ყველა ტერმინი → n
-
- N-Gen [Net Generation]
- — ქსელური თაობა. ახალგაზრდები, რომლებისთისაც ინტერნეტსივრცე სასიცოცხლო სივრცეა.
-
- Nader, Ralph
- —
-
- Nagorno-Karabakh
- —
-
- Narcotizing dysfunction
- — ნარკოტიკული ზემოქმედების მქონე დისფუნქცია. ამერიკელი სოციოლოგების, ლაზერსფელდისა და მერტონის (1948) წელს აღმოჩენილი ერთ-ერთი ძირითადი შედეგი მედიის მუდმივად და მიჯაჭვულად მოხმარებისა. მედიის ამგვარი მოხმარება იწვევს ნარკოტიკული დამოკიდებულების მსგავს დამოკიდებულებას მედიაზე, როცა ადამიანებს მედიურ საშუალებაში წაკითხულისა და ნანახის უფრო სჯერათ, ვიდრე იმისა, რისი თვითმხილველნიც თვითონ გახდნენ.
-
- Narration
- — ნარაცია, თხრობა, მოთხრობა აღწერა, დიქტორის ტექსტი ფილმში, ავტორისეული რემარკა დრამატურგიულ ნაწარმოებში. კომუნიკატივისტიკაში ნარაცია არის შუალედური, გარდამავალი ეტაპი "ნედლ ინფორმაციასა" და მწყობრად აგებულ დისკურსს, ტექსტს შორის.
-
- Narrative
- — ნარატივი. თხრობა, ამბავი, ისტორია, რომელიც მოგვითხრობს, ვის რა როდის შეემთხვა რა გარემოებებსა და ვითარებაში. კომუნიკატივისტიკაში ნარატივს ასევე უწოდებენ ამბავს, რომელიც გაჯერებულია იგივეობრივი იდენტობების მქონე ადამიანებისა და ჯგუფების მიერ გაზიარებული გამოცდილებითა და ღირებულებებით. ტრადიციული გაგებით, ნარატივი განისაზღვრება როგორც ტექსტი, რომელიც აღწერს ხდომილებების განსაზღვრულ თანმიმდევრობას (ამ შემთხვევაში ეს იგივეა, რაც ისტორია, მოთხრობა, მონათხრობი, თხრობა). ამერიკელი ენათმეცნიერი და სოციოლოგი შიფრინი ნარატივს განსაზღვრავს, როგორც „ტექსტის, ანუ დისკურსის ფორმას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვახდენთ განვლილი გამოცდილების რეკონსტრუქციასა და რეპრეზენტაციას - როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის“[Schiffrin 2006: 321].
-
- Narrative Logic of Romance (Radway, 1984)
- — სასიყვარულო (რომანტიკული) ნარატივის ლოგიკა (რედუეი, 1984). კულტურის ბრიტანელმა მკვლევარმა რედუეიმ, განავრცო რა რუსი მეცნიერის ვლადიმირ პროპის (1968) ნაშრომი ნარატივის თეორიის შესახებ, შექმნა მასობრივად ტირაჟირებული სასიყვარულო ნარატივის ლოგიკური მოდელი. ამ მოდელს საფუძვლად დაედო სერიალების ("საპნის ოპერების") ნარატივის ჟანრული თავისებურებანი. რედუეის მოდელში სერიალის სიუჟეტური ხაზის განვითარების თითოეული საფეხური იმგვარად არის წარმოდგენილი, რომ ყოველი საფეხური, რომლებსაც თხრობის კულმინაციურ წერტილამდე მივყავართ, რევერსულად უკავშირდება კულმინაციის შემდგომ ყოველ საფეხურს; აღმასვლისა და დაღმასვლის სტადიები ნარატივის მკაცრად განსაზღვრულ წყვილ ერთეულებს ქმნიან. მაგალითად, სერიალის დასაწყისში ნაჩვენები მთავარი გმირის გაურკვეველი წარმოშობა დასკვნით ეტაპზე მკაფიოდ იდენტიფიცირებულია – იგი მდიდარ, გამარჯვებულ მემკვიდრედ გვევლინება; ან: თუკი კვანძის შეკვრის ერთ–ერთ საფეხურზე გმირი ქალი ანტაგონისტურად არის განწყობილი არისტოკრატი მამაკაცის მიმართ, კვანძის გახსნაში იგი ემოციურად და სექსუალურად პასუხობს კაცის გრძნობებს. რედუეის მოდელი ერთ–ერთ თვალსაჩინო მეთოდურ სქემად ითვლება ნარატივის თეორიაში. (იხილეთ Seriality და Propp's People).
-
- Narrative: Kernel and Satellite
- — ნარატივი: ბირთვი და თანამგზავრი. ნარატივის ბირთვს წარმოადგენს მოვლენა, რომელიც გადამწყეტია ამბის განვითარებისთვის, თანამგზავრს კი - დეტალები, რომლებიც თხრობას გარკვეული ელემენტებით ამდიდრებენ, მაგრამ ამბის ქარგის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებათ (Seymour Chatman, 1978).
-
- Narrowcasting
- — ინფორმაციის გაგზავნა აბონენეტების ვიწრო წრისთვის.
-
- national churches
- — ეროვნული (ნაციონალური) ეკლესიები
-
- National Democratic Institute [NDI]
- — ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი
-
- National Endowment for Democracy [NED]
- — NED (“ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის”) - ამერიკული არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა. დაარსდა 1983 წელს. მისი მიზანი დემოკრატიის მხარდაჭერა და განვითარებაა. ორგანიზაცია დამოუკიდებელ ორგანოდ ითვლება, თუმცა მისი შემოსავლების უმეტესობა ამერიკის კონგრესის ნებართვით მთავრობისგან ფინანსდება. ფონდის სათაო ოფისი ვაშინგტონშია.
ფონდი რონალდ რეიგანის ინიცატივით დაარსდა. USAID-მა (United States Agency for International Development) დემოკრატიის მხარდასაჭერი საშუალებების მოსაძიებლად კონტრაქტი გააფორმა The American Political Foundation-თან (APF). ამ პროცესს The Democracy Program-ი („დემოკრატიული პროგრამა“) უწოდეს. APF-მა რეკომენდაცია გაუწია ამერიკის მთავრობას, რათა მას დაეარსებინა არაკომერციული, დამოუკიდებელი ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის - NED-ი, რომელიც კონგრესის დადგენილებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ყოველწლიურად დაფინანსდებოდა.
NED არსებითად საგრანტო ფონდია, რომელიც უცხოეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გასცემს თანხებს. გრანტების გაცემის მთავარი მიზანი დემოკრატიის განვითარებაა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. NED-ის ფონდის თითქმის ნახევარი ნაწილდება ამერიკული დემოკრატიული პრინციპების მხარდამჭერ ოთხ მთავარ ორგანიზაციაზე; ესენია: American Center for International Solidarity („საერთაშორისო სოლიდარობის ამერიკული ცენტრი“), Center for International Private Enterprise (CIPE) („საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრი“), National Democratic Institute for international Affairs (NDI) („საგარეო საქმეთა ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი“) და International Republican Institute (IRI) („საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“). NED-ის ფონდის მეორე ნახევარი გადანაწილებულია ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაზე ამერიკის ფარგლებს გარეთ.NED-ის მოქმედი პრეზიდენტია კარლ გერშმანი, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის ყოფილი უმაღლესი მრჩეველი და ამერიკელი სოციალ-დემოკრატების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
ned.org
-
- national platform
- — ეროვნული, ნაციონალური პლატფორმა
-
- National Post
- —
-
- National Review Online
- —
-
- NATO Response Force
- — NRF (“ნატოს საპასუხო ძალები”) - უმაღლესი მზადყოფნის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მულტინაციონალური სამხედრო ჯგუფი. ატარებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებს. NRF ერთგვარი სპეცდანიშნულების რაზმია, რომელსაც ნატო საჭიროების შემთხვევაში უსწრაფესად გადასხამს ხოლმე დანიშნულების ადგილზე.
“ნატოს საპასუხო ძალები” შედგება სამი ნაწილისგან: პირველი - სამმართველო და საკონტროლო ელემენტია, რომელიც ნატოს საკონტროლო სტრუქტურიდან იმართება; მეორე - სპეცდანიშნულების რაზმია, იგივე სამხედრო ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების მიერ გამოგზავნილი 13 000 სამხედროსაგან შედგება და მესამე - საპასუხო ძალების ბიურო, რომელიც ძალების უსწრაფეს მობილიზებას უზრუნველყოფს.
2004 წელს ათენის ოლიმპიადის მსვლელობისას NRF აქტიურად მონაწილეობდა თავდაცვითი ღონისძიებების გატარებაში. ასევე 2004 წელს პაკისტანში გაიგზავნა ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.
NRF გამოიყენება როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული მიზნებისთვისაც. 2005 წელს NRF-ის თვითმფრინავებმა ქარიშხალ კატრინასგან დაზარალებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯგუფები ჩაიყვანეს, რომელთა მიზანიც აშშ-სთვის ქარიშხლის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში დახმარების გაწევა იყო.
NRF-ის შექმნის იდეა 2002 წელს პრაღის სამიტზე გაჩნდა. ამის შემდეგ დაიწყო კონცეფციის შემუშავება და 2003 წელს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრთა საბჭომ მის შექმნას მხარი დაუჭირა. 2004 წლის 13 ოქტომბერს რუმინეთის ქალაქ პოიანა-ბრასოვში, თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ NRF უკვე მზად იყო საბაზო დანიშნულების შესასრულებლად და მას 17 000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ემსახურებოდა. 2006 წელს რიგის სამიტზე კი გაცხადდა, რომ 25000 კაცის შემადგენლობით NRF მზად იყო, რათა სრული დატვირთვით ემუშავა.
nato.int
-
- NATO-Russia Council
- — NRC (“ნატო-რუსეთის საბჭო”) 2002 წელს დაარსდა. კომისია კონსენსუსების მიღწევის, თანამშრომლობისა და საერთო გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმს წარმოადგენს. საბჭოს ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნები და რუსეთი არიან - თანაბარ პირობებში მყოფი პარტნიორები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უმკლავდებიან გამოწვევებს უსაფრთხოების საკითხებში.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო ალიანსმა დროებით შეაჩერა NRC-ის ფორმატში რუსეთთან ოფიციალური შეხვედრები. მიუხედავად ამისა, ნატომ მაინც განაგრძო რუსეთთან თანამშრომლობა ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორებიცაა ანტინარკოტიკული და ანტიტერორისტული კამპანიები. 2009 წლის მარტში კი ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებოდა რუსეთთან მუშაობის ჩვეულ ფორმატს.
“ნატო-რუსეთის საბჭოს” მიზანია, უზრუნველყოს ნატოსა და რუსეთს შორის პრინციპული საკითხების სისტემატიზაცია და ხელი შეუწყოს ალიანსისა და რუსეთის საერთო ინტერესების დაცვა-გატარებას. კონსენსუსის ბაზაზე მომუშავე ნატო-რუსეთის კომისია აწარმოებს დიალოგებს ორ მხარეს შორის, რათა გარკვეული პრობლემის მიმართ ორივე მხარის ხედვა განიხილოს. საბჭო ასევე ცდილობს, ვითარების მოსაგვარებლად ორ მხარეს შორის აზრთა სხვადასხვაობის წარმოქმნისთანავე მოახდინოს საკითხის იდენტიფიკაცია. NRC განსაზღვრავს ნატო-რუსეთის საერთო ხედვებს, აწარმოებს პრაქტიკულ თანამშრომლობას და ზოგჯერ, საჭიროების შემთხვევაში, მხარეები ერთობლივ ოპერაციებსაც კი ატარებენ.
ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობს ნატოს წევრი 28 ქვეყანა და რუსეთი. შეხვედრებს ნატოს გენერალური მდივანი უძღვება. ელჩებისა და სამხედრო წარმომადგენლების დონეზე NRC-ის ფორმატით შეხვედრები თითქმის ყოველთვიურად ტარდება, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა შეხვედრები - წელიწადში ორჯერ, ხოლო სამიტებზე NRC-ის შეხვედრები იშვიათად იმართება.
“ნატო-რუსეთის საბჭოს” ფორმატში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე - მშვიდობის შენარჩუნების, საჰაერო სივრცის მენეჯმენტის, თავდაცვის რეფორმის, ლოჯისტიკისა და სამეცნიერო მუშაობის წარმართვის საკითხებში.
-
- Naturalistic Illusion (of Television)
- — ნატურალისტური ილუზია [ტელევიზიის]. ტელევიზიის მაღალი ხარისხი ქმნის ილუზიას, დაშვებას, რომ ტელვიზიით ნაჩვენები სახეები და ხატები წარმოადგენს რეალური სამყაროს ზუსტ სურათს.
-
- Nauru [the Republic of Nauru]
- — ნაურუ [ნაურუს რესპუბლიკა] - კუნძული-სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში
-
- naval base
- — სამხედრო-საზღვაო ბაზა
-
- near abroad
- — ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში
-
- near-term
- — უახლოესი, მოკლევადიანი
-
- needless to say
- — თქმაც არ უნდა, ლაპარაკიც ზედმეტია, არც უნდა აღნიშვნა
-
- Neoligism
- — ნეოლოგიზმი. ახალი სიტყვის გამოგონება და მოხმარებაში დამკვიდრება, ან ძველი სიტყვისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება.
-
- Nerd
- — ყუმი, კომპიუტერის ფანატიკოსი. ზოგადად ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანს საშუალოზე მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, თუმცა განუვითარებელი სოციალური უნარებით, როგორც წესი, ცუდად ჩაცმულს. ყუმებს წარმოაჩენენ როგორც მორცხვ, ფეთხუმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ნორმალური ურთიერთობის დამყარება სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ტერმინმა კნინობითი ელფერი მას შემდეგ დაკარგა, რაც აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს საზოგადოების ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, ბევრი ყუმია, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველაზე მზარდ, მდიდარ და გავლენიან ბიზნესში.
-
- Netanyahu, Benjamin
- —
-
- netiquette
- — ნეტიკეტი. ტექნიკური ჟარგონი, აღნიშნავს ელექტრონულ ქსელში მოქცევის წესებს
-
- Netnography
- — ნეტნოგრაფია. ეთნოგრაფიული კვლევის ნაირსახეობა, ფორმა, რომელიც შეისწავლის ინტერნეტის გავლენას თანამედროვე საზოგადოებაზე. წარმოებულია "ნეტისა" და "ეთნოგრაფიის" შეერთების გზით.
-
- Network
- — ქსელი. ურთიერთდაკავშირებული საკომუნიკაციო არხების ერთობლიობა, რომელშიც მრავალი ერთეული და მრავალი ინდივიდუალური თუ ჯგუფური მომხმარებელია ჩართული.
-
- Neue Zürcher Zeitung
- — [NZZ] “ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი” (გერმ. - “ახალი ციურიხის გაზეთი”) გამოიცემა შვეიცარიის მთავარ საფინანსო ქალაქ ციურიხში. მისი ორიენტაცია მემარჯვენე ცენტრისტულია. მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გაზეთად. დაარსდა 1780 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი შვეიცარიული გაზეთი იმ გამოცემებს შორის, რომლებიც დღესაც გამოდიან. თავდაპირველად მისი დანიშნულება იყო, შეეგროვებინა ახალი ამბები საუკეთესო გერმანული, ფრანგული, ჰოლანდიური, იტალიური და ინგლისური გამოცემებიდან. დღეისთვისაც საერთაშორისო ახალი ამბები გაზეთში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.გაზეთს თავდაპირველად Zürcher Zeitung-ი ერქვა და იგი ყოველკვირეულად გამოიცემოდა. 1821 წელს რეორგანიზაცია მოხდა, გამოცემას Neue Zürcher Zeitung-ი დაერქვა და იგი უკვე კვირაში ორჯერ გამოდიოდა. 1868 წელს გაზეთი საჯარო კომპანიად გარდაიქმნა და მისი აქციები დაინტერესებული ციურიხელების საკუთრება გახდა. დღესდღეობით გაზეთს 1400 აქციონერი ჰყავს და მათგან არც ერთ მესაკუთრეს არ აქვს წილის ერთ პროცენტზე მეტი. 1894 წელს გაზეთი კვირაში სამჯერ, 1974 წლიდან კი კვირაში ხუთჯერ (ორშაბათი–პარასკევი) გამოიცემა.Neue Zürcher Zeitung-ის რეპორტაჟები ფრთხილი და მოზომილია, ფაქტები კომპეტენტურ წყაროებს ეყრდნობა, მოცემულია ღრმა ანალიზი. სხვა გაზეთებთან შედარებით NZZ-ის გვერდების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ახალ ამბებს ეთმობა. გაზეთს მსოფლიოს 30 უმნიშვნელოვანეს ქალაქში, როგორც წესი, ორ-ორი კორესპონდენტი ჰყავს: ერთი – ეკონომიკის, ხოლო მეორე – პოლიტიკის სფეროში. ზოგჯერ, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, გაზეთს უწევს მსოფლიოში მომხდარი ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სტატიის დაბეჭდვის დაყოვნება მანამდე, სანამ მას ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემის შესაძლებლობა არ მიეცემა. გაზეთი ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანობითა და მიუკერძოებლობით. 1934 წელს გერმანიაში ნაცისტებმა გაზეთი დაბლოკეს იმის გამო, რომ 1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის დაწვაში მან ბრალი არა კომუნისტებს, არამედ ჰერმან გერინგს (რაიხსტაგის პრეზიდენტი და ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ წამყვანი ფიგურა) დასდო. 1945 წლიდან, ცივი ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, Neue Zürcher Zeitung-მა დიდი აღიარება მოიპოვა ობიექტური და მიუკერძოებელი პოლიტიკის გამო. გაზეთს რეგულარული მკითხველები ჰყავს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქალაქებში – კრემლიდან თეთრ სახლამდე. გაზეთის მთავარი რედაქტორი მარკუს შპილმანია. გამოცემის ტირაჟი დღეში 132 670 ეგზემპლარია და მას საშუალოდ 315 000 მკითხველი ჰყავს - ძირითადად, გერმანულენოვან ქვეყნებში. გაზეთი ევროპაში ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოცემად ითვლება. nzz.ch
-
- never in a month of Sundays
- — ვერაფრის დიდებით, ვერანაირად
-
- never judge a book by its cover
- — ადამიანი გარეგნობით არასდროს არ უნდა შეაფასო
-
- never mind
- — მნიშვნელობა არ აქვს, ყურადღება არ ექცევა
-
- new lease of life
- — მეორე სუნთქვა, მეორე სიცოცხლე
-
- New Media
- — ახალი მედია. ტერმინი აღნიშნავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების ერთობლიობას, რომლებიც ინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ უახლესი საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით კიბერსივრცეში. ახალი მედიის შეტყობინება არის დიგიტალიზებული (გაციფრულებული, ბინარული კოდით გადმოცემული) და კონვერგენციული (ნაწერი, ხმოვანი და ვიზუალური ტექსტების ერთობლიობა). ახალ მედია მოიცავს სოციალურ მედიასაც, რომელიც თავისი ფუნქციონირების მექანიზმით ყოველ მომხმარებელს თანაბარ შესაძლებლობას სთავაზობს, გახდეს ავტორიცა და გამომცემელიც. აკადემიური განმარტებებით, ახალი მედია თავის თავში კვაზიმედიასაც მოიცავს. ახალი მედიის გამორჩეული მახასიათებლებია: შეტყობინების ტირაჟირების შეუზღუდავი შესაძლებლობები, ერთდროულად საჯარო და კერძო ფუნქციები, უკუკავშირის მყისიერება, კომუნიკაციის ადგილის უქონლობა. ახალი მედია, თავისი ყველაზე ფართო განსაზღვრებით, აღნიშნავს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მათთან ასოცირებული სოციალური კონტესტის ერთობლიობას. ეს არის სამი რგოლის ურთიერთკავშირი: საკომუნიკაციო არტიფაქტის, მისი მეშვეობით განხორციელებული აქტივობის და მის ირგვლივ შექმნილი სოციალური ორგანიზაციისა.
-
- New Wave
- — ახალი ტალღა. 1959-60 წლებში საფრანგეთში 67 ახალბედა რეჟისორი მოვიდა კინემატოგრაფში. ფრანსუაზ ჟირუმ მათ "ახალი ტალღა" (nouvelle vague) უწოდა. მათ შორის იყვნენ: ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი და კლოდ შაბროლი. ახალი ტალღის რეჟისორები გამოირჩეოდნენ ინდივიდუალიზმით და რწმენით, რომ რეჟისორი საავტორო კინოს დიდოსტატია.
-
- New York Post
- — ნიუ იორკ პოსტი (ინგლ.: "ნიუ იორკის სვეტი"). უძველეს ცამეტ ამერიკულ გაზეთთაგან ერთ-ერთი. უწყვეტად გამოიცემა 1801წლიდან. 1993 წლიდან გაზეთს მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის "ნიუს კორპორეიშნი" ფლობს. ტირაჟის მიხედვით, "ნიუ იორკ პოსტი" მეშვიდე ადგილზეა შეერთებული შტატების ლიდერი გაზეთების ათეულში. გაზეთი მერდოკის მიერ დამკვიდრებულ სენსაციონალისტური, "ტაბლოიდური", ბულვარული ჟურნალისტიკის სტილს მისდევს. "ნიუ იორკ პოსტს" ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ახალი ამბების შერჩევა გასაშუქებლად მერდოკის ბიზნესინტერესების ჭრილში ხდება. "ნიუ იორკ პოსტის"რედაქცია ნიუ იორკში, "ავენიუ ოფ ემერიკასზე" მდებარეობს, სატელევიზიო არხის "ფოქს ნიუსისა" (Fox News) და გაზეთ"უოლ სტრიტ ჯორნელის" (The Wall Street Journal) რედაქციებთან ერთად.
-
- Newcomb's ABX Model of Communication, 1953
- — ნიუკომბის საკომუნიკაციო მოდელი ABX, 1953. შენონისა და უივერის მათემატიკური მოდელისგან განსხვავებით, ნიუკომბის მოდელში კომუნიკაციის პროცესი წარმოდგენილია არა ხაზობრივი, არამედ სამკუთხედი სტრუქტურით. მეორენაირად მას ორიენტაციულ მოდელსაც უწოდებენ. სამკუთხედის წვეროებია: A (კომუნიკატორი), B (კომუნიკატორი) და X (სიტუაცია ან სოციალური კონტექსტი, რომელშიც ხორციელდება კომუნიკაცია). ნიუკომბის მოდელი გულისხმობს, რომ კომუნიკატორებისგან გაგზავნილი ყოველი შეტყობინება მიმართულია როგორც ერთმანეთისადმი, ისე კონტექსტისადმი.
-
- News
- — ახალი ამბები, სიახლეები, ინფორმაცია. ასოითი და/ან აუდიო/ვიზუალური ტექსტები, რომლებიც ასახავს, წარმოაჩენს იმ ხდომილებებს სოციალური რეალობიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამა თუ გამოცემის, მედიაორგანიზაციის დღის წესრიგის საინფორმაციო ღირებულებებს და შეუძლიათ, გადალახონ სარედაქციო მმართველობითი სტრუქტურის "კარიბჭეები".
-
- News Agencies
- — საინფორმაციო სააგენტოები. მედიაინსტიტუციები, რომლებიც ოპერატიულად მოიპოვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ინფორმაციას.
-
- news channel
- — საინფორმაციო არხი (ტელევიზია, რომელიც მხოლოდ (ან ძირითადად) ახალ ამბებს გადასცემს, ხშირად - უწყვეტ რიჟიმში)
-
- News Corporation
- —
-
- News Elements: breaking, explanatory, deep background
- — ინფორმაციის ელემენტები: ელვა ახალი ამბავი, განმარტებითი ახალი ამბავი, საფუძვლიანი ახალი ამბავი. ელვა ახალი ამბის კატეგორიას განეკუთვნებიან ახალი ამბები, რომლებიც ასახავენ ახლად მომხდარ დრამატულ მოვლენას და ვიზუალურად და ტექსტობრივად ყურადღებას იპყრობენ; განმარტებითი ახალი ამბავი დისკურსული თვალსაზრისით წარმოადგენს კორესპონდენციას, რომელიც სიახლეზე მეტად ორიენტირებულია ფაქტის, მოვლენის ანალიზის რომელიმე ასპექტზე; საფუძვლიანი ახალი ამბავი არის ინფორმაცია, რომელიც ფაქტს ან მოვლენას "ფესვებამდე" მიჰყვება,
-
- News frameworks
- — საინფორმაციო ჩარჩო. ჟურნალისტებსა და რედაქტორებსა შორის არსებული დაშვებებისა და წარმოდგენების ნაკრები იმის შესახებ, რა არის მედიური გაშუქების ღირსი და რა არა; რა უნდა მოხვდეს გაზეთის გამოშვების გვერდებსა და ელექტრონული მედიის ეთერში და რა - არა.
-
- News Values
- — ახალი ამბების ღირებულებების სისტემა. ასევე ცნობილია, როგორც საინფორმაციო ღირებულებების სისტემა. ეს სისტემა მოიცავს: 1) სიხშირეს (მოვლენის მოხდენა დროში უნდა ეთანადებოდეს საინფორმაციო საშუალების პერიოდულობისა და გამოსვლის სიხშირეს. მაგალითად, მკვლელობა მეტი ალბათობით იქცევა მედიამოვლენად, ვიდრე "მესამე სამყაროს" განვითარების ნელი პროგრესი); 2) ამპლიტუდას (რაც უფრო დრამატული და მასშტაბურია მოვლენა, მით მეტად ხვდება იგი მედიაში); 3) არაორაზროვნებას (მკაფიო, ჩამოყალიბებული მნიშვნელობის მქონე მოვლემენი მეტად იპყრონებ ჟურნალისტებისა და რედაქტორების ყურადღებას, ვიდრე ბუნდოვანი და ორაზროვანი ხდომილებები); 4) ახლოობა (რაც უფრო ახლოა მოვლენა შინაურ სივრცესთან, რაც უფრო ეთნოცენტრულია იგი, მით მეტი ალბათობით ხდება იგი მედიამოვლენა); 5) შესაბამისობას (ეს არის ხარისხი, რომლითაც მოვლენა პასუხობს ჩვენს მოლოდინებსა და პროგნოზებს); 6) მოულოდნელობას (კრიტერიუმი, რომელიც მე-4 და მე-5 კრიტერიუმების საპირწონეა); 7) განგრძობადობას.
-
- News-literate
- — მედიაწიგნიერი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ესმის მედიური პროდუქტის აგების, სტრუქტურირების წესები და ნორმები
-
- News: six dimensions of audience evaluation
- — ახალი ამბები: აუდიტორიის შეფასების ექვსი განზომილება. მკვლევრების: როლანდ სნოეიერის, კლეს დე ვრეესისა და ჰოლი სემეტოკოს (European Journal of Communication, 2000) მიგნებით, მაყურებელი აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანია ახალი ამბების ექვსი განზომილება: სანდოობა, მნიშვნელადობა, ჩართულობა, მიმზიდველობა, ოპერატიულობა და ადვილად აღქმადობა.
-
- Newspaper
- — გაზეთი, ბეჭდური მედიის უპირველესი და უძველესი ტიპი. გაზეთები დასაბამს მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან იღებენ. თავდაპირველად გამოიცემოდა არარეგულარული, ანუ დადგენილი პერიოდულობის უქონელი ცალკეული ფურცლები. ისტორიამ სემოინახა პირველი გაზეთების სახელწოდებები და მათი ცალკეული ეგზემპლარები: Relation, Coranto, Diurnall, Mercury, The Publick Intelligencer და სხვა.
-
- Newspeak
- — ახალმეტყველება. მწერალ ჯორჯ ორუელის მიერ გამოგონილი პროპაგანდისტული ენა (რომანი "ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი", 1949), რომლის დანიშნულებაც იყო, უკიდურესად შეეზღუდა ისეთი საგნის ან ფენომენის გამოხატვის საშუალებები, რომლებიც სცილდებოდა ამ იდეით დაკავშირებული ადამიანების ინტერესებს. რომანში ახალმეტყველება უპირისპირდება ძველმეტყველებას.
-
- Newsreel
- — კინოქრონიკა, კინოჟურნალი.
-
- Newsweek
- — "ნიუსვიკი" - სიდიდით მეორე, ყოველკვირეული ამერიკული საინფორმაციო ჟურნალი. ვრცელდება აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ოდნავ უსწრებს შემოსავლებითა და პოპულარობით თავის მთავარ კონკურენტს Time-ს.ჟურნალი დაფუძნდა 1933 წელს. ამჟამად გამოიცემა ინგლისურად და კიდევ 12 სხვადასხვა ენაზე. სათაო ოფისი ნიუ-იორკშია. newsweek.html
-
- next thing
- — მოულოდნელად, უეცრად
-
- next to
- —
გვერდით;
თითქმის
-
- next to nothing
- — უსასყიდლოდ
-
- Nezavisimaya Gazeta
- —
-
- Nicaragua [the Republic of Nicaragua]
- — ნიკარაგუა [ნიკარაგუას რესპუბლიკა] - სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში; დედაქალაქი - მანაგუა
-
- Niche Audiences
- — ნიშა-აუდიტორია. აუდიტორიის ის ფრაგმენტი, რომელზეც გათვლილია მედიური ან სარეკლამო პროდუქტი.
-
- Nickelodeon
- — ნიკელოდეონი. 1905 წლიდან შეერთებულ შტატებში უზარმაზარი პოპულარობით მოსარგებლე ადრეული და პრიმიტიული კინოდარბაზი.
-
- Nine American Lifestyles
- — ამერიკული ცხოვრების წესის ცხრა ნაირსახეობა. ამერიკელი სოციოლოგის, არნოლდ მიჩელის მიერ შემუშავებული ტიპოლოგია, რომელიც საფუძვლად ედება ადამიანების მიერ თავიანთი მოთხოვნების დემონსტრირებას. ეს ტიპოლოგია მოცემულია წიგნში Nine American Lifestyles: Who We Are and Where We're Going? (US: MacMillan: 1983).
-
- nitpicker
- — შარიანი, პედანტი, მეწვრილმანე, ასოკირკიტა
-
- no longer
- — აღარ
-
- no mean feat
- — რთული, არამარტივი საქმე
-
- no sooner
- — ის იყო, რა წამშიც
-
- Node-Langlois, Fabrice
- — ფაბრის ნოდე-ლანგლუა
-
- Noelle-Neumann's Spiral of Silence Model of Public Opinion, 1974
- — საზოგადოებრივი აზრის დუმილის სპირალის მოდელი, ნოელე-ნოიმანი, 1974. ნაშრომში "დუმილის სპირალი: საზოგადოებრივი აზრის თეორია" (The Spiral of Silence: a Theory of Public Opinion, Journal of Communication, 24 (1974)) გერმანელმა კომუნიკაციათმცოდნემ, პროფესორმა ელიზაბეტ ნოელე-ნოიმანმა გამოსცადა ურთიერთმიმართება სამ საკომუნიკაციო ფაქტორს: მასმედიას, ინტერპერსონალურ კომუნიკაციასა და საზოგადოებაში სხვებთან ურთიერთობების ინდივიდუალურ აღქმას - შორის. მოდელი ემყარება დაშვებას, რომ ადამიანები განიცდიან შიშს, როცა აღმოაჩენენ, რომ ისინი იზოლირებულნი, გარიყულნი არიან საზოგადოებრივი აზრისა და გაბატონებული დამოკიდებულებებისგან. ასეთ შემთხვევაში ადამიანები იწყებენ პასუხის ძებნას შეკითხვაზე: რას ფიქრობენ დ აგანიცდიან სხვა ადამიანები; როგორია უმრავლესობის აზრი, ანუ გაბატონებული, დომინანტური საზოგადოებრივი აზრი? შეიძლება ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ მისი პირადი შეხედულება ძალიან დაშორებულია საზოგადოებრივ აზრს, რომ მის მოსაზრებას საფუძველი არ აქვს; რაც უფრო ხშირად და მეტად ხდება ასე, მით უფრო ხშირად და მეტად იპყრობს მას იზოლაციისა და გარიყვის შიში და ამიტომ იგი სულ უფრო ნაკლებად გამოხატავს თავის მოსაზრებას, ანუ დუმილს ირჩევს.
-
- Noise
- — ხმაური. წინააღმდეგობა ან ბარიერი საკომუნიკაციო სიგნალების გაგზავნასა და მიღებას შორის.
-
- non-recognition and engagement
- —
-
- non-starter
- —
შეჯიბრების დაწყებამდე გარეთ დარჩენილი მონაწილე;
უიღბლო; უსარგებლო კაცი;
განუხორციელებელი იდეა; უიმედო, ფუჭი რამ
-
- Non-verbal behaviour: repertoire
- — არავერბალური ქცევა: რეპერტუარი. ამერიკელი ავტორების: პოლ ენკმანისა და უოლის ვ. ფრაიზერის (1969) კალსიფიკაციით, არავერბალური ქცევების რეპერტუარი ხუთ კატეგორიას მოიცავს: 1) ემბლემური ქცევა (მაგალითად, თითით მიხმობა თავისკენ); 2) ილუტრაციული ქცევა (სიტყვის მნიშვნელობის გაძლიერება ჟესტებით); 3) აფექტის გამომხატველი ქცევა (თავში ხელის წაშენა, გულზე ხელის მიდება, ლოყის ხოკვა და სხვა); 4) რეგულატორული ქცევა (სხვა ადამიანის წახლისება ან მართვა ჟესტებით); 5) ადაპტაციური ქცევა (გარემოსთან შეგუებისას ბეჭდის ტრიალი თითზე და სხვა).
-
- Non-verbal vocalization
- — არავერბალური ვოკალიზაცია. ბგერები, რომლებსაც მნიშვნელოვანი და საყოველთაოდ გასაგები ინფორმაცია გადააქვთ.
-
- nonpolitician
- — არაპოლიტიკოსი, არაპოლიტიკური ფიგურა
-
- nonstate institution
- — არასამთავრობო ინსტიტუტი
-
- Nontraditional Media
- — არატრადიციული მედია. მედიის უახლესი ტექნოლოგიური თუ ფუნქციური ფორმების ერთობლიობა, მათ შორის: ინტერნეტი, სოციალური მედია, ბლოგები, ვებლოგები, ვებკასტები, პოდკასტები, ასევე ალტერნატიული, მხარდამჭერი მედიასაშუალებები: გართობის მარკეტინგი, პარტიზანული მარკეტინგი, არაპირდაპირი რეკლამა პროდუქტის განთავსების სახით და სხვა.
-
- Nordmann, François
- — ფრანსუა ნორდმანი
-
- Normative theory of mass communication
- — მასობრივი კომუნიკაციის ნორმატიული თეორია. მასობრივი კომუნიკაციის თეორიის ტიპების ეს კლასიფიკაცია, რომელიც პარადიგმაში ხუთი ტიპს თეორიას აერთიანებს, ბრიტანელ კომუნიკაციათმცოდნეს, დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ეს ტიპებია: სოციალურ-მეცნიერული, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული და ყოველდღიური. ნორმატიული თეორია შეისწავლის მედიისა და მასობრივი კომუნიკაციების სხვა ინსტიტუციების ფუნქციონირების ნორმატიულ და მარეგულირებელ საფუძვლებს განსაზღვრული სოციალური ღირებულბების სისტემაში. ამგვარი თეორიები, როგორც წესი, ეფუძნებიან მოცემული საზოგადოების სოციალურ ფილოსოფიასა თუ იდეოლოგიას. თეორიის ეს ნაირსახეობა, დენის მაკქუეილის აზრით, იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც იგი მონაწილეობს მედიაინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და და ლეგიტიმაციაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიის მიმართ საზოგადოების მოლოდინზე. ამა თუ იმ საზოგადოების წიაღში შექმნილი ნორმატიული თეორიები შეისწავლიან თავიანთ მედიას კანონმდებლობის, მარეგულირებელი ნორმების, მედიური პოლიტიკის, ეთიკის კოდექსებისა და საჯარო დებატების ჭრილში.
-
- Norms
- — ნორმები. გაზაირებული ქცევითი სტანდარტები ან მოლოდინები კონკრეტული სოციალური ჯგუფის ან საზოგადოების წიაღში.
-
- North America
- — ჩრდილოეთ ამერიკა [კონტინენტი]
-
- North Atlantic Treaty Organization [NATO]
- — NATO (“ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია”) საერთაშორისო სამხედრო ალიანსია. ჩამოყალიბდა 1949 წლის 4 აპრილს, მისი შტაბბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს.ორგანიზაცია იზიარებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრზე აღიქმება, როგორც თავდასხმა სრულიად ნატოზე.
ნატოს ფუნდამენტური პრინციპია მისი წევრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა, როგორც პოლიტიკური, ისე - მილიტარისტული გზით. ნატო აერთიანებს 28 წევრ ქვეყანას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს ქვეყნები ქმნიან ურთიერთთანამშრომლობის ჯაჭვს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამ საქმეს მათ ნატოს წევრობა უადვილებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს დაარსების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, ალიანსს მისი წევრები დღესაც ცვალებად სამყაროში გეოპოლიტიკური სტაბილურობის გარანტად მიიჩნევენ. დღეისათვის ნატოს წევრებს უწევთ ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორებიცაა, მაგალითად, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, კიბერშეტევები, ტერორიზმი და სხვა...
გამოწვევების საპასუხოდ ნატო ცდილობს განავითაროს საჭირო მექანიზმები, რათა მოახერხოს პრობლემის დროული აღმოფხვრა ან დროებით შეჩერება მაინც. კრიზისთან ბრძოლისას ნატო იყენებს მის ხელთ არსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს, იქნება ეს პოლიტიკური თუ მილიტარისტული საშუალება. ვაშინგტონის შეთანხმების თანახმად, ნატოს მთავარი პრინციპებია სოლიდარობა, დიალოგი და თანამშრომლობა ნებისმიერ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით.
1948 წელს ბელგიას, ნიდერლანდებს, ლუქსემბურგს, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ხელი მოეწერა სამხედრო თანამშრომლობის აქტს, ე. წ.‘’ბრიუსელის ხელშეკრულებას’’, რომელიც ნატოს შეთანხმების წინაპრად ითვლება. საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის ბლოკადის შემდეგ დასავლეთ ევროპისთვის ნათელი გახდა, თუ რა გამოწვევასთან ჰქონდა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის ხელშეკრულების ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი საკმაოდ ძლიერი იყო, ისინი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე საბჭოთა მილიტარისტულ პოტენციალს ვერ დაუპირისპირდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ხელშეკრულებაში აშშ-ს ჩართვა, რაც განხორციელდა კიდეც 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში. შეთანხმებას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება ეწოდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ‘’ბრიუსელის ხელშეკრულების’’ ქვეყნებმა: აშშ-მა, კანადამ, პორტუგალიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ.
ამის შემდეგ ნატო კიდევ შვიდჯერ გაფართოვდა: 1952 წელს მას თურქეთი და საბერძნეთი შეუერთდნენ; 1955-ში დასავლეთ გერმანია, 1982-ში კი ესპანეთი შევიდა ნატოს შემადგენლობაში; 1990 წელს გერმანიის გაერთიანებასთან ერთად აღმოსავლეთ გერმანია (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ნატოს წევრი გახდა, 1999 წელს კი პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი შეუერთდა ჩრდილოატლანტიკურ ოჯახს. 2004 წელს მოხდა ნატოს ყველაზე დიდი გაფართოება და მას 7 ახალი ქვეყანა დაემატა: ლიტვა,ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი და რუმინეთი; ამის შემდეგ, 2009 წელს, ნატომ ხორვატია და ალბანეთი მიიღო თავის რიგებში.
ნატოს აქვს სამი ძირეული მიმართულება: კოლექტიური თავდაცვა, კრიზის-მენეჯმენტი და პარტნიორობაზე დამყარებული კოლექტიური უსაფრთხოება. ნატოს განაცხადის თანახმად, ის ეფუძნება დემოკრატიულ ფასეულობებს და ყველანაირად ცდილობს, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას, მაგრამ, თუ დიპლომატია უშედეგო აღმოჩნდა, კრიზისის დროულად აღმოფხვრის მიზნით, ის იტოვებს სამხედრო ჩარევის უფლებას. ამჟამად ნატოს უმთავრესი პრიორიტეტია ეგრეთ წოდებული ISAF-ის (The International Security Assistance Force) პროგრამა ავღანეთში. ამ პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, გააძლიეროს საკუთარი ავტორიტეტი და შექმნას სტაბილური და დაცული გარემო, სადაც შესაძლებელი გახდება რეკონსტრუქცია და განვითარება. მას ავღანეთში ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. ISAF-ის პროგრამაში ჩაბმულია საქართველოც.
ISAF-ის გარდა ნატო ახორციელებს დამატებით კიდევ ოთხ ოპერაციას: 1999 წლის ივნისიდან ალიანსი ატარებს სამშვიდობო ოპერაციებს კოსოვოში. ალიანსის გემები აკონტროლებენ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიას, აკვირდებიან გემების მოძრაობას, რათა გამოააშკარაონ ტერორისტული აქტივობები. ალიანსი იბრძვის საზღვაო მეკობრეობის წინააღმდეგ ადენის ყურესა და ე. წ. ‘’აფრიკის რქის’’ ქვეყნებში (ჯიბუტი, ერიტერია, ეთიოპია, სომალი). აფრიკული გაერთიანების (African Union) თხოვნით ნატო ეხმარება სომალის მშვიდობიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
ნატოს ჰყავს გენერალური მდივანი, რომელიც ირჩევა ოთხი წლის ვადით. ის უნდა იყოს წევრი-ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სხდომებს. ნატოს პირველი გენერალური მდივანი იყო გენერალი ლორდ ჰასტინგს ისმაი. დღემდე ნატოს სულ 12 გენერალური მდივანი ჰყავდა. ამჟამად ალიანსის მთავარ პოსტს დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი იკავებს.
nato.int
-
- North Caucasus
- — ჩრდილოეთ კავკასია [ტერიტორია რუსეთის ფედერაციის სამხრეთში]
-
- North Korea [the Democratic People's Republic of Korea]
- — ჩრდილოეთ კორეა [კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა]; დედაქალაქი - ფხენიანი
-
- Northcliffe Revolution
- — ნორტკლიფის რევილუცია. ტერმინი აღნიშნავს ალფრედ ჩარლზ უილიამ ჰარმსუორთის (1865-1922), მოგვიანებით, ლორდ ნორტკლიფის, მიერ "დეილი მელსა" და "დეილი მირორში" დამკვიდრებულ ჟურნალისტურ პრინციპებს. ბევრი მკვლევრის აზრით, თანამედროვე ჟურნალისტიკა, მეტადრე, მედიის საინფორმაციო პოლიტიკის პრინციპები, სწორედ, ამ გაზეთებიდან იღებს სათავეს.
-
- Northeastern Illinois University [NEIU]
- — ილინოისის ჩრდილო-აღმოსავლური უნივერსიტეტი
-
- Northern Cyprus
- —
-
- nose-first
- — პირქვე, სახით ქვემოთ
-
- not bat an eyelid
- — წარბიც არ შეუხრია
-
- not for the faint-hearted
- — სუსტი ნერვების მქონე ადამიანების საქმე არ არის
-
- not just
- — არა უბრალოდ, არა მხოლოდ
-
- not to mention
- — რომ აღარაფერი ვთქვათ...
-
- nothing but
- — არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ...
-
- nothing less than
- — არც მეტი, არც ნაკლები; არანაკლებ
-
- nothing short of smth.
- — სხვა არაფერი, თუ არა..., მხოლოდ
-
- nothing to do with
- — (რაღაცასთან) არაფერი საერთოს არქონა
-
- Nougayrede, Natalie
- — ნატალი ნუგაირედი
-
- nuts-and-bolts
- —
დეტალური ინსტრუქცია;
საქმიანი, პროფესიონალი
-
- Nye, Joseph
- —