ყველა ტერმინი → f
-
- face down
- — ჩახშობა, დაგდება, დამარცხება
-
- Face Expression
- — სახის გამომეტყველება. არავერბალური კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროცესში, როცა სახის გამომეტყველება, მიმიკები დამატებით ინფორმაციას ატარებს ვერბალურად არტიკულებულ ინფორმაციასთან ერთად ან საერთოდ ანაცვლებს მას. სახის გამომტყველება, როგორც მნიშვნელობის მატარებელი შეტყობინება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ან მთლიანდ ეწინააღმდეგებოდეს ვერბალურად წარმოთქმული შეტყობინების მნიშვნელობას. სახის გამომეტყველება ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენს. აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში ეტიკეტი მოითხოვს სახის უძრავ, ნიღბისებურ გამომეტყველებას, ვინაიდან ამ ქვეყნების კულტურები შეუფერებლად მიიჩნევენ ემოციის გამომჟღვანებას კომუნიკაციის პროცესში.
-
- face off
- — პირისპირ დგომა
-
- Facebook
- — ფეისბუქი უდიდესი სოციალური ინტერნეტქსელია. დღეს მისი მომხმარებლების რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდს აღწევს. საიტის გამოყენებამდე მომხმარებელი გვერდზე უნდა დარეგისტრირდეს, შემდეგ კი - პერსონალური პროფილი შექმნას; მას შეუძლია დაუმეგობრდეს ქსელის სხვა მომხმარებლებს, მუდმივად იქონიოს მათთან კონტაქტი, გაეცნოს მათ მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებს, გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები, თავად გამოაქვეყნოს თავის პროფილზე საყვარელი მუსიკალური ნომრები, ჩანაწერები, კომენტარი სხვადასხვა თემაზე, ფოტოები და სხვა... ფეისბუქის მომხმარებლები ქმნიან სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს (ღიასა თუ დახურულს), სადაც ხალხი საერთო ინტერესების გარშემო ერთიანდება.
ფეისბუქი მხოლოდ გართობისა და დასვენების სივრცე როდია. აქ უსწრაფესად ვრცელდება უახლესი ინფორმაცია. შესაბამისად, ფეისბუქი, და ზოგადად სოციალური ქსელები, დღეს ახალ მედიას, კომუნიკაციის ახალ ინსტრუმენტს წამოადგენენ.
ფეისბუქი 2004 წელს შეიქმნა. იდეის ავტორი მარკ ცუკერბერგი და მისი მეგობრები არიან: ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ედუარდო სავერინი (Eduardo Saverin), დასტინ მოსკოვიცი (Dustin Moskovitz), ენდრიუ მაკკოლამი (Andrew McCollum) და კრის ჰიუზი (Chris Hughes). თავდაპირველად ვებსაიტის მომხმარებელები მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, მოგვიანებით ქსელი გაფართოვდა და მასში გაერთიანების შესაძლებლობა ბოსტონის ყველა კოლეჯის სტუდენტს მიეცა; ბოლოს ეს შეზღუდვაც მოიხსნა და მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც 13 წელს გადაცილებული იყო, ქსელში გაწევრიანების ნება დართეს (თუმცა, 2011 წლის მონაცემების მიხედვით, ფეისბუქში 7.5 მილიონი მოზარდი არის გაწევრიანებული, რომელთაც 13 წელი ჯერ არ შესრულებიათ).
დასახელება ”ფეისბუქი” ცუკერბერგის სტუდენტობის წლებიდან მოდის. მის სკოლაში - ფილიპს ექსეტერ აკადემიაში (Phillips Exeter Academy) - ყველა პირველკურსელს გადაეცემოდა ცნობარი სტუდენტების შესახებ, სადაც თავმოყრილი იყო სტუდენტების ფოტოები, ტელეფონების ნომრები და მისამართები. ცნობარს „ფოტო ედრეს ბუქი“ ერქვა (ფოტოებისა და მისამართების წიგნი), მაგრამ ყველა სტუდენტი ამ ცნობარს ფეისბუქს ეძახდა.
დღეს მარკ ცუკერბერგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია მსოფლიოში, ფეისბუქი კი ყველაზე პოპულარული ქსელია, თუმცა 2011 წლიდან ბევრ რეგიონში საიტის მომხმარებელთა რიცხვმა კლება იწყო - 7 მილიონმა კანადელმა და ამერიკელმა მომხმარებელმა ამ წელს ფეისბუქი დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქს კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს, დღეს ეს სოციალური ქსელი უამრავ ადამიანს აერთიანებს და აშკარად ასრულებს მნიშვნელოვან, იქნებ გადამწყვეტ როლსაც ამჟამინდელ სოციო-კულტურულ პროცესებში.facebook.com
-
- facts of life
- — შიშველი სიმართლე, სინამდვილე, რეალობა; ცხოვრებისეული ფაქტები
-
- Fade In
- — გამკვეთრება. ფილმის, სატელევიზიო კადრის სცენის თანდათანობითი გადასვლა სიბნელიდან სინათლეში, სრულ გარჩევითობამდე.
-
- Fairness Doctrine
- — სამართლიანობის დოქტრინა. შეერთებულ შტატებში 1987 წლამდე მოქმედი მაუწყებლობის მარეგულირებელი ნორმატივი, რომელიც ავალდებულებდა მაუწყებლებს, დაეთმოთ საეთერო დრო საკამათო საკითხებისთვის და გაეშუქებინათ პოლარულად დაპირისპირებული მოსაზრებები საზოგადოებისთვის ორაზროვანი საკითხის ირგვლივ. ეს დოქტრინა აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გააუქმა იმ გაბატონებული პოლიტიკური დაკვეთის თანახმად, რომელიც კერძო ინტერესს საზოგადოებრივზე აღმატებულად მიიჩნევდა.
-
- fait accompli
- — უკვე მომხდარი ფაქტი
-
- fall a victim to smth
- — (ვინმეს) მსხვერპლად გახდომა, მისთვის შეწირვა
-
- fall into (one’s) trap
- — მახეში გაბმა, პროვოკაციაზე, ანკესზე წამოგება
-
- fall off
- — გაუარესება, დაქვეითება, შემცირება
-
- fall on deaf ears
- — ერთ ყურში შეშვება და მეორიდან გამოშვება
-
- fall on one’s sword
- — ვიღაცის მახვილზე წამოგება
-
- fall out with
- — (ვინმესთან) დაპირისპირება, ვინმესგან გამიჯვნა
-
- fall short
- — მიზნის ვერ მიღწევა, მარცხის განცდა; ბოლომდე ვერგამოდგომა, არასაკმარისობა
-
- Fandom
- — თაყვანისცემა, გაფანატება. სოციალურ-კულტურული ფენომენი, რომელიც წარმოიშვება მედიისა და მასობრივი კულტურის მიერ ცნობილი სახეების, ზეპური საზოგადოების, ვარსკვლავების კულტივაციის საპასუხოდ და შედეგად. იგი გულისხმობს ძლიერ მიჯაჭვულობას და დაინტერესებულობას, ჩართულობას ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებაში, მათ მიღწევებში.
-
- FAQ Frequently Asked Questions
- — ხშირად დასმული შეკითხვები. ინტერნეტფორუმებში ხშირად შეხვდებით ბმულებს ამგვარი აბრევიატურით. ეს არის ახალბედა მომხმარებლისთვის საგანგებოდ შედგენილი შეკითხვებისა და პასუხების ჩამონათვალი, რომლის მიზანია, აუხსნას სადისკუსიო ჯგუფის ახალ წევრებს ჯგუფის მიზანი და შეტყობინების გამოქვეყნების წესები.
-
- far from
- — შორს, მოშორებით
-
- Fatwa
- — ფეტვა. ბრძანება, ედიქტი. ეს ტერმინი უკავშირდება 1989 წელს ირანის აიათოლას ხომეინის მიერ გამოცემულ ედიქტს ირანული წარმოშობის ბრიტანელი მწერლის სალმან რუშდისა და მისი რომანის "სატანური სურების" (1988) წინააღმდეგ. აიათოლასა და მისი მიმდევრების აზრით, წიგნი ღვთისმგმობელური იყო და იგი ისლამისტური რწმენისთვის შეურაცხმყოფელ სცენებს შეიცავდა. ამრიგად, ფეტვას ძალით, ყოველი ჭეშმარიტი მუსლიმანი მოვალე იყო, მოეკლა რუშდი და ამით სჯულის სამართალი აღესრულებინა. ნიგერიაში ფეტვას გადასცეს ბრიტანეთში განათლებამიღებული ჟურნალისტი ქალი აისიომა დენიელი, რომელიც ნიგერიაში სილამაზის კონკურსის ჩატარების იდეას გამოექომაგა და აღნიშნა, რომ "მუჰამედი მთელი პატიოსნებით აირჩევდა ცოლად ერთ-ერთს კონკურსის მინაწილეთა შორის". აისიომა დენიელი იძულებული გახდა, ამეგრაციაში წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
-
- fault-line
- —
გეოლ. კლდის ან ნიადაგის დეფექტური მონაკვეთის ხაზი;
საკამათო, საჭირბოროტო საკითხი
-
- fed up
- — ყელში ამოსვლა, გაბეზრება
-
- Federau, Andrey
- —
-
- Feedback
- — უკუკავშირი, გამოხმაურება, რეაქცია კომუნიკაციის პროცესში
-
- Felgenhauer, Pavel
- — პავლე ფელგენჰაუერი
-
- fell out with
- — (ვინმესგან) განდგომა, გამიჯვნა
-
- Feminism
- — ფემინიზმი. მიუხედავად ტერმინის ფართო განმარტებითი ინტერპრეტაციისა, ფენიმიზმი, ყველაზე უფრო ძირეული განმარტებით, არის კაცებთან თანასწორი სოციალური და პოლიტიკური უფლებების მიღწევა ქალებისთვის და ბრძოლა სექსიზმის, სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მედიაში ფემინისტური კვლევები შეეხება როგორც მედიაშინაარსის თემატურ დონეს, ასევე მედიაენას, დისკურსს, რომლითაც გადმოცემულია ფემინურობა და მასკულინობა, ასევე აღწერილია კაცები და ქალები, მათი ქცევა და საზოგადოებრივი პოზიცია.
-
- fend off
- — თავიდან აცილება, არიდება
-
- fetch up
- —
მოხვედრა; გახდომა;
ცუდად აღზრდა;
ღებინება;
-
- Fibre Optic Cable
- — ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელი
-
- fight a losing fight
- — მარცხისთვის განწირული საქმის კეთება; ფუჭი ბრძოლა
-
- fight-over
- — ომგამოვლილი
-
- figure out
- — დათვლა, გამოთვლა; მიხვედრა, გაგება, ჩაწვდომა, გამოცნობა
-
- Film Noir
- — შავი ფილმი. ტერმინი, რომელიც აღწერს საშინელებათა ფილმის, ტრილერის განსაკუთრებულად ბნელ და დაძაბულ ნაირსახეობას, ეკუთვნის ფრანგ კინოკრიტიკოსს, ნინო ფრანკს. ეს ტერმინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას კინოშინაარსის კველევის ფემინისტური პერსპექტივიდან იძენს. "შავი ფილმის" პერსონაჟი ქალები, ბრიტანელი კინოკრიტიკოსის ენ კაპლანის (1980) აზრით, "წარმოჩენილნი არიან როგორც სასურველნი, მაგრამ იმავდროულად სახიფათონი. ისინი მამაკაცისთვის თითქმის გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენენ, გმირის წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებს ის თავის დაღწევას ქალების მხრიდან მანიპულაციებისგან". ამ ჟანრის კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევა ბილი უალდერის ფილმი "ორმაგი შურისგება" (1941).
-
- Filter (or Gatekeeper) Metaphor of Mediation
- — მედიაციის ფილტრისეული (კარიბჭისეული) მეტაფორა. ის აღნიშნავს გარემო რეალობის ან გამოცდილების ცალკეული ნაწილების, ფრაგმენტების შერჩევას მათთვის საგანგებო ყურადღების მიპყრობის მიზნით; სხვა მოსაზრებებისა თუ "ხმების" ჩახშობას წინასწარგანზრახულად ან განუზრახველად. (McQuail, D., McQuail's Mass Communication Theory. UK: SAGE, 2005)
-
- final say
- — ბოლო სიტყვა; საბოლოო გადაწყვეტილება
-
- financial meltdown
- — ფინანსური კატასტროფა, კრახი, გაკოტრება
-
- financial sanctions
- — ფინანსური სანქციები
-
- financial system
- — ფინანსური სისტემა
-
- Financial Times Deutschland
- — [FTD] “ფაინენშალ თაიმს დოიჩლანდი” (გერმ. – “Financial Times გერმანია“) 2000 წლიდან გამოიცემა და მას ბრიტანული Financial Times-ის უმცროს ძმას უწოდებენ. გამოდის ყოველდღე. გაზეთი ბრიტანული პრესის ტრადიციებს იცავს და ამით ის სხვა გერმანული ყოველდღიური გაზეთებისგან გამოირჩევა.
გაზეთი დააფუძნეს ენდრიუ გოვერსმა და მაიკლ რზესნიტზეკმა. 2001 წლის ოქტომბერში, დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ, ენდრიუ გოვერსი ინგლისურ FT-ში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე დაინიშნა.
2002 წელს “ფაინენშალ თაიმს დოიჩლანდი” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, როდესაც ბუნდესტაგის არჩევნებში მან ამომრჩევლებს ქრისტიან- დემოკრატიული კავშირის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც ამბობენ, ეს გაზეთზე ინგლისური პრესის გავლენის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, რადგან იმ დროს ინგლისურენოვანი გაზეთების უმეტესობა ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს უჭერდა მხარს.
2003 წლის 1 თებერვლიდან გაზეთი უფასოდ რიგდება ICE-ს (Inter City Express – „საქალაქთაშორისო მატარებელი“) პირველი კლასის სალონებში. თორმეტგვერდიანი გაზეთი სპეციალურად ICE-სთვის 8000 ეგზემპლიარად იბეჭდება და დილით ადრე რკინიგზის თორმეტ სადგურში 130-მდე მატარებელში რიგდება.
2005 წელს გაზეთი უკვე მეორე დამფუძნებელმა, მაიკლ რზესნიტზეკმა დატოვა; მან სამუშაო ადგილი შეიცვალა და ლონდონში გადავიდა. მისი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ გაზეთის ტირაჟმა დღეში 100 000-ს მიაღწია.
2008 წლამდე გაზეთის მფლობელი გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემლობა Gruner + Jahr-თან ერთად Pearson Publishing Group-იც (ინგლისური FT-ის გამომცემელი) იყო 50%-იანი წილით. 2008 წლის 1 იანვრიდან Gruner+ Jahr-მა Person Publishing Group-ის წილი შეიძინა და გაზეთის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
დღეს Financial Times Deutschland-ის მთავარი რედაქტორი სტეფენ კლუსმანია. გაზეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გამოიცემა, ტირაჟი დღეში საშუალოდ 100 393 ეგზემპლიარია. გაზეთს დაახლოებით 330 000 მკითხველი ჰყავს.ftd.de
-
- Financial Times [FT]
- — ”ფაინენშალ თაიმსი” - ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი საქმიანი ადამიანებისა და მათი კლიენტებისათვის. გამოდის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ასევე 20-ზე მეტ სხვა ქვეყნის დედაქალაქში. ბეჭდური ვერსიის პარალელურად გამოიცემა გაზეთის ინტერნეტვერსიაც.FT დაფუძნდა 1888 წელს. 1910 წელს გამოსვლა დაიწყო ”The Financial Times Magazine Page”-მა - გაზეთის პარასკევის დამატებამ. 1959 წლისათვის გამოცემის ტირაჟმა 100.000 ცალს მიაღწია. 1968 წლიდან ”ფაინენშალ თაიმსი” იწყებს პუბლიკაციების გამოქვეყნებას საერთაშორისო ბიზნესის საკითხებზე. 1979 წლიდან ფრანკფურტში გამოდის გაზეთის ევროპული ვერსია. 1981 წლიდან FT გამოდის ნიუ-იორკშიც. 90-იან და შემდგომ წლებში FT გამოიცემა მსოფლიოს ოცზე მეტ ქალაქში, სხვადასხვა ენაზე.გაზეთს აქვს შაბათის დამატება - ”ფაიენენშალ თაიმს უიკენდი” (Financial Times Weekend ), სადაც ქვეყნდება პუბლიკაციები შემდეგ თემებზე: ბიზნეს- და პოლიტინფორმაცია, კომპანიები და ბაზარი, ცხოვრების სტილი და ხელოვნება... გარდა ამისა, თვეში ერთხელ გამოდის ჟურნალი ”ჰაუ თუ სპენდ ით” (How To Spend It), რომლის სტატიებიც ეძღვნება ფუფუნების საგნებს, მდიდრულ იახტებს, სახლებს და ა.შ.FT-ს და FT.com-ის მფლობელია FT ჯგუფი, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი საქმიანობაც საქმიანი სიახლეებისა და ბიზნესინფორმაციის გავრცელებაა. როგორც ჯგუფის ვებგვერდზეა აღნიშნული, ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით დიდი ავტორიტეტი აქვს, დიდად აფასებენ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობასა და სიზუსტეს. ორგანიზაცია აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიებსა და კომენტარებს ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, პოლიტიკისა და ხელოვნების შესახებ.გაზეთის სარედაქციო კოლეგიას უფრო პროევროპული პოზიცია აქვს. FT მხარს უჭერს თავისუფალი ბაზრის სისტემასა და გლობალიზაციის პროცესს. 80-იან წლებში FT იზიარებდა რეიგანისა და ტეტჩერის პოლიტიკურ კურსებს. 2008 წლის აშშ-ს არჩევნებში გაზეთმა მხარი დაუჭირა ბარაკ ობამას კანდიდატურას. ბრიტანეთის 2010 წლის არჩევნებისას გაზეთი კონსერვატიულ პარტიას აკრიტიკებდა, თუმცა შემდეგ იქვე განაცხადა, რომ ბალანსის შენარჩუნების გამო, მაინც ამ უკანასკნელს დაუჭერდა მხარს.2010 წლისათვის FT-ს ციფრულ და ბეჭდურ ვერსიებს მთელს მსოფლიოში დღეში საშუალოდ 1.9 მილიონი ადამიანი კითხულობდა.ft.com
-
- find out
- — გაგება, გამოცდა, გამორკვევა
-
- fire blanks
- — ფუჭი გასროლა, ფუჭი ტყვიების სროლა
-
- First Impressions
- — პირველი შთაბეჭდილება. ტერმინი აღნიშნავს კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პიროვნების შესახებ მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებს და შედარებით ნაკლებს - მოგვიანებით მიღებულ ინფორმაციას, რომელიც, შესაძლოა, პირველის საწინააღმდეგო ან მისგან განსხვავებული აღმოჩნდეს. ამ მოსაზრების მიხედვით, ადამიანები მიკერძოებულნი არიან პირველადი ეფექტის მიმართ. მედიაში ინტერვიუს ჟანრი განსაკუთრებით ხელსაყრელად მიიჩნევა პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად.
-
- first of all
- — უპირველესად, პირველ რიგში, ჯერ ერთი
-
- fit (into)
- — შესაბამისობა, შესატყვისობა, შესაფერისობა
-
- Five Ps
- — ხუთი P. საზოგადოებასთან ურთიერთობების, მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების იმ წამყვანი ცნებების პირველი ასოების (P) ნაკრები, რომლებიც უზრუნველყოფს საკითხის, პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციას და წარმატებას ბაზარზე. ნორთვესტერნის (აშშ) უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი ფილიპ კოტლერი P-თა სისტემის ამგვარ კლასიფიკაციას გვთავაზობს: Product, Price, Place, Promotion, Public Realtions (პროდუქტი, ფასი, ადგილი, პოპულარიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობები).
-
- fizzle out
- — განლევა, გაქრობა, თანდათან დამთავრება
-
- Flack, flak
- — საზენიტო არტილერია. საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მედიის თანამშრომლობის ამსახველი დამაკნინებელი, ნეგატიური მნიშვნელობის მქონე ტერმინი. აღნიშნავს ჟურნალისტის მიერ პიარაგენტის ან ძველმოდური პოპულარიზატორის მსგავს, ან მისი გავლენით ჩადენილ არაეთიკურ ქცევას. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება 1939 წელს ამერიკული შოუბიზნესის გამოცემის „ვერიეტის“ მიერ გამოყენებულ სიტყვების თამაშს: ჟურნალმა ტერმინი flak (საზენიტო არტილერია) ჟღერადობით დაუკავშირა ჟურნალისტ ჯინ ფლეკის სახელს (Flack), რომელიც ნაკლებად ეთიკური და აგრესიული ქცევებით გამოირჩეოდა.
-
- Flanders
- —
-
- flare-up
- —
მოულოდნელი აალება; აფეთქება; მოძალება (ბრაზის, მხიარულების და ა. შ.)
საზღვ. ღამის სინათლის სიგნალი
-
- Fleet Street
- — ფლიტ სტრიტი. ქუჩა ლონდონში, სადაც 1980-იან წლებამდე განლაგებული იყო ბრიტანული გაზეთების უმრავლესობის რედაქციები.
-
- Flog
- — ყალბი ბლოგი. წარმოდგება ორი სიტყვის კომპოზიციის შედეგად: F-ake (ყალბი) და blog (ბლოგი). აღნიშნავს ეთიკის დარღევეით შექმნილ ბლოგს, რომლის მიზანიც საზოგადოების ინტერესის გაღვივებაა კონკრეტული პიროვნების, საკითხის ან პროდუქტის მიმართ. ტერმინი საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს განეკუთვნება.
-
- flow in
- — შერთვა (ერთვის), ჩადინება, შედინება
-
- Fly on the Wall
- — "შპიონი კამერა". იდიომატურად: ბუზი კედელზე. კინოს ან ტელევიზიისთვის განკუთვნილი დოკუმენტური ფილმის გადაღების ტექნიკის პოპულარული სახელწოდება, აღწერა. იგი აღნიშნავს ტექნიკას, როცა კამერა ან დამალულია, ან იმდენად შეფარული, რომ სუბიექტებს ავიწყდებათ, რომ მათ უღებენ.
-
- Focus Groups
- — ფოკუს-ჯგუფი. თვისობრივი კვლევის ფორმა, ნაირსახეობა, ტექნიკა, როცა ადამიანების ჯგუფს ეკითხებიან მათი რწმენების, აღქმების, მოსაზრებების, მოლოდინებისა და დამოკიდებულებების შესახებ განსაზღვრულ პროდუქტთან, მომსახურებასთან, იდეასთან, ცნებასთან, კონცეფციასთან, სარეკლამო განცხადებასთან და შეფუთვასთან დაკავშირებით.
-
- Folk Culture
- — სახალხო კულტურა, ფოლკ-კულტურა. ტერმინი ძირითადად გამოიყენება პრეინდუსტრიული საზოგადოებების კულტურის აღსაწერად.
-
- Folk Devils
- — ხალხური ეშმაკუნები. სტენლი კოენი წიგნში Folk Devils and Moral Panics (UK: MacGibbon & Kee, 1972) ამტკიცებს, რომ იმ საზოგადოებებში, რომლებიც მორალურ პანიკას დაექვემდებარნენ, პანიკის პერიოდში გამოhყოფენ სპეციფიკურ ჯგუფებს, რომლებსაც წარმოაჩენენ მომეტებული საფრთხის მატარებლად საზოგადოების ინტერესებსა და ღირებულებებისთვის. მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ან განწყობის გადასაცემად მთელი საზოგადოებისთვის.
-
- follow suit
- — მიბაძვა, კუდში მიყოლა
-
- follow up
- —
გაყოლა, გადევნება; თვალთვალი, თვალის მიდევნება, დაკვირვება;
ბოლომდე მიყვანა, დასრულება;
-
- follow up on
- — (რაღაცის) კვალდაკვალ
-
- Footage
- — მეტრაჟი. ფილმის ან ფირის სიგრძე ფუტებში. გადაღებული მასალა
-
- foothold
- —
საყრდენი წერტილი, ფეხის მოსაკიდებელი
პლაცდარმი
-
- for a (good) reason
- — სერიოზული მიზეზის გამო
-
- for a change
- — მრავალფეროვნებისთვის, სიახლისთვის
-
- for a while
- — გარკვეული დროით, ცოტა ხანს, რამდენიმე ხნის განმავლობაში
-
- for certain \ sure
- — ზუსტად, დარწმუნებით
-
- for instance
- — მაგალითად
-
- for now
- — დღესდღეობით, ჯერჯერობით
-
- for one's (own) sake
- — ისევ და ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის
-
- for the good of
- — (ვინმეს, რაიმეს) ხათრით, გამო
-
- for the most part
- — უმეტესად, ძირითადად, დიდწილად
-
- for the record
- — ცნობისათვის, ინფორმაციისათვის
-
- for the rest
- — დანარჩენს რაც შეეხება...
-
- for the sake of
- — - თვის; (რაღაცის, ვიღაცის) გულისთვის
-
- for the short term
- — მოკლევადიან პერსპექტივაში
-
- for want of
- — (რაიმეს) მოთხოვნილების (საჭიროების) გამო, მიზეზით
-
- for \ to a good cause
- — კეთილი მიზნებისთვის
-
- for \ to the benefit (of)
- — (ვინმეს) სასარგებლოდ
-
- Forbes
- — "ფორბსი", ამერიკული ბიზნესგამოცემა, ჟურნალი საქმიანი ადამიანებისთვის. აშუქებს მენეჯმენტის საკითხებს და განსაზღვრავს ბიზნესის ეფექტური წარმოების კრიტერიუმებს. იბეჭდება ორ კვირაში ერთხელ. მფლობელი - კომპანია „ფორბს ინკორპორეიტედი“. სათაო ოფისი ნიუ-ორკშია. ჟურნალის თემატური პრიორიტეტებია: ბიზნესი, მრეწველობა, ინვესტიციები, მარკეტინგი და სხვა, მათთან დაკავშირებული თემები და საკითხები: კომუნიკაციები, მოწინავე ტექნოლოგიები, მეცნიერება და კანონმდებლობა. „ფორბსი“ ცნობილია თავისი სიებით: უმდიდრესი ამერიკელების სიით, 30 წლამდე ასაკის ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ვარსკვლავების სიით, ასევე მსოფლიო მილიარდელების სიით. მისი მთავარი რედაქტორი სტივ ფორბსია. ჟურნალი 1917 წელს გაზეთ „ჰერსტის“ საფინანსო მიმომხილველმა ბერტი ჩარლზ ფორბსმა და მისმა კოლეგამ „მეგეზინ ოფ უოლ სტრიტ“-იდან უოლტერ დრეიმ დააფუძნეს. ფორბსმა ჟურნალის დაფინანსება იკისრა, ხოლო დრეიმ - შინაარსი. ჟურნალის თავდაპირველი სახელწოდება იყო Forbes: Devoted to Doers and Doings. მოგვიანებით დრეი კომპანიის საგამომცემლო სახლის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო ფორბსს ჟურნალის მთავარი რედაქტორის თანამდებობა გარდაცვალებამდე, 1954 წლამდე ეკავა. უფროსი ფორბსის საქმე შვილებმა და შვილიშვილებმა განაგრძეს.forbes.com
-
- force on someone
- — თავს მოხვევა, იძულება
-
- force on \ upon
- — ვინმესთვის რაიმეს თავს მოხვევა
-
- Foreign Affairs
- — "ფორინ ეფეარზი" (ინგლ. - “საგარეო საქმეები“). ამერიკული ჟურნალი და ვებგვერდი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე. 1922 წლიდან, ანუ დაფუძნების დღიდან გამოცემა მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიასაშუალებად, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და გლობალურ საგარეო ურთიერთობებს შეეხება. მას არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია „საგარეო ურთიერთობათა საბჭო“ (Council on Foreign Relations) გამოსცემს. გამომცემელი ორგანიზაციის მიზანია, იდეათა თავისუფალი გაცვლის მეშვეობით, მსოფლიოს გააცნოს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური კურსი, მისი ფუძემდებლური პრინციპები, არსი და პრიორიტეტები.foreignaffairs.com
-
- Foreign Policy [FP]
- — „ფორინ პოლისი“ (ინგლ. - „უცხოური პოლიტიკა“ ანუ „საერთაშორისო ურთიერთობა“) ამერიკული ჟურნალია; გამოიცემა თვეში ორჯერ; ტირაჟი აღემატება 100 000 ეგზემპლიარს. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში (აშშ-ს დედაქალაქში).ჟურნალი 1970 წელს დააარსეს სემუელ ჰანტინგტონმა და უორენ დემიენ მანშელმა. თავდაპირველად ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოდიოდა. 1990-იან წლებში Foreign Policy აკადემიური ყოველკვარტალური გამოცემიდან გარდაიქმნა მოდურ ილუსტრირებულ ჟურნალად, რომელსაც თვეში ორჯერ გამოსცემდნენ. ჟურნალის მთავარი თემებია: საერთაშორისო პოლიტიკა, ეკონომიკა, ინტეგრაცია, სხვადასხვა საინტერესო იდეები... 2009 წელს ჟურნალი ფონდ Carnegie Endowment for International Peace-გან The Washington Post Company-მ იყიდა. Foreign Policy-ის თანამშრომლები არიან: პულიტცერის პრემიის ლაურეატი, სამხედრო რეპორტიორი ტომ რიკსი, ბესტსელერების ავტორი სტივ უოლტი, ვეტერანი ბლოგერი დენიელ დრეზნერი, კრისტიან ბროუსი (კონდოლიზა რაისის დიდი ხნის „სპიჩრაიტერი“), 9/11-ის კომისიის თავმჯდომარე ფილიპ ზელიკოუი და სხვები...
Foreign Policy აქვეყნებს „გლობალიზაციის ინდექსს“, „არშემდგარი ქვეყნების ინდექსს“, ასევე, წლის 100 წამყვანი მსოფლიო მოაზროვნის სიის საკუთარ ვერსიას.
2006 წელს ამოქმედდა ბლოგი - Foreign Policy Passport; 2009 წლიდან გამოცემის ვებგვერდი განახლდა და მოქმედებს, როგორც „ყოველდღიური ელექტრონული ჟურნალი“.
foreignpolicy.com
-
- foreseeable future
- — ახლო მომავალში
-
- forewarned is forearmed
- — წინდახედული ადამიანი შეიარაღებულია
-
- Forum Metaphor of Mediation
- — მედიაციის ფორუმული მეტაფორა. მედიაციის ეს ტიპი გულისხმობს აუდიტორიისთვის ინფორმაციისა და მოსაზრებების წარდგენას მისგან უკუკავშირის დამყარების შესაძლებლობით (McQuail, D., McQuail's Mass Communication Theory. UK: SAGE, 2005)
-
- forward-looking
- — შორსმჭვრეტელური, წინდახედული
-
- foul play
- —
არაკეთილსინდისიერი თამაში; წესების განზრახ დარღვევა
დანაშაული, კანონდარღვევა, ძალადობა; სიმულაცია
-
- Fourth Estate
- — მეოთხე ხელისუფლება. ამ ტერმინით პრესას,მედიას მოიხსენიებენ. ტერმინი ეკუთვნის მე–18 საუკუნის დამლევის ინგლისელ მოაზროვნეს ედმუნდ ბერკს, რომელმაც ამ სიტყვათშეთანხმებით აღნიშნა პრესის პოლიტიკური ძალაუფლება ხელისუფლების სამი სხვა წყაროს: ლორდთა პალატის, ეკლესიისა და თემთა პალატის შემდეგ.
-
- fraction of
- — მცირედი ნაწილი
-
- Framing: Media
- — მედიური დაჩარჩოება. პროცესი, რომლის მიმდინარეობისას მედია რეალობას განსაზღვრულ ჩარჩოში აქცევს. დაჩარჩოების პროცესი მედიაანალიზისთვის ერთ-ერთი ძირითადი კონსტრუქტია. ის, რაც არ არის გაზეთის გვერდზე, "ჩარჩოს მიღმაა", ის, რაც არ ჩნდება ტელევიზორის ეკრანზე ან არ ისმის რადიოს ეთერში, საზოგადოების დღის წესრიგის მიღმაა. მედიური პროდუქტის დაჩარჩოების ცნება ეკუთვნის ამერიკელ კომუნიკაციათმცოდნეს, გოფმანს (1974), მისი შემდგომი განვითარება კი უკავშირდება რობერტ ენტმანის (1992) სახელს. დაჩარჩოების პროცესისას გამოიყოფა რამდენიმე ჩარჩო: კულტურის ჩარჩო (სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ხდომილებას აქვს ადგილი), კომუნიკატორის ჩარჩო (მისი ინტენციისა და ინტერესის ჩათვლით), შეტყობინება (ტექსტი) და ისევ კულტურა, რომელშიც სოციალური მოვლენა უკვე მედიამოვლენის სახით, შინაარსითა და ფორმით ბრუნდება და რომელშიც მას მიმღები აღიქვამს. დაჩარჩოების პროცესი რამდენიმე მიზანს ემსახურება: ა) პრობლემის დასმა და იდენტიფიცირება; ბ) პრობლემის მორალური განსჯა; გ) პრობლემის შემცველი შემთხვევების დიაგნოსტირება; დ) პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება. მედიისა და კომუნიკაციათმცოდნეობის თეორიაში დაჩარჩოება წარმოადგენს ტერმინს, რომელსაც ორი მნიშვნელობა აქვს. როგორც უთითებს ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნე დენის მაკქუეილი (2005), პირველი მნიშვნელობა აღნიშნავს იმ ხერხებსადა საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ახალი ამბების შინაარსის ტიპურად ჩამოყალიბებადა კონტექსტუალიზება ჟურნალისტების მიერ მნიშვნელობების ლატენტური სტრუქტურების შესაბამისად, ხოლო ტერმინთან ასოცირებული მეორე მნიშვნელობა უკავშირდება დაჩარჩოების ეფექტს საზოგადოებაზე.
-
- France
- —
-
- France 24
- — “ფრანს 24” (ფრანგ. – „საფრანგეთი 24“) საერთაშორისო ახალი ამბების ტელევიზიაა. ტელეკომპანიის მისია საერთაშორისო მოვლენების საფრანგეთის გადმოსახედიდან გაშუქება და ფრანგული ღირებულებების მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებაა.
ტელევიზიამ მაუწყებლობა 2006 წელს ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. არხის მაუწყებლობა, ისევე, როგორც BBC World News-ისა და DW-TV-სი, უმეტესად ამერიკულ ბაზარზეა გათვლილი. 2010 წელს „ფრანს 24“-მა აიფონისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამითაც დაიწყო მაუწყებლობა.
ტელეკომპანია პარიზის გარეუბანში, issy-les-Moulineaux-ში მდებარეობს. ის ახალ ამბებს ფრანგულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე გადმოსცემს. 2008 წლის შემდეგ არხი მთლიანად მთავრობის საკუთრებაშია და მისი ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევროა. არხზე 260 ჟურნალისტი მუშაობს.
2010 წლის 19 მაისიდან „ფრანს 24“-მა ახალი განრიგი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტს დილისა და საღამოს საეთერო დროს ანიჭებს. დღესდღეობით ტელეკომპანია დიდ დროს ბიზნესის, სპორტის, კულტურის საკითხების გაშუქებას, ასევე - სტუდიურ დისკუსიებს უთმობს.
ტელეკომპანიას სურს, რომ გაფართოვდეს და თანამედროვე მსოფლიო მედიაში ისეთი მოთამაშე გახდეს, როგორებიც BBC World News და CNN არიან. არხი აქცენტს დებატებზე, დიალოგსა და საზოგადოებაში კულტურული სხვაობების როლზე აკეთებს.france24.com
-
- Frankberger, Klaus Dieter
- — კლაუს დიტერ ფრანკბერგერი
-
- Frankfurt School
- — ფრანკფურტის სკოლა. ნეომარქსისტული მიმართულების მედიისა და მასობრივი კულტურის კვლევის სკოლა. 1933 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში აღმოჩნდნენ ფრანკფურტის (გერმანია) გამოყენებითი სოციალური კვლევების მარქსისტული სკოლის მკვლევრები: მაქს ჰორკჰაიმერი, თეოდორ ადორნო, ლეო ლოვენტალი, ჰერბერტ მარკუზე და ვალტერ ბენიამინი. სწორედ ამერიკაში შექმნეს მათ ყველაზე ანტიკაპიტალისტუური და ანტიამერიკული მოძღვრება მასობრივი კულტურის რაობისა და მისი პერსპეტივების შესახებ. თავდაპირველად სკოლას სხვა მიზანი ჰქონდა. ჰორკჰაიმერი და ადორნო ცდილობდნენ, მათთვის თანამედროვე საზოგადოებაში აღმოეჩინათ მარქსის მიერ ნაწინასწარმეტყველევი რევოლუციური სოციალური ცვლილებების მარცხი; რა იყო ის ფაქტორი, რომელიც ან მარქსმა ვერ შეაფასა ჯეროვნად ან ამ ფაქტორის განუვითარებლობის გამო იგი მარქსის სიცოცხლეში ვერ მოხვდა განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის. ამ მიზეზების ძიებისას ჰორკჰაიმერმა და ადორნომ აღმოაჩინეს "სუპერსტრუქტურის" უნარი (განსაკუთრებით მედიის მიერ წარმოჩენილი იდეებისა და იდეოლოგიის სახით), დაეშალა და დაექსაქსა ეკონომიკური სისტემის მატერიალური და ისტორიული ძალები. ფრანკფურტის სკოლის ამერიკელი კრიტიკოსები (მაგალითად, შალსი (1957)) ცდილობდნენ, ამ სკოლის დოქტრინა წარმოეჩინათ როგორც დევნილი ევროპელი ინტელექტუალების კერძო მოსაზრება, რომელიც მათი მდგომარეობით იყო განპირობებული და რომელსაც ობიექტური საფუძვლები არ გააჩნდა. დღეს ფრანკფურტის სკოლის შეხედულებები ისევ პოპულარულია და მათი მეცნიერული ღირებულება საყოველთაოდ არის აღიარებული.
-
- Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ)
- — “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი” (გერმ. – “ფრანკფურტის მთავარი გაზეთი”) - გერმანიის ნაციონალური გაზეთი. გამოიცემა 1949 წლიდან. მიჩნეულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ყოველდღიურ გერმანულ გამოცემად როგორც გერმანიაში, ასევე - მთელ მსოფლიოში. გაზეთის პოლიტიკური ორიენტაცია კლასიკურ-ლიბერალურია, თუმცა მასში ზოგჯერ კონსერვატიული ხედვების მხარდაჭერაც შეიმჩნევა.
FAZ კვირაში ექვსჯერ გამოდის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში ვრცელდება და დღეში საშუალოდ 360 446 ეგზემპლიარამდე იყიდება. გაზეთს აქვს საკვირაო გამოცემაც - FAS Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-ი (“ფრანკფურტის მთავარი საკვირაო გაზეთი”). 2002 წლიდან საკვირაო გამოცემა ხუთჯერ გახდა Society for News Design-ის (“ახალი ამბების დიზაინის საზოგადოება”) რჩეული და ის ასევე მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გაზეთადაც დასახელდა. FAZ-ში 300-ზე მეტი ადგილობრივი რედაქტორი და 40 საერთაშორისო კორესპონდენტი მუშაობს. მისი მფლობელი კომპანია Fazit-Stiftung-ია.
Franfurter Allgemeine Zeitung-ი გამოსვლის პირველივე დღიდან უარს აცხადებდა ფოტოილუსტრაციების გამოყენებაზე. გამონაკლისი გერმანიის გაერთიანების დღე, 1990 წლის 4 ოქტომბერი აღმოჩნდა, როდესაც FAZ-მა რაიხსტაგის წინ მოზეიმე ხალხის ერთი ფოტოსურათი გამოაქვეყნა; მეორე შემთხვევა 2001 წლის 11 სექტემბერს აღინიშნა, როდესაც გაზეთში ორი ფოტოსურათი (დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის) დაიბეჭდა. 2007 წლის 5 ოქტომბერს გამოცემამ შეცვალა თავისი ტრადიციული მიდგომა და პირველ გვერდზე ფერადი ფოტოების ბეჭდვა დაიწყო.
Franfurter Allgemeine Zeitung-ს აქვს ვებგვერდი, თვეში - 3,51 მილიონი მომხმარებლით, რამაც ის ყველაზე პოპულარულ გერმანულენოვან საინფორმაციო ტიპის ვებპორტალად აქცია. მისი მთავარი ოფისი ფრანკფურტ-ამ-მაინში მდებარეობს. მიუხედავად დევიზისა - Zeitung fur Deutschland (”გაზეთი - გერმანიისთვის“) - FAZ-ს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიო მედიასივრცეში.
faz.net
-
- Frankfurter Neue Presse
- — [FNP] “ფრანკფურტერ ნეუე პრესე” (გერმ. – “ფრანკფურტის ახალი პრესა”) ყოველდღიური გერმანული გაზეთია, რომელშიც აღწერილია როგორც ლოკალური, ისე - რეგიონული საკითხებიც. გაზეთი ფრანკფურტ-ამ-მაინში გამოიცემა. მისი ხედვა კონსერვატიულია.Frankfurter Neue Presse-ი პირველად 1946 წლის 15 აპრილს გამოიცა. გაზეთმა Frankfurter Rundschau-ის მსგავსად ლიცენზია ამერიკული სამხედრო მთავრობისგან მოიპოვა. ომისშემდგომი გერმანიის ამერიკულ ზონაში FNP ოცდამეთორმეტე გაზეთი იყო. გაზეთის ლიცენზია ჰუგო შტენცელმა და აუგუსტ ჰაინრიხ ბერნინგმა აიღეს. 1949 წლის 20 იანვრიდან გარდაცვალებამდე (1964 წლის 20 ივლისამდე) შტრენცელი იყო გაზეთის ერთადერთი გამომცემელი. შემდეგ მისი ადგილი Frankfurter Societät-ის მმართველმა დაიკავა. 1991 წლიდან 2007 წლის მარტის ბოლომდე გაზეთს ამავე კომპანიის ახალი პასუხისმგებელი დირექტორი ვოლკერ გრამსი მართავდა, ხოლო 2007 წლის პირველი აპრილიდან მმართველი ჰანს ჰომრინგ ჰაუსენია. გაზეთის მმართველი კომპანია კვლავ Frankfurter Societäts-Medien GmbH-ია. გამოცემის ტირაჟი ორ ფრანკფურტულ გამოცემასთან ერთად აღირიცხება; ესენია: Frankfurter allgemeine Zeitung-ის რეგიონული ნაწილი და Rhein-Main-Zeitung-ი. ამ გაზეთების საერთო ტირაჟი დღეში 87436 ეგზემპლიარია, ხოლო მკითხველთა რაოდენობა 471 000–ს აღწევს. გაზეთის მთავარი რედაქტორია რაინერ მარია გეფელერი.fnp.de
-
- Frankfurter Rundschau
- — „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (გერმ. – „ფრანკფურტის მიმოხილვა“) - გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი ყოველდღიური ნაციონალური გაზეთი. გამოცემა ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, უმცირესობების თანადგომასა და გარემოს დაცვაზე. ის მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას და ეკონომიკაში სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგია. გაზეთის პოლიტიკური ხედვა ხასიათდება, როგორც მემარცხენე ლიბერალური და სოციალ- ლიბერალური. მისი მთავარი რეგიონული კონკურენტი კონსერვატიულ– ლიბერალური გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი და კონსერვატიული გამოცემა Frankfurter Neue Presse-ია.
Frankfurter Rundschau-ი 1945 წლის 1 აგვისტოდან გამოდის. ეს იყო პირველი ომისშემდგომი გერმანული გაზეთი, რომელიც გერმანიის ამერიკულ სექტორში გამოიცემოდა. გაზეთის დამფუძნებლებში შედიოდნენ სოციალ-დემოკრატები, კომუნისტები, პოლიტიკური კათოლიკეები – ხალხი, რომლებმაც ნაცისტურ რეჟიმთან ბრძოლას მრავალი წელი შეალიეს. ზოგი მათგანი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკშიც კი იყო ნამყოფი. ცივი ომის დროს ამერიკული სექტორის მმართველმა პოლიტიკოსებმა გაზეთის ყველა კომუნისტ თანამშრომელს თანამდებობა დაატოვებინეს.
2003 წელს გაზეთი ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მან ინვესტორი მალევე იპოვა. 2004 წლის მაისის დასაწყისში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კუთვნილმა მედიაჰოლდინგ DDVG-მა (Deutsche Druck- und Verlagsgesellschaft) გაზეთის 90 % შეიძინა. ამას მოჰყვა კრიტიკა ჰესენის (ადგილი, სადაც გაზეთი გამოიცემა) მმართველი ქრისტიან- დემოკრატებისაგან. სოციალ-დემოკრატების წამყვანი პოლიტიკოსები კი ირწმუნებოდნენ, რომ მათი მხრიდან გაზეთის სარედაქციო პოლიტიკაში არანაირი ჩარევა არ ხდებოდა.
2006 წლის 16 მაისს გამოცემის დამფუძნებელთა კრებამ გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა გაზეთის მთავარი რედაქტორი ვოლფგანგ შტორცი. შტორცმა შემდგომში განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი შეკამათება გახდა სოციალ-დემოკრატების მთავარ ფინანსისტთან, რომელმაც მთავარ რედაქტორს გაზეთში მემარცხენე პარტიის ინტერესების გატარება მოსთხოვა. სოციალ-დემოკრატებმა კი ეს გადაწყვეტილება გაზეთის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობით ახსნეს.
2006 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ DDVG-მ 50% + 1 აქცია Berliner Zeitung-ის მფლობელ კომპანია DuMont Schauberg-ს მიჰყიდა. თანხის რაოდენობა კონფიდენციალური, გაზეთის მემარცხენე კურსი კი - უცვლელი დარჩა.
გაზეთი ყოველდღე გამოიცემა, კვირის გარდა. მისი მთავარი ოფისი ფრანკფურტ-ამ-მაინში მდებარეობს. გამოცემის ტირაჟი დღეში 120 094 ეგზემპლიარია. გაზეთს ორი მთავარი რედაქტორი ჰყავს: იოაჰიმ ფრანკი და როუვენ შელენბერგერი. გაზეთს ასევე ახალგაზრდული რედაქციაც - FRiSCH (FR in der Schule) („ფრანკფურტერ რუნდშაუ სკოლაში“) აქვს, რომელიც 25-ოდე 15-დან 21 წლამდე ახალგაზრდისგან შედგება; მათი სტატიები და ინტერვიუები გაზეთის სპეციალურ რუბრიკაში (FRiSCH-Seite) იბეჭდება.
fr-online.de
-
- free speech
- — სიტყვის თავისუფლება
-
- free trade
- — (საბაჟო გადასახადისაგაან) თავისუფალი ვაჭრობა
-
- Freedom House [FH]
- — Freedom House („თავისუფლების სახლი“) - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მდგომარეობას იკვლევს. ორგანიზაციის შტაბბინა ვაშინგტონშია (აშშ).ორგანიზაცია დაფუძნდა 1941 წლის ოქტომბერში. ”Freedom House”-ის პირველი საპატიო თავმჯდომარეები იყვნენ ვენდელ ვილკი და ელეონორა რუზველტი. 1972 წლიდან ”Freedom House”-ი აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს - „მსოფლიოს თავისუფლება“, სადაც გაანალიზებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა და დგება რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ქვეყნები იყოფიან „თავისუფალ“, „ნახევრად თავისუფალ“ და „არათავისუფალ“ ქვეყნებად. ანგარიშები მზადდება ორგანიზაციის მეცნიერ-მრჩევლების (პოლიტოლოგების, ადამიანის უფლებების სფეროს სპეციალისტების, არასამთავრობო ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლების...) მხარდაჭერით. ანგარიშებში გამოყენებულია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ინფორმაცია, უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემები და ექსპერტთა პირადი შეფასებები. ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს პრესის თავისუფლების ინდექსს.
”Freedom House” სახელმწიფოთა ხელისუფლებების ქმედებებს აფასებს ორი კრიტერიუმით:- პოლიტიკური უფლებები, ლიდერების არჩევისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობა;- სამოქალაქო თავისუფლება (სიტყვის თავისუფლება, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და პირადული ავტონომიის არსებობის უფლება - რაც პრაქტიკაში მედიის დამოუკიდებლობასა და უმცირესობების უფლებების გარანტირებულ დაცვას ნიშნავს)
თითოეული ეს მონაცემი ფასდება 7-ქულიანი სკალით (1 - მაქსიმუმი, 7 - მინიმუმი).
ორგანიზაციას აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭო მართავს; ზედამხედველობას კი მეურვეთა საბჭო უწევს, რომელშიც შედიან ბიზნესისა და მშრომელთა წარმომადგენლები, ყოფილი მაღალჩინოსნები, მეცნიერები, მწერლები და ჟურნალისტები. ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში 150 თანამშრომელი ჰყავს.
ორგანიზაციის ბიუჯეტის 80% აშშ-ს მთავრობის გრანტებითფინანსდება; ძირითადად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID — US Agency for International Development). თუმცა, ორგანიზაციას უამრავი სხვა დონორიც ჰყავს (საერთაშორისო ფონდები და მთავრობები, NED - National Endowment for Democracy, კერძო პირების შემოწირულობები)...
ორგანიზაციის ოფისებია ნიუ-ორკში, ბუდაპეშტში (ევროპის ოფისი), უკრაინაში, სერბეთში, იორდანიაში, მექსიკაში და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში.
www.freedomhouse.org
-
- freedom of speech
- — სიტყვის თავისუფლება
-
- freedom-seeking
- — თავისუფლების მაძიებელი
-
- freeze out
- — გაყინვა; შეჩერება
-
- freeze the balls off a brass monkey
- — ისე ცივა, ცხვირი მოგეყინება
-
- Frequency
- — სიხშირე. მედიასთან მიმართებაში, არატექნიკური გაგებით, სიხშირე აღნიშნავს ინფორმაციის, შეტყობინების გამეორების ჯერადობას პრესით, რადიოთი და ტელევიზიით.
-
- fresh pair of eyes
- — უცხო თვალი
-
- Frichova Grono, Magdalena
- — მაგდალენა ფრიჩოვა გრონო
-
- Friedman, Thomas L.
- — თომას ფრიდმანი
-
- from memory
- — ზეპირად, საკუთარ მახსოვრობაზე დაყრდნობით
-
- from time to time
- — დროდადრო, პერიოდულად
-
- front yard
- — წინა, მთავარი ეზო
-
- Front-porch Campaign
- — წინკარის კამპანია. საარჩევნო ტაქტიკა, რომლის დროსაც კანდიდატი შინ რჩება და თავისი საარჩევნო გუნდის წევრებს ანდობს ჟურნალისტებთან შეხვედრების მოწყობას.
-
- front-runner
- — ლიდერი, წამყვანი; მთავარი პრეტენდენტი
-
- Fuele, Stefan
- —
-
- Fukuyama, Francis
- — იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა
-
- full disclosure
- — ყველა საიდუმლოს გავხსნი და... ; არაფერს დაგიმალავთ და...
-
- full-fledged
- — სრულმასშტაბიანი, სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული
-
- full-on
- — სრული, საბოლოო, დასრულებული
-
- Functional
- — ფუნქციონალი. უმაღლესი თანრიგის ფუნქციების სიმრავლე სოციალური ქსელების პროგრამირებაში.
-
- Functionalism
- — ფუნქციონალიზმი. მედია–საზოგადოების ფუნქციონალისტური თეორია სოციალურ პრაქტიკასა და ინსტიტუციებს ხსნის საზოგადოებისა და ინდივიდუუმების მოთხოვნების ჭრილში და მათან ფუნქციური შესაბამისობით. აქ საზოგადოება განიხილება როგორც მრავალი ქვესისტემისგან შემდგარი ქმედუნარიანი სისტემა, რომლის თითოეულ ნაწილს არსებითი წვლილი შეაქვს სისტემის მწყობრ ფუნქციონირებაში. მედია ერთ–ერთია ამ ქვესისტემებს შორის. ფუნქციონალიზმი მედიას მიიჩნევს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად რამდენიმე ფაქტორის გამო: 1) მედია ხელს უწყობს ინტეგრაციასა და კოოპერაციას; 2) მედია ახორციელებს კონტროლს და უზრუნველჰყოფს სტაბილურობას; 3) იგი აადვილებს ადაპტაციას ცვლილებების მიმართ; 4) ქმნის და ინარჩუნებს სოციალურ მობილიზაციას;5) მართავს დაძაბულობას საზოგადოებაში; 6) ინარჩუნებს კულტურისა და ღირებულებების განგრძობადობას სოციუმში.