ყველა ტერმინი → h
-
- H-certificate
- — სერთიფიკატი H. 1930 წელს კინოს ცენზურის ბრიტანული საბჭოს მიერ შემოღებული სერთიფიცირებული კატეგორია. იგი ენიჭებოდა ფილმებს, რომლებიც შეიცვადნენ ან საშინელებათა სცენებს, ან არაბუნებრივ სცენებს, ან ბავშვისთვის საცქერლად მიუღებელ სახეებსა და ხატებს. გაუქმდა 1951 წელს.
-
- Haddick, Robert
- — რობერტ ჰედიკი
-
- Halo effect
- — ჰალო-ეფექტი, "შარავანდედის შეცდომა". კომუნიკაციათმცოდნეობაში ეს ტერმინი ორი დატვირთვითა და მნიშვნელობით იხმარება: პირველი, კარგად შემოსილი და სასიამოვნო მანერების მქონე ადამიანისთვის მაღალი პროფესიული კვალიფიკაციისა და კომპეტენციების მიწერა, და მეორე, ამა თუ იმ ბრენდის, სავაჭრო ნიშნის მიმართ პატივისცემისა და აღიარების გამომხატველი დამოკიდებულების ავტომატურად გავრცელება ამ ბრენდის ყოველ ახალ პროდუქტზე.
-
- ham-fisted
- — მოუქნელი, მოუხერხებელი
-
- hammer out
- —
განადგურება, მიწასთან გასწორება;
შეთანხმება, დადგენა
-
- Hammocking
- — რეპუტაციის ამაღლება. სტრატეგია, რომელიც გამოიყენება სატელევიზიო პროგრამირებაში ამა თუ იმ პროგრამისთვის რეპუტაციის ამაღლების მიზნით. პროგრამა, რომლის პრომოციაც სურს არხს, ორ პოპულარულ პროგრამას შორის თავსდება სამაუწყებლო ბადეში.
-
- hand in hand
- — ფეხდაფეხ
-
- hand off to
- —
სპორტ. (გუნდურ თამაშებში) ბურთის, პასის გადაცემა საკუთარი გუნდის წევრისთვის;
სპორტ. (რაგბიში) მოწინააღმდეგის გუნდის წევრისთვის ხელის კვრა
-
- hand out
- — დაუფიქრებლად გაცემა, უფასოდ დარიგება
-
- hand over
- — გადაცემა (დოკუმენტისა, ნივთისა; ხელისუფლების, კონტროლის, უფლებამოსილების, პასუხისმგებლობის)
-
- hand-me-down
- — გაცვეთილი, კარგად ნახმარი
-
- Handelsblatt
- — “ჰანდელსბლატი” (გერმ. – ”ვაჭრობის ფურცელი”) დღეისათვის გერმანიის ყველაზე ავტორიტეტული ბიზნეს-გაზეთია. გამოიცემა ყოველდღიურად.
გაზეთი ფრიდრიჰ ფოგელმა დააარსა 1946 წლის 16 მაისს. 1970 წელს “ჰანდელსბლატმა” პოპულარულობითა და ტირაჟით კონკურენტ Industiekurier-ს გაუსწრო. Handelsblatt-ის აქციები ეკუთვნოდათ დიტერ ჰოლცბრიკს (Holtzbrick Medien-ის დამფუძნებელს), პიერ გერკენსს, ალექსანდერ შლეტერსა და ვილჰელმ ცუნდლერს.
1999 წლიდან გაზეთი თანამშრომლობს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ საფინანსო კორპორაცია Dow Jones Group-თან, რომელიც, თავის მხრივ, Wall Street Journal-სა და Wall Street Journal Europe-ს მფლობელია. ამ კოოპერაციის შედეგად Handesblatt-ის კორესპონდენტებს ამერიკელი პარტნიორების სტატიების გამოყენება და ტირაჟირება შეუძლიათ.
Handelsblatt-ი, როგორც გერმანიის უმსხვილესი ბიზნეს-ფინანსური გაზეთი, მსოფლიოს მასშტაბით 200-კაციანი რედაქტორებისა და კორესპონდენტების ჯგუფს აერთიანებს. მისი ტირაჟი დღეში 136 687 ეგზემპლიარია, ხოლო მკითხველთა რაოდენობა ნახევარ მილიონს უტოლდება. გამოდის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. Handelsblatt-ი ყველაზე ხშირად ციტირებული ეკონომიკური გაზეთია მთელი გერმანიის მასშტაბით.მისი მთავარი რედაქტორია გაბორ შტაინგარტი.
„ჰანდესბლატს“ ინტერნეტგამოცემაც აქვს, რომლის მნახველთა რაოდენობა თვეში 26,6 მილიონ კაცს შეადგენს. გაზეთის ონლაინვერსია ყველაზე მოთხოვნადია ეკონომიკურ ონლაინჟურნალებს შორის. 2008 წლის 1 აგვისტოდან ონლაინვერსიის მთავარი რედაქტორი სვენ შეფლერი გახდა.
handelsblatt.com
-
- handlebars
- — საჭე (მანქანის, ველოსიპედის)
-
- handpicked
- — შერჩეული, ა(მო)რჩეული
-
- hands-on
- — აქტიური, საქმიანი
-
- hang around \ about
- —
ირგვლივ ბოდიალი, ხეტიალი, ყურყუტი; აკიდება;
მოახლოება, (ჰაერში) დაკიდება;
-
- hang in
- — მხნედ ყოფნა, გამაგრება
-
- hang on
- — დაკიდება, ჩამოკიდება, ჩამოკონწიალება, როდესაც რამეს ებღაუჭებიან
-
- hang out
- —
ცხოვრება, ბინადრობა; დროის გატარება;
გამაგრება, (რაიმე ადგილიდან) შეწინააღმდეგება
-
- hanging onto mom’s apron strings
- — დედის კაბას გამოკერებული
-
- happy-go-lucky
- — უზრუნველი, უდარდელი, მხიარული, მშვიდი; შემთხვევითი; როგორც გაეწყობა
-
- hard time
- — რთული დრო, მძიმე პერიოდი, მძიმე დღეები
-
- hard-fought
- — სერიოზული, დაძაბული, რთული, მხურვალე
-
- hard-headed
- —
პრაქტიკული ჭკუის მქონე, რეალისტი;
ჯიუტი, თავისნათქვამა
-
- hard-line
- — სწორხაზოვანი, უკომპრომისო
-
- hard-won
- — დიდი ძალისხმევით, წვალებით მიღწეული
-
- Harding, Luke
- — ლუკ ჰარდინგი
-
- hardly ever
- — თითქმის არასდროს
-
- hardly likely
- — ძალიან საეჭვოა
-
- hardly used
- — იშვიათად გამოყენებადი
-
- harmful effect
- — საზიანო, მავნე ზეგავლენა, ეფექტი
-
- harmful substance
- — მავნე ნივთიერებები
-
- Harmonious Interaction
- — ჰარმონიული ინტერაქცია. მეგობრული და ორმხრივად მხარდამჭერი ურთიერთობა მედიასა და სარეკლამო ძალებს შორის. ტერმინი პირველად ფრედ ინგლისმა გამოიყენა (1972).
-
- Harriman Institute
- — ჰარიმანის ინსტიტუტი - პირველი აკადემიური ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ინტერდისციპლინალურ შესწავლას აწარმოებს. როკფელერების ფონდის მხარდაჭერით ის 1946 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში დაარსდა, როგორც „რუსული ინსტიტუტი“. მისი მიზანი იყო განათლების წახალისება და სტუდენტებისათვის რუსეთზე მეტი ინფორმაციის მიწოდება. სწავლების ობიექტების გეოგრაფიული არეალი მოიცავდა არა მარტო რუსეთს, არამედ საბჭოთა კავშირის ყველა დანარჩენ ქვეყანასაც. 1982 წელს რუსულ ინსტიტუტს ‘’ საბჭოთა კავშირის შემსწავლელი, ვ. ავრელ ჰარიმანის სახელობის ინსტიტუტი’’ დაერქვა - გუბერნატორ ჰარიმანს დიდი ღვაწლი მიუძღოდა ამ ინსტიტუტის განვითარებაში. სახელის გადარქმევის შემდეგ ჰარიმანმა თქვა: ‘’ჩემი მიზანი ძალიან ცხადია: მინდა, წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ საბჭოეთის ძირეულად შესწავლას. დაუშვებელია პოლიტიკის დაფუძნება უმეცრებასა და ილუზიებზე. პოლიტიკა დაფუძნებული უნდა იყოს ურთიერთგაგებასა და განათლებაზე. ‘’
1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ინსტიტუტმა ოფიციალურად გააფართოვა სწავლების სპექტრი და მასში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაც შეიყვანა. 1992 წლიდან ინსტიტუტს ჰარიმანის ინსტიტუტის სახელით მოიხსენიებენ.
ჰარიმანის (ფორმალურად, რუსეთის) ინსტიტუტმა რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის საქმეში დაარსების დღიდან მძლავრი ნაბიჯები გადადგა. იგი ყველანაირი რესურსის გამოყენებას ცდილობს, რათა საქმიანობა უფრო სრულყოფილი გახადოს. მის წევრებს შორის არიან სტუდენტები და 60-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი.
harrimaninstitute.org
-
- hash out
- — გა(მო)რკვევა, დადგენა; გაანალიზება
-
- have a shot
- — შანსის, პერსპექტივის ქონა
-
- have a spring in (their) steps
- — ფეხქვეშ ყველა ფიანდაზად ეგება
-
- have a strong case
- — სერიოზული მიზეზების, არგუმენტების, ფაქტების ქონა;
-
- have an edge
- — უპირატესობის ქონა
-
- have an eye (on)
- — თვალის დადგმა; დაკვირვება
-
- have an impact (on)
- — (ვიღაცაზე, რაღაცაზე) გავლენის ქონა
-
- have best of both worlds
- — ორი ურთიერთგამომრიცხავი რამის შეთავსება
-
- have bigger (other) fish to fry
- — უფრო მნიშვნელოვანი, სერიოზული და მომგებიანი საქმის ქონა
-
- have in mind
- — გონებიდან არამოსვლა
-
- have something in common with
- — ვიღაცასთან, რაღაცასთან საერთოს (ინტერესები, ღირებულებები...) ქონა
-
- have the best of both worlds
- — ორი კურდღლის ერთად დაჭერა
-
- have the upper hand
- — ჯობნა, უპირატესობის ქონა
-
- have ties
- — კავშირის ქონა
-
- Hays Office
- — ჰეის-ოფისი. შეერთებულ შტატებში ცენზურის ეკვივალენტური ტერმინი, 1922 წლიდან 1950-იანი წლების დასაწყისამდე. 30 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ფილმწარმოება ექვემდებარებოდა პოლიტიკურ და მორალურ ცენზურას კომიტეტის მხრიდან, რომელსაც თავდაპირველად სათავეში უილ ჰეისი ედგა. ოფისის სახელი სწორედ მისი პირველი პრეზიდენტის გვარისგან მომდინარეობს.
-
- Head Nods
- — თავის დაქნევა. არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ილუსტრაციული ჟესტი, სახის მოძრაობის კოდირების სისტემის ერთ-ერთი კოდი. ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში განიხილება როგორც თანხმობა ან თანამოსაუბრის წახალისება.
-
- head of state
- — სახელმწიფოს მეთაური
-
- head-on
- —
წინა, წამყვანი, ფრონტალური, უმთავრესი
პირველ რიგში, უმთავრესად
პირდაპირ, შემხვედრი კურსით
პირდაპირ, არაორაზროვნად
-
- head-to-head
- — პირისპირ, ერთი ერთზე; თანაბარ პირობებში
-
- Hearsay
- — ჭორი, მოარული ხმები
-
- heavy-handed
- —
მოუქნელი, მოუხერხებელი, უგერგილო, უნიათო; მოუხეშავი, უხეში, ტლანქი, უშნო
დესპოტური, სასტიკი, დამთრგუნველი
-
- Hedges
- — გაურკვეველი, თავდასაცავი ან თავის ამრიდებელი გამონათქვამები. ამგვარი გამონათქვამები კომუნიკატორის მეტყველებაში გამოხატავენ მისი დარწმუნებულობის ან დაურწმუნებლობის ხარისხს განსახილველი საკითხის მიმართ. მაგალითად: "ვფიქრობ, რომ", "თითქმის დარწმუნებული ვარ", "შესაძლოა", "დასაშვებია" და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამების ზუსტი ფუნქცია დიდად არის დამოკიდებული სოციალურ კონტექსტზე, რომელშიც ხორციელდება ინტერაქცია, და ურთიერთობაზე ინტერაქციაში მყოფ პირებს შორის. კვლევები ადასტურებს, რომ ქალები უფრო ხშირად მიმართავენ თავის დამცავ ან თავის ამრიდებელ გამონათქვამებს, ვიდრე კაცები. ცალკე კვლევის საგანია ასეთი გამონათქვამების გამოყენება პოლიტიკოსების რიტორიკაში.
-
- Hegemony
- — ჰეგემონია. ტერმინი, შემოღებული მეოცე საუკუნის დასაწყისის იტალიელი მარქსისტი თეორეტიკოსის ანტონიო გრამშის (1891-1937) მიერ, აღნიშნავს ძალაუფლების იმ განსაზღვრულ ტიპს, რომელიც აყალიბებს მასმედიის ყოვლისმომცველ ტენდენციებს შექმნილი სისტემის მხარდაჭერის მიზნით და რომელიც გამორიცხავს საპირისპირო და მეტოქეობრივ ღირებულებებს. გრამშის განმარტებით, ჰეგემონიის მდგომარეობა მიიღწევა მაშინ, როცა განსაზღვრული სოციალური ჯგუფების დროებითი და პირობითი ალიანსი განპირობებს იმგვარ კონსენსუსს, რომლის ძალითაც დომინანტური ჯგუფის ძალაუფლება თავს აჩენს როგორც ბუნებითად, ისე ლეგიტიმურად.
-
- help out
- — დახმარების ხელის გაწოდება, დახმარება, ხსნა
-
- Heritage Foundation
- — “მემკვიდრეობის ფონდი”, რომელიც 1973 წელს დაარსდა, კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც გამოხატვის თავისუფლების, შეზღუდული უფლებების, პიროვნული თავისუფლების, ტრადიციული ამერიკული ფასეულობების და ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის პრინციპებზე დაფუძნებული კონსერვატიული სახალხო ღირებულებების განმტკიცებაა.
ფონდი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კვლევებს აწარმოებს, რათა შემდგომში ეს კვლევები ისევ და ისევ საზოგადოების სასარგებლოდ წარმართოს. ფონდი თავის საქმიანობას აცნობს კონგრესის უმაღლესი თანამდებობის პირებს, პოლიტიკოსებს, მედიას, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებს.
მემკვიდრეობის ფონდი დამოუკიდებელი, გადასახადებისგან თავისუფალი ორგანიზაციაა, რომელიც საბჭოს მიერ იმართება. იგი მთლიანად კერძო შემოწირულობაზეა დამოკიდებული: ფიზიკური პირების, სხვადასხვა ფონდების და კორპორაციების მხრიდან. ორგანიზაცია უარს ამბობს სამთავრობო ფულზე და არ ასრულებს საკონტრაქტო სამუშაოს. ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი სახალხო კვლევითი ორგანიზაციაა. მას 710 000-ზე მეტი შემომწირველი ჰყავს, რითაც პირველ ადგილზეა მსგავს ორგანიზაციებს შორის.
ორგანიზაციის დაარსების დღედ 1973 წლის 16 თებერვალი არის მიჩნეული. ფონდის შტაბბინა მდებარეობს ვაშინგტონში, მასაჩუსეტს-ავენიუზე. მისი პრეზიდენტია ედვინ ფოილნერ უმცროსი, გენერალური მდივანი - თომას საუნდერს მესამე, ხოლო პატრონაჟს მას დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი უწევს. 2010 წლის მონაცემებით მემკვიდრეობის ფონდის ბიუჯეტი 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.heritage.org
-
- Hermeneutic Code
- — ჰერმენევტიკული კოდი. ნარატივის კოდების ერთ-ერთი ნაირსახეობა. ასევე ცნობილია როგორც "ენიგმის, თავსატეხის, იდუმალების კოდი". ნარატივში ჰერმენევტიკული კოდი ხსნის მთლიანი სიმბოლური შეტყობინების არსს და ემსახურება ნარატივის კვანძის გახსნას.
-
- Hermeneutics
- — ჰერმენევტიკა. მეცნიერება ინტერპრეტაციის შესახებ. წარმოდგება ძველბერძნული მითოლოგიური ღვთაების, ჰერმესის, ღმერთების მაცნის, სახელისგან.
-
- Hessel, Florian
- — ფლორიან ჰესელი
-
- He|man Language
- — კაცის ენა. აღნიშნავს პრინციპს, რომლის ძალითაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ტერმინი "კაცი" თავის თავში მოიცავდა ქალსაც. მაგალითად, სიტყვაში "კაცობრიობა", "ძმობა".
-
- Hidden Agenda
- — ფარული გეგმები და მოტივები. ტერმინი აღნიშნავს ვითარებას, როცა კომუნიკაციის აქტის ნამდვილი, საფუძველში მდებარე ამოცანები და მოტივაცია განსხვავებულია დეკლარირებული, განცხადებული ამოცანებისა და გეგმებისგან.
-
- Hidden Needs
- — ფარული მოთხოვნები. ვენს პეკჰარდმა წიგნში "ფარული დამარწმუნებლები" (The Hidden Persuaders, 1960 და მომდევნო გამოცემები) მიუთითა იმ რვა ფარულ მოთხოვნაზე, რომელთა მომსახურებაც სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელს უწევს კლიენტის მომსახურებისას: ემოციური უსაფრთხოება, მნიშვნელობისა და ღირსების კიდევ ერთხელ დადასტურება, ეგოს დაკმაყოფილება და მისით ტკბობა, შემოქმედებითი გადაწყვეტა, სიყვარულის ობიექტად ყოფნა, ძალაუფლების განცდა, ფესვების განცდა, უკვდავების განცდა.
-
- hide out
- — დამალვა; თავის შეფარება
-
- Hierarchy
- — იერარქია. კლასიფიკაცია საფეხურებად, დონეებად, რანგებად დაყოფილი ქვედანაყოფების, ერთეულების მიხედვით. სუბორდინაციული ვერტიკალი ბატონობა-დაქვემდებარებულობის მიხედვით. არსებობს სოციალური და ორგანიზაციული იერარქიები.
-
- high definition
- — მაღალი სიხშირის
-
- High Resolution Photo
- — მაღალი გარჩევითობის ფოტო
-
- high wire
- — დიდ სიმაღლეზე გაჭიმული მავთული (აკრობატული ნომრებისთვის)
-
- High-definition TV Set
- — მაღალხარისხიანი ტელევიზორი
-
- High-speed photography
- — მაღალსიჩქარიანი კინო/ფოტოგადაღება.
-
- high-tech
- — მაღალტექნოლოგიური, მაღალი ტექნოლოგიების
-
- Highbrow
- — ინტელექტუალი, სნობი. ადამიანი, რომელიც ინტელექტუალობაზე აცხადებს პრეტენზიას. დახვეწილი გემოვნების მქონე. ასევე: ინტელექტუალური და კულტურული ელიტის წევრი, რომლის გემოვნებაც ესთეტიკურად აღმატებულია უმრავლესობის გემოვნებაზე.
-
- hijack
- — (აქ) სიტუაციის გამოყენება შენ სასარგებლოდ; ასევე, გატაცება, გაძარცვა
-
- Historical Allusion
- — ისტორიული ალუზია. ამ ტერმინით მოიხსენიება პრაქტიკა ახალი ამბების გადმოცემისას, რეპორტირებისას, როცა ხდება მიმდინარე ხდომილების შედარება ისტორიულ მოვლენებთან, რომლებიც მიმღები აუდიტორიის მიერ აღქმულია ან აღქმული იქნება როგორც მსგავსი მიმდინარე მოვლენისა, რაც გადმოცემულ ინფორმაციას დამატებით საინფორმაციო ღირებულებას შეჰმატებს. მაგალითად, ერთობ გავრცელებული ხერხია "მტრის" ლიდერის შედარება ჰიტლერთან (მისი დემონიზაციის მიზნით), ხოლო "მტრის" მოქმედებებისა - ნაცისტებთან და მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან.
-
- Hit
- — ჰიტი. ვებსაიტზე ხელმისაწვდომობის სპეციფიკური კომპონენტი, რომელიც აღნიშნავს ვებსაიტის რომელიმე ელემენტის მონახულების ჯერადობის რაოდენობას.
-
- hits (a) snag
- — მოულოდნელ დაბრკოლებასთან, წინააღმდეგობასთან შეჯახება
-
- hold an election
- — არჩევნების ჩატარება, გამართვა
-
- hold fast to the words of your ancestors
- — წინაპრების გამოცდილება უნდა გაიზიარო
-
- hold on power
- — ხელისუფლების შენარჩუნება
-
- hold out
- — (მაგალითის, ნიმუშის, წინადადების...) მოყვანა, წარდგენა, შეთავაზება
-
- hold out against
- — (ვიღაცასთან, რაღაცასთან) გამკლავება; გაძლება; წინააღმდეგობის გაწერა
-
- hold responsible
- — პასუხისმგებლობის დაკისრება
-
- hold the line
- — „არ დაკიდოთ ყურმილი“ (ტელეფონის);დროებით (რაღაც) პოზიციის შენარჩუნება
-
- hold \ keep at somewhat arm’s length
- — ვინმესთვის თავის არიდება
-
- hole up
- —
დათვის ბუნაგში გამოზამთრება;
(ხალხის თვალისაგან) მიმალვა, მოფარება
-
- Hollywood
- — ჰოლივუდი, კინოინდუსტრიის ცენტრი შეერთებულ შტატებში. ჰოლივუდის სტუდია 1911 წელს შეიქმნა.
-
- Holography
- — ჰოლოგრაფია. სამგანზომილებიანი, მოცულობითი გამოსახულების მიღების მეთოდი ლაზერის გამოყენებით.
-
- Homepage
- — მთავარი გვერდი ვებსაიტზე, რომელიც წარმოადგენს შესასვლელ კარს საიტზე განთავსებული ყველა ბმულისთის.
-
- Homo Narrans
- — ადამიანი მთხრობელი, ჰომო ნარანსი. ნარატიული პარადიგმის თეორია ადამიანებს განიხილავს როგორც ამბების მთხრობელებს და კაცობრიობას, ადამიანების მოდგმას განსაზღვრავს როგორც ჰომო ნარანსს, ანუ ადამიანს მთხრობელს.
-
- honest to god
- — პატიოსან სიტყვას გაძლევ
-
- hook up
- — ჩართვა, შეერთება
-
- horn of plenty
- — სიუხვის რქა
-
- Horse-race story
- — დოღის ამბავი/ამბები. ეს ჟარგონული სიტყვა, რომელიც დოღის მეტაფორაზეა აგებული, გამოხატავს მედიისა მიდგომას არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის საინფორმაციო გაშუქებისადმი.
-
- Hot Media, Cold Media
- — ცხელი მედია, გრილი მედია. ტერმინი ეკუთვნის კანადელ ენათმეცნიერს, ისტორიკოსს, კომუნიკატივისტიკის ტორონტოს სკოლის წარმომადგენელს მარშალ მაკლიუენს, ავტორს ნაშრომებისა "გუტენბერგის გალაქტიკა" (1962, The Gutenberg Galaxy) და "მედიის რაობის გაგებისთვის" (1964, Understanding Media). მარშალ მაკლიუენის აზრით, ცხელია მედია, რომელიც მოიცავს მაღალი სიმკვეთრის ინფორმაციასა და მონაცემებს, რომლებიც გრძნობისა და შეგრძნების უპირატესად ერთი ორგანოთი აღიქმება. ცხელი მედიის მაგალითია სმენითი ან მხედველობითი მედია, რადიო ან ფილმი. გრილი მედია, ამის საპირისპიროდ, ხასიათდება დაბალი სიმკვეთრის მქონე ინფორმაციით, იგი მეტ მონაწილეობასა და ჩართულობას მოითხოვს მიმღებისგან. გრილი მედიის ნიმუშებია: ტელევიზია, ბეჭდური მედია, კომიქსები.
-
- hot on (something \ someone)
- — (რაღაცით ან ვიღაცით) გატაცება; რამის მიმართ დიდი ინტერესის ქონა
-
- hotline
- — სატელეფონო ცხელი ხაზი
-
- Hotspot [Flashpoint]
- — "ცხელი წერტილი", დაძაბულობის, ინფორმაციული ნაკადის გადატვირთულობის უმაღლესი დონე. აღნიშნავს ისეთ უბანს ინტერნეტში, რომელიც იმდენად დაკავებულია და გადატვირთული მომანხულებლებით, რომ ეს გადატვირთულობა ჭედავს და აფერხებს ინფორმაციის ნაკადის მოძრაობას.
-
- Households Using Television (HUT)
- — ტელემაყურებელთა კომლი. მოცემულ არელაში იმ ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც უყურებს ტელევიზიას დროის კონკრეტულ მონაკვეთში
-
- Houston Chronicle
- — “ჰიუსტონ ქრონიკლი“ (ინგლ. – „ჰიუსტონის ქრონიკები“) ამერიკული ყოველდღიური ახალი ამბების გაზეთია. მისი სათაო ოფისი ტეხასის შტატის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ჰიუსტონში მდებარეობს.
გაზეთი 1901 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი Houston Post-ის (დღეს უკვე არარსებული) ყოფილი ჟურნალისტი მარსელიუს ფოსტერია (Marcellus Elliot Foster). ფოსტერი იმ დროს Houston Post-ში ახალი ნავთობჭაბურღილების ბუმის, ე. წ. Spindletop Boom-ის შესახებ წერდა. მან Spindletop-ში ინვესტიცია ჩადო და 30 დოლარის (იმ დროისთვის ერთი კვირაში გამოსამუშავებელი თანხის ოდენობა) მიღების შემდეგ გაზეთი Houston Chronicle-ი დააარსა. პირველი ნომერი 1901 წლის 14 ოქტომბერს 2 ცენტად გაიყიდა (იმ დროისათვის ყველაზე ძვირი გაზეთი 5 ცენტი ღირდა). თვის ბოლოსთვის გაზეთის ტირაჟმა 4 400 ცალს მიაღწია - უხეში გაანგარიშებით ეს რიცხვი მაშინდელი ტეხასის მოსახლეობის მეათედს უდრიდა.
1926 წლამდე გაზეთს მარსელიუს ფოსტერი ედგა სათავეში, მოგვიანებით კი მან ოთხი მფლობელი გამოიცვალა. 1926-1956 წლებს ჯესი ჯონსის (Jesse H. Jones) ერას უწოდებენ. მან გაზეთი ფოსტერისგან იყიდა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ხელმძღვანელი იყო. 1956-1965 წლებში გაზეთს ჯონ ჯონსი (John T. Jones) ედგა სათავეში , 1965-1987 წლამდე - ჰოვარდ კრიკმორი (J. Howard Creekmore), 1987 წლიდან დღემდე კი Houston Chronicle-ი Hearst Corporation-ის საკუთრებაა.
2008 წლის 18 ოქტომბრის ნომერში გაზეთმა ღიად დააფიქსირა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ბარაკ ობამასადმი სიმპატია, რაც ტეხასური გაზეთისთვის (ტეხასის შტატი ჩვეულებრივ რესპუბლიკელთა ელექტორატითაა დასახლებული) უჩვეულო იყო. პირველად და უკანასკნელად მსგავსი რამ 1964 წელს მოხდა, როდესაც გამოცემამ მხარი დემოკრატების კანდიდატ ლინდონ ჯონსონს დაუჭირა.
შტატის მასშტაბით Houston Chronicle-ს ყველაზე დიდი ტირაჟი აქვს, ხოლო ამერიკაში ამ მხრივ იგი მეცხრე ადგილზეა. გაზეთის მფლობელი Hearst Corporation-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაკომპანიაა, რომლის ბოლო წლის მოგება 4 მილიარდი დოლარი იყო. გაზეთში 2 000 ადამიანია დასაქმებული. გამოცემას ბიუროები აქვს ამერიკის ორ ქალაქში: ვაშინგტონსა და ტეხასის დედაქალაქ ოსტინში. მის ვებგვერდს თვეში საშუალოდ 75 მილიონი მკითხველი სტუმრობს.chron.com
-
- how dare you
- — როგორ ბედავ!
-
- human rights
- — ადამიანის უფლებები
-
- Human Rights Watch
- — "ჰიუმან რაითს უოტჩი", მთელს მსოფლიოში მოქმედი, კერძო პირების მიერ დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. მისი ოფისები მდებარეობს ნიუ იორკში, ვაშინგტონში, რიო დე ჟანეიროსა და ჰონკონგში.hrw.org
-
- human-to-human
- — ადამიანისგან ადამიანზე
-
- hunger-strike
- — მოშიმშილე, შიმშილობა
-
- Hybridization
- — ჰიბრიდიზაცია, შეჯვარება, გადაკვეთა. პროცესი, რომლის დროსაც ხდება ახალი კულტურული ფორმების ჩამოყალიბება, ადგილობრივი ტრადიციული კულტურისა და უცხო ან იმპორტირებული კულტურის ფორმების შერწყმის/კომბინაციის შედეგად
-
- hyper-power
- — ჰიპერსახელმწიფო (ზესახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ერთად შეიძლება იყოს მსოფლიოში, ჰიპერსახელმწიფო, როგორც წესი, ერთადერთია განსაზღვრულ დროსა და სივრცეში)
-
- Hyperreality
- — ჰიპერრეალობა. აღნიშნავს რეალობის ისეთ ხარისხსა და მდგომარეობას, როცა რეალობას რეალობის სიმულაცია ქმნის და იმიტირებული რეალობა უფრო "რეალური" და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რეალობა, რომლის იმიტაციასაც ჰიპერრეალობა ახდენს. ჰიპერრეალობის თვალსაჩინო მაგალითად ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი და იტალიელი სემიოლოგი უმბერტო ეკო დისნეილენდს მიიჩნევდნენ. ჰიპერრეალობა მათთვის, ვინც ქმნის და მოიხმარს მას, უფრო სასურველი და უპირატესი ხდება, ვიდრე რეალობის თავდაპირველი, ორიგინალური ვერსია. ბოდრიარის აზრით, დისნეილენდი არის სიმბოლო "იმიჯის, ხატის საზოგადოების" (1988), ხოლო ეკოსთვის დისნეილენდი "ტოტალური სიყალბის" (1986) სიმბოლოა.
-
- Hypertext
- — ჰიპერტექსტი. ტექსტი ინტერნეტში, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია არა ხაზობრივად, არამედ ტექსტური მასალის ურთიერთდაკავშირებულ სექციათა შორის ბმულებზე მიდევნებით.
-
- Hypodermic Needle Model of Mass Communication
- — ჰიპოდერმული ნემსის, კანქვეშა ინექციის მოდელი (მასობრივი კომუნიკაციის ეფექტის ერთ-ერთი მეტაფორა). ტერმინი აღნიშნავს მასმედიის უნარს, პირდაპირი, უშუალო, დაუყოვნებელი და დიდი გავლენის მქონე ეფექტი იქონიოს მიმღებ აუდიტორიაზე, და ინფორმაცია მასების ცნობიერებაში კანქვეშა ინექციის მსგავსად შეუშვას.
-
- Hypothesis
- — ჰიპოთეზა. მკვლევრის დაშვება, რომელიც ეფუძნება მის მიერ სოციალურ სამყაროზე დაკვირვებას ან მის მიერ ჩატარებულ ადრინდელ კვლევებს, თეორიებს ან სხვა წერილობით წყაროებს, რომელსაც მკვლევარი გაეცნო და შეისწავლა. კომუნიკაციათმცოდნეობასა და მედიურ კვლევებში ჰიპოთეზა წარმოადგენს ურთიერთკავშირსა და ურთიერთმიმართებებს სხვადასხვა, განსაზღვრულ სოციალურ და კულტურულ/კომუნიკაციურ ფენომენებს შორის.