ყველა ტერმინი → g
-
- gaffe-prone
- — წამოცდენებისადმი მიდრეკილიThe gaffe-prone Mr Yanukovich, who addressed Mrs Clinton as “general secretary” a couple of times, appears to have masterfully played Russia and America against each other - წამოცდენებისადმი მიდრეკილი იანუკოვიჩი, რომელმაც ქალბატონ კლინტონს რამდენჯერმე „გენერალური მდივანი“ უწოდა, თითქოსდა ოსტატურად აპირისპირებდა ერთმანეთს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს [The Economist, „Eastern approaches“]
-
- Gagging order
- — ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შეზღუდვა მოსამართლის განჩინებით. მოსამართლეს ასეთი განჩინება იმ შემთხვევაში გამოაქვს, თუკი მიიჩნევს, რომ განსაზღვრული ინფორმაციის გავრცელება ან მართლმსაჯულების აღსრულებას შეუშლის ხელს, ან გაამჟღავნებს კომერციულ საიდუმლოებას ან ზიანს მიაყენებს პირის პირად ცხოვრებას.
-
- Galtung's and Ruge's Model of Selective Gatekeeping, 1965
- — გალტუნგისა და რუგეს ახალი ამბების შერჩევის მოდელი, 1965. სტატიაში "უცხოეთის ახალი ამბების სტრუქტურა: კონგოს, კუბისა და კვიპროსის კრიზისის წარმოჩენა ოთხ უცხოურ გაზეთში" ("The Structure of Foreign News: the Presentation of the Congo, Cuba and Cyprus Crises in Four Foreign Newspapers" (Journal of International Peace Research 1(1965); გადაბეჭდილი "The Manufacture of News"-ის მიერ (1973)) გალტუნგმა და რუგემ წამოჭრეს საკითხი - რა მახასიათებლებით კვალიფიცირდება ახალი ამბავი და რა ნიშან-თვისებები ანიჭებს ერთ ინფორმაციას უპირატესობას მეორე ინფორმაციაზე. მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმები სტატიის ავტორებმა განსაზღვრეს როგორც საინფორმაციო ღირებულებები და შექმნეს ხდომილების მედიამოვლენად გადაქცევის მოდელი, რომელიც სამი რგოლისგან შედგება: ა) ხდომილება სოციალურ რეალობაში (მსოფლიოს მასშტაბით); ბ) მედიის მიერ მათი აღქმა საინფორმაციო ღირებულებების ცხრა კრიტერიუმის მიხედვით; და გ) მოვლენის, ხდომილების მედიური სახე.
-
- Gatefold
- — სარეკლამო ჩანართი ბეჭდურ მედიაში
-
- Gatekeeping
- — კარიბჭის დაცვა, მეკარეობა. მასალის შერჩევის ან უარყოფის პროცესი მედიაინსტუტუაციაში, რომელიც მასმედიუმზე გავლენის მქონე ფაქტორებისა და ამ ფაქტორების ზეგავლენით ჩამოყალიბებული კრიტერიუმების ზემოქმედებით ხორციელდება. განზრახულ სამიზნემდე მიღწევამდე შეტყობინებამ მრავალი კარიბჭე უნდა გაიაროს; როგორც უთითებენ ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნეები, უოტსონი და ჰილი (2003), "ზოგი კარიბჭე ფართოდ არის გაღებული, ზოგი ღრიჭოდ არის დარჩენილი, ხოლო ზოგიერთი მკაცრად ჩარაზულია". კარიბჭის მცველებს შორის არიან: მასობრივი ინფორმაციის საშუალების რედაქტორი, ორგანიზატორი (პროდიუსერი) და განყოფილების ხელმძღვანელი.
-
- Gazeta Wyborcza
- — “გაზეტა ვიბორჩა“ (პოლონ. - „ამომრჩევლის გაზეთი“) პოლონეთის წამყვანი, ყოველდღიური ახალი ამბების გაზეთია. აშუქებს პოლიტიკურ, საერთაშორისო, და ზოგადად, ყველა მნიშვნელოვან ახალ ამბავს. გაზეთი ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერია.
“გაზეტა ვიბორჩა“ პირველად 1989 წლის 8 მაისს გამოვიდა. მას ზედ დიდი ასოებით ეწერა - ‘’Nie ma wolnosci bez solidarnoci’’ („არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე“). გაზეთის დაარსების გადაწყვეტილება პოლონეთის კომუნისტურმა მთავრობამ და მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, მოძრაობა „სოლიდარნოსტ“-ის წევრებმა ერთობლივად მიიღეს. დაარსების დღიდან გაზეთის მთავარი რედაქტორი ადამ მიხნიკია. პირველი ნომერი მცირე ტირაჟით (150 000 ცალი) გამოვიდა. წელიწადნახევრის შემდეგ გაზეთის ტირაჟმა 500 000 ეგზემპლარს მიაღწია.
დღესდღეობით Gazeta Wyborcza პოლონეთის 19 ქალაქში ყოველდღიურად გამოიცემა. მისი სათაო ოფისი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარეობს. გაზეთის მფლობელი კომპანია Agora SA-ა. 2010 წლამდე ტირაჟი დღეში 672 000 ეგზემპლარს აღწევდა, 2010 წლიდან რეკლამის შემცირების გამო მისი ტირაჟი 319000-მდე შემცირდა.wyborcza.pl
-
- Gazprom Media Group
- — „გაზპრომ მედია ჯგუფი“ რუსეთის უდიდესი მედია-ჰოლდინგია. ის აერთიანებს ტელევიზიებს, რადიოებს, ბეჭდურ მედიას, კინოწარმოებას, სარეკლამო კომპანიებს, კინოთეატრებსა და ინტერნეტ-პროვაიდერებს. კომპანია 1998 წელს, რუსეთის ბუნებრივი აირით მომმარაგებელი უმსხვილესი კომპანიის, „გაზპრომის“ დაფინანსებით დაარსდა. 2011 წელს კომპანიის შემოსავალმა 46 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ჰოლდინგს საკუთარ ვებგვერდზე უწერია: „გაზპრომ მედია ჰოლდინგის მთავარი მიზანი მედიის განვითარებაა. გაზპრომი არ ერევა თავისი ჰოლდინგის საქმიანობაში, ის მხოლოდ მართავს ბიზნესს. მთავარია, ჰოლდინგის ნებისმიერმა წევრმა დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს“.
2005 წლის აგვისტოში „გაზპრომ მედია ჰოლდინგი“ 37,22 მილიარდ დოლარად გაზპრომბანკს მიეყიდა. დღესდღეობით გაზპრომი გაზპრომბანკის 41,73%-ის მფლობელია, 46,92%-ს კი კომპანია გაზფონდი აკონტროლებს.
„გაზპრომ მედიაში“ შედის:
ტელეარხები: ნტვ, ნტვ პლიუსი, ნტვ მირი, ტნტ, ზაკონ ტვ, კომედი ტვ.რადიოსადგურები: ეხო მასკვი, რელაქს ფმ, პერვოე პოპულარნოე რადიო, სიტი ფმ, დეტსკოე რადიო.ჟურნალ–გაზეთები: საგამომცემლო სახლი „შვიდი დღე“, შვიდი დღე– ტელეპროგრამა, იტოგი, ისტორიის ქარავანი, ისტორიის ქარავანი–კოლექცია, პანორამა ტვ, ტრიბუნა, პეტერბურგის პიკის საათი.კინოწარმოება: ნტვ კინო, კომედი კლაბ პროდაქშენი.კინოთეატრები: კრისტალ პალასი და კინოცენტრი „ოქტომბერი“.ინტერნეტ-კომპანიები: ვიდეოჰოსტინგი რუ თუბე, ონლაინ კინოთეატრი Now.ru, ტექნიკური პლატფორმა „გაზპრომ მედია ტექნოლოგიები“.უძრავი ქონება: ტელებაზისი, სარეკლამო კომპანია ეს ემ ესი, კომსმეკი.
ჰოლდინგის შტაბ–ბინა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია. გენერალური დირექტორია ნიკოლაი სენკევიჩი.gazprom-media.com
-
- gear up
- —
აჩქარება (მოძრაობის)
მზადყოფნა (რაღაცისთვის)
-
- Geek
- — შერეკილი. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ჟარგონზე აღნიშნავს ადამიანს, რომელიც შეპყრობილია კომპიუტერებითა და ტექნოლოგიური სიახლეებით და სხვა არაფერი აინტერესებს.
-
- Gender
- — გენდერი. სქესის კულტურული გაგება.გენდერული იდენტობა აღნიშნავს ინდივიდუუმების კატეგორიზაციას მამრობითი და მდედრობითი სქესის მქონე/მატარებელ ინდივიდუუმებად. როგორც უთითებს რიჩარდ დ. გროსი ნაშრომში "ფსიქოლოგია: გონებისა და ქცევის მეცნიერება" (Richard D. Gross in "Psychology: The Science of Mind and Behaviour" (UK: 1987), გენდერი კულტურული ფენომენია და მავანის გენდერული როლი განისაზღვრება იმ ქცევების, მიმართებების, ღირებულებებისა და რწმენების მიხედვით, რომლებსაც კონკრეტული სპეციფიკური საზოგადოება მოელის ან შესაბამისად მიიჩნევს მამრობითი და მდედრობითი სქესის მქონე ინდივიდუუმებისთვის მათი ბიოლოგიური სქესის საფუძველზე".
-
- Gender Signal
- — გენდერული სიგნალი. ქალური ან კაცური სიგნალები ინტერპერსონალურ ქცევაში, კომუნიკაციაში, რომლებიც აქცენტს სიგნალის გამგზავნის სქესზე აკეთებს.
-
- Gendered Genre
- — გენდერირებული ჟანრი, ანუ ე.წ. "ქალური და/ან კაცური" ჟანრი. ტერმინი აღნიშნავს კულტურული ან მედიური პროდუქტის განკუთვნებულობას ქალური ან მამაკაცური აუდიტორიისადმი, თავად პროდუქტის შინაარსიდან და მის მიერ გამოწვეული ეფექტებიდან გამომდინარე. მაგალითად, საპნის ოპერები "ქალურ" ჟანრად განიხილება, ხოლო კრიმინალური ან საბრძოლო სერიები - "კაცურ" ჟანრად. ამგვარ კლაისიფკაციას საფუძვლად კულტურული. სოციალური და ისტორიული კონტექსტი უდევს.
-
- Genderlects
- — გენდერლექტი. ენის გენდერული ყალიბი. განსხვავება მეტყველებასა და მოსმენილის აღქმაში ქალებსა და მამაკაცებს შორის მათი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე. წიგნში "თქვენ, უბრალოდ, ვერ გაიგეთ: კაცები და ქალები საუბრისას" (You Just Don't Uderstand: Men and Women in Conversation" (UK:1 992) დებორა ტანენი ამტკიცებს, რომ კაცები თავადაც სტატუსისა და დამოუკიდებლობის ენით საუბრობენ და თანამოსაუბრის შეტყობინებაშიც მის სტატუსსა და დამოუკიდებლობას აღიქვამენ, ხოლო ქალები თავადაც ურთიერთკავშირისა და ინტიმურობის ენით საუბრობენ და სხვის ნათქვამშიც ურთიერთკავშირსა და ინტიმურობასს აღიქვამენ. ტანენის აზრით, სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს გენდერლექტებს, როგორც ენის გენდერულ ყალიბებს.
-
- Genre
- — ჟანრი. ფრანგულ ენაზე "ჟანრი" ტიპს, სახეობას ან კლასიფიკაციას ნიშნავს. მასობრივი კომუნიკაციის თეორიაში ჟანრი აღნიშნავს გამოხატვის ფორმის წარმომქნელ კატეგორიას, რომელიც ფორმისა და სტილის ძირითად საბაზისო წესებს ეფუძნება. მაგალითად, ლიტერატურაში ძირითადი კლასიკური ჟანრებია: ეპოსი, ტრაგედია, ლირიკა, კომედია და სატირა, რომანი და მოთხრობა, ჟურნალისტიკაში განასხვავებენ ინფორმაციულ, ანალიტიკურ და პუბლიცისტურ ჟანრებს (მაგალითად, ინფორმაციული ჟანრის ნიმუშია საინფორმაციო შენიშვნა, ანალიტიკურის - სტატია, ხოლო პუბლიცისტურის - ესსე ან ნარკვევი). კინემატოგრაფიულ ჟანრებს განეკუთვნება: ვესტერნი, განგსტერული ფილმები, "შავი ფილმი", საშინელებათა ფილმები, სამეცნიერო ფანტასტიკა, რომანტიკული კომედია, კოსტუმირებული დრამა და ა.შ. ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ დერიდას, აზრით, არ არსებობს "უჟანრო ტექსტი" ("ლიტერატურის აქტები", 1992). დღეს თავს იჩენს ტენდენცია, რომ სატელევიზიო ახალი ამბები, პარტიების პოლიტიკური მაუწყებლობა, ამინდის პროგნოზი, "ჩატ-შოუები" განხილულ იქნას როგორც განცალკევებული ჟანრები.
-
- gentlemen’s C
- — პრესტიჟის ხუთიანი - ხათრით, ნაცნობობით, დაუმსახურებლად დაწერილი ნიშანიდადებითი შეფასება, რომელსაც პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტს აძლევდნენ წარუმატებელ ნაშრომში, ნაცვლად დამსახურებული არადამაკმაყოფილებელი ნიშნისა. როგორც წესი, ასეთ შეფასებას უწერდნენ მდიდარი, ან არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენლებს. მაგალითად: ტომი მთელი სემესტრის განმავლობაში არაფერს აკეთებდა, მაგრამ მას მაინც დაუწრეს gentleman's C იმიტომ, რომ მამამისმა სკოლას უამრავი ფული შესწირა.
-
- Gerbner’s Communication Model
- — კომუნიკაციის გერბნერის მოდელი ნაშრომში «კომუნიკაციის ზოგადი მოდელის გაგებისთვის» (1956, Audio-Visual Communication Review, 4) გერბნერმა შემოგვთავაზა კომუნიკაციის პროცესისა და მისი ელემენტების შემდეგი ფორმულა: მავანი - აღიქვამს მოვლენას -და რეაგირებს მასზე - განსაზღვრულ სიტუაციაში - განსაზღვრული საშუალებებით - რათა ხელმისაწვდომი გახადოს მასალა - განსაზღვრული ფორმით - კონტექსტით - და გაავრცელოს შინაარსი - განსაზღვრული თანამიმდევრობით.
-
- German Marshall Fund
- — German Marshall Fund of the United States (GMF) („შეერთებული შტატების გერმანული, მარშალის ფონდი“) - ფონდი, რომელიც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის (როგორც რეგიონალური, ასევე ნაციონალური თუ გლობალური მიმართულებით) გასაძლიერებლად არის მიმართული. მისი შექმნის იდეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს, მარშალის გეგმიდან მოდის. მისი ავტორი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალია (George C. Marshall). GMF ტრანსატლანტიკურ სფეროში მომუშავე ცალკეულ პირებსა თუ ორგანიზაციებს ეხმარება და მხარს დემოკრატიის გაძლიერების ინიციატივებს უჭერს.
მარშალის ფონდი 1972 წელს დაარსდა. ის არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც გერმანიამ მარშალის გეგმის საპატივცემულოდ ამერიკაში დააფუძნა. GMF-ს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს. მისი შტაბბინა ვაშინგტონში მდებარეობს. ფონდს ასევე შვიდი წარმომადგენლობითი ოფისი აქვს ევროპის ქალაქებში (ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ბელგრადი, ანკარა, ბუქარესტი, ვარშავა). შედარებით მცირე წარმომადგენლობები არის ბრატისლავაში, ტურინსა და სტოკჰოლმში.
1947 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა პირველად განაცხადა თავისი გეგმის შესახებ, რაც ომის შემდგომი ევროპის რეაბილიტაციას გულისხმობდა. ეს გამოსვლა დაედო საფუძვლად ე. წ. ‘’მარშალის გეგმას’’, რომელსაც ევროპა დემოკრატიისა და აღმავლობის გზაზე უნდა დაეყენებინა. გეგმის შემუშავებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი (Willy Brandt) ჰარვარდში ჩავიდა, რათა ეთქვა, რომ ‘’მარშალის გეგმის’’ საპატივცემულოდ ფონდის შექმნას აპირებდა.
თავდაპირველად მარშალის ფონდი ევროპის არასაბჭოური ნაწილის დახმარებას ისახავდა მიზნად. 1989 წლიდან კი (ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ) ფონდის მოქმედების არეალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოვდა.1990-იანი წლებიდან ამ რეგიონის ქვეყნების დემოკრატიზაციის საქმეში ფონდმა დიდი როლი ითამაშა.gmfus.org
-
- gerrymandering
- —
„ჯერიმენდერინგი“, „საარჩევნო გეოგრაფია“ (საარჩევნო ოლქების არათანაბრად, ტენდენციურად დაყოფა ისეთი შედეგების უზრუნველსაყოფად, რომელიც კონკრეტული პარტიისთვის არის ხელსაყრელი)
ფაქტებით, მოსაზრებებით მანიპულირება მცდარი დასკვნის დასაბუთების მიზნით
-
- Gerson, Michael J.
- — მაიკლ ჯონ გერსონი
-
- Gestural dance
- — ჟესტიკულაციური ცეკვა. ამ ტერმინით აღინიშნება ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში მყოფი ინდივიდუუმების მიერ ჟესტებით რეაქცია თანამოსაუბრის მიერ გამოთქმულ ვერბალურ შეტყობინებებზე (მაგალითად, თავის მოძრაობა თანხმობის ან უარის ნიშნად, მაგიდაზე ხელის მოძრაობა მოსაუბრის შეტყობინების მოსმენისას და ასე შემდეგ). ჟესტიკულაციურ ცეკვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოლაპარაკებების პროცესში.
-
- Gesture
- — ჟესტი. სახის ნაკვთების ან სხეულის მოძრაობა კომუნიკაციის პროცესში. დესმონდ მორისმა (Desmond Morris, 1977) ჟესტი განსაზღვრა როგორც "ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მაყურებელს ვიზუალურ სიგნალს უგზავნის". არსებობს უნებლიე და წინასწარგანზრახული ჟესტები, მათ სხვაგვარად მეტასიგნალებსაც უწოდებენ. დესმონდ მორისი ჟესტებს ექვს ექვს ქვეჯგუფად ჰყოფს: (1) გამომხატველობითი, ექსპრესიული; (2) მიმიკური; (3) სქემატური, იმიტაციური; (4) სიმბოლური; (5) ტექნიკური (ვიწროდ კონვენციური, მისი სწორი მნიშვნელობა აღიქმება მხოლოდ კოლეგებისა და დარგის/სფეროს სპეციალისტების მიერ); (6) კოდირებული (ჟესტების ეს სისტემა წარმოიშობა ფორმალური სისტემების წიაღში, მაგალითად, სპეციალური ჟესტების სისტემა ყრუ-მუნჯთათვის). მაიკლ არჯაილი (Michael Argyle) წიგნში "სხეულით კომუნიკაცია" (Bodily Communication (UK: Methuen, 1988) ჟესტების და სხეულის მოძრაობას კომუნიკაციის პროცესში სამ კატეგორიად ადგენს: ემბლემური ჟესტები, ილუსტრაციული ჟესტები და თვითშეხება. ემბლემურია ჟესტები, რომელთა მნიშვნელობა ადვილად ითარგმნება მეტყველების ერთეულებად (მაგალითად, ბევრ კულტურაში თავის გაქნევა პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად აღიქმება უარად). ილუსტრაციულია ჟესტები, რომლებიც თან ახლავს ვერბალურ, სიტყვიერ შეტყობინებას და მას გარკვეულ დამატებით მნიშვნელობას ან ახსნას ანიჭებს ( მაგალითად, სასურველი ან მოთხოვნილი მიმართულების ჩვენება ხელით და ა. შ.). თვითშეხებითი ჟესტები თანამოსაუბრეს აძლევს ინფორმაციას მოსაუბრე ინდივიდუუმის ემოციური მდგომარეობის შესახებ (მაგალითად, სახის ხოკვა ძლიერი ემოციური აღელვების ნიშანია, პირზე ხელის აფარება შეკავებულ სიცილს გამოხატავს და ა. შ.).
-
- get (catch) a glimpse of smb.
- — (რაღაცისთვის, ვიღაცისთვის) თვალის შევლება, გადავლება; თვალის მოკვრა
-
- get in
- —
განთავსება, ჩარგვა, ჩადება; ჩართვა. ჩამატება;
(არჩევნებში, ტურში, კონკურსში) გასვლა, გამარჯვება; (სასწავლებელში) მოხვედრა, ჩაბარება;
აღება, აკრება (მოსავლისა, გადასახადისა...);
გადანახვა;
მოყვანა, გამოძახება;
-
- get in touch (with)
- — დაკავშირება, დაკონტაქტება, კონტაქტში შესვლა
-
- get into
- — მიღება, მოხვედრა, შესვლა (სასწავლო დაწესებულებაში, რაიმე ორგანიზაციაში);
-
- get it together
- — თავის ხელში აყვანა, გონების მოკრება
-
- get off
- —
წასვლა, გამგზავრება;
ნომრის გამოგდება, ოხუნჯობა;
მიწისაგან მოწყვეტა, აფრენა (თვითმფრინავზე);
გაწმენდა;
გადარჩენა, სასჯელისთვის თავის არიდება, წყლიდან მშრალად გამოსვლა, სიტუაციიდან გამოძრომა
-
- get over
- — გადალახვა, დაძლევა
-
- get rid (of)
- — (ვინმეს) თავიდან მოშორება, მოცილება, (ვინმესგან) თავის დახსნა
-
- get someone wrong
- — არასწორად, დამახინჯებულად აღქმა
-
- get the wrong number
- — არასწორი ნომრის (ტელ.) აკრეფა
მსგავსი: dial a wrong number
-
- get used to
- — (რაღაცასთან, ვინმესთან) შეგუება, შეჩვევა
-
- Ghost-writer
- — ფაქტობრივი ავტორი, რომელიც სხვა პიროვნების, ძირითადად, გამოჩენილი და ცნობილი ადამიანების, ნაცვლად წერს და მათ ემსახურება გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ.
-
- GIF| Graphics Interchange Format
- — გრაფიკული ურთიერთგაცვლითი ფორმატი. ეს ფორმატი ფართოდ გამოიყენება ვებზე, განსაკუთრებით მარტივი, კომპიუტერის მიერ შექმნილი გრაფიკულ ფაილების, ანიმაციებისა და ციფრული ფოტოების შესაქმნელად.
-
- give a big shout-out to
- — ღრმა მადლიერების, აღფრთოვანების, აღიარების საჯაროდ გამოხატვა
-
- give somebody a free hand
- — სრული თავისუფლების მიცემა
-
- give up
- —
მიტოვება, მიგდება (რაღაცის); უარის თქმა (რაღაცაზე);
მიცემა;
დანებება, დათმობა, უკან დახევა
-
- give-and-take
- — ურთიერთდათმობის, კომპრომისის ტაქტიკა, პოლიტიკა
-
- glaring
- — - აშკარად ცუდი ან არასწორი.- მკვეთრი, კაშკაშა
-
- Glasgow University Media Group
- — გლაზგოს უნივერსიტეტის მედიაჯგუფი. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი მედიურ და სოციალურ კვლევებში.
-
- Glasnost
- — გლასნოსტი, საჯაროობა. საბჭოთა კავშირის უკანასკნელი პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, პერსტროიკასთან, გარდაქმნასთან ერთად. გლასნოსტი ქადაგებდა მედიის, პრესის თავისუფლებას სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან დაშვებული დოზითა და ხარისხით, კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფოს მხრიდან ცენზურისა და ზეწოლის საპირწონედ. გლასნოსტმა საბჭოთა წარსულის, განსაკუთრებით სტალინური პერიოდის წარსულის ბევრ თემას ახსნა ტაბუ. გლასნოსტი გამოირჩეოდა მკვეთრი ანტისტალინისტური დისკურსით. კომუნიკაციათმცოდნეობის თეორიაში გლასნოსტის ფენომენი შეისწავლება და განიხილება სოციალური ცვლილებებისა და განვითარების თეორიის მოდელში.
-
- Global village
- — გლობალური სოფელი, მსოფლიო სოფელი. ტერმინი ეკუთვნის ტორონტოს სკოლის წარმომადგენელს, პროფესორ მარშალ მაკლიუენს, რომელმაც 1960-იან წლებში მომავლის მსოფლიო აღწერა და დაახასიათა როგორც გლობალური ელექტრონული სოფელი. ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემას გლობალური ხასიათი აქვს და ინფორმაციის გადაცემაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციებიც - თავიანთი მასშტაბებით, გაქანებითა და ინტენციებით - გლობალურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ. დღეს გლობალურ სოფელს უწოდებენ გაციფრულებული, კონვერგენციული ინფორმაციით დაკავშირებულ მსოფლიოს.
-
- Globalization: three engines of
- — გლობალიზაციის სამი ძრავი. კომუნიკაციათმცოდნეობისა და მედიის თეორიაში გლობალიზაციის სამ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ ლიბერალიზაციას, დერეგულაციასა და პრივატიზაციას. ეს შეხედულება გლობალიზაციის პროცესზე პირველად გამოჩნდა 1995 წელს, "ლისაბონის ჯგუფის" პუბლიკაციაში "კონკურენციის ზღვარი" (Limits to Competition, Lisbon Group, US: MIT Press, 1995). გლობალიზაციის სამი ძრავის თეორია კრიტიკულად განიხილება მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის თეორიის პროპონენტების მიერ.
-
- GlobalPost
- — ”გლობალ პოსტი” ამერიკული საინფორმაციო კომპანიაა, რომლის პრიორიტეტიც საერთაშორისო ახალი ამბებია. ორგანიზაცია 2009 წლის იანვარში დაფუძნდა. დამფუძნებლები არიან ჩარლზ მ. სენოტი (Charles M. Sennott) და ფილიპ ს. ბალბონი (Philip S. Balboni). ამ ინტერნეტგამოცემის დევიზია - ”მოვარგოთ საერთაშორისო ახალი ამბები ციფრულ ერას”.
მთელ მსოფლიოში ”გლობალ პოსტის” 65 კორესპონდენტი მუშაობს. გამოცემა ყოველდღიურად სთავაზობს მკითხველს ახალ ამბებსა და ანალიტიკურ პუბლიკაციებს, სადაც ერთმანეთს ერწყმის ტრადიციული ჟურნალისტური ღირებულებები და ახალი მედიის ძალა. ვებგვერდი სამიზნე აუდიტორიად განათლებულ ამერიკელებსა და ზოგადად, იმ მკითხველებს მოიაზრებს, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ.
”გლობალპოსტის” კორესპონდენტები მუშაობენ აფრიკაში, ამერიკაში, აზიაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში... ვებგვერდზე ხშირად ქვეყნდება მასალა ქვეყნებიდან, რომელთაც მეინსტრიმული მედია, ჩვეულებრივ, ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
ვებგვერდზე მუშაობს რუბრიკები: ბიზნესი, ტექნოლოგიები, ომი, პოლიტიკა, კულტურა და ცხოვრების სტილი. თითოეული ეს რუბრიკა ქვერუბრიკებად იშლება.
საიტს თავისი საქმიანობისთვის სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.globalpost.com
-
- globe-trotting
- — მთელი მსოფლიოს შემოვლა
-
- Glocalization
- — გლოკალიზაცია. გლობალიზაციასა და ამერიკანიზაციასთან ასოცირებული ტერმინი. გლობალური კონფლიქტი მსოფლიო კულტურებში, რომლებსაც იწვევს ტრანსნაციონალური კომპანიების სწრაფვა, მთელი მსოფლიო ერთგვაროვანი, ე.წ. "ამერიკული ყაიდის" გახადონ და უგულებელჰყონ ადგილობრივი კულტურების თავისებურებები. ბენჯამინ რ. ბარბერი წიგნში "ჯიჰადი მაკმსოფლიოს წინააღმდეგ" (1995) აღწერს ადგილობრივი წინააღმდეგობის დინამიკურ სცენარს სულ უფრო მზარდი ამერიკანიზებული კულტურის წინააღმდეგ, რომელსაც იგი "მაკმსოფლიოს" უწოდებს - "მაკმსოფლიო ხასიათდება სწრაფი მუსიკით, სწრაფი კომპიუტერებითა და სწრაფი კვებით - ემ-ტი-ვი-თ, მაკინტოშითა და მაკდონალდსით". ამ წინააღმდეგობის შედეგად ხდება ან ადგილობრივი თემური რადიკალური იდეოლოგიის წახალისება, ან გლობალურის ასიმილაცია ლოკალურთან და მიიღება გლობალური გავლენის შედეგად შექმნილი ადგილობრივი კულტურა.
-
- gloss over
- —
გამოსწორება, აღმოფხვრა (შეცდომისა, ხარვეზისა, წინააღმდეგობისა);
არშემჩნევა, იგნორი; მიჩქმალვა, დამალვა (ფაქტებისა, ხარვეზებისა)
-
- Gnauck, Gerhard
- — გერჰარდ გნაუკი
-
- go after (for) it
- — იმას (ამ ხაზს) გაყევი, გააგრძელე
-
- go around
- —
ტრიალი; მოძრაობა, აქტიობა, მოქცევა; თავბრუსხვევა
თავში რაიმე აზრის მოსვლა
-
- go blind
- — დაბრმავება
იგივეა: become blind
-
- go cold turkey
- — ცუდი ჩვევისათვის მკვეთრად და სრულად თავის დანებება
-
- go down
- —
ჩასვლა, დაწევა, შემცირება, დაშვება, ჩაძირვა;
ჩადგომა (ტალღებისა, ქარისა);
დამარცხება; დაგდება
-
- go down in history
- — ისტორიაში შესვლა, დარჩენა
-
- go down the pass
- — რაიმე გზით, კურსის მიხედვით სიარული
-
- go downhill
- — ვარდნა, მკვეთრი გაუარესება
-
- go nuts (over)
- — გაგიჟება, ჭკუის დაკარგვა
-
- go off message
- — (წინასწარ დადგენილი) ტექსტიდან ან პოზიციიდან გადახვევა
-
- go to the polls
- — არჩევნებზე წასვლა, არჩევნებში მონაწილეობა, ხმის მიცემა
-
- go to the wall
- — გაკოტრება, ჩამოშლა, დამარცხება
-
- go up
- —
აღმასვლა, მაღლა ასვლა; გადასვლა (უფრო პრესტიჟულ ადგილას);
რაიმე ხმის გამოცემა;
აღმართვა (შენობისა, ბარიკადისა);
ახდა, აწევა (ფარდისა);
გაზრდა, მატება (რაოდენობისა, ფასისა, ტემპერატურისა);
აფეთქება, აალება; აფეთქება და ამის შედეგად განადგურება
-
- go up the spout
- — მუცელი ცხვირზე კიდია
-
- go with the flow
- — დინებას გაყოლა
-
- go wrong
- —
შეცდომის დაშვება, ფეხის წამოკვრა;
გაფუჭება, მწყობრიდან გამოსვლა (მექანიზმზე);
გაფუჭება (საათზე)
-
- go-ahead
- —
სტარტის სიგნალი, მწვანე შუქი;
წინწასული, მოწინავე
-
- god-given right
- — ღვთით მინიჭებული უფლება
-
- golden age
- — საუკეთესო დრო, ოქროს წლები
-
- golden opportunity
- — შესანიშნავი, საუკეთესო (ოქროს) შესაძლებლობა, შანსი
-
- Golden pen of freedom
- — თავისუფლების ოქროს კალამი. გაზეთების გამომცემლების საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიური ჯილდო. ფედერაციის შტაბბინა მდებარეობს პარიზში.
-
- good luck
- — წარმატებები! ღმერთმა ხელი მოუმართოს!
-
- good reason
- — საკმარისი საფუძველი
-
- Google
- — კომპანია “გუგლი” თავის მისიას ასე აღწერს - მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიღებული ინფორმაციის დახარისხება ისე, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასარგებლო იყოს.
კომპანია 1998 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მან მთელ მსოფლიოში ასობით ათასი მომხმარებელი შეიძინა.
კომპანიის დამფუძნებლები არიან ლერი ფეიჯი (Larry Page) და სერგეი ბრინი (Sergey Brin), რომლებიც ერთმანეთს 1995 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში შეხვდნენ. 1996 წელს მათ საძიებო სისტემა შექმნეს, რომელსაც თავდაპირველად „ბექრაბი“ (BackRub) უწოდეს. შემდეგ სისტემას სახელი შეეცვალა და „გუგლი“ დაერქვა. სახელწოდება მათემატიკურ ტერმინ - “googol” - „გუგოლს“ ჰგავს.
აი, „გუგლის“ პროდუქტების ჩამონათვალი:
საძიებო სისტემა (Web Search) - რომლის მეშვეობითაც მილიონობით ვებგვერდის მოძიებაა შესაძლებელი;
ბრაუზერი (Google Chrome) - პროგრამა, რომელიც ინტერნეტმომხმარებელს ვებგვერდების დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს;
მობაილი - გუგლის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამების ტელეფონით სარგებლობის საშუალებას აძლევს;
სურათების, იმიჯების საძიებო პროგრამა;
ახალი ამბების საძიებო პროგრამა;
დრაივი - პროგრამა, რომელიც ქსელში დოკუმენტების შექმნის, შენახვისა და გაზიარების საშუალებას იძლევა;
ტრანსლეიტი - პროგრამა, რომელიც მყისიერად თარგმნის ტექსტებსა და ვებგვერდებს მსოფლიოს 50 ენაზე;
გრუპსი - ის ელექტრონული წერილების სიებისა და სადისკუსიო ჯგუფების შექმნისთვის გამოიყენება;
ბლოგ სერჩი - სასურველ თემებზე ბლოგებს მოიძიებს;
სკოლარი - სამეცნიერო ტექსტებსა და დოკუმენტებს პოულობს;
ალერტი (Alert) - ამ პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელი გუგლის ელექტრონულ ფოსტაზე (gmail) შეტყობინებებს იმ ახალი ინფორმაციის შესახებ იღებს, რომელიც მისთვის საინტერესო თემებზე ვებსაიტებზე გამოქვეყნდება;
კოდი (Code) - აპლიკაციებისა და სხვადასხვა რესურსების დეველოპერი.
2000 წელს კომპანია „გუგლმა“ ახალი პროდუქტი, ედვორდსი (AdWords) შექმნა, რომელიც ქსელში სარეკლამო საქმიანობისა და სარეკლამო კამპანიების მოწყობის საშუალებას იძლევა. 2004 წლის 1 აპრილს ამოქმედდა გუგლის ელექტრონული ფოსტა, ჯიმეილი (Gmail), რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა უდიდესი პოპულარობა. ჯიმეილი ინახავს ძალიან დიდ მასას ინფორმაციისა, მას აქვს ძალიან სწრაფი საძიებო სისტემა და ის ერთ ადრესატთან წერილების ე. წ. ჯაჭვის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.2011 წელს გუგლმა ახალი სოციალური ქსელი „გუგლ პლუსი“ (Google +) შექმნა.„გუგლს“ აქვს 10 მთავარი პრინციპი:
მთავარი აქცენტი მომხმარებელზე უნდა გაკეთდეს, დანარჩენი ყველაფერი ამას თავისთავად მოჰყვება;
ყველაზე უკეთესია, როდესაც ერთ საქმესკარგად, მართლაც ძალიან კარგად აკეთებ;
„სწრაფად“ ჯობია „ნელა“-ს;
ვებსივრცე დემოკრატიული უნდა იყოს;
პასუხის მიღება უნდა შეძლო ყველგან და არა - მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან;
ფულის შოვნა ბოროტების ჩადენის გარეშეც შეიძლება;
სადღაც სხვაგან ყოველთვის შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება;
მოთხოვნა ინფორმაციაზე საზღვრებს არ ემორჩილება;
შენ შეგიძლია იყო სერიოზული სამუშაო ფორმის გარეშეც;
შეიძლება ის, რასაც მიაღწიე, დიდებულია, მაგრამ სრულყოფილი მაინც არ არის
-
- Gopher
- — გოფერი. ინტერნეტპროტოკოლი, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის მოსაძებნად ინტერნეტში და ვებზე.
-
- Gossip
- — ჭორი, მოარული ხმები, ღრმა და ინტიმური პირადი საიდუმლო. მედიაში ჭორი წარმოადგენს ახალი ამბების სპეციფიკურ ფორმას, რომლებიც შეეხება პერსონალიებს, ძირითადად, ცნობილ ადამიანებს, აქვთ დაუდგენელი წარმომავლობა და ახასიათებთ სანდოობის ძალიან დაბალი ხარისხი. უფრო ფართოდ კი, კულტურისა და მედიის კვლევებში ჭორი განისაზღვრება როგორც განსაკუთრებული დისკურსული, ქალური ფენომენი. მკვლევარი დებორა ჯოუნსი (Women's Studeis International Quarterly 3 (1980)) ჭორს განსაზღვრავს "როგორც ქალებს შორის ქალური როლების შესაბამისად საუბრის მანერას, ხერხს, რომელიც თავისი სტილით ინტიმურია, საკითხის და გარემოებების მიხედვით - პერსონალური და საშინაო; ეს არის ქალური კულტურული მოვლენა, რომელიც სათავეს ქალური როლიდან იღებს, ახდენს ქალის როლის საზღვრების შემოფარგვლას, მათ სამუდამოდ უკვდავყოფას და ამავე დროს ახდენს ქალის როლის დამტკიცებასა და აღიარებას". ჯოუნსი ჭორის ოთხ ფუნქციად მიიჩნევს: საოჯახო/ინტიმურ საუბრებს, სკანდალს, ტყუილს და ლაყბობას.
-
- gotcha
- — შორისდ. ოლოლო შენ! (შეძახილი, რომელიც გამოიყენება, როდესაც ვინმეს რამეში გამოიჭერენ, როდესაც ვინმეს რამეს წამოაცდენინებენ)
-
- governing elite
- — მმართველი ელიტა
-
- Graeco-Roman Audience
- — ბერძნულ-რომაული აუდიტორია. პირველი წარმოდგენები აუდიტორიის, როგორც ცნებისა და მისი მახასიათებლების შესახებ ანტიკურ ეპოქაში გაჩნდა. მკვლევრების აზრით, ძველბერძნული ან რომაული თეატრების მაყურებლების კრებული ბევრი რამით წააგავს თანამედროვე აუდიტორიას. ბერძნულ-რომაულ აუდიტორიას ახასიათებს: სანახაობითი წარმოდგენიდ ცქერისა და მოსმენის დაგეგმვა და ორგანიზება; მოვლენის, ღონისძიების საჯარო და "პოპულარული" ხასიათი; წარმოდგენის სეკულარული ბუნება - იგი იმართება გასართობად, შესამეცნებლად, ემოციური გამოცდილების შესაძენად; არჩევანისა და ყურადღების ნებაყოფლობითი აქტი; ავტორების, სანახაობაში მონაწილეებისა და მაყურებლების როლების სპეციალიზაცია; სანახაობისა და მაყურებლის ერთ ფიზიკურ ადგილზე თავმოყრა, ანუ ადგილმდებარეობის ქონა.
-
- Graffiti
- — გრაფიტი. საჯარო ადგილას, კედელზე ან სხვა რამ ზედაპირზე ასოების, სიტყვების, სახელების, ხელმოწერების დაწერა, ამოტეხვა ან საღებავის შესხურებით შესრულება. გრაფიტი სოციალური და კულტურული ფენომენია. იგი თანამედროვე ხელოვმების ერთ-ერთ დარგად მიიჩნევა. ყველაზე ცნობილ გრაფიტისტად აღიარებენ ნიუ-იორკელ მხატვარს, ჟან-მიშელ ბასკიას (Jean-Michel Basquiat), რომელიც 1988 წელს 27 წლის ასაკში წამლის დოზის გადამეტებით გარდაიცვალა.
-
- grain of truth
- — ჭეშმარიტების, სიმართლის მარცვალი
-
- Gramophone
- — გრამოფონი. თომას ალვა ედისონის მიერ გამოგონილი ფონოგრაფი. მისი პირველი ესკიზი 1877 წლის 22 დეკემბერს ჟურნალ "საინტიფიკ ემერიკენში" (Scientific American) გამოქვეყნდა. გრამოფონებს თავდაპირველად "კალის მოლაპარაკე ფოლგას" უწოდებდნენ.
-
- gravely
- — ძალიან სერიოზულად
-
- gray area
- — გარდამავალი, ბუნდოვანი, გაურკვეველი ზონა, სივრცე
-
- great power
- — დიდი სახელმწიფო, ზესახელმწიფო
-
- grim
- — მოღუშული, დაღვრემილი, პირქუში, უღიმღამო; ავისმომასწაველებლი; სასტიკი, დაუნდობელი
-
- grip on power
- — ხელისუფლებაში ყოფნა
-
- Griswold's Cultural Diamond Model, 1994
- — გრისუოლდის კულტურული ალმასის მოდელი, 1994. კულტურის წიაღში მიმდინარე პროცესების ასახსნელად უენდი გრისუოლდმა შექმნა დიაგრამა, რომელიც ვიზუალურად ალმასს წააგავს. ეს არის კრისტალისმაგვარი მოდელი, რომლის წვეროებშიც განთავსებულია სოციალური და კულტურული ფენომენები, რომლებიც ურთიერთკავშირსა და ინტერაქციაში იმყოფებიან ერთმანეთთან: კულტურის ობიექტი, სოციალური სამყარო, შემქმნელი (სემოქმედი) და მიმღები.
-
- ground-breaking
- — ინოვატორული, ახლებული, რევოლუციური; უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური
-
- groundwork
- — ბაზა, საფუძველი, ფონი, ფუნდამენტი
-
- grow up
- — გაზრდა, მომწიფება; წარმოქმნა
-
- Grub Street
- — მძიმე, მონოტონური სამუშაო ლიტერატურის ან ჟურნალისტიკის დარგში. ტერმინი წარმოდგება ლონდონში, მორსფილდზის ახლოს მდებარე პატარა ქუჩის სახელისგან, სადაც მცირე მოთხრობების, მოკლე ლექსების ხელმოკლე ავტორები და ლექსიკონების შემდგენლები ცხოვრობდნენ. დოქტორ ჯონსონის (1709-1784) გადმოცემით, სწორედ ამის გამო იქცა ეს საკუთარი სახელი საზოგადო სახელად.
-
- GSM| Global System for Mobile communications
- — მობილური კომუნიკაციების გლობალური სისტემა. ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გამოყენებული ციფრული მობილური ტელეფონების სტანდარტი
-
- GSR|Galvanic Skin Response
- — კანისმიერი გალვანური რეაქცია, რეფლექსი, სტრესისა და ემოციური დატვირთულობის საზომი
-
- Guard Dog Metaphor
- — მცველი ძაღლის მეტაფორა. მოდარაჯე ძაღლის (Watchdog) მეტაფორის ანტაგონისტი და მასთან დაპირისპირებული ტერმინი. თუკი მოდარაჯე ძაღლის მეტაფორა აღნიშნავს მედიის, როგორც მთელი საზოგადოების დარაჯის, როლს, მცველი ძაღლის მეტაფორა მიუთითებს მედიის, როგორც დარაჯის, როლზე არა საზოგადოებისთვის, არამედ სპეციალური ინტერესის მქონე ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება და გავლენა, დაამყარონ და შეინარჩუნონ კონტროლის თავიანთი სისტემები.
-
- Guide Metaphor of Mediation
- — მედიაციის გზამკვლევის მეტაფორა. ეს ტერმინი იმგვარ მედიაციას გულისხმობს, რომლის დროსაც ხდება აქამდე უცნობი თუ ფრაგმენტულად ცნობილი მოვლენებისთვის საზრისის, სისრულისა და სიზუსტის მინიჭება. (McQuail, D., McQuail's Mass Communication Theory. UK: SAGE, 2005)
-
- Guide signs
- — გზამკვლევი სიგნალები. თითით ან თავით ჩვენება, თვალით მინიშნება.
-
- Gum print
- — წებოვანი ბეჭდვა. ფოტოს ბეჭდვის ნაირსახეობა, ტექნიკა მეცხრამეტე საუკუნეში, რომლის გამოყენებითაც ფოტო ზეთის საღებავით დახატულს ემსგავსებოდა.
-
- guns and butter (war)
- — პოლიტიკური და ეკონომიკური (ომი)
-
- Gvosdev, Nikolas K
- — ნიკოლას გვოზდევი