ყველა ტერმინი → i
-
- I dare say
- — გავბედავ და ვიტყვი...
-
- I dare you
- — გაფრთხილებ! გიწვევ!
-
- I was fully embarassed
- — ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
-
- Icon
- — ხატნიშანი. ნიშნის ტიპი. ამერიკელი ფილოსოფოსის ჩარლზ პირსის ნიშანთა კლასიფიკაციის სისტემაში, რომელსაც ახასიათებს მკაფიო ფიზიკური მსგავსება მის მიერ აღნიშნულ საგანთან ან ცნებასთან. ხატნიშანს წარმოადგენს ადამიანის, საგნის ან სცენის ფოტო, კარიკატურა, ნახატი. ადრეული პერიოდის ასოითი სისტემები, იეროგლიფები, ხატნიშნების გამოყენებას ეფუძნება. თანამედროვე სემიოლოგია ასონიშნებს ნიშანსიმბოლოთა კატეგორიას მიაკუთვნებს.
-
- Iconic
- — იკონური, ხატნიშნური. ნიშნის ბუნების მსაზღვრელის სახელწოდება. იკონურია ნიშანი, რომელიც უშუალო ფიზიკურ, ვიზუალურ ან აუდიო მსგავსებას ავლენს აღსანიშნ ობიექტთან. ფოტო, კარიკატურა, გეოგრაფიული რუკა იკონური ნიშნების მაგალითებია. ამერიკელი ფილოსოფოსის ჩარლზ პირსის კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს ნიშნის სამი კატეგორია: იკონური ნიშანი, ანუ ხატ-ნიშანი, ნიშან-ინდექსი, რომელიც ასოციაციურად უკავშირდება აღსანიშნ ობიექტს, და ნიშან-სიმბოლო, რომელსაც არავითარი ფიზიკური დ ასოციაციური მსგავსება და ანალოგია არ გააჩნია აღსანიშნ ობიექტთან. ნიშან-სიმბოლო კონვენციურია, იგი ადამიანთა შორის შეთანხმების პროდუქტია.
-
- ICT
- — ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. აბრევიატურა Information Communications Technologies-გან.
-
- iCultist
- — აიკულტისტი. ამ ტერმინით მოიხსენიებენ კომპანია Apple-ის მიერ წარმოებული ინტერპერსონალური საკომუნიკაციო და ინტერაქტიული სათამაშო საშუალებების ( iPhone, iPod, iPad) უპირველეს მომხმარებლებს. ეს სიტყვა პირველად იმ ადამიანების დასახასიათებლად გამოიყენეს, რომლებმაც მთელი ღამე გაათენეს ბაზარზე გამოსული iPhone-ის პირველი პარტიის ეგზემპლარების შესაძენად.
-
- Ideational Functions of Language
- — ენის სააზროვნო, იდეატორული ფუნქციები. ენის გამოყენება ჩვენი საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს შესახებ შეხედულებების შეცნობისთვის, ინტერპრეტაციისთვის, კონსტრუირებისთვის.
-
- identify as
- — (ვინმესთან, რამესთან) იდენტიფიცირება, (ვინმედ, რამედ) მიჩნევა
-
- Identity
- — იდენტობა. იგი აღნიშნავს გაზიარებულ მიკუთვნებულობას ერისადმი, ეთნოსისადმი, კულტურისადმი, საზოგადოებისადმი, ადგილისადმი, სოციალური ჯგუფისადმი და მოიცავს ბევრ ფაქტორს - ეროვნების, ენის, სამუშაოს, ცხოვრების წესის, რელიგიის ჩათვლით. ეს სპეციფიკური მახასიათებელი ან მახასიათებელთა ერთობლიობა შეიძლება იყოს თვითგანსაზღვრული ან განსაზღვრული სხვათა მიერ. მასმედია, დენის მაკქუეილის აზრით (2005), ასოცირდება იდენტობის შექმნის, ჩამოყალიბების, შენარჩუნების სხვადასხვა ასპექტებთან“. მასობრივი კომუნიკაცია იდენტობის ჩამომაყალიბებელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.
-
- Idents
- — სატელევიზიო არხების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და სიმბოლოები
-
- ideological conviction
- — იდეოლოგიური მრწამსი
-
- Ideological Presumption
- — იდეოლოგიური საფუძველი, წინასწარი განწყობა. ტერმინი აღწერს გავრცელებულ შეხედულებას, რომ ჟურნალისტები და საინფორმაციო მედია იდეოლოგიური თვალსაზრისით გარადაუვლად არიან ჩართულნი და დაინტერესებულნი იმ შეტყობინებების სისტემებითა და დისკურსებით, რომელთა შექმნაშიც თავად შეაქვთ წვლილი თავიანთი მონაწილეობით.
-
- Ideological State Apparatuses
- — იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატი. ტერმინი წარმოდგება ფრანგი ფილოსოფოსის ლუი ალტჰუსერის შრომებიდან და აღნიშნავს იმ სოციალურ ინსტიტუციებს, რომლებიც, ალტჰუსერის განმარტებით, ადამიანების ცნობიერებას მათი მხარდაჭერის მიზნით აყალიბებენ, ვინც სახელმწიფოს აკონტროლებს, ანუ ეს ინსტიტუციები უზრუნველყოფენ სახელმწიფოს დომინანტური იდეოლოგიის მხარდაჭერას. ამ ინსტიტუციებს შორის არიან: განათლება, ოჯახი, რელიგია, საკანონმდებლო სისტემა, პარტიულ-პოლიტიკური სისტემა და მასმედია. ალტჰუსერმა იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატის საპირწონე ტერმინად დაამკვიდრა რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ტერმინი, რომელიც მოიცავს კანონს, სასამართლოს, პოლიციას და ჯარს.
-
- Ideology
- — იდეოლოგია. ადამიანის ქცევების შესახებ იდეების, რწმენების გამარტივებული სისტემა, რომლითაც ხორციელდება ზემოქმედება განსაზღვრული ქმედებებისთვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი (1818-1883) ამ ტერმინით აღნიშნავდა აზროვნების ნებისმიერი ფორმების სისტემას, რომელიც საფუძველს უქმნის და საფუძველს უმყარებს საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას და ამით მმართველ კლასს პოზიციებს უნარჩუნებს. ფრანგი ფილოსოფოსის ლუი ალტჰუსერის აზრით, იდეოლოგია არის ღირებულებებისა და რწმენების გაუცნობიერებელი ნაკრები, რომელიც უზრუნველჰყოფს ადამიანების აზროვნების ჩარჩოებს და აყალიბებს გარემომცველი სამყაროს განცდას.
-
- Ideology of Romance
- — რომანის, სასიყვარულო ურთიერთობების იდეოლოგია. ჰეგემონიის ერთ-ერთი ასპექტი, რომელშიც ქალების, სახელდობრ კი ყმაწვილი ქალების, აღქმა და მათდამი დამოკიდებულება ყალიბდება დომინანტური დისკურსის ზემოქმედებით, რომელიც ქალს პატრიარქალურ სოციალურ სტრუქტურაში დედისა და ცოლის როლებს აკუთვნებს.
-
- Ideology of Silence
- — დუმილის იდეოლოგია. მთავრობების მიერ პოლიტიკური პრობლემების მიჩუმათება ან კულისური დიპლომატიით მათი მოგვარების მცდელობა.
-
- Idiolect
- — იდიოლექტი. ინდივიდუალური, პერსონალური დიალექტი, თითოეული ადამიანის განუმეორებელი პუნქტუაცია, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი და სტილი.
-
- if at all
- — თუკი საერთოდ...
-
- if not all
- — თუ ყველა (ყველაფერი) არა, მაშინ...
-
- if nothing else
- — ყოველ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი ... ის (იმას...) მაინც, სულ მცირე
-
- ill-defined
- — ცუდად გამოკვეთილი, ბუნდოვანი, გაუგებარი
-
- ill-fated
- — უბედური, უიღბლო, ავადსახსენებელი
-
- ill-funded
- — ცუდად, მწირად დაფინანსებული
-
- ill-mannered
- — უზრდელი, გაუზრდელი, უკულტურო, უხეში
-
- Illocution|illocutionary
- — მეტყველებითი აქტი, მიზანმიმართული კომუნიკაციური ქმედება, რომელიც სრულდება ენობრივი ქცევების მიხედვით. მეტყველებაში გამოხატული დასრულებული აზრი.
-
- Image
- — სახე, ხატი, იმიჯი, მსგავსება, რეპრეზენტაცია, ვიზუალიზაცია.
-
- Imagined Community
- — წარმოსახვითი ერთობა. ტერმინი ეკუთვნის ბენედიქტ ანდერსონს (1991). ანდერსონმა “წარმოსახვითი ერთობა“ ერს უწოდა. იგი ამტკიცებს, რომ ერი წარმოსახვითია როგორც უნიკალური ერთეული დროით და სივრცით მახასიათებლებში. ერი წარმოსახვითია, როგორც ადამიანთა ერთობა, რომელიც დროშია განფენილი, თავისი წარსულითა და მომავლით, ხვედრითა და დანიშნულებით; იგი წარმოსახვითია სივრცეში, რომელიც მოიცავს კონკრეტული, შემოსაზღვრული ტერიტორიის მაცხოვრებლებს. დროითი განზომილება უზრუნველყოფს, რომ ყველა ერი ინარჩუნებს თავისი საკუთარი, უნიკალური ისტორიის განცდას. ანდერსონის აზრით, თანამედროვე ერი-სახელმწიფოებიწარმოადგენენ დიდ და იმპერსონალურ ერთობებს. მისი აზრით, ჩვენი პირველადი ცოდნა ჩვენი სამშობლოსა და თანამემამულეების შესახებ არ წარმოდგება პერსონალური, პირისპირი კომუნიკაციიდან, არამედ ეს ცოდნა იქმნება იმპერსონალური კომუნიკაციით სოციალიზაციის ისეთი გავრცელებული აგენტების მეშვეობით, როგორებიც არის მასმედია, საგანმანათლებლო სისტემა და მუზეუმები. მედიის მოხმარების სიმულტანური გამოცდილება ადამიანების დიდ ჯგუფს კრავს ერის სიმბოლური დისკურსით და შესაძლებლობას აძლევს მათ, მონაწილეობა მიიღონ „ეროვნულ ცხოვრებაში“.
-
- IMC (Integrated Marketing Communications)
- — ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. ტერმინი აღნიშნავს კომპანიების, ორგანიზაციების ურთიერთობას აუდიტორიასთან, მის ცალკეულ სეგმენტთან, მომხმარებელთან სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების, ტექნოლოგიებისა და ფორმატების ერთდროულად და შერჩევით გამოყენებით: ტრადიციული მედიის, სოციალური მედიის, ინტერნეტის, ზეპირი კონტაქტური რეკლამის, ღონისძიებების სპონსორობის, ქველმოქმედებაზე მიმართული მარკეტინგის და სხვა.
-
- Immediacy
- — დაუყოვნებლობა, ოპერატიულობა. ერთ-ერთი უმთავრესი საინფორმაციო ღირებულება დასავლურ მედიაში. ამბის, მოვლენის, ფაქტის გადმოცემა მედიური საშულებებით მათი ხდომილებიდან რაც შეიძლება მოკლე დროში, გამონაკლის შემთხვევებში - პარალელურ დროით რეჟიმში, პირდაპირი სატელევიზიო ან რადიოეთერით, ასევე ცოცხალი საინფორმაციო ნაკადით ინტერნეტში.
-
- Immersion
- — ძლიერი გატაცება, ჩაძირვა. ტერმინი აღნიშნავს დონეს, ხარისხს, რომლითაც ვირტუალური რეალობა იჭრება მომხმარებლის რეალური აღქმის სისტემაში.
-
- Impartiality
- — მიუკერძოებლობა. ცნება, რომლის თანახმადაც შესაძლებელია, ჟურნალისტმა მის გარემომცველ სამყაროს ღირებულებებისგან, მისი სოციალური გარემოსთვის დამახასიათებელი რწმენებისგან გათავისუფლებული, ნეიტრალური თვალით შეხედოს და ამ ნეიტრალობის შესაბამისად იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების წარმოების ძირითად პრინციპებად საყოველთაოდ არის აღიარებული ბალანსი, ობიექტურობა, პასუხისმგებლობა, მიკერძოებისაგან თავისუფლება, სამართლიანობა, ამ მომხიბვლელ დოქტრინას მეცნიერები (მაგალითად, ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნეები, პროფესორი სტიუარტ ჰოლი და ფილიპ შლეზინგერი) "მითს" უწოდებენ. ფილიპ შლეზინგერს 1972-დან 1976 წლამდე უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, დაჰკვირვებოდა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მედიაორგანიზაციის, ბი-ბი-სის რეპორტიორების, კორესპონდენტების, რედაქტორებისა და მმართველი რედაქტორების მუშაობას და მათ მცდელობებს, მიუკერძოებლად შეეხედათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისთვის და ასევე მიუკერძოებლად გადმოეცათ ისინი. შლეზინგერის აზრით, რომელიც მის დაკვირვებასა და კვლევებს ეფუძნებოდა, "ამგვარი მაუწყებლობის შედეგი მაინც არსებული სოციალური წესრიგის მხარდაჭერა" იყო.
-
- Implication
- — იმპლიკაცია. ის დაფარული, რაც მედიატექსტების მიღმა იგულისხმება.
-
- imposing
- — შთამბეჭდავი, ეფექტური იერი
-
- Impression Management
- — შთაბეჭდილების მართვა. ტერმინი აღნიშნავს თვითწარმოჩენის ტექნიკას (ერვინგ გოფმანი, 1959; The Presenatation of Self In Everyday Life). გოფმანის აზრით, ვინაიდან სოციალურ ინტერაქციათა უმრავლესობა ინდივიდუუმისგან მოითხოვს სწრაფ რეაქციას, განსჯას, ქცევას, მას უნდა შეეძლოს, სწრაფად შეუქმნას სხვებს, მასთან ინტექციაში მყოფ ადამიანებს შთაბეჭდილება თავისი თავის შესახებ, წარმოაჩინოს თავისი დადებითი, სიტუაციურად ხელსაყრელი თვისებები და დაფაროს უარყოფითი (სიტუაციურად არახელსაყრელი) თვისებები.
-
- in at one fell swoop
- —
-
- in a fit of temper
- — ბრაზის შემოტევის დროს, აფექტში
-
- in a hurry
- — სიჩქარისას, როდესაც ჩქარობთ
-
- in a mess
- — გაუგებრობაში ყოფნა
-
- in a narrow sense
- — ვიწრო გაგებით, კონტექსტში
-
- in a nutshell
- — მოკლედ (რომ ვთქვათ)
-
- in a pile of
- — (რამის) გროვა
-
- in a sense
- — გარკვეული აზრით, თვალსაზრისით; გარკვეული დოზით
-
- in a worst-case
- — უარეს შემთხვევაში; ყველაზე არასასურველ ვარიანტში
-
- in abeyance
- — გაურკვეველ მდგომარეობაში
-
- in accordance with
- — რაიმეს (სტანდარტების, წესების...) შესაბამისად
-
- in actual fact
- — რეალურად, სინამდვილეში კი
-
- in addition (to)
- — დამატებით, იმავდროულად, გარდა ამისა
-
- in advance
- — წინასწარ, წინდაწინ, დროზე, იმთავითვე; ავანსად
-
- in advanced
- — წინასწარ
-
- in agony
- — აგონიაში მყოფი
-
- in aid of
- — დასახმარებლად, თანადგომის გამოცხადების მიზნით
-
- in all honesty
- — გულწრფელად რომ ვთქვათ
-
- in all likelihood
- — ყველა პროგნოზის მიხედვით, ყველა ვარაუდით
-
- in an instant
- — წამებში, ელვის სისწრაფით
-
- in anticipation of
- — (რაიმეს) მოლოდინში
-
- in awe of
- — ვინმეთი / რაიმეთი აღფრთოვანებული
-
- in bad shape
- — ცუდად გაკეთებული, ცუდ ფორმაში
-
- in blossom
- — აყვავებული
-
- in bold
- — „მსხვილი შრიფტით“; ცხადად, აშკარად
-
- in brief
- — მოკლედ
-
- in common
- — საერთო, მსგავსი
-
- in comparison with
- — შედარებით
-
- in connection with
- — (რამესთან, ვინმესთან) კავშირში, დაკავშირებით
-
- in consequence of
- — შედეგად
-
- in contrast to \ with
- — (რაღაცისგან, ვიღაცისგან) განსხვავებით
-
- in control of
- — ვინმეს კონტროლქვეშ ყოფნა
-
- in custody
- — დაპატიმრებული, დატუსაღებული, დაკავებული
-
- in defense of
- — ვინმეს, რაიმეს დასაცავად / სასარგებლოდ
-
- in distress
- — გასაჭირში, უბედურებაში
-
- in due course
- —
შესაფერის დროს;
პროცესის მსვლელობისას, მიმდინარეობისას
-
- in duplicate
- — ორ ეგზემპლარად
-
- in earnest
- — სერიოზულად, მიზანსწრაფულად
-
- in effect
- — სინამდვილეში, ფაქტობრივად
-
- in exchange for
- — (რაიმეს) სანაცვლოდ
-
- in exile
- — გადასახლებაში, დევნაში მყოფი; დევნილი
-
- in fairness to
- — (ვინმეს) მიმართ სამართლიანი რომ ვიყოთ...
-
- in favor of
- — (ვიღაცის, რაღაცის) სასარგებლოდ, სიამოვნებისთვის
-
- in full swing
- — პიკზე ყოფნა, მთელი გაქანებით მიმდინარეობა, მთელი ძალით დუღილი
-
- in kind
- —
ანალოგიურად, ისევე, იმავენაირად;
ეკ. ნატურით (საქონლით, პროდუქტებით და არა - ფულით)
-
- in most ways (in many ways)
- — მრავალი თვალსაზრისით, მრავალი ასპექტით
-
- in my short memory
- — ჩემი მოკლე მეხსიერებით
-
- in no mood for doing smth.
- — რაიმეს კეთების ხასიათზე, განწყობაზე არყოფნა
-
- in no sense
- — არანაირი თვალსაზრისით
-
- in no time
- — ელვის უსწრაფესად, მეყსეულად
-
- in one stroke
- — ერთი ხელის მოსმით
-
- in order to
- — რათა; (იმ) მიზნით, რომ...
-
- in other words
- — სხვა სიტყვებით (რომ ვთქვათ)
-
- in parallel
- — პარალელურად, იმავდროულად
-
- in practice
- — პრაქტიკულად, რეალურად
-
- in question
- —
სადავო, საკამათო
მოცემული, განხილვის პროცესში მყოფი, განსჯადი, რაზეც არის საუბარი
-
- in relation to
- — კავშირში, მიმართებაში
-
- in response to
- — (რაღაცის) პასუხად
-
- in retrospect
- — წარსულის გადმოსახედიდან, რეტროსპექტივაში
-
- in return
- — პასუხად, სანაცვლოდ, თავის მხრივ
-
- In short
- — მოკლედ, ერთი სიტყვით
-
- in some ways
- — გარკვეულწილად, გარკვეული თვალსაზრისით
-
- in support of
- — (ვინმეს, რაიმეს) მხარდასაჭერად
-
- in the act
- — დანაშაულის პროცესში, ადგილზე გამოჭერა
-
- in the face of
- — პირისპირ, წინაშე
-
- in the fog of confusion
- — გაურკვევლობის, დაბნეულობის ბურუსი
-
- in the know
- — ინფორმირებული, გათვითცნობიერებული, საქმის კურსში მყოფი
-
- in the light of
- — (რაღაცის) ჭრილში
-
- in the midst of
- — შუაში, შუაგულში, შუა პერიოდში
-
- in the mood
- — (რაღაცის) ხასიათზე, განწყობაზე
-
- in the name of
- — (ვიღაცის, რაღაცის) სახელით, სახელს ამოფარებული
-
- in the same breath
- — იმავე წამს, იმავდროულად
-
- in the spotlight
- — ყურადღების ცენტრში ყოფნა
-
- in the vicinity of
- — მიმდებარე, მახლობლად, მეზობლად
-
- in the years to come
- — წლების შემდეგ
-
- in this sense (respect)
- — ამ თვალსაზრისით, ამ მხრივ, ამ კუთხით
-
- in tow
- — გვერდით ყოლა, ზურგის გამაგრება
-
- in turn
- — თავის მხრივ
-
- in vain
- — ამაოდ, ტყუილად, ტყუილუბრალოდ
-
- in writing
- — წერილობითი ფორმით, სახით
-
- in \ at one fell swoop
- — ერთდროულად, ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით
-
- in \ at the forefront of
- — რაიმეს კართან, ზღურბლზე
-
- in \ on demand
- — მოთხოვნით, ბრძანებით, თანახმად
-
- in \ with difficulty
- — რთულად, დიდი სირთულით, შეფერხებით
-
- In-Tel-Sat
- — ინ-ტელ-სატი. კონსორციუმის "საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტის" ინგლისურენოვანი სახელწოდების International Telecommunications Satellite აბრევიატურა. ორგანიზაცია, რომელიც სატელიტის მეშვეობით მართავს და აკონტროლებს გლობალური საკომუნიკაციო ქსელების მუშაობას, 70-ზე მეტ წევრ ქვეყანას აერთიანებს.
-
- inauguration ceremony
- — ინაუგურაცია
-
- incurable
- — განუკურნებელი, უკურნებელი, უიმედო, ამოუძირკვავი
-
- Indeterminacy
- — განუსაზღვრელობა, არადეტერმინირებულობა. ენათმეცნიერ ვოლფგანგ აისერის განსაზღვრების თანახმად, იგი წარმოადგენს ტექსტის იმ ნაკლულ ნიშან-თვისებებს, რომლებიც მკითხველმა კონკრეტიზაციის პროცესში (იხილეთ concretization) უნდა „აღადგინოს“.
-
- Index
- — ნიშან–ინდექსი. ამერიკელი ფილოსოფოსის ჩარლზ პირსის ნიშანთა კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით, ეს არის ნიშნის ტიპი, რომელიც ამჟღავნებს ფუნქციურ ფიზიკურ კავშირს აღსანიშნ ობიექტთან. მაგალითად, კვამლი ცეცხლის ნიშან-ინდექსია, კვალი - ნადირის, თოფის ხმა - ადამიანის, ნალი - ცხენის და ა. შ.
-
- Indicators
- — ინდიკატორები. ინტერპერსონალურ, პიროვნებათაშორის კომუნიკაციაში ინდიკატორები წარმოადგენენ იმ საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ერთი კომუნიკატორი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და რეაქციას მეორე კომუნიკატორის მიმართ.
-
- Inductive Reasoning
- — წინასწარი არგუმენტაცია, ინდუქციური განსჯა. ეს პროცესი მოიცავს დასკვნების გამოტანას ემპირიული მასალიდან და მონაცემებიდან.
-
- industrial revolution
- — ინდუსტრიული რევოლუცია
-
- Inference
- — დასკვნა, დაშვება, რომელიც იგულისხმება. წიგნში The Dynamics of Human Communication (US: McGraw-Hill, 1985) გეილ და მიშელ მაიერსები ამ ტერმინით აღნიშნავენ "იმ უცნობ რამეს ადამიანების, მოვლენების, ქცევების შესახებ, რასაც ნაცნობ ფაქტებზე, მოვლენებზე და ქცევებზე დაყრდნობით მიხვდები".
-
- inferiority complex
- — არასრულფასოვნების კომპლექსი
-
- Influential
- — "გავლენიანი". ეს ტექნიკური ჟარგონი აერთიანებს წამყვან პოლიტიკურ ბლოგებს. ტერმინი ეკუთვნის პერლმუტერს (2008).
-
- Infomercials
- — წარმოებულია "ინფორმაციისა" და "კომერციული რეკლამის" (commercials) გაერთიანებით ერთ კომპოზიტში. აღნიშნავს საინფორმაციო ჟანრით: საინფორმაციო შენიშვნით ან ინტერვიუთი გადმოცემულ სარეკლამო განცხადებას.
-
- Infonesia
- — ინფონეზია. უუნარობა, გაიხსენო, კონკრეტულად სად ნახე ინფორმაციის ესა თუ ის ნაწილი
-
- Information Blizzard
- — ინფორმაციის მოზღვავება, ჭარბი ინფორმაცია
-
- Information Gap
- — ინფორმაციის დეფიციტი. ინფორმაციის არათანაბარი გავრცელება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებს შორის.
-
- Information Search Media
- — ინფორმაციის მოსაძიებელი საშუალებები. ეს ტექნოლოგიური კატეგორია ძალიან ფართოა. მისი ყველაზე თვალსაჩინო და თანამედროვე მაგალითებია ინტერნეტი და ვები (World Wide Web).
-
- Information Society
- — ინფორმაციული საზოგადოება. მედია–საზოგადოების თეორიის ტიპი, რომელსაც მეორენაირად "ნეოტექნოლოგიურ დეტემინიზმს" (როგორც პრინციპების სისტემას) უწოდებენ. თავად ტერმინის ზუსტი წარმოშობა და დაბადების კონტექსტი სადავოა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ცნება "ინფორმაციული საზოგადოება" გაჩნდა 1960–იანი წლების იაპონიაში, სადაც ახალი მედიატექნოლოგიების განვითარებამ დიდწილად შეცვალა საზოგადოების მოთხოვნები და ცხოვრების წესი; სხვა მკვლევრებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი ამერიკელი სოციოლოგის დენიელ ბელის (1976) "პოსტინდუსტრიული საზოგადოების"დოქტრინის ნაწილი და მისი ერთ–ერთი მთავარი კონსტრუქციაა. ამ თეორიის ძირითადი დაშვება იმაში მდგომარეობს, რომ ახალ მედიურ ტექნოლოგიას საზოგადოება ინფორმაციულ საზოგადოებამდე მიჰყავს, რომელიც შემდეგი ნიშან–თვისებებით ხასიათდება: 1) საინფორმაციო მუშაობის დომინანტურობით; 2) საინფორმაციო ნაკადის დიდი და მზარდი მოცულობით; 3) ინფორმაციული გადატვირთულობის პრობლემით; 4) საქმიანობის ინტეგრაციულობითა და კონვერგენციულობით; 5) ქსელების ზრდითა და მათ შორის ურთიერთკავშირის გამყარებით; 6) ტენდენციების გლობალიზაციით; 7) კომპლექსურ, კონვერგენციულ სისტემებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხით; 8) კერძოობის გაქრობით; 9) დროითი და სივრცითი ჩარჩოების გადალახვით; 10) დეპოლიტიზაციით.
-
- Information Technology (IT)
- — საინფორმაციო ტექნოლოგიები. იგი წარმოადგენს მიკროელექტრონიკის, კომპიუტერული ტექნიკისა და ტელეკომუნიკაციების ჯამს.
-
- Infotainment
- — ინფოტეინმენტი. ინფორმაცია, როგორც გართობა. ეს ტექნიკური ჟარგონი წარმოიშვა მედიის ორი ფუნქციის სახელწოდებების გაერთიანებით: ინფორმირებისა და გართობის (შეადარეთ ინგლისურენოვანი ეკვივალენტები: Infromation/Entertainment) და აღნიშნავს გართობის მნიშვნელობის გაძლიერებას და ამაღლებას საინფორმაციო პროგრამირებაში, ინფორმაციის მიმართ აუდიტორიის ყურადღების და საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის გაზრდის მიზნით.
-
- Inherent Drama
- — თანდაყოლილი დრამატიზმი. მიდგომა რეკლამის მიმართ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პროდუქტის ან მომსახურების ისეთ მახასიათებლებზე, რომლებიც აიძულებს მომხმარებელს, შეიძინოს პროდუქტი ან მომსახურება, და რომელიც იყენებს დრამატულ ელემენტებს ამ მახასიათებლების აქცენტირების მიზნით.
-
- Inheritance Factor
- — მემკვიდრეობის ფაქტორი. აღნიშნავს ერთი პოპულარული სატელევიზიო პროგრამის მიერ სამაუწყებლო ბადეში მისი მომდევნო პროგრამების მიმართ მაყურებლის ყურადღების შენარჩუნებას.
-
- inner circle
- — ვიწრო წრე
-
- Inoculation Effect
- — აცრის ეფექტი. აუდიტორიის მიერ წინააღმდეგობის გაწევა პროპაგანდისტული, დაჟინებით სარეკლამო შეტყობინებების მიმართ. აუდიტორიის იმუნიტეტი პროპაგანდის წინააღმდეგ.
-
- insist on
- — მოთხოვნა
-
- Institute for Economic Research on Civilizations
- — IERC - ცივილიზაციების ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი. 1989 წელს ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორმა და დიუკის უნივერსიტეტის ისლამის სწავლების დეკანმა თემურ ყურანმა მრავალწლიანი გრანტი მიიღო, რათა მას ცივილიზაციების ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი ჩამოეყალიბებინა. IERC-ს რელიგიისა და სამოქალაქო კულტურის ცენტრი მართავდა. პროფესორმა ყურანმა უნივერსიტეტთაშორისო სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც 15-დან 20-მდე პროფესორი ყოველწლიურად შეხვედრებს მართავდა; 2007 წლის თებერვალში კი კონფერენციაც გაიმართა სახელწოდებით „ცივილიზაციის ეკონომიკური პერფომანსი: კულტურის, რელიგიისა და კანონის როლი საზოგადოებაში’’. კონფერენციაში თხუთმეტი მომხსენებელი და რვა რესპონდენტი იღებდა მონაწილეობას. ინსტიტუტი ეკონომიკურ განვითარებასა და ცივილიზაციის მდგომარეობაზე იდეების გენერირებისათვის რეგურალურად აწყობს ფორუმებს.crcc.usc.edu
-
- Insult Signals
- — შემტევი, შეურაცხმყოფელი სიგნალები კომუნიკაციის პროცესში. მაგალითად: ინტერესის ნაკლებობის, მოწყენილობის, საკუთარი აღმატებულობის, ქედმაღლობის, მოუთმენლობის, უარყოფისა და დაცინვის გამომჟღავნება ინტერაქციაში მყოფი ინდივიდუუმის (ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროცესში) და/ან მიმღების (მასობრივი კომუნიკაციის პროცესში) მიმართ.
-
- Integrity of text
- — ტექსტის მთლიანობა
-
- Intellectual Property
- — ინტელექტუალური საკუთრება
-
- Interaction
- — ინტერაქცია. რეციპროკული (ურთიერთმისაღები, ურთიერთდამავალდებულებელი და ურთიერთხელსაყრელი) ქმედება და კომუნიკაცია - როგორც ვერბალური, ისე არავერბალური, - ორ ან მეტ ინდივიდუუმს შორის, ორ ან მეტ სოციალურ ჯგუფს შორის.
-
- Interactive Agency
- — ინტერაქტიული სააგენტო
-
- Interactive Media
- — ინტერაქტიული მედია
-
- Interactive Play Media
- — ინტერაქტიული სათამაშო საშუალებები. ეს ტექნოლოგიური ნიშნით გამოყოფილი ჯგუფი აერთიანებს კომპიუტერულ და ვიდეოთამაშებს.
-
- Interactive Television
- — ინტერაქტიული ტელევიზია. პროცესი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ტელემაყურებელს, სატელეფონო კავშირის, საკაბელო ან კომპიუტერული ტერმინალების მეშვეობით რეაქცია იქონიოს სატელევიზიო პროგრამაზე და უპასუხოს შეკითხვებს, რომლებსაც სატელევიზიო პროგრამები ტელემაყურებელს უსვამენ. ეს არის დაუყოვნებელი უკუკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელი, რომელიც მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს, რის მეშვეობითაც მედიის მიერ რეპრეზენტირებული საკითხები ფართო წვდომადობას იძენს.
-
- Interactive TV
- — ინტერაქტიული ტელევიზია
-
- Interactivity
- — ინტერაქტიულობა. ვირტუალური რეალობის სიმულაციისას ინტერაქტიულობა აღწერს პროცესს, რომლის მსვლელობისას მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გააკონტროლოს მედირებული, მედიით გაშუალებული გარემოს ფორმა და შინაარსი.
-
- Interlocutor Metaphor of Mediation
- — მედიაციის ინტერლოკუტორული მეტაფორა. იგი აღნიშნავს მედიაციას, როგორც დიალოგში ან კვაზიდიალოგში მონაწილე ერთ-ერთი მხარის წარმოჩენას, რომელიც მოპასუხის როლში გვევლინება. (McQuail, D., McQuail's Mass Communication Theory. UK: SAGE, 2005)
-
- internal probe
- — შიდა მოკვლევა, შიდა გამოძიება
-
- internally displaced person [IDP]
- — იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი
-
- International Court of Justice [ICJ]
- — საერთაშორისო სასამართლო
-
- International Crisis Group [ICG]
- — საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი - საერთაშორისო არაკომერციული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების მიზნით ანალიზსა და რეკომენდაციებს სთავაზობს მთავრობებს და ისეთ მთავრობათაშორის ორგანიზაციებს, როგორებიცაა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი.
ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა იმ ადამიანთა ინიციატივით, რომლებიც შეაშფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობამ, ეფექტურად ემოქმედა და რეაგირება მოეხდინა 1990-იანი წლების დასაწყისში სომალის, რუანდისა და ბოსნიის ტრაგიკულ მოვლენებზე. ინიციატივის სათავეში იდგნენ მორტონ აბრამოვიჩი (ამერიკის ყოფილი ელჩი თურქეთსა და ტაილანდში, იმ დროს „კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისთვის“-ის პრეზიდენტი), მარკ მელოკ ბრაუნი (მოგვიანებით გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და ბრიტანელი მინისტრი), ფრედ კიუნი (ჰუმანიტარულ საკითხებში სოროსის ფონდის წარმომადგენელი. 1995 წელს ის ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა) და ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე ჯორჯ მიტჩელი.
ორგანიზაციის საერთაშორისო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს, წარმომადგენლობები - ვაშინგტონში (ICG-ის ოფიციალური რეგისტრაციის ადგილი), ნიუ-ორკში, ლონდონსა და მოსკოვში. დღეისთვის ორგანიზაციას 11 რეგიონული (მათ შორის თბილისში) და16 საველე ოფისი აქვს. ორგანიზაციის ანალიტიკოსები მუშაობენ კრიზისის საშიშროების წინაშე მდგარ ქვეყნებში (ოთხ კონტინენტზე, 60-ზე მეტ ქვეყანაში). ორგანიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 130 (49 ეროვნების, 47 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე) მუდმივი თანამშრომელი ჰყავს.
ICG-ის მუშაობის მეთოდოლოგია ძალზედ სპეციფიკურია. მისი საქმიანობა ადგილზე შესწავლილი სიტუაციის ანალიზს ეფუძნება. ორგანიზაციის პოლიტიკურ ექსპერტთა ჯგუფები იმ ქვეყნებში, სადაც კრიზისის საფრთხე არსებობს, სხვადასხვა მრავალრიცხოვანი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რეგულარულ ანალიტიკურ ანგარიშებს ამზადებენ, რომლებიც მოიცავენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო მოღვაწეებისა და ორგანიზაციებისთვის. ორგანიზაცია აქვეყნებს ყოველთვიურ 12-გვერდიან საინფორმაციო ბიულეტენს -CrisisWatch, სადაც კონფლიქტური და პოტენციურად კონფლიქტური ზონების ბოლოდროინდელი ცვლილებები მოკლედაა აღწერილი. ანგარიში საგანგებოდ ადრესატებსაც ეგზავნებათ. ის ხელმისაწვდომია ასევე ორგანიზაციის ვებგვერდზე.
2000 წლიდან ორგანიზაციის პრეზიდენტია ავსტრალიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გარეტ ევანსი. ICG-ის მმართველ საბჭოში შედიან ცნობილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები. საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი კომისარი კრისტოფერ პატენი და აშშ-ს ყოფილი ელჩი თომას პიკერინგი.
ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისგან, საქველმოქმედო ფონდების, კომპანიებისა და ინდივიდუალური დონორებისგან. ICG -ის 2011 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი აშშ დოლარია.
crisisgroup.org
-
- International Federation of Journalists (IFJ)
- — ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია
-
- International Herald Tribune
- — ”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნი” ინგლისურენოვანი საერთაშორისო გაზეთია, რომელიც როგორც საკუთარი კორესპონდენტების, ასევე ”ნიუ-იორკ ტაიმსის” ქსელსაც იყენებს. გაზეთი მსოფლიოს 38 სხვადასხვა ადგილას იბეჭდება და 160 ქვეყანაში იყიდება.
1887 წელს მეწარმე ჯეიმს გორდონ ბენეტმა (James Gordon Bennett Jr.) ”ნიუ-იორკ ჰერალდის” ევროპული ვერსია დააფუძნა. კოსმოპოლიტი და ინოვაციების მოტრფიალე ბენეტი იმ სულისკვეთების განსხეულება იყო, რომელიც ბოლომდე გაჰყვა გამოცემას მანამ, სანამ ის 1967 წელს ”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნად” არ იქცა და ”ნიუ-იორკ ტაიმს კომპანიის” (New York Times Company) ნაწილი არ გახდა . გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსის” მფლობელობაში მთლიანად 2003 წელს გადავიდა.
”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნი” გახდა პირველი გაზეთი, რომელიც თვითმფრინავით (1928 წლიდან) ვრცელდებოდა.
ჯერ კიდევ 1980 წლიდან ”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნი”, პარიზიდან დაწყებული და ჰონ-კონგით დამთავრებული, ყველა თავის რეგიონალურ რედაქციაში ერთდროულად აგზავნიდა ელექტრონულ იმიჯებს შესაბამისად, ის იყო პირველი გაზეთი, რომელიც პლანეტის ორივე ნახევარსფეროში ერთდროულად მიეწოდებოდა მკითხველს.
დღეს ”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნი” ”ნიუ-იორკ ტაიმსის” საერთაშორისო ვერსიაა და საკუთარი გავრცელების არეალის გაფართოებას აგრძელებს. ის 130 ქვეყნის მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი, ხოლო მილიონამდე მკითხველი მას ინტერნეტში ეცნობა.
გაზეთს აქვს ოფიციალური გვერდები ტვიტერზე, ფეისბუქში და ლინკედინზე (LinkedIn).
ბევრ ქვეყანაში ”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნი” ადგილობრივ, წამყვან ინგლისურენოვან გაზეთებთან თანამშრომლობს. ზოგიერთთან მას საგამომცემლო ალიანსიც აქვს. ეს გამოცემები ”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნს” ნაციონალური ახალი ამბების პაკეტით ამარაგებენ, რაც გამოცემას დამატებით გლობალური გამოცემის ნიშან-თვისებებს სძენს.
global.nytimes.com
-
- international law
- — საერთაშორისო სამართალი
-
- International Olympic Committee [IOC]
- — IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) საერთაშორისო არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა. შეიქმნა 1894 წლის 23 ივნისს კუბერტინის ბარონის, პიერ დე ფრედისა და შემდგომში ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტის, დემეტრიოს ვიკელასის ინიციატივით. დღესდღეობით ოლიმპიურ კომიტეტში 105 აქტიური და 32 საპატიო წევრი ქვეყანაა. ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ლუზანაში; სამუშაო ენებია ინგლისური, ფრანგული და, თუ საჭირო გახდება, ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური ენაც.
IOC ადმინისტრირებას უწევს ასევე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსაც, რომლებიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. IOC-ის ორგანიზებული პირველი ზაფხულის ოლიმპიადა 1896 წელს გაიმართა ქალაქ ათენში, ხოლო პირველი ზამთრის ოლიმპიადასაფრანგეთის ქალაქ ჩამონში ჩატარდა 1924 წელს. 1992 წლამდე ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადები ერთსა და იმავე წელს იმართებოდა. შემდეგ ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების თარიღი ორი წლით გადაწია. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა იმით ახსნა, რომ მათ უფრო მეტი დრო დარჩებოდათ ოლიმპიადის დაგეგმვისათვის. ამ ნაბიჯმა ასევე კომიტეტის შემოსავლების გაზრდა გამოიწვია. პირველი ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2010 წელს ჩატარდა სინგაპურში, ხოლო ზამთრისა კი - 2012 წელს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში.
IOC-ს მიზანი მსოფლიო მასშტაბით ოლიმპიური მოძრაობის განვითარება და მასში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ჩართვაა. კომიტეტის პრიორიტეტებია: სპორტში ეთიკის დაცვის მხარდაჭერა; სპორტული მოძრაობების ორგანიზება, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრების მხარდაჭერა; საჯარო ორგანიზაციებთან გამჭვირვალედ თანამშრომლობა; ოლიმპიური ცერემონიალის სრულყოფილად ჩატარება; დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა... ოლიმპიურ კომიტეტს ჩამოყალიბებული აქვს მიზნები და პრინციპები, რომლებიც2011 წელს შესწორებულ ოლიმპიურ ქარტიაშია გაწერილი .
ოლიმპიური კომიტეტი წელიწადში ერთხელ მართავს მთავარ შეხვედრას, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ამ შეხვედრაზე თითოეულ წევრს თითო ხმა აქვს. ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ძირითადი ორგანო და მისი გადაწყვეტილებები საბოლოოა. დამატებითი შეხვედრების დანიშვნა პრეზიდენტის ან წევრთა მინიმუმ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხდება.
ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო შედგება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და კიდევ ათი წევრისაგან. საბჭოს ყველა წევრი სესიაზეა არჩეული ხმის უმრავლესობით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო საკუთარ თავზე იღებს ძირითად პასუხისმგებლობას IOC-ს ადმინისტრირებასა და საქმიანობაზე.
კომიტეტის პრეზიდენტი ფარულად, ბიულეტენების მეშვეობით ირჩევა რვა წლის (მეორედ კენჭისყრის შემთხვევაში - ოთხი წლის) ვადით. ამჟამინდელი პრეზიდენტი ბელგიელი ჟაკ როჟია - პირველი ვადის გასვლის შემდეგ, 2009 წლის 9 ოქტომბერს, ჟაკ როჟი კიდევ ოთხი წლით აირჩიეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად. ყოფილი პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი კი კომიტეტის საპატიო პრეზიდენტად იქნა დასახელებული.
olympic.org
-
- International Republican Institute [IRI]
- — ‘’მოდით, ვცადოთ და დავიცვათ ყველაზე საუკეთესო რამ - სწრაფვა თავისუფლებისაკენ, რომელიც მომავალ თაობას რწმენასა და მხნეობას შეჰმატებს. მოდით, შევქმნათ ისეთი სამყარო, სადაც საბოლოოდ ხალხი თავად გადაწყვეტს თავის ბედს.’’ - ეს სიტყვები 1982 წელს ბრიტანეთის პარლამენტში რონალდ რეიგანმა წარმოთქვა. ეს გამოსვლა გახდა IRI-ს შექმნის მაპროვოცირებელი ფაქტორი. თავის ისტორიულ სიტყვაში რონალდ რეიგანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუსახა მიზანი და მისცა კურსი - დახმარებოდა მათ, ვისაც თავისუფლება და დემოკრატია სწყუროდა. 1983 წელს კი National Endowment for Democracy-სთან (NED) ერთად (“ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის”), რომელიც IRI-ს დამფინანსებელია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI შეიქმნა.
1983 წელს დაფუძნებული “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” მოწოდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. მსოფლიო მასშტაბით IRI დემოკრატიულ ღირებულებებს ავითარებს: თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების; დემოკრატიული მმართველობის დამყარების; საარჩევნო პროცესებისა და პოლიტიკური პარტიების, მთავრობის გამჭვირვალობის გაზრდისა და ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის გზით.
იდეოლოგიურად ინსტიტუტი მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელია და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ფინანსდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ორგანიზაცია უპარტიოა, ის მჭიდროდ ასოცირდება რესპუბლიკურ პარტიასთან; ისევე, როგორც ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) - დემოკრატებთან.
IRI-ს დეკლარირებული მიზნებია: ასწავლოს და დაეხმაროს პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო კანდიდატებს ქმედით მმართველებად ჩამოყალიბებაში; მიაღწიოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას; პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდებისა და ქალების მეტ ჩართულობას. IRI სხვა ქვეყნებს საარჩევნო რეფორმისა და არჩევნებზე დაკვირვების სისტემის დახვეწაში ეხმარება.
ორგანიზაცის შტაბბინა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარეობს. მისი პრეზიდენტი ლორი კრანერი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი - რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინია. 2008 წლის მონაცემებით, ინსტიტუტის ბიუჯეტი 78 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თანამშრომლების რაოდენობა კი 400-ით განისაზღვრებოდა.
IRI საქართველოში 1999 წლიდან მოღვაწეობს. ის პარტიებს საარჩევნო კამპანიის ტექნოლოგიების ათვისებაში, რეგიონებში მოღვაწეობის განვითარებაში ეხმარება...
2008 წლიდან IRI ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შიდაპარტიული რეფორმების განხორციელებაში ეხმარება, რათა ისინი უფრო კომპეტენტურები გახდნენ და მეტი მედიაკომუნიკაცია ჰქონდეთ; როგორც ტელევიზიის, ისე ინტერნეტის სახით. აღნიშნავენ IRI-ს წვლილს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების როლის გაზრდის საქმეშიც.
IRI დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საზომ ერთეულად ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს მიიჩნევს. ორგანიზაციის მრწამსის მიხედვით, არჩევნების კარგად ჩატარება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, მაგრამ არსად მსოფლიოში არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების გარეშე დემოკრატია არ მიიღწევა. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალე, ღია და კონკურენტუნარიანია, ხოლო ბიულეტენები კი- დალუქული. ამ სტანდარტების მისაღწევად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ამზადებს ადგილობრივ საარჩევნო დამკვირვებლებს, აკვირდება წინასაარჩევნო პროცესებს, აღწერს და აანალიზებს მათ. 1983 წლიდან დღემდე IRI 43 ქვეყანაში 135 არჩევნებს დააკვირდა. მისი პროგრამები ასზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.iri.org
-
- Internet
- — ინტერნეტი. ურთიერთდაკავშირებულ კომპიუტერულ სისტემებს შორის ციფრული ინფორმაციის: ტექსტების, სურათების, ვიდეოების, ხმოვანი ჩანაწერების - გაცვლის მსოფლიო ქსელი.
-
- Interpersonal Communication
- — ინტერპერსონალური, პიროვნებათაშორისი კომუნიკაცია. აღწერს კომუნიკაციის ნებისმიერ მოდელს, ვერბალურს ან არავერბალურს, ორ ან მეტ ადამიანს შორის.
-
- Interpersonal Communication Media
- — ინტერპერსონალური (პიროვნებათაშორისი) კომუნიკაციის საშუალებები. ამ ტექნოლოგიურ ჯგუფს განეკუთვნება მობილური ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.
-
- Interpretant
- — ინტერპრეტანტი. ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჩარლზ პირსმა ნიშნის სამი თანრიგი გამოჰყო: საკუთრივ ნიშანი, ანუ რეპრეზენტამენი (პირველადი თანრიგი), კონკრეტული საგანი, რომელსაც ნიშანი აღნიშნავს (მეორადი თანრიგი) და ინტერპრეტანტი (მესამადი თანრიგი), ნიშნის ის საწყისი იდეა, ცნება, რომელიც ადამიანის გონებაშია და რომლისგანაც წარმოდგება რეპრეზენტამენი; ინტერპრეტანტი ერთი და იმავე იდეის მრავალ ნიშანს წარმოშობს. იგი სამი ასპექტისგან შედგება: rheme, dicent და argument (რემა, დიცენტი და არგუმენტი). რემა აღნიშნავს ნიშნის იმ ასპექტს, რომელიც ინტერპრეტანტისთვის თვისობრივი შესაძლებლობების მატარებელია; დიცენტი აღნიშნავს და უკავშირდება ინტერპრეტანტს, როგორც ლოგიკური ფაქტი. არგუმენტი კი არის ნიშნის მიზანშეწონილობითი გამოვლინება.
-
- Intertextuality
- — ინტერტექსტურობა, ტექსტთაშორისობა. ტექსტებს შორის ურთიერთმიმართება, ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთგავლენა, საშუალებები, რომლებითაც ტექსტები ერთმანეთზე მოქმედებენ. ინტერტექსტურობის მაგალითია ამგვარი ჯაჭვი: საკუთრივ მოთხრობის ტექსტი - მოთხრობის შინაარსი და მნიშვნელობები, აღქმული მიმღები აუდიტორიის მიერ - კრიტიკული სტატია ან რეცენზია მოთხრობაზე - სარეკლამო პოსტერი ან მოწოდება მოთხრობის პრომოციის მიზნით - აღნიშნულ მოთხრობაზე საუბარი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იგი წაიკითხეს, და ასე შემდეგ.
-
- Intervening Variables
- — გარდამავალი ცვლადები. მედიაციის პროცესში მონაწილე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ შეტყობინების აღქმაზე მიმღების მიერ, შეტყობინების დაგეგმილი (გამგზავნის მიერ) და გამოწვეული ეფექტის ბუნებასა და ხარისხზე.
-
- Intervention
- — ინტერვენცია, ჩარევა. ტერმინი აღნიშნავს, ძირითადად, მთავრობის მხრიდან ჩარევის ან ჩარევის მცდელობის პოლიტიკას და პრაქტიკას მედიის ფუნქციონირებაში ინფორმაციის ბუნებისა და მისი ნაკადების გაკონტროლების მიზნით.
-
- Interview
- — ინტერვიუ. კითხვებისა და პასუხების დაგეგმილი, ორგანიზებული პროცესი, რომლის მსვლელობისას და რომლის მეშვეობით ხდება ინფორმაციის შეგროვება სათანადო ადამიანების აზრის გაგების მიზნით. ინტერვიუ ასევე არის ჟურნალისტური ჟანრი, რომელიც წარმოადგენს კითხვებისა და პასუხების თანმიმდევრულ წყობას, რომლის მეშვეობითაც იხსნება შეტყობინების სრული მნიშვნელობა. ინტერვიუსას გამოყენებული შეკითხვების სახეობებია: (1) ღია შეკითხვები – არასტრუქტურირებული, ე.წ. "ფართო" შეკითხვები, რომლებიც ინტერვიუს რესპონდენტს თავისუფლებას ანიჭებს პასუხის გაცემისას; (2) დახურული შეკითხვები – სტრუქტურირებული, მკაცრად განსაზღვრული შეკითხვები, პასუხების სავარაუდო ვარიანტები ინტერვიუერის მიერ არის შეთავაზებული; (3) პირველადი შეკითხვები; (4) მეორადი შეკითხვები; (5) ნეიტრალური შეკითხვები; (6) წამყვანი შეკითხვები. როგორც ჟურნალისტური ჟანრი, კლასიკური თეორია ჟანრების შესახებ განასხვავებს ინტერვიუს ორ ტიპს: საინფორმაციო და ანალიტიკურ ინტერვიუებს. დისკურსული ტიპოლოგიის მიხედვით განირჩევა ინტერვიუს შემდეგი სახეობები: ბრიფინგი, პრესკონფერენცია, ანკეტა, ინტერვიუ-დიალოგი, დისკუსია მრავალი მონაწილით (ე.წ. "მრგვალი მაგიდა").
-
- Intimization
- — ინტიმიზაცია. ინფორმაციის აქცენტების ფოკუსირება ადამიანის ინტერესზე, რომელიც წარმოჩენილია ინტიმური და პერსონალური მანერით.
-
- Intrapersonal Communication
- — ინტრაპერსონალური კომუნიკაცია. კომუნიკაცია საკუთარ თავთან, შინაგანი მონოლოგი.
-
- intrude (into)
- — შეჭრა
-
- Invisibiility
- — უჩინარობა. ეს ტერმინი აღნიშნავს იმ სოციალურ ჯგუფებს და მათთან დაკავშირებულ თემებსა და საკითხებს, რომლებსაც მედია უგულებელჰყოფს, თითქოს ისინი არც არსებობდნენ.
-
- involve in
- — ჩათრევა, ჩაყოლა
-
- IP Address
- — ინტერნეტპროტოკოლის მისამართი. ინტერნეტში ერთი კონკრეტული კომპიუტერის მისამართი, რომელიც გამოიყენება მისი უნიკალურობის იდენტიფიკაციისთვის, კომუნიკაციური მიზნების შესაბამისად.
-
- IP|Internet Protocol
- — ინტერნეტპროტოკოლი
-
- IRL| In Real Life
- — რეალურ ცხოვრებაში (აბრევიატურა). გამოიყენება, როგორც წესი, ჩატში (სასაუბროებში) და დახურულ ჯგუფებში. მაგალითად, ხშირია და ტიპური შეკითხვა: "როგორ გამოიყურები IRL?" (როგორ გამოიყურები რეალურ ცხოვრებაში?), რასაც პასუხად SMILEY (ღიმილის ნიშანი) მოსდევს.
-
- iron fist
- — რკინის, ძლიერი ხელი
-
- irregular forces
- — არარეგულარული შეიარაღებული ძალები
-
- irresistible force
- — გადაულახავი ძალა
-
- irresistible lure
- — საოცარი ხიბლი, მიმზიდველობა
-
- iSociety
- — აი–საზოგადოება. ტერმინი აღნიშნავს გვიანი 1990–იანების დიდი ბრიტანეთის გაბატონებულ ღირებულებებს და ცხოვრების წესს, მის მახასიათებლებს. აი–საზოგადოებისთის მთავარია ცხოვრების ხარისხი, რომელსაც, მათი აზრით, განსაზღვრავს ის, რასაც ისინი აკეთებენ, რა საქმიანობას ეწევიან და არა მათი შემოსავალი. აი–საზოგადოების თაობამ 1980–იანი წლების თაობა I am all right კულტურა ჩაანაცვლა.
-
- Issue
- — საკითხი, ზოგჯერ - გამოშვება (მედიური გამოცემის). როგორც საკითხი, ტერმინი აღნიშნავს იმ სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ხდომილებებს, რომლებიც მოცემულ მომენტში მნიშვნელოვნად მიიჩნევა და დისკუსიის, კამათის ან კონფლიქტის წყაროს წარმოადგენენ.
-
- it is fair to say
- — სიმართლე რომ ითქვას
-
- it's up to (someone)
- — მისი გადასაწყვეტია, მასზეა დამოკიდებული
-
- ITC Programme Code
- — დამოუკიდებელი სატელევიზიო კომისიის (დიდი ბრიტანეთი) პროგრამების კოდექსი. კოდექსი არეგულირებს მავნე ენის გამოყენებას ტელევიზიის მიერ, სექსისა და სიშიშვლის ჩვენებას ტელეეკრანზე, იუმორის ცუდ გრძნობას, ძალადობის, უკიდურესი ტანჯვის ამსახველი სცენების ჩვენებას, ტერორიზმის, დანაშაულის და სოციალური ქცევების რეპრეზენტაციას და სხვა.
-
- ITC: Code of Advertising Standards and Practice
- — დამოუკიდებელი სატელევიზიო კომისიის (დიდი ბრიტანეთი) სარეკლამო სტანდარტებისა და პრაქტიკის კოდექსი.
-
- Izvestiya
- —