსაიტი მთლიანად ევროკავშირის პრობლემებს ეძღვნება და მისი მთავარი სამიზნე ჯგუფი ევროკავშირის პოლიტიკის სპეციალისტები, ექსპერტები და ევროპის პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტები არიან.”ევროაქტივს” ორიგინალური ბიზნესმოდელი აქვს, რომელიც ხუთ მთავარ ელემენტს ეყრდნობა; ესენია: კორპორაციული სპონსორები, ევროაქტორის (EurActor) წევრობა, რეკლამა, ევროკავშირის პროექტები და მასალის სინდიკაცია, ანუ რამდენიმე ინტერნტკვანძზე მისი ერთდროულად განთავსება. ვებგვერდი კარგად არის დაფინანსებული, ამიტომ მომხმარებლისთვის ის უფასოა.”ევროაქტივი” ამჟამად ახალი პლატფორმის ბლოგაქტივის (Blogactiv.eu-ს) შექმნაზე მუშაობს, სადაც ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება და დისკუსიები წარიმართება. ამ პორტალის მიზანი ინტერნეტში ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ევროპის მომავალზე დისკუსიები გაიმართება.euractiv.com
-
- Eurasianet.org
- — ვებსაიტი EurasiaNet.org მომხმარებელს სთავაზობს ინფორმაციასა და ანალიზს ცენტრალური აზიის, კავკასიის, რუსეთის, თურქეთისა და სამხრეთ-დასავლეთი აზიის ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების შესახებ.
ვებსაიტის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკოსების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, ასევე მიმღები აუდიტორიის ინტერესის გაზრდას რეგიონის მიმართ. ვებსაიტის სათაო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ სათაო ოფისს ადგილობრივი კორესპონდენტები აწვდიან.
EurasiaNet.org მოქმედებს „ღია საზოგადოების“ მიერ მხარდაჭერილი „ცენტრალური ევრაზიის პროექტის“ ფარგლებში. საიტის ყურადღების ცენტრშია: ანალიზი, ბიზნესი და ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოება, კითხვები და პასუხები.
-
- Euronet
- — ევრონეტი. სახელმწიფო კომპიუტერული ინტერესების კონსორციუმი ევროპის რიგ ქვეყნებში.
-
- European Bank for Reconstruction and Development [EBRD]
- — EBRD (“რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი”) 1991 წელს დაარსდა. მისი მისია კერძო სექტორის ჩამოყალიბების პროცესში ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ინვესტიციებით დახმარებაა. EBRD-ი აფინანსებს ბანკებს, საწარმოებსა და სხვადასხვა სახის ბიზნესს. მისი პირდაპირი ინვესტიციები 5 მილიონი ევროდან 230 მილიონ ევროს შორის მერყეობს. ბანკი ისეთ კომპანიებში დებს ინვესტიციებს, რომლებსაც ფინანსების მოზიდვა თავად არ შეუძლიათ. ნებისმიერ პროექტში, რომელსაც კი EBRD-ი აფინანსებს, აუცილებლად მონაწილეობს ბანკის წარმომადგენელი გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც სექტორის, რეგიონისა და გარემოს გათვალისწინებითაა შერჩეული. EBRD-ი აფინანსებს და მართავს ბირთვული გავრცელების შემცირებისა და უსაფრთხოების 6 პროგრამასაც. ამ ექვსიდან ყველაზე დიდი ჩერნობილის პროგრამაა, რომელიც ამ ქალაქის უსაფრთხო ზონად გარდაქმნის პროცესის ხელშეწყობისკენაა მიმართული.
EBRD-ში წარსადგენი პროექტი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: პროექტის წარმომდგენი ქვეყანა უნდა იყოს ბანკის წესდებით გათვალისწინებული რეგიონების შემადგენლობაში; პროექტს უნდა ჰქონდეს ძლიერი კომერციული შანსები; იგი ასევე მომგებიანი უნდა იყოს ადგილობრივი ეკონომიკური გარემოსთვის; პროექტი ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორის განვითარებას და აკმაყოფილებდეს საბანკო სტანდარტებს.
EBRD-ი პროექტებს თითქმის ყველა ძირითად სფეროში აფინანსებს, იქნება ეს აგრობიზნესი, ფინანსური ორგანიზაციები, მანუფაქტურა, ბუნებრივი რესურსები, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მედია, ტრანსპორტი თუ სხვა...
EBRD-ს მთავარი ოფისი ლონდონში მდებარეობს, თავად ორგანიზაცია კი 63 ქვეყანას ეკუთვნის. ბანკი ქვეყნებს ორ კატეგორიად ჰყოფს: დამფინანსებელ და მიმღებ ქვეყნებად. დამფინანსებელ ქვეყნებად მიიჩნევა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ეგვიპტე, ავსტრალია და იაპონია; ხოლო მიმღებებად - აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები და მონღოლეთი. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი 21 მილიარდი ევროა (აქედან, 6 მილიარდი სააქციო კაპიტალის ანაზღაურებადი ნაწილი, ხოლო 15 მილიარდი კი ინვესტიციებისთვის გამოყოფილი თანხაა).ebrd.com
-
- European Central Bank
- — ECB – “ევროპის ცენტრალური ბანკი” 1999 წლის პირველი იანვრიდან ევროზონის (რიგით მეორე ეკონომიკური ზონა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ) სავალუტო ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი. ევროზონა შეიქმნა მაშინ, როდესაც ევროკავშირის 11-მა წევრმა ქვეყანამ სავალუტო პასუხისმგებლობა ევროპის ცენტრალურ ბანკს გადააბარა და საერთო ვალუტად ევრო აირჩია. ევროზონას 2001 წელს საბერძნეთი შეუერთდა, 2007-ში სლოვენია, 2008-ში კვიპროსი და მალტა, 2009-ში სლოვაკეთი, ხოლო 2011-ში კი - ესტონეთი. დღესდღეობით 17 ქვეყანა ელოდება ევროზონაში შესვლას. სანამ ევროკავშირისგან იმის უფლებას მოიპოვებენ, რომ თავიანთი სავალუტო პოლიტიკა ევროპის ცენტრალურ ბანკს მიანდონ, მათ საერთო კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. ევროპის ცენტრალური ბანკის უმთავრესი მიზანი ევროზონაში სტაბილური ბაზრისა და ინფლაციის რაც შეიძლება დაბალი ზღვარის შენარჩუნება არის.
ევროპის საბჭოს მმართველი საბჭო ECB-ს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ის სამეთვალყურეო საბჭოს 6 წევრისა და ევროზონის 17 ქვეყნის ნაციონალური ბანკების მმართველებისგან შედგება. საბჭოს მთავარი მიზანი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც ევროზონაში სტაბილური გარემოს შესანარჩუნებლად იქნება საჭირო.
ევროპის ცენტრალური ბანკის რეზერვი 526 მილიარდ ევროს შეადგენს, მისი შტაბ-ბინა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტ-ამ-მაინში მდებარეობს. ის ევროზონის 17 წევრი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს აერთიანებს და მისი პრეზიდენტია მარიო დრაგი.
ecb.int
-
- European Commission
- — ევროპული კომისია (ევროკომისია) ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა. კომისია პასუხისმგებელია კანონების შემუშავებაზე ევროპარლამენტისთვის, გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და ევროკავშირში შეთანხმებების გაფორმებაზე. კომისია შედგება 27 წევრისგან, მათ ასევე ევროკომისრებს უწოდებენ. ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს თავისი კომისარი, მაგრამ ისინი სრულიად ევროკავშირს წარმოადგენენ და არა - ცალკეულ წევრ ქვეყნებს. ოცდაშვიდი წევრიდან ერთ-ერთი პრეზიდენტი არის ხოლმე (ამჟამად, ეს ჟოზე მანუელ ბაროზოა). მას ევროპული საბჭო წარადგენს, ხოლო ევროპარლამენტი კი 5 წლის ვადით ირჩევს.
ევროსაბჭო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა ევროკავშირში. მისი შექმნის ინიციატორი იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი. 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება, ამას მოჰყვა 1958 წელს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაციის დაარსება, ხოლო 1967 წლის 1 ივლისს ეს სამი ორგანო გაერთიანდა და მას ევროკომისია ეწოდა.
ევროკომისიის შტაბ-ბინა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში, ბერლაიმონტ-ბილდინგში მდებარეობს. პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟოზე მანუელ ბაროზო ორგანოს მეცხრე პრეზიდენტია - იგი 2009 წელს მეორე ვადით აირჩიეს. პირველი ვიცეპრემიერის პოსტს საგარეო საქმეთა და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი იკავებს. ევროკომისიას 25019 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც 24 დეპარტამენტში არიან გადანაწილებულნი.
-
- European Council
- — ევროპული საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ძირითად პოლიტიკურ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. ის 2009 წლის 1 დეკემბრიდან ანუ ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან იღებს სათავეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტია ჰერმან ვან რომპეი. ევროპული საბჭო აძლევს ევროკავშირს ძირითად ბიძგებს კურსის განსასაზღვრად, ის არ ითავსებს საკანონმდებლო ფუნქციას. ევროპული საბჭოს შემადგენლობაში არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მისი პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი (ამჟამად, კეტრინ ეშტონი). ევროპული საბჭოს შეხვედრები საბჭოს პრეზიდენტის მოწვევით ექვს თვეში ერთხელ იმართება. თუ საჭიროება მოითხოვს, პრეზიდენტს აქვს უფლება, რიგგარეშე შეხვედრაც დანიშნოს. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშეკრულებები ფორმდება, საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობის (50% +1) მხარდაჭერით მიიღება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შეთანხმებაზეა საუბარი.ევროპული საბჭო პრეზიდენტს კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნიშნავს, რომელიც 2,5 წლის ვადით აირჩევა. პრეზიდენტს აქვს უფლება, ვადის დასრულების შემდეგ ზედიზედ მხოლოდ ერთხელ იყაროს კენჭი. ევროპული საბჭო, როგორც წესი, თავის შეხვედრებს ბრიუსელში, ‘’ჯუსტუს ლიპსუს ბილდინგში’’ მართავს. 1974 წელს ევროპული საბჭო არაფორმალურად დაფუძნდა. ქვეყნების ლიდერები იკრიბებოდნენ და მართავდნენ ფორუმებს, სადაც განიხილებოდა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ფორუმები მალევე გადაიქცა ძლიერ ორგანოდ, რომელიც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებდა. ოფიციალური სტატუსი მან 1992 წელს მაასტრიხტის შეთანხმების საფუძველზე მიიღო, ხოლო 2009 წლის პირველი დეკემბრიდან ორგანოს უკვე ევროპული საბჭო ეწოდება.european-council.europa.eu
-
- European Council of Foreign Relations
- — ECFR (საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭო) 2007 წლის ოქტომბერში დაარსდა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს, მისი პრეზიდენტია მარკ ლეონარდი. საბჭოს მიზანი ეფექტურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გასავითარებლად მიმართული კვლევებისა და საინფორმაციო სახის დებატების მთელი ევროპის მასშტაბით წარმოებაა. ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მის მუშაობას შემდეგი ორგანიზაციები და აქტიობები განსაზღვრავს:
პანევროპული საბჭო – ECFR-ის ინიციატივით შექმნილი საბჭო, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ასამდე პოლიტიკოსი, მოაზროვნე, ბიზნესის წარმომადგენელი და მენეჯერი გაერთიანდა. შეხვედრები ყოველწლიურია. საბჭოს წევრები თავიანთსავე ქვეყნებში ECFR-ს მესვეურებს რჩევებს, შენიშვნებსა და ახალ პოლიტიკურ იდეებს აწვდიან. საბჭოს სათავეში დგანან: მარტი აჰტისაარი, იოშკა ფიშერი და მაბელ ვან ორანჯე.
წარმომადგენლობები ევროკავშირის მთავარ ქალაქებში: ECFR-ს ბერლინში, ლონდონში, მადრიდში, პარიზში, რომში, სოფიასა და ვარშავაში თავისი ოფისები აქვს, რომლებიც კვლევებისთვის, დებატებისა და კომუნიკაციისთვის გამოიყენება.
კვლევა-ძიების განვითარებაზე ზრუნვა:ორგანიზაციამ ინოვაციური პროექტების საწარმოებლად მთელი ევროპის გამოჩენილი მკვლევარები და პრაქტიკოსები ერთად შეკრიბა. CFR-ს აქტიობებში შედის პოლიტიკურ ხასიათის კვლევები, პუბლიკაციები, პირადი შეხვედრები და სახალხო დებატები.
ECFR-ის პუბლიკაციები მხოლოდ ავტორების პირად მოსაზრებას წარმოადგენს და ის შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას. ECFR-ი იმედოვნებს, რომ მისი ეს საქმიანობა მსოფლიოში ევროპის როლის შესახებ მიმდინარე კონსტრუქციული დებატებისათვის სტიმულის მიმცემი იქნება.ecfr.eu
-
- European Court of Auditors
- — აუდიტორთა ევროპული სასამართლო ევროკავშირის ფინანსების მონიტორინგს აწარმოებს. მისი მიზანია, გააუმჯობესოს ევროკავშირის ფინანსური მენეჯმენტის შესაძლებლობები და მონიტორინგი გაუწიოს ევროკავშირში საჯარო სახსრების მოხმარებას. სასამართლო 1975 წელს დაარსდა და მისი შტაბ-ბინა ლუქსემბურგში მდებარეობს.ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადების გადამხდელების დასარწმუნებლად (რომ ისინი გადახდილი თანხის სანაცვლოდ მაქსიმალურ მომსახურებას იღებენ) აუდიტორთა ევროპულ სასამართლოს აქვს უფლება, შეამოწმოს ნებისმიერი პერსონა თუ ორგანიზაცია, რომელსაც ხელი მიუწვდება ევროკავშირის ფულად სახსრებზე. შემოწმების შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელსაც კომისიას და ევროკავშირის მთავრობას უგზავნის. აუდიტორთა სასამართლოს თავად არა აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საშუალება, ის სამართალდამრღვევს ვერც სანქციას ვერ უწესებს. გაფლანგვის ან თაღლითობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ინფორმაციას გადასცემს OLAF-ს (მაქინაციებთან ბრძოლის ევროპულ ოფისს), რომელიც უფლებამოსილია, დააჯარიმოს ან არ შეიწყალოს ესა თუ ის პირი/კომპანია.სასამართლოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოსთვის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის წარდგენაა. სასამართლოს ასევე აქვს უფლება, გამოთქვას მოსაზრება ევროპის ფინანსურ კანონმდებლობაზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა შეძლოს ევროკავშირმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა.
საქმის მიუკერძოებლად შესრულების მიზნით სასამართლო არ ექვემდებარება ევროკავშირის არც ერთ ინსტიტუციას, მაგრამ იგი მუდმივად თანამშრომლობს მათთან. სასამართლოს თითო წარმომადგენელი ჰყავს ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნიდან. წევრებს ევროპული საბჭო ამტკიცებს ექვსი წლის, პრეზიდენტს კი წევრები თავიანთი შემადგენლობიდან - სამი წლის ვადით. დღესდღეობით სასამართლოს პრეზიდენტია ვიქტორ მანუელ დე სილვა კალდეირა.
აუდიტორთა სასამართლოს თარჯიმნების, ადმინისტრაციისა და აუდიტორების ჩათვლით დაახლოებით 800 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ჯგუფებად არიან დაყოფილები. ჯგუფები, თავის მხრივ, ანგარიშებს ამზადებენ, რომლებსაც საბოლოო სახეს სასამართლო აძლევს.
-
- European Dailies Alliance (EDA)
- — EDA – ”ევროპული ყოველდღიური გაზეთების ალიანსი”. გაერთიანების შექმნის გადაწყვეტილება წამყვანმა ყოველდღიურმა ევროპულმა გაზეთებმა: გერმანულმა Die Welt-მა, ფრანგულმა Le Figaro-მ, ბრიტანულმა The Daily Telegraph-მა და ესპანურმა ABC-მ მიიღეს. ალიანსის მიზანია, სარედაქციო თანამშრომლობის გზით საერთაშორისო მოვლენების მაქსიმალურად ზუსტი გადმოცემა.
ალიანსი 2001 წელს ჩამოყალიბდა და რედაქტორების აზრით, ის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი მედიასაშუალება იქნება. EDA-ს დღესდღეობით ოთხი წევრი ჰყავს, თუმცა მომავალში ის სხვა ყოველდღიური გაზეთების დამატებასაც ფიქრობს, რომლებსაც თანამშრომლობასთან დაკავშირებით მსგავსი ხედვა ექნებათ. ორგანიზაციას მორიგეობით ხელმძღვანელობენ წევრი-გაზეთების მთავარი რედაქტორები. პირველი გენერალური მდივანი გაზეთ ”ფიგაროს” მთავარი რედაქტორი ჟან დე ბელო იყო.
-
- European External Action Service [EEAS]
- — EEAS – ”ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახური” ევროკავშირის უნიკალური დეპარტამენტია. ის 2010 წელს ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. EEAS-ი ევროკავშირის საგარეო და დიპლომატიურ საქმეებს აგვარებს და ის ევროკავშირის ორი ორგანიზაციის – საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევროკომისიის განყოფილებების გაერთიანებით ჩამოყალიბდა. ორგანიზიცია დამოუკიდებელი ორგანოა და მას საკუთარი ბიუჯეტიც აქვს. ორგანიზაციის მმართველს HR, High Representative (უმაღლესი წარმომადგენელი) ეწოდება. ეს თანამდებობაც ლისაბონის შეთანხმების შედეგად შეიქმნა.
EEAS-ის მოვალეობა ამა თუ იმ კრიზისზე საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაა, რომელიც შემდგომში ევროკავშირის პოზიციაც გახდება. EEAS-ი ევროპულ კომისიებთან იმ სფეროებში თანამშრომლობს, რომლებშიც მოცემულ მომენტში კრიზისია.
დღეისათვის EEAS-ი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის (HR) სამუშაო ორგანოა. 2010 წლამდე HR ცალკე მდგომი, განყენებული ფიგურა იყო, თუმცა მისი მოვალეობები არ იყო დაზუსტებული. არსებობდა ორი ვარიანტი: უმაღლეს წარმომადგენელს უნდა ემართა ან საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი და ევროკომისიის ნაწილი ან მისთვის ცალკე ორგანო უნდა შექმნილიყო. ამაზე ევროპული რეფორმების ცენტრის დირექტორი ჩარლს გრანტი ამბობდა: ‘’თუ არ შევქმნით ცალკე ორგანოს, მაშინ გვეყოლება დირიჟორი ორკესტრის გარეშე, ან დირიჟორი, რომელიც ცდილობს ორი ორკესტრის ერთდროულად მართვას.’’ ამის შემდეგ ლისაბონის ხელშეკრულებაში ჩაიდო გადაწყვეტილება ახალი ორგანიზაციის შექმნის საჭიროების შესახებ.
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე უმაღლეს წარმომადგენლად კეტრინ ეშტონი დაინიშნა. სწორედ მას დაევალა EEAS-ის სტრუქტურის ჩამოყალიბება. 2010 წელს ჰაიტის მიწისძვრის დროს ეშტონმა უხელმძღვანელა შეხვედრას, რომელშიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პრობლემების კოორდინირებული მოგვარებისთვის კონკრეტული ღონისძიებებიც დაიგეგმა. მაგრამ სხდომის დასრულების შემდეგ ეშტონმა უარყო ის ფაქტი, რომ შეხვედრა შეიძლებოდა EEAS-ის პირველი სხდომად მიჩნეულიყო.
2010 წლის პირველი ნახევრის შემდეგ ეშტონმა EEAS-ის მომავალ ფორმირებაზე ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიისაგან თანხმობა მიიღო. ევროკომისიამ დაადასტურა თავისი დეპარტამენტების EEAS-ში გადასვლის ფაქტი. სანამ EEAS-ის დაარსების შესახებ შეთანხმება მიიღწეოდა, ეშტონს ევროკომისიაში მხოლოდ ოცდაათამდე კაცი თუ უჭერდა მხარს. EEAS-მა მუშაობა 2010 წლის 1 დეკემბერს ევროკომისიის მთავარი შენობიდან – „ბერლაიმონტ ბილდინგიდან” დაიწყო.
დღეისათვის ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ე. წ. სამკუთხა შენობაში (Triangle Building) მდებარეობს. ორგანიზაციაში დასაქმებულია 1100 ადამიანი, მისი ხელმძღვანელი კვლავ კეტრინ ეშტონი, აღმასრულებელი გენერალური მდივანი კი - პიერ ვიმონტია.
eeas.europa.eu
-
- European Parliament
- — ევროპარლამენტი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა. ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიასთან ერთად ევროპარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციას ითავსებს და მსოფლიოს ერთ-ერთ ძლევამოსილ საკანონმდებლო ორგანოდ ითვლება. ევროპარლამენტი 754 წევრისაგან შედგება. ის მსოფლიოში ელექტორატის რაოდენობით დემოკრატიულ პარლამენტებს შორის ინდოეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. 2009 წლის მდგომარეობით მას უდიდესი ტრანსნაციონალური - 375 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. პარლამენტი 5 წლის ვადით აირჩევა.
ევროპარლამენტი პირდაპირი წესით პირველად 1979 წელს აირჩა. ევროკავშირში ყოველი ახალი ქვეყნის მიღებისას პარლამენტში ადგილების რაოდენობაც იზრდებოდა. დღეისათვის ქვეყნებისა და მანდატების სია ასე გამოიყურება:
გერმანია 99 მანდატით პირველ ადგილზეა, მას მოჰყვებიან საფრანგეთი, იტალია და გაერთიანებული სამეფო 72–72 მანდატით, ესპანეთი და პოლონეთი 50–50 წევრით, რუმინეთი - 33, ნიდერლანდები - 25, ბელგია, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი და პორტუგალია 22–22 წევრით; შვედებს - 18, ავსტრიელებსა და ბულგარელებს 17-17, ფინეთს, დანიასა და სლოვაკეთს 13-13, ირლანდიასა და ლიტვას 12-12, ლატვიას - 8, სლოვენიას - 7, კვიპროსს, ესტონეთს, ლუქსემბურგსა და მალტას კი ყველაზე ცოტა - 6-6 მანდატი აქვთ ევროპარლამენტში.
ევროპული პარლამენტის წევრები 7 პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ’’ევროპის სახალხო პარტიას’’ (ქრისტიან დემოკრატებს) ჰყავს. ისინი პარლამენტში 271 წევრით არიან წარმოდგენილნი. მათ მოსდევენ სოციალ-დემოკრატები 189 წევრით, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი 85 ადგილით, შემდეგ ევროპის მწვანეთა თავისუფალი ალიანსია 59 მანდატით, ევროპელი კონსერვატორ-რეფორმისტები 52 ადგილით, ევროპის გაერთიანებული მემარცხენე/ჩრდილოელი მწვანე მემარცხენეები 34 ადგილით; შემდეგ მოდის პარტია ‘’ევროპა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის’’ ასევე 34 ხმით. 30 დეპუტატი უპარტიოთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მის მოქალაქეებზე ვრცელდება. ევროპარლამენტში სხვადასხვა კომიტეტი მუშაობს. ისინი კანონპროექტებს დარგების მიხედვით ამზადებენ. შემდგომში ამ კანონპროექტებს წევრი ქვეყნების პარლამენტები უერთდებიან.ევროპარლამენტის მოქმედი პრეზიდენტი სოციალ-დემოკრატი მარტინ შულზია. ის 2012 წელს აირჩიეს. ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2009 წელს ჩატარდა. პარლამენტს აქვს ორი სასესიო ადგილი: ერთი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, რომელიც თორმეტ ოთხდღიან პლენარულ სხდომას მასპინძლობს წელიწადში და მეორე - ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრები იმართება. ევროპარლამენტის სამდივნოს მთავარი ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს.
europarl.europa.eu
-
- European Union [EU]
- — ევროპის კავშირი, ევროკავშირი 27 ევროპული ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება (ბლოკი), რომლის მიზანია რეგიონალური ინტეგრაცია. კავშირი იურიდიულად გაფორმდა 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით.კანონების სტანდარტიზაციის გზით, კავშირის ყველა ქვეყანაში შეიქმნა საერთო ბაზარი, რომელიც მოქალაქეთა, საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს საპასპორტო კონტროლის გაუქმებასაც შენგენის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის.ევროპის კავშირის ინსტიტუტებია:ევროპის კავშირის საბჭოევროპული საბჭოევროპის პარლამენტიევროკომისიაევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოევროპის აუდიტორთა სასამართლოევროპის ცენტრალური ბანკი
-
- even so
- — ასეც რომ იყოს... ასეთ პირობებშიც, ასეთ შემთხვევაშიც კი...
-
- Evening Standard
- — "ივნინგ სტანდარდი" (ინგლ. - “საღამოს სტანდარტი“). ქალაქ ლონდონისა და ლონდონის აგლომერაციის პოპულარული საღამოს გაზეთი, ყოველდღიური გამოცემა. 2009 წლიდან გამოდის London Evening Standard-ის სახელით, ტაბლოიდის ფორმატით. გაზეთი დააფუძნა იურისტმა სტენლი ლის ჯიფარდმა. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 1827 წლის 21 მაისს, „სტანდარდის“ სახელწოდებით. გაზეთის ერთ-ერთი პირველი მფლობელი ჩარლზ ბოლდუინი იყო. ჯეიმს ჯონსტონის მფლობელობაში ყოფნისას „სტანდარდი“ დილის გაზეთად იქცა და მის საღამოს გამოცემას „ივნინგ სტანდარდი“ ეწოდა (პირველი საღამოს გამოშვება 1859 წლის 11 ივნისს დაისტამბა).
2009 წლამდე „ივნინგ სტანდარდს“ გამოსცემდა „დეილი მეილ ენდ ჯენერალ ტრასტის“ განყოფილება „ესოშიეტიდ ნიუსპეიპერზი“, რომელიც იმავდროულად გამოსცემდა „დეილი მეილს“, „მეილ ონ სანდის“ და „მეტროს“. 2009 წელს რუსმა ბიზნესმენმა და კგბ-ის ყოფილმა აგენტმა ალექსანდრ ლებედევმა და მისმა ვაჟმა ევგენი ლებედევმა (ამჟამად გაზეთის თავმჯდომარემ) „ივნინგ სტანდარდის“ 75, 1 პროცენტი 1 ფუნტ სტერლინგად შეისყიდეს.standard.co.uk
-
- Event
- — ღონისძიება, მოვლენა. ხდომილება, რომელიც იწვევს მედიის მიერ გაშუქებას. კეპლინგერისა და ჰაბერმაიერის (1995) მედიური მოვლენების მოდელი განასხვავებს მოვლენების სამ ტიპს: საკვანძო მოვლენებს, მსგავს, ანალოგიურ მოვლენებს, თემატურად დაკავშირებულ მოვლენებს. ამ მოდელში ის მიზნები და მიზეზები, რომელთა გამოც ხდომილება მედიურ მოვლენად იქცევა, ამგვარად არის კლასიფიცირებული: მედიისგან დამოუკიდებელი მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, მედირებული (მედიის მიერ განპირობებული) ფაქტი და მოვლენა და მედიისთვის დადგმული.
-
- Event: Americanizing of
- — მოვლენის ამერიკანიზაცია. ტერმინი აღნიშნავს შეერთებული შტატების მედიაში დამკვიდრებულ პრაქტიკას - მსოფლიო მოვლენების გადმოცემას ამერიკის ინტერესების პრიზმაში. ამ ტერმინს მეორენაირად "კოკა-კოლონიზაციას" უწოდებენ.
-
- even\uneven playing field
- — თანაბარი/არათანაბარი პირობები, გარემო, ძალები, შესაძლებლობები...
-
- every so often
- — დროდადრო, შიგადაშიგ, პერიოდულად
-
- Everyday theory of mass communication
- — მასობრივი კომუნიკაციის ყოველდღიური თეორია. მასობრივი კომუნიკაციის თეორიის ტიპების ეს კლასიფიკაცია, რომელიც პარადიგმაში ხუთი ტიპს თეორიას აერთიანებს, ბრიტანელ კომუნიკაციათმცოდნეს, დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ეს ტიპებია: სოციალურ-მეცნიერული, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული და ყოველდღიური. ყოველდღიური თეორია აღნიშნავს ცოდნას, რომელიც თითოეულმა მედიამომხმარებელმა თავისი პირადი გამოცდილებით შეიძინა. ეს გამოცდილება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს ის მედიუმი, რომელსაც იგი ყოველდღიურად კითხულობს, უსმენს, უყურებს; გაიგოს, როგორ „იკითხება“, იშიფრება მისი შინაარსი და როგორ ურჩევნია თავად მომხმარებელს მისი წაკითხვა; რა განსხვავებაა მედიის ჟანრებს შორის და სხვა.
-
- excessive force
- — ჭარბი ძალა
-
- exchange of information
- — ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა
-
- exchange rate
- — ვალუტის (გაცვლითი) კურსი
-
- exit poll
- — ეგზიტპოლი
-
- Exnomination
- — ექსნომინაცია. როლან ბარტის მიხედვით (1973), ამ ტერმინით აღინიშნება მასმედიის მიერ მყარი დაშვება და ვარაუდი იმისა, რომ განსაზღვრული ღირებულებები იმდენად საყოველთაოა, იმდენად ფართოდ გაზიარებული და აღიარებული, რომ ისინი არ შეიძლება, დადგნენ ეჭვის ქვეშ და არ საჭიროებენ განსჯასა და დადასტურებას.
-
- exonerated
- — გამართლებული; გათავისუფლებული; ბრალდებისგან, ტვირთისგან გათავისუფლება
-
- Exotica
- — ეგზოტიკა. აქ: ინტერესი ეთნიკური განსხვავებებისადმი ან ამ განსხვავებების დასაქონლება.
-
- exposed
- — დაუცველი, მოწყვლადი, გაშიშვლებული; ის, რაც იოლად ექვემდებარება გავლენას
-
- External Efficacy
- — გარე ეფექტურობა. რწმენა, რომ პოლიტიკური სისტემა ადამიანის სურვილებისა და მოთხოვნებისადმი შესაბამისი და საპასუხო იქნება. ტერმინი გამოიყენება წინასაარჩევნო რიტორიკაში.
-
- extinction
- — განადგურება; გაქრობა; ჩაქრობა
-
- extremist groups
- — ექსტრემისტული დაჯგუფებები
-
- Eye Contact
- — მხედველობითი კონტაქტი. არავერბალური კომუნიკაციის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, როდესაც კომუნიკაციის (უმეტესწილად – ინტერპერსონალური კომუნიკაციის) აქტის მონაწილე გარკვეულ მნიშვნელობას გადასცემს თანამოსაუბრეს თვალების მეშვეობით: თვალს არიდებს, თვალს ავლებს, დაჟინებით უცქერს და ასე შემდეგ.
-
- Eye tracking
- — მიდევნება თვალის მოძრაობაზე. მეთოდი, რომელიც გამოიყენება მედიურ კვლევებში და რომელიც გულისხმობს ექსპერიმენტატორის მიერ დაკვირვებას ცდის პირის თვალის მოძრაობაზე გაზეთის, ჟურნალის ან სხვა ტიპის ბეჭდური მედიუმის კითხვისას იმის დასადგენად, გამოცემის რომელი ნაწილი იპყრობს მკითხველის ყურადღებას ყველაზე მეტად.