ყველა ტერმინი → l
-
- L'Express
- — ”ექსპღესი” (ფრ. - ”ექსპრესი”) ყოველკვირეული ფრანგული ახალი ამბების ჟურნალია. შეიქმნა 1953 წელს ინდო-ჩინეთის პირველი ომის დროს. ფორმატით ამერიკულ ჟურნალ TIME-ს გავს. ოფისი პარიზშია.ჟურნალი დაარსეს ჟან-ჟაკ სერვან-შრეიბერმა, შემდგომში „რადიკალების პარტიის“ პრეზიდენტმა და ფრანსუაზა ჟირომ, რომელიც მანამდე ELLE-ს რედაქტორი იყო, 1974 წელს - ქალთა საქმეების მინისტრი, ხოლო 1976 წელს - კულტურის მინისტრი. ტრადიციულად ჟურნალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციისაა.2006 წლიდან გაზეთის მფლობელია Groupe Express-Roularta. 2008 წელს ჟურნალს ყოველკვირეულად 2,3 მილიონი მკითხველი ჰყავდა და ყოველთვიურად - დაახლოებით 2 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელი.
lexpress.fr
-
- La Tribune
- — „ტღიბუნი“ (ფრ. - ”ტრიბუნა”) - ყოველდღიური ფრანგული ფინანსურ-ეკონომიკური გაზეთი. აქვეყნებს საფონდო მაჩვენებლებს და აანალიზებს ბაზრების მდგომარეობას. დაარსდა 1985 წელს. ოფისი პარიზში აქვს. ტირაჟი - 78 000 ეგზემპლიარი.
latribune.fr
-
- Label libel
- — იარლიყული ცილისწამება. მაკლიუენიზმი. ტერმინი, რომელიც 1960-იანი წლების მედიათეორიის გურუმ, მარშალ მაკლიუენმა შექმნა. იგი წერდა იმ მედიახერხის შესახებ, რომლის მიხედვითაც მედია იმგვარად აწებებს ადამიანებს იარლიყებს, ისე ახდენს მათ სტერეოტიპიზებას, ისე ანაწილებს მათ კატეგორიების მიხედვით, რომ შემდგომში ამგვარმა განზოგადებამ საფუძველი შექმნას ამ ადამიანების ცილისწამებისთვის.
-
- labeled
- — ნიშანდებული, მარკირებული, იარლიყიანი
-
- labor migration
- — სამუშაოდ წასვლა, სხვა ქვეყანაში მიგრაცია იქ მუშაობის მიზნით
-
- LAD [Language Acquisition Device]
- — ენის დაუფლების აპარატი. ენათმეცნიერ ნოემ ჩომსკის აზრით, ენის დაუფლების აპარატი წარმოადგენს ადამიანის ტვინის თანდაყოლილ აპარატს, რომელიც შესაძლებელს ხდის ინდივიდის მიერ ენის დაუფლებას. ჩომსკის ეს ჰიპოთეტური მოდელი ეფუძნება თეორიას, რომლის თანახმადაც ადამიანი არის დაპროგრამებული არსება ენის დაუფლებისა და შექმნის თვალსაზრისით.
-
- laid-off worker
- — დროებით გათავისუფლებული თანამშრომელი
-
- Lame
- — კოჭლი ენა. შედარებით იზოლირებული, ჯგუფისგან გარიყული ადამიანების ენა. ტერმინი ეკუთვნის უილიამ ლებოვს (Language in the Inner, US: University of Pennsylvania Press, 1972).
-
- lame-duck
- —
ხეიბარი; უიღბლო, ”გლახა”;
ბანკროტი;
ამერ. ხელახლა არარჩეული წევრი (კონგრესისა, საბჭოსი...);
სამხ. დაზიანებული თვითმფრინავი;
ჩამოწერილი პოლიტიკოსი (რომლის გავლენა ნულის ტოლფასია იმის გამო, რომ არჩევნებში დამარცხების ან გადადგომის შედეგად მას თანამდებობის დატოვება ემუქრება), კომპანია...
-
- Langage
- — მეტყველების ზოგადი ფენომენი (ფერდინანდ დე სოსიური)
-
- Language Pollution
- — ენის დაბინძურება. აღნიშნავს ენის იმგვარად გამოყენებას, როცა ენა არასანდო ინსტრუმენტი ხდება გარემოსთან ადაპტაციისა და კომუნიკაციისთვის. გეილ და მიშელ მეიერსების თანახმად (The Dynamics of Human Communication, US: McGraw-Hill, 1985), ეს ხდება მაშინ, "როცა ენას ადამიანები იმის სათქმელად იყენებენ, რისიც მათ სინამდვილეში არ სჯერათ... როცა სიტყვები, ნებსით ან უნებლიეთ, არ ემსახურება რეალობის ახსნას". მკვლევრები გამოჰყოფენ ენის დაბინძურების სამ ძირითად ტიპს და ამ ტიპების მახასიათებლებს: 1) გაურკვევლობა, გაუგებრობა (სიტყვების უცნობი მნიშვნელობები); 2) ორაზროვნება (მრავალი მნიშვნელობა); 3) მოტყუება (საგანგებოდ შენიღბული და "ჩაბნელებული" მნიშვნელობები).
-
- Langue
- — ენა, როგორც განსხვავებების სისტემა. ენა როგორც მასივი, რომელიც მოიცავს ენის ყველა მაკრო- და მიკროფორმას: სინტაქსისს, სემანტიკას, პრაგმატიკას, დისკურსს და ა. შ. (ფერდინანდ დე სოსიური)
-
- large-scale
- — ფართო, მასშტაბური, ფართომასშტაბიანი; მსხვილი
-
- larger-than-life
- — წარმოუდგენელი, არარეალური, ზღაპრული; უჩვეულო, არაორდინარული, შთამბეჭდავი
-
- lash out against \ at
- — მივარდნა, თავდასხმა, ცემა
-
- Lasserre, Isabelle
- — იზაბელ ლასერი
-
- Lasswell’s Communication Model, 1948
- — კომუნიკაციის ლასუელის მოდელი, 1948 კომუნიკაციური პროცესის ჰაროლდ ლასუელისეულ ხუთსაფეხურიან მოდელს უფრო ხშირად განიხილავენ, როგორც ამ პროცესის კითხვარ-ინსტრუმენტს, ვიდრე მის აქტუალურ მოდელს. თუმცა იგი მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან პირველ საფეხურად მასმედიის ანალიზისა და შეტყობინების ტრანსმისიისა (გადაცემის) და რეცეფციის (მიღების) ინტერპრეტაციისთვის. ნაშრომში “კომუნიკაციის სტრუქტურა და ფუნქცია საზოგადოებაში” (1948, US: Harper&Row, The Communication of Ideas) ლასუელმა წამოაყენა პოსტულატი, რომ მასობრივი კომუნიკაციის სისტემის მნიშვნელობის გასაგებად საჭიროა შემდეგი შეკითხვების შემდეგი შესაბამისობით დაცვა: ვინ - რას ამბობს - რომელი არხით - ვის ეუბნება - რა ეფექტით. ვინაიდან სისტემის ბოლო შეკითხვა, შესაძლოა, მოიცავდეს უკუკავშირს, ამიტომ ლასუელის მოდელი, შესაძლოა, განვრცობილ იქნას შემდეგი შეკითხვით: რომელ (სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ესთეტიკურ) კონტექსტში მიმდინარეობს კომუნიკაციური პროცესი? აგრეთვე, ლასუელის მოდელი არ შეიცავს რეფერენციებს ინტერვენციული ცვლადებისადმი, ანუ იმ მედიაციური ფაქტორებისადმი, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ შეტყობინების მიმღებსა და მისი მხრიდან უკუკავშირზე.
-
- last hope
- — ბოლო იმედი
-
- Latitudes of Acceptance and Rejection
- — მიღებისა და უარყოფის ფარგლები [თავისუფლება]. რაც უფრო დიდია განსხვავება იმ დამოკიდებულებებს, რომელსაც ადამიანი უკვე იზიარებს, და იმ დამოკიდებულებებს შორის, რომელთა თავს მოხვევასაც ცდილობენ მისთვის, მით უფრო ნაკლებად იცვლის ინდივიდი თავის შეხედულებებს და ატიტუდებს.
-
- launch into
- — (თავით) გადავარდნა, გადაშვება, (რამედ) დაღვრა
-
- Law of Minimal Effect
- — მინიმალური ეფექტის კანონი. შეხედულება, რომ მასმედიას ძალიან მცირე გავლენა აქვს აუდიტორიის მიმართებებზე, ატიტუდებზე.
-
- law-enforcement
- — სამართალდამცავი
-
- lay bare
- — გახსნა, აღმოჩენა, გამოვლენა, მხილება
-
- lay it on thick
- — გაზვიადება, გაბუქება, მუქ ფერებში ჩვენება
-
- lay out
- —
გამოფენა, გამოწყობა, გამოლაგება, ჩვენება; გამოაშკარავება, გამომზეურება;
დაგდება, მწყობრიდან გამოყვანა;
დაგეგმვა, დაპროექტება, გაშენება (ბაღისა, ნაკვეთისა...);
ხარჯვა, გაფლანგვა (ფულისა)
-
- Layout
- — გაზეთის ან სარეკლამო განცხადების დაკაბადონებული მაკეტი, რომელიც შეიცავს სათაურებს, ქვესათაურებს, საკუთრივ ტექსტს, ილუსტრაციებს და სხვა მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს
-
- lays bare
- — დაფარულის გაცხადება, გამოვლენა, მხილება, აღმოჩენა
-
- LCD Display Technology
- — ტექნოლოგია, რომლითაც იწარმოება თხევად-კრისტალური ეკრანის მქონე ტელევიზორები. მაღალი გარჩევითობის მქონე ბრტყელეკრანიანი ტელევიზორების მწარმოებელი ტექნოლოგია, რომლითაც ჩანაცვლდა კათოდურ-სხივური მილაკების მქონე დიდკორპუსიანი ტელემიმღებების წარმოება.
-
- Le Figaro
- — „ფიგარო“ - ყოველდღიური კონსერვატიული შეხედულებების ფრანგული გაზეთი. შეიქმნა 1926 წელს როგორც - სატირული ყოველკვირეული გამოცემა. სახელი ეწოდა ბომარშეს პიესების გმირის, ფიგაროს მიხედვით. გაზეთის დევიზია: სადაც არ არსებობს კრიტიკის თავისუფლება, იქ დაუშვებელია ნემისმიერი სახის შექებაც“ („Sans la liberté de blâmer, il n’est point d'éloge flatteur“ - ფრაზა პიესიდან „ფიგაროს ქორწინება“ )
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Le Figaro გახდა წამყვანი ფრანგული გაზეთი და იგი გამოხატავდა საშუალო კლასის უმაღლესი წარმომადგენლების პოზიციას. გაზეთი 1966 წლიდან ყოველდღიურად გამოდის. 2008 წელს მისი ტირაჟი 320 003 ეგზემპლიარს შედგენდა.
გაზეთის მფლობელია Groupe Le Figaro. 2004 წლიდან გაზეთს აკონტროლებს კონსერვატიული პოლიტიკოსი და მილიარდერი სერჟ დასო და მისი კომპანია Dassault Group. სერჟ დასო ასევე ფრანგული აეროსკოსმოსური ჯგუფის, Dassault Aviation-ის ხელმძღვანელია.
გაზეთი ზოგადად ზომიერი მემარჯვენე პარტიების შეხედულებებს ასახავს. ამის გამო მას მუდმივად აკრიტიკებენ ”მემარცხენე” გამოცემები.
lefigaro.fr
-
- Le Matin
- — “ლე მატინი” (ფრანგ. “დილა”) - ფრანგულენოვანი შვეიცარიული ყოველდღიური გაზეთია, რომელიც ქალაქ ლუზანაში გამოიცემა. “ლე მატინი” 1983 წელს დაარსდა. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო La Tribune (“ტრიბუნა”). გაზეთი ფრანგული შვეიცარიის პირველ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გამოცემად ითვლება. 1972 წელს გაზეთს Tribune-Le Matin-ი დაარქვეს, ხოლო 1984 წლიდან დღემდე გამოცემას Le Matin-ი ჰქვია.
გაზეთი ტაბლოიდის ფორმატის გამოცემაა, მისი ტირაჟი დღეში 69350 ეგზემპლარია, ხოლო მკითხველების რაოდენობა ყოველდღიურად დაახლოებით 331 000 კაცს აღწევს. ამ მაჩვენებლით “ლე მატინი” ფრანგულენოვან შვეიცარიაში პირველ ადგილზეა. გაზეთს აქვს საკუთარი საკვირაო გამოცემა, რომლის ტირაჟი დაახლოებით 207 945 ცალია.
„ლე მატინის“ გამომცემელია „ედიპრესსე“ (Edipresse Group), რომელიც გაერთიანებულია უმსხვილეს შვეიცარიულ გამომცემლობა „ტამედიასთან“ (Tamedia). 2005 წლის 31 აგვისტოდან 2009 წლის 25 სექტემბრამდე „ედიპრესსე“ უშვებდა გაზეთს - „ლე მატინ ბლეუ“ (Le Matin Bleu) -, რომელიც ყოველდღიური იყო და რომანდიის (შვეიცარიის ფრანგული ნაწილი) ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდებოდა. მიუხედავად ანალოგიური სახელწოდებისა, „ლე მატინ ბლეუს“ სხვა სარედაქციო ჯგუფი გამოსცემდა. გაზეთის გამომცემელ „ედიპრესსეს“ „ტამედიასთან“ გაერთიანების შემდეგ „ლე მატინ ბლეუს“ გამოცემის შეწყვეტა მოუწია.lematin.ch
-
- Le Monde
- — „მონდი“ (ფრ. - „მსოფლიო“) - ფრანგული, ყოველდღიური, საღამოს, მემარცხენე ლიბერალური შეხედულებების გაზეთი. 2009 წელს მისი ტირაჟი საშუალოდ შეადგენდა 323 039 ეგზემპლიარს, აქედან დაახლოებით 40 000 იყიდებოდა ქვეყნის გარეთ. სათაო ოფისი პარიზშია.
გაზეთი 1944 წელს შარლ დე გოლის თხოვნით იუბერ ბიოვ-მერიმ დაარსა. ეს ის დრო იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულმა არმიამ პარიზი დატოვა. გაზეთის პირველი ნომერი 1944 წლის 19 დეკემბერს გამოიცა.
წარსულში გაზეთს ახასიათებდნენ, როგორც - მკვეთრად მემარცხენე-ცენტრისტულს, თუმცა დღევანდელი სარედაქციო კურსის მიხედვით, ის უფრო „ზომიერი“ გამოცემაა. 1981 წელს მან არჩევნებში მხარი დაუჭირა სოციალისტების კანდიდატ ფრანსუა მიტერანს. გაზეთი ახალი ამბების გაშუქებაზე მეტად მიმდინარე მოვლენების ანალიზზეა ორიენტირებული.
გაზეთის ყველაზე მსხვილი აქციონერი ჟურნალისტთა ჯგუფია - 53%-ს ფლობენ გაზეთის თანამშრომლები, დანარჩენი 47%-ს მფლობელები Danone, BNP Paribas და ფრანგი მაგნატი ფრანსუა პინო არიან.
გაზეთის ელექტრონული ვერსია მოქმედებს 1995 წლის 19 დეკემბრიდან.
lemonde.fr
-
- Le Monde diplomatique
- — ”მონდ დიპლომატიკი” (ფრ. - ”დიპლომატიური მსოფლიო”), ფრანგი მკითხველები მას მოიხსენიებენ, როგორც Le Diplo-ს - ყოველთვიური ფრანგული გაზეთი, რომელიც მკითხველს პოლიტიკაზე, კულტურასა და მიმდინარე მოვლენებზე მემარცხენე ანალიზსა და შეხედულებებს სთავაზობს. გამოცემის ფრაგული ორიგინალის მიმოქცევა 350 000 ეგზემპლიარს აღწევს. 38 გამოცემას 26 ენაზე (აქედან 33-ზე მეტს ელექტრონული ვერსიაც ახლავს) მთლიანობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,4 მილიონი მკითხველი ჰყავს.
გაზეთი 1954 წელს დააარსა იუბერ ბიოვ-მერიმ, ფრანგულ გაზეთ Le Monde-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა. მიუხედავად იმისა, რომ Le Monde-ი გაზეთის 51%-ის წილის მფლობელია, Le Monde diplomatique-ის რედაქცია მაინც დამოუკიდებელია. თავდაპირველად გაზეთი დიპლომატებისთვის შეიქმნა და იგი საგარეო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებს აშუქებდა. მოგვიანებით მან კონცენტრაცია მოახდინა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე და სხვა საკითხებზე... გაზეთი აკრიტიკებდა ნეოლიბერალურ იდეოლოგიასა და 1980-იანი წლების მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის პოლიტიკას. ცივი ომის შემდეგ ის ყურადღებას ეთნიკურ კონფლიქტებსაც უთმობს.
2001 წლის 11 სექტემბრისა და ერაყის მეორე ომის შემდეგ გაზეთი განაგრძობდა აშშ-ს „ძალადობრივი ინტერვენციის“ პოლიტიკის კრიტიკას ახლო აღმოსავლეთში.
monde-diplomatique.fr
-
- Le Nouvel Observateur
- — (ფრ. „ახალი მიმომხილველი“). ხშირად მოიხსენიებენ შემოკლებით Le Nouvel Obs. მემარცხენე შეხედულებების ფრანგული პოლიტიკური და კულტურული ყოველკვირეული ჟურნალი. აუდიტორიისა და ცირკულაციის მხრივ (მიმდინარე ტირაჟი დაახლოებით 538 200) ის ყველაზე განთქმული ფრანგული ჟურნალია. ოფისი პარიზში მდებარეობს.
პირველი ნომერი გამოიცა 1964 წლის 19 სექტემბერს. გამოცემის დღიდან აშუქებს პოლიტიკის, ბიზნესის და ეკონომიკის ახალ ამბებს. მისი ძლიერი მხარეებია პოლიტიკის და ლიტერატურის საკითხების ანალიზი. ხშირად მას ირონიულად აღწერენ, როგორც „ფრანგ ინტელექტუალთა“ მრევლის ჟურნალს“
ჟურნალი იზიარებს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის იდეებს. ტრადიციულად მასში თავისუფლებების მიმართ პატივისცემა სოციალური თანასწორობის იდეას ერწყმის.
ჟურნალის სარედაქციო საბჭოში შედიან მისი ორი დამფუძნებელი კლოდ პერდრიელი და ჟან დანიელი, ორი მთავარი რედაქტორი და ჟურნალის გენერალური დირექტორი.http://tempsreel.nouvelobs.com/
-
- Le Parisien
- — ”პაღიზია” („პარიზელი“) - ფრანგული ყოველდღიური ცენტრისტული გაზეთი. აშუქებს ნაციონალურ და საერთაშორისო ახალ ამბებს, ასევე, პარიზისა და მისი შემოგარენის ამბებს. ის პოპულარული ნაციონალური გამოცემაა და მისი ყოველდღიური ტირაჟი 530 000 ეგზემპლიარია.გაზეთი 1944 წელს დააარსა ემილიენ ამორიმ და 1986 წლამდე მისი სახელწოდება იყო - Le Parisien libéré („თავისუფალი პარიზელი“). ნაციონალური გამოცემა გამოვიდა სახელწოდებით Aujourd’hui en France („დღეს საფრანგეთში“).გაზეთის მფლობელია ფრანგული მედიაჯგუფი Amaury Group. კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ 2005 წელს 650 მილიონ ევროს მიაღწია, რომლის 80% პრესაზე მოდის.
leparisien.fr
-
- Le Point
- — ”პუა” (ფრ. - „თვალსაზრისი“) - ყოველკვირეული ფრანგული კონსერვატიული საინფორმაციო ჟურნალი. მისი ოფისი პარიზშია.
1972 წელს Le Point-ი ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დააარსა, რომლებმაც მანამდე, ერთი წლით ადრე, L'Express-ის სარედაქციო საბჭო დატოვა. ჟურნალი გამოიცა ჯგუფ Hachette-ის (ცნობილი ფრანგული გამომცემლობა) ფინანსური მხარდაჭერით. მისი ფორმატი ყველაზე ახლოს ისეთ ჟურნალებთანაა, როგორებიც Time-ი და Newsweek-ია.
ჟურნალის მფლობელი დღეს ფრანგული მულტინაციონალური ჰოლდინგი PP-ია, რომლის დამფუძნებელიც და მესაკუთრეც მილიარდერი ბიზნესმენი ფრანსუა პინოა. 2010 წელს პინოს ქონება 8,7 მილიარდ დოლარად შეფასდა, რის გამოც მან Forbes-ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 77-ე ადგილი დაიკავა.
lepoint.fr
-
- Le Temps
- — “ლე ტემპსი” (ფრანგ. „დრო“) - ფრანგულენოვანი შვეიცარიული ყოველდღიური გაზეთია. ის 1998 წლის 18 მარტს ჟენევაში შეიქმნა 3 გამოცემის journal de Geneve-ს, gazette de Lausanne-სა და Le Nouveau Quotidien-ის გაერთიანების შემდეგ. გაზეთი ძირითადად საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ეკონომიკასა და კულტურას მიმოიხილავს. Le Temps მთელი შვეიცარიის მასშტაბით ვრცელდება და ის საფრანგეთშიც იყიდება. გაზეთის სახელწოდება საფრანგეთის რესპუბლიკაში დაარსებული ანალოგიური სახელწოდების გაზეთისგან მოდის, რომელსაც 1944 წლიდან Le Monde ჰქვია.
გაზეთის გამომცემელია ჯგუფი ‘’Le Temps SA’’, რომლის 50 %-ის მფლობელიც ერთ-ერთი გავლენიანი მედიაჯგუფი „ედიპრესსეა“ (Edipresse Group), ხოლო მეორე 50-%-ს საფონდო კორპორაცია Ringer Group ფლობს. Le Temps-ის დანარჩენ 18 %-იან წილს ინაწილებენ: ბანკირი კლოდ დემოლე - 7 %-ით, გაზეთში მომუშავე პერსონალი - 6 %-ით და გამოცემა Le Monde - 5%-ით. 2010 წლისათვის Le Temps-ისთვის შვეიცარიის შვიდ უმნიშვნელოვანეს ქალაქში (ჟენევა, ბერნი, ფრიბურგი, ლოზანა, ნეუჩატელი, სიონი და ციურიხი) 130 კორესპონდენტი მუშაობდა. გაზეთის ტირაჟი დღეში 42 433 ეგზემპლიარია.
„ლე ტემპსმა“ წინაპარი გაზეთების საპატივცემულოდ ციფრული ბიბლიოთეკა შექმნა, სადაც მსურველებს გამოცემების journal de Geneve-ს, gazette de Lausanne-სა და Le Nouveau Quotidie-ს ყველა ნომრის ნახვა შეუძლიათ. ბიბლიოთეკაში შვეიცარიის 200-წლიანი თავისუფალი პრესის არქივია თავმოყრილი. ამაში „ლე ტემპსს“ შვეიცარიის ნაციონალური და რეგიონალური არქივი დაეხმარა.letemps.ch
-
- lead smb. by the nose
- — ვინმეს საკუთარ ჭკუაზე ტარება
-
- lead up to
- — მიყვანა, ბიძგება
-
- lead with the chin
- — სარისკო, კონფრონტაციული, გამომწვევი
-
- leading case
- — სასამართლო პრეცედენტი, პრეცედენტული საქმე
-
- leads (the) pack
- — კონკურენტებზე უკეთესი და წარმატებული
-
- leap forward
- — ნახტომი, წინსვლა
-
- leave all fingers and thumbs
- — ხელების გაშეშება, არევა
-
- leave for dead
- — უიმედოდ ჩათვლა, მკვდრად მიჩნევა
-
- leave out of
- — გამოტოვება, ამოღება, ამოგდება, მიღმა დატოვება
-
- leg up
- — დამაგრება, გამაგრება, მიმაგრება; განმტკიცება, გამყარება
-
- legal framework
- —
სამართლებრივი ჩარჩოები, საზღვრები;
სამართლებრივი სტრუქტურა/სისტემა
-
- Legisign
- — ნებისმიერი ობიექტის რეპრეზენტამენად გამოყენებადი ნიშანი, სემიოლოგიური მარკერი. ყველაზე ზოგადი კანონის ან სულიერი კონვენციის აღმნიშვნელი ნიშანი. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ფილოსოფოსს, მათემატიკოსს, სემიოლოგს ჩარლზ პირსს (1839-1914). პირსის აზრით, მხოლოდ ამგვარ ნიშანს შეუძლია ნიშან-სიმბოლოების აღძვრა (მაგალითად, ანბანის ასო, მუსიკალური სანოტო სისტემის ნიშნები და სხვა).
-
- legislation in force
- — მოქმედი კანონმდებლობა
-
- Leparmentier, Arnaud
- — არნო ლეპარმანტიე
-
- Les Echos
- — ”ეკო” („ეხო“) - ფრანგული პირველი ყოველდღიური ფინანსური გაზეთი. აშუქებს მიმდინარე ნაციონალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბიზნესის ამბებს. ოფისი პარიზში აქვს.გაზეთი 1908 წელს დაარსდა ძმებ რობერტ და ემილ სერვან-შრეიბერების მიერ. 1928 წლიდან გამოცემა ყოველდღიური გახდა.1988 წელს გაზეთი პირსონმა იყიდა და 2007 წლამდე ის ბრიტანულ მედიაჯგუფ Pearson PLC-ს ეკუთვნოდა. 2007 წლიდან გაზეთი Groupe Les Echos-ს საკუთრებაა, რომელიც თავისთავად ფუფუნების საგნების ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის მედიაჯგუფს წარმოადგენს. ფრანგული პრესის წარმომადგენლების უმრავლესობის მსგავსად, ამ გაზეთსაც აქვს მიღებული მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიები. 2003-2010 წლებში მან პრესის მოდერნიზაციის დახმარების ფარგლებში 1,5 მილიონი ევრო მიიღო.გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა ლიბერალურია. მას ორასამდე ჟურნალისტი ჰყავს; აქედან, უცხოეთში თორმეტი მუდმივი კორესპონდენტი და ორმოცდაათამდე რეგიონალურ ჟურნალისტთა ქსელია.გაზეთის მთავარი კონკურენტი გაზეთი La Tribune-ია.
lesechos.fr
-
- less-educated
- — ნაკლებ განათლებული
-
- let alone
- — რომ აღარაფერი ვთქვათ; არა თუ
-
- letter of the law
- —
კანონის მუხლი;
კანონის არსი, მისი ფორმალური შინაარსი
-
- leverage
- — ბერკეტების სისტემა; მიზნის მიღწევის საშუალება
-
- Levy, Clifford J.
- — კლიფორდ ლევი
-
- lewd gesture
- — უხამსი ჟესტი
-
- Lexis
- — ლექსიკონი. ლინგვისტური ტერმინი ენის ლექსიკონის აღასწერად.
-
- Libel
- — წერილობითი სარჩელი, სასარჩელო განცხადება, ცილისწამება, დიფამაცია.
-
- liberal trend
- — ლიბერალური მიმართულება, ტენდენცია
-
- Libération
- — ”ლიბეღასიონი” (ფრ. - „გათავისუფლება“). ცნობილია ასევე Lib-ს სახელწოდებით. მემარცხენე შეხედულებების ფრანგული ყოველდღიური გაზეთი. მისი დამფუძნებლები არიან ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი და მემარცხენე აქტივისტი და ჟურნალისტი სერჟ ჟიული, რომლებმაც გაზეთი 1968 წლის მაისის საპროტესტო მოძრაობის ტალღაზე შექმნეს. გაზეთის ოფისი პარიზშია.Libération-ის პირველი ნომერი 1973 წლის 18 აპრილს გამოიცა. 2007 წელს მისი ტირაჟი 174 000-დან 145 000 ეგზემპლიარამდე შემცირდა. Libération-მა ფრანგულ ყოველდღიურ გაზეთებს შორის ვებგვერდი პირველმა შექმნა.მიუხედავად იმისა, რომ გამოცემა ტრადიციულად დიდ ყურადღებას იჩენს ისეთი თემების მიმართ, როგორებიცაა ანტირასიზმი, ფემინიზმი, მშრომელთა უფლებები, 2005 წელს გამოცემის კაპიტალში მილიარდელ ედუარდ როტშილდის წილის გაჩენისა (37%) და იმავე წელს გაზეთის რედაქტორის სერჟ ჟიულის პოზიციის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროპის კონსტიტუციის შექმნას, გაზეთს ბევრმა მისმა მემარცხენე მკითხველმა ზურგი შეაქცია. 2006 წელს სერჟ ჟულიმ როტშილდთან უთანხმოების გამო გაზეთი დატოვა.დღეს Libération-ის სარედაქციო კურსი სოციალურ-ლიბერალურია.
www.liberation.fr/
-
- life-threatening
- — სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათო
-
- lifespan
- — სიცოცხლის ხანგრძლივობა
-
- Lifestyle
- — ცხოვრების წესი, სტილი.
-
- like the palm of my hand
- — ჩემი ხუთი თითივით
-
- line up
- — მწკრივში, რიგში ჩადგომა
-
- Linguistic Determinism
- — ლინგვისტური დეტერმინიზმი. დაშვება, რომ კულტურის ენა განსაზღვრავს სამყაროს აღქმას და მასზე წარმოდგენას.
-
- Lingustics
- — ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება. მეცნიერება ენის შესახებ. დიაქრონული, ანუ ისტორიული ენათმეცნიერება შეისწავლის, როგორ იცვლება ენა დროში; სინქრონული ენათმეცნიერება შეისაწავლის ენის სტატუსსა და მდგომარეობას ნებისმიერ მოცემულ მომენტში; ზოგადი ენათმეცნიერება აყალიბებს და ამკვიდრებს პრინციპებს, რომლებიც ზოგადია ყველა ენისთვის. აღწერითი ენათმეცნიერება სწავლობს სპეციფიკური, კონკრეტული ენის მახასიათებლების ანალიზს; კონტრასტული ენათმეცნიერების შესწავლის საგანია განსხვავებები სხვადასხვა ენებსა და ენობრივ ჯგუფებს შორის, შედარებითი ლინგვისტიკა კონცენტრირებულია ენებს შორის საერთო მახასიათებლებზე.
-
- Link
- — ბმული. კავშირი, ბმა ორ ჰიპერტექსტურ ობიექტს შორის, ვებზე ნავიგაციის გაადვილების მიზნით
-
- Linotype Printing
- — ლინოტიპური ბეჭდვა. სპეციალური საბეჭდი მოწყობილობა ლითონის ასო-მატრიცებით. ეს გამოგონება 1894 წელს დააპატენტა შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბალტიმორში მცხოვრებმა გერმანელმა ემიგრანტმა ოტმარ მერგენტჰალერმა.
-
- Linux
- — თავისუფლად ხელმისაწვდომი კომპიუტერული საოპერაციო სისტემის დასახელება.
-
- Lip-sync
- — ტუჩების მოძრაობისა და სიტყვების სინქრონიზაცია ფილმის გახმოვანებისას.
-
- lit up
- —
განათებული;
მთვრალი
-
- live on their nerves
- — უაღრესად აღელვებულ/დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა
-
- live through
- — გამოვლა, გადატანა
-
- live up to
- — (ვინმესთან, რამესთან) შესაბამისობა; (დანაპირების, სიტყვის, ფიცის) ასრულება
-
- Lobjakas, Ahto
- — აჰტო ლობიაკასი
-
- lock out
- —
გამოკეტვა, გამომწყვდევა;
გაგდება; გამოძევება
-
- lock up
- — დაკეტვა, დახურვა (სამუშაო დღის დასასრულს - მაღაზიისა, ფარეხისა); გამოკეტვა, გამომწყვდევა
-
- lockdown
- — საგანგებო სიტუაცია, როდესაც გადაადგილება შეზღუდულია; კარანტინი
-
- Locution|locutionary
- — მეტყველებითი აქტი. დანაწევრებული ბგერების წარმოთქმა ენაში დამკვიდრებული წესების შესაბამისად.
-
- Login
- — სისტემაში შესვლა. მომხმარებლის ვალიდაციის პროცესი კომპიუტერულ სისტემებში, მათ შორის: ელექტრონულ ფოსტაში, სოციალურ თუ კორპორაციულ ქსელებში. შესვლის პროცესი მოიცავს მომხმარებლის მიერ ვალიდური სახელისა და პაროლის შეყვანას სპეციალურად გამოყოფილ გრაფებში კომპიუტერულ რესურსებზე ხელმისაწვდომად.
-
- Logos
- — ლოგოსი. სიტყვის რაციონალური ძალა სამყაროს ასახსნელად.
-
- long-range missile
- — შორი მოქმედების რაკეტა
-
- long-running
- — გრძლევადიანი, ხანგრძლივი, დიდი ხნის
-
- long-term
- — გრძელვადიანი; ხანგრძლივი
-
- look before you leap
- — ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი
-
- Lookism
- — ლუქიზმი. თეორია, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო კარგად გამოიყურება და ლამაზია ადამიანი, მით უფრო წარმატებული იქნება იგი ცხოვრებაში. თავდაპირველად ეს ტერმინი მედიაში გამოჩნდა, 1978 წელს "უოშინგტონ პოსტ მეგეზინში", მოგვიანებით მან სამეცნიერო ტერმინთა შორისაც დაიმკვიდრა ადგილი, კერძოდ, ამერიკელი ფსიქოლოგის ნენსი ეტკოფის წიგნში "სილამაზის მეცნიერება" (1999).
-
- Los Angeles Times
- — "ლოს ენჯელეს ტაიმსი" (ინგლ. - "ლოს ანჯელესის დროება"). შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი ყოველდღიური გაზეთი. მემარჯვენე ორიენტაციის. გამოიცემა 1881 წლიდან ლოს ანჯელესში (კალიფორნია). 2010 წლის აღწერის თანახმად, ტირაჟის მიხედვით, "ლოს ენჯელეს ტაიმსი" შეერთებული შტატების მეორე უდიდესი მეტროპოლიური გამოცემაა, ხოლო გაყიდვების კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესოთა ხუთეულში შედის. გაზეთს თითქმის საუკუნის განმავლობაში ოტის-ჩენდლერების ოჯახი ფლობდა, მართავდა და გამოსცემდა. 1882 წლიდან გაზეთს სათავეში ჰარისონ ოტისი ჩაუდგა, რომლის სახელსაც "ლოს ენჯელეს ტაიმსის" ფინანსური წარმატება უკავშირდება. ოტისის გარდაცვალების შემდეგ საგამომცემლო საქმე მისმა სიძემ, ჰარი ჩენდლერმა, ხოლო მოგვიანებით შვილიშვილმა, ნორმან ჩენდლერმა გააგრძელეს. სწორედ ამ უკანასკნელის სახელს უკავშირდება გაზეთის სწრაფი ზრდა ომის შემდეგომ პერიოდში. 2000 წელს "ლოს ენჯელეს ტაიმსი" "ტრიბიუნ კომპანიმ", "ჩიკაგო ტრიბიუნის" მშობელმა კომპანიამ შეიძინა. სტრუქტურულად გაზეთი "ლოს ენჯელეს ტაიმს მიდიაგრუპში" შედის.latimes.com
-
- lose out
- — წაგება, დამარცხება, ზიანის მიღება
-
- lose sight of
- — (ვინმეს, რამის) თვალთახედვიდან დაკარგვა; დავიწყება, უყურადღებოდ დარჩენა
-
- lost cause
- — წაგებული საქმე
-
- low profile
- — თავშეკავებული, უმნიშვნელო, მოკრძალებული კაცის როლი
-
- low-key
- —
შეუმჩნეველი, ხმადაბალი, ჩუმი; თავშეკავებული
სუსტი, არაშთამბეჭდავი
-
- lower-level
- — დაბალი რანგი
-
- luggage boot
- — ავტომობილის საბარგული