ყველა ტერმინი → q
-
- Q-and-A [Questions and Answers (TV series)]
- — „კითხვა პასუხი“ - დებატების სატელევიზიო ფორმატი
-
- Qualisign
- — ნიშანი, მარკერი, რეპრეზენტამენი, რომელსაც აღსანიშნის თვისება ქმნის. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ფილოსოფოსს, მათემატიკოსს ჩარლზ პირსს (1839-1914).
-
- Quasi-media
- — კვაზიმედია. კომპიუტერული თამაშები, ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც ვირტუალურ რეალობას ქმნიან.
-
- Query
- — ინფორმაციის მოთხოვნა მონაცემთა ბაზიდან, განხორციელებული ინტერნეტული საძიებო სისტემების მეშვეობით
-
- Questionnaires
- — კითხვარი, ანკეტა. კითხვარი, როგორც მონაცემების შეგროვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდი, შედგება სერიებად დაჯგუფებული შეკითხვებისგან. ანკეტირების მეთოდით გროვდება ან ფაქტობრივი ინფორმაცია ან ინფორმაცია ადამიანების დამოკიდებულებების, ღირებულებებისა და რწმენის შესახებ რამე კონკრეტულ და ნიშანდობლივ საკითხთან დაკავშირებით. კითხვარი შეიძლება იყოს სტრუქტურირებული ან ნახევრად სტრუქტურირებული, ანუ აიგებოდეს ღია და დახურული შეკითხვების მონაცვლეობის პრინციპზე.
-
- quick return
- — სწრაფი მოგება, სარგებელი
-
- Quiring, Manfred
- — მანფრედ ქიურინგი
-
- Quotas
- — კვოტა, წილი, ლიმიტი, დაშვებული ზღვარი. კომუნიკატივისტიკაში კვოტა ეწოდება ლიმიტს, რომელსაც აწესებენ უცხოური ბეჭდური, სამაუწყებლო ან ფილმწარმოებითი პროდუქციის გამოყენებაზე, ადგილობრივი მედიური პროდუქციის დაცვის მიზნით.
-
- QWERTY
- — სტანდარტული კლავიატურა, ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის ასოების სტანდარტული განლაგება საბეჭდი მანქანის ან კომპიუტერის კლავიატურაზე. საკუთრივ აბრევიატურა ასახავს საბეჭდ კლავიატურაზე ზედა რიგის პირველ ექვს ასოს მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით. პირველად ეს განლაგება გამოიყენეს პირველი საბეჭდი მანქანის "რემინგტონის" პირველი კლავიატურის შემქმნელებმა 1873 წელს.