ყველა ტერმინი → r
-
- RACE
- — აკრონიმი, რომელიც მეტაფორულად “პიარრბოლად“ ითარგმნება. დენოტაციურად, პირდაპირი მნიშვნელობით იგი აღნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში საქმიანობის ოთხ ძირითად ელემენტს: კვლევას (research), ქმედებას (action), კომუნიკაციას (communication), შეფასებას (evaluation). ეს მიგნება ეკუთვნის ამერიკელ მკვლევარს ჯონ მარსტონს (სახელმძღვანელო „საზოგადოებასთან ურთიერთობების ბუნება“).
-
- race against the clock
- — სიჩქარე, აჩქარება, დროის გასწრების სურვილი
-
- racing driver
- — ავტომრბოლელი
-
- Radical Press
- — ალტერნატიული, იატაკქვეშა პრესა, მედია
-
- Radio Ballad
- — რადიობალადა. მუსიკალურ-დოკუმენტური ჟანრი. უკავშირდება დიდი ბრიტანელი რადიოპროდიუსერის, ჩარლზ პარკერის, და ფოლკის მომღერლების ივონ მაკქოლისა და პეგი სიგერის სახელებს. დასაბამს 1958 წლიდან იღებს, რადიოგადაცემიდან The Ballad of John Axon.
-
- Radio Broadcasting
- — რადიომაუწყებლობა. მაუწყებლობა: ინფორმაციის, მუსიკის გავრცელება, გადაცემა რადიოტალღების მეშვეობით. რადიოს გამოგონებიდან ვიდრე პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე რადიო ძირითადად სამხედრო და უსაფრთხოებითი მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ინფორმაცია, რომელიც რადიოს მეშვეობით გადაიცემოდა, ატარებდა სპეციფიკურ შინაარსს და არ იყო განკუთვნილი მასობრივი მოხმარებისთვის. ინფორმაციის გადაცემის ეფექტიც არ იყო გათვლილი მასობრივ უკუკავშირზე, იგი მიზნად არ ისახავდა არც შემეცნებას, არც რაიმე პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციას და არც გართობას, ანუ რადიოთი გადაცემული პროდუქცია ფართო გაგებით არ წარმოადგენდა კულტურულ არტეფაქტს. მოგვიანებით, რადიო ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებად, პოპულარულ და ფართოდ გავრცელებულ მედიუმად იქცა. რადიომ დაამკვიდრა მრავალი სპეციფიკური ჟანრი: რადიოდრამები, რადიობალადები და სხვა. არსებობს სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის რადიოსადგურები: საინფორმაციო, მუსიკალური, სპორტული, სარეკლამო და სხვა; თავად ამ კატეგორიებს შიგნითაც გვხვდება სპეციფიკური ქვემიმართულებები: მაგალითად, მუსიკალური პროფილის რადიოსადგურები სხვადასხვა სტილის მუსიკის გადაცემაზე არიან ორიენტირებული: ჯაზის, როკის, პოპის, კლასიკური მუსიკის, ფოლკის, "ქანთრის" და სხვა. რადიომაუწყებლობა კლასიფიცირდება გავრცელების არეალის მიხედვითაც: არსებობს როგორც ეროვნულ დონეზე,ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი რადიოსადგურები, ასევე არსებობს ადგილობრივი, ანუ წერტილოვანი რადიოსადგურები. რადიო, ტელევიზიასთან ერთად, ყველაზე ოპერატიულ მედიუმად მიიჩნევა. რადიო ყველაზე ხარჯდამზოგადი სარეკლამო საშუალებაა სხვა მედიუმებს შორის .
-
- Radio Death
- — რადიო-სიკვდილი. სხვაგვარად: სიძულვილის რადიო. მეტსახელი, რომელიც უწოდეს რუანდის ტელევიზიასა და რადიოს (Radio Television Libre des MIlles Collines - Thousand Hills Television Radio), რომელიც პრეზიდენტ ჟუვენალ აბიარიმანას მკვლელობის შემდეგ ინტენსიურად აწარმოებდა სიძულვილის დათესვის კამპანიას ტომობრივი უმცირესობის წინააღმდეგ - ჰუტუს ტომისას ტუტსის ტომის წინააღმდეგ. 1994 წლის აპრილში სწორედ ამ რადიოს ეთერში გაისმა ფრაზა: "5 მაისისთვის ტუტსის ტომის განადგურება უნდა დასრულდეს". ამ განცხადებიდან ერთი კვირის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ჰუტუს მილიციის ტერორს. 2000 წელს რადიოსიკვდილის გამომცხადებელს, წარმოშობით ბელგიელს ჟორჟ რუჟიუს, საერთაშორისო ტრიბუნალმა 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-
- Radio Drama
- — რადიოდრამა, რადიოპიესა, რადიომაუწყებლობის ჟანრი, რომელშიც შინაარსი მხოლოდ ხმებით, ხმოვანი ეფექტებითა და სიჩუმით გადმოიცემა. ხდომილების ადგილს, სცენას, პერსონაჟის გარეგნობას მთლიანად მსმენელის წარმოსახვა ქმნის. პირველ რადიოდრამად მიიჩნევა რიჩარდ ჰიუს "საფრთხე" (1923), თუმცა ამ ჟანრს პოპულარობა რეჯინალდ ბერკლის "თეთრმა სასახლემ" მოუტანა, რომელიც ბი-ბი-სი-ს რადიომ 1925 წელს გადასცა თავის ეთერში.
-
- Radio Free Europe/Radio Liberty
- — რედიო ფრი იუროპ/რედიო ლიბერთი (ინგლ.: რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება). დაფუძნდა 1950 წელს, ცივი ომის დასაწყისში. რადიოს მისია იყო, რკინის ფარდის მიღმა მცხოვრები აუდიტორიისთვის გაეცნო არაცენზურირებული ახალი ამბები, შეეთავაზებინა დისკუსია და ღია დებატები იმ საკითხების შესახებ, რომელთა თაობაზე კომუნისტური რეჟიმები მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ მოსახლეობას ან საერთოდ არ აცნობდნენ. რადიომ უდიდესი როლი ითამაშა კომუნიზმის დაცემასა და ახალგაზრდა დემოკრატიების ჩამოყალიბებაში პოსტ-კომუნისტურ ევროპაში. 1991 წელს ესტონეთის პრეზიდენტმა ლენარტ მერიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ნობელის პრემიის ნომინანატად დაასახელა. თავდაპირველად განცალკევებული ორგანიზაციები „რადიო თავისუფალი ევროპა“ და „რადიო თავისუფლება“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ძალისხმევით შეიქმნა. რადიოს შექმნის მიზანი იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში საბჭოთა კავშირიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ემიგრირებული ნიჭიერი ადამიანების მობილიზაცია და დარაზმვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად. ორივე რადიოს დღესაც ამერიკის კონგრესი აფინანსებს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით, თუმცა რადიოს „თავისუფალი ევროპა“ კერძო შემომწირველებიც ჰყავს. რადიოები 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობენ.
-
- Radio Free Europe\Radio Liberty [RFL\RL]
- — "რედიო ფრი იუროპ/რედიო ლიბერთი" (ინგლ. - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება). დაფუძნდა 1950 წელს, ცივი ომის დასაწყისში. რადიოს მისია იყო, რკინის ფარდის მიღმა მცხოვრები აუდიტორიისთვის გაეცნო არაცენზურირებული ახალი ამბები, შეეთავაზებინა დისკუსია და ღია დებატები იმ საკითხების შესახებ, რომელთა თაობაზე კომუნისტური რეჟიმები მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ მოსახლეობას ან საერთოდ არ აცნობდნენ. რადიომ უდიდესი როლი ითამაშა კომუნიზმის დაცემასა და ახალგაზრდა დემოკრატიების ჩამოყალიბებაში პოსტ-კომუნისტურ ევროპაში. 1991 წელს ესტონეთის პრეზიდენტმა ლენარტ მერიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ნობელის პრემიის ნომინანატად დაასახელა. თავდაპირველად განცალკევებული ორგანიზაციები „რადიო თავისუფალი ევროპა“ და „რადიო თავისუფლება“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ძალისხმევით შეიქმნა. რადიოს შექმნის მიზანი იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში საბჭოთა კავშირიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ემიგრირებული ნიჭიერი ადამიანების მობილიზაცია და დარაზმვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად. ორივე რადიოს დღესაც ამერიკის კონგრესი აფინანსებს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით, თუმცა რადიოს „თავისუფალი ევროპა“ კერძო შემომწირველებიც ჰყავს. რადიოები 20 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, 28 ენაზე მაუწყებლობენ.rferl.org
-
- Radio Netherlands Worldwide
- — ‘’რადიო ნიდერლანდები მსოფლიოს მასშტაბით’’ (RNW) ჰოლანდიური, საერთაშორისო ამბების საზოგადოებრივი მაუწყებელია. დაარსდა 1947 წელს. RNW ჰოლანდიის მთავრობის საკუთრებაშია. ის რადიოს, ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით ახალ ამბებს გადასცემს. RNW ხუთ ენაზე მაუწყებლობს; ეს ენებია: ინგლისური, ფრანგული, არაბული, ესპანური და ჩინური. რადიოს სათაო ოფისი ქალაქ ჰილვრუმში მდებარეობს.
RNW-ში დღესდღეობით 100 ადამიანი მუშაობს. ჟურნალისტები, პროგრამისტები, ტელეწამყვანები, ტექნიკოსები, პროდიუსერები და სხვა მომსახურე პერსონალი ყოველდღიურ რეჟიმში მაღალი ხარისხის რადიო-, ვიდეო- და ვებპროდუქციას ქმნის.
Radio Netherlands Worldwide-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლანდიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საერთაშორისო დონეზე აქტიურად თანამშრომლობს სამიზნე აუდიტორიის ქვეყნების ადგილობრივ მედიასაშუალებებთან. მას ევროპისა და ამერიკის მასშტაბით ისეთი ხანგრძლივი ტრადიციების მქონე მედიაპარტნიორები ჰყავს, როგორებიცაა Deutsche Welle-ი, Voice of America, Radio France internationa-ი და BBC World Sevice-ი.
rnw.nl/english
-
- railroaded
- — როდესაც რაღაცის გაკეთებას გაიძულებენ; იძულება
-
- raise the spirits (of)
- — განწყობის, ხასიათის გაუმჯობესება, გამოკეთება
-
- raising eyebrows
- — გაკვირვება, გაოცება
-
- rant
- — ხმაურიანი ბრაზიანი ლაქლაქი, ყბედობა
-
- Rapport-talk
- — საუბრის ქალური სტილი. ბრიტანელი ენათმეცნიერის დებორა ტანენის (1992) კლასიფიკაციით ამ ტერმინით აღინიშნება მეტყველების, საუბრის ქალური სტილი. მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: ინტიმური, დეტალებით გაჯერებული საუბარი, მეტაფორული და კონოტაციური მნიშვნელობების სიმრავლე შეტყობინებაში.
-
- rate
- — ნორმა, ზომა, დონე, მაჩვენებელი, სიდიდე, კოეფიცინტი, სიხშირე
-
- rattle off
- — (რამის) ერთი ამოსუნთქვით, სხაპასხუპით და ზერელედ გაკეთება, ჩამოყრა
-
- ray of hope
- — იმედის სხივი, ნაპერწკალი
-
- re-order
- — შეცვლა, გამოცვლა, ხელახლა დაწყება
-
- reach out
- — მიღწევა; ხმის მიწვდენა; კავშირის, კომუნიკაციის დამყარება
-
- reach the goal
- — მიზნის მიღწევა
იგივეა: achieve the goal
-
- reach up
- — მიღწევა
-
- read between the lines
- — სტრიქონებს შორის კითხვა, ქვეტექსტის ამოკითხვა, ფარული აზრის ამოცნობა
-
- ready for
- — (რაღაცისთვის) მზადყოფნა
-
- RealAudio
- — კომპიუტერული პროგრამა ინტერნეტში მუსიკისა და სხვა ხმოვანი ფაილების მოსასმენად.
-
- Realism
- — რეალიზმი. სინამდვილის ასახვის ხერხი. ის, რაც წარმოჩენილია, როგორც "რეალობა" ხელოვნებაში, ლიტერატურაში, თეატრში, კინემატოგრაფში, ფოტოგრაფიაში. ეს არის აღქმული რეალობის იმიტაცია, რეალობის კონსტრუქცია, რომელიც განპირობებულია განსაზღვრული ღირებულებებითა და იდეოლოგიით. მაგალითად, სოციალისტური რეალიზმი საბჭოთა კავშირსა და ყოფილ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მუშათა და გლეხთა ცხოვრების წარმოჩენისას და მხატვრულად განზოგადებისას, დამუხტული იყო საბჭოთა სისტემის იდეოლოგიით, რომლის მთავარი მიზანი იყო შრომის იდეალიზება და არა ამ სისტემის კრიტიკულად "წაკითხვა". შეერთებულ შტატებში "რეალიზმის" ეკვივალენტურ ტერმინად გამოიყენება "აქტუალიზმი".
-
- Reality TV
- — პირდაპირ ეთერში მიმდინარე დოკუმენტური მაუწყებლობა. რეალითი ტელევიზია.
-
- reap the benefit \ reward
- — ნაყოფის გამოსხმა
-
- Received Pronunciation
- — ლიტერატურული, ნორმატიული ინგლისური გამოთქმა, თავისუფალი რეგიონული აქცენტებისგან. სხვაგვარად უწოდებენ "ბი-ბი-სი-ს ინგლისურს".
-
- Reception Model of Communication (Encoding and Decoding Media Discourse)
- — კომუნიკაციის რეცეპციული, მიღებითი მოდელი (მედიადისკურსის კოდის შეკვრა და კოდის გახსნა). ამ მოდელის საფუძველში ძევს კოდირებისა და დეკოდირების პროცედურისა და პროცესის მნიშვნელობა კომუნიკაციისა და ინტერაქციისთვის. კოდის შეკვრა და კოდის გახსნა ნებისმიერი ტექსტის \"წასაკითხად\" საჭირო და აუცილებელი უფართოესი ტერმინებია. შეტყობინებაში ჩადებული კოდი არა იმდენად უკავშირდება სპეციფიკური ენის გამოყენებას, რამდენადაც თავად ტექსტში ჩაქსოვილ მნიშვნელობით სტრუქტურებს. ამ ტერმინების პოპულარიზაცია უკავშირდება სტიუარტ ჰოლის სახელს, რომელმაც კოდირების ცნება გამოიყენა მედიისა და აუდიტორიის ურთიერთკავშირის შესწავლისას. ჰოლის აზრით, მნიშვნელობის კოდის გახსნა ხდება მიმღების სოციალური და კულტურული პოზიოციის შესაბამისად. გაგზავნილი ტექსტების უმრავლესობაც იმ \"უპირატესი საკითხავის\", \"საამური საკითხავის\" კოდით არის გაგზავნილი, რომლის დეკოდირება და აღქმაც შეესაბამება მიმღების მოლოდინს. ახალი ამბების შემთხვევაში, სტიუარტ ჰოლის აზრით, მნიშვნელობის ინტერპრეტაცია ხდება, როგორც წესი, ან ჰეგემონის დისკურსის სასარგებლოდ ან მისი პოლარულად, კარდინალურად საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ყველაზე დაბალი ალბათობით მოსალოდნელია ე.წ. შუალედური, კომპრომისული მნიშვნელობითი კოდი. იხილეთ Transmission Model of Communication, Attention Model (Publicity Model) of Communication, Ritual (Expressive) Model of Communication.
-
- reckon with
- — გათვალისწინება, ანგარიშის გაწევა
-
- reconcile (with)
- — (ვინმესთან) მორიგება, შერიგება; (რამესთან) შესაბამისობაში მოყვანა
-
- red line
- — წითელი ხაზი
-
- red meat
- —
ნებისმიერი სახის წითელი ხორცი
გამაღიზიანებელი, გამომწვევი ან მადისაღმძვრელი რამ; (როგორც) წითელი ნაჭერი ხარისთვის
-
- redraw
- — გადახატვა, გადასწორება, შეცვლა
-
- Referee
- — რეფერი. საკითხი, პარაგრაფი, სემიოლოგიური ან ლინგვისტური ფენომენი, რომლის მოხსენიება და განსჯაც დისკურსის, მეტყველების ინდივიდუალური აქტის მიხედვით ხდება. ეს არის ლინგვისტური კატეგორია, რომელსაც ფიქსირებული განმარტება ან განზოგადებული აღსანიშნი არ გააჩნია. მაგალითად, "მე" რეფერის ნიმუშია. რეფერის აქ წარმოდგენილი ცნება და განმარტება ემილ ბენვენისტს ეკუთვნის.
-
- Referent
- — რეფერენტი. კომუნიკაციის თეორიაში ტერმინი გამოიყენება რეალურ სამყაროში არსებული ობიექტის აღსანიშნად, რომელსაც ნიშანი (ხატ-ნიშანი, ნიშან-ინდექსი ან ნიშან-სიმბოლო) აღნიშნავს. ამ სემიოლოგიური ფენომენის დამკვიდრება უკავშირდება ოგდენსა და რიჩარდსს (1923).
-
- Reflective-Projective Theory of Broadcasting
- — მაუწყებლობის ამრეკლავ-პროექციული თეორია. თეორიის ავტორია ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ლი ლუვინგერი (1979). ლუვინგერის აზრით, მასობრივი კომუნიკაციის საუკეთესო მეტაფორა სარკის მეტაფორაა, სარკისა, რომელიც მრავალი მნიშვნელობის მქონე ობიექტს აირეკლავს; თითოეული მიმღები კი ამ ანარეკლის პროეცირებას საკუთარი ხედვების, ღირებულებებისა და გამოცდილების, მის ირგვლივ არსებული სოციალური და კულტურული კონტექსტის მიხედვით ახდენს.
-
- refrain from
- — თავის შეკავება, არიდება
-
- refugee camp
- — დევნილების ბანაკი
-
- Refutation
- — უარყოფა. ბრალდებების და გავრცელებული ჭორების უარყოფა
-
- Register
- — რეგისტრი. მეტყველების ნაირსახეობა, ტექსტის მნიშვნელობითი პოტენციალი, რომელიც აღქმადი და გასაგები მოცემულ სოციალურ კონტექსტში ხდება. ტერმინს ასევე აქვს მეორე მნიშვნელობა: ადამიანის ხმის ან ინსტრუმენტის ხმოვანების ფარგლები; განსაზღვრული მანერით წარმოთქმული ბგერებისა და ხმოვანი ტონების რანგი
-
- Registration
- — რეგისტრაცია. ახალი მედიის ფორმატში საინფორმაციო ნაკადის, ტრაფიკის ალტერნატიულ ნაირსახეობა, ტიპი, რომლის დროსაც ცენტრი ითხოვს და იღებს ინფორმაციას კომუნიკაციის პროცესის პერიფერიაზე მყოფი მონაწილეებისგან. ახალი მედიის თეორია გამოჰყოფს ალტერნატიული საინფორმაციო ტრაფიკის ოთხ ნაირსახეობას: (1) მიმართვა-მოწოდება (Allocution); (2) საუბარი და ინფორმაციის გაცვლა (Conversation and exchange); (3) კონსულტაცია (Consultation); (4) რეგისტრაცია (Registration).
-
- regularly scheduled programs
- — რეგულარული, ჩვეული სამაუწყებლო ბადე
-
- rein in
- — მოთოკვა, ალაგმვა; მკვეთრად გაჩერება (ცხენისა, ბედაურისა...)
-
- Reithian
- — რაიტიანელი. ტერმინი უკავშირდება ბი-ბი-სი-ს პირველი გენერალური დირექტორის, სერ ჯონ რაიტის (1889-1971) სახელს; აღნიშნავს პროფესიონალს, რომლის ხედვითაც მაუწყებლობა არის ღვთივ ბოძებული შესაძლებლობა გაანათლო ადამიანები და მიაწოდო ის, რისი მიღებაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ტერმინი ფართოდ გამოიყენება ჟურნალისტის პროფესიული იდენტობის კვლევის სფეროში. რაიტიანელობა ნიშნავს მედეგობას კომერციალიზმის მიმართ და მიუკერძოებელი მაუწყებლობის მომხრეობას.
-
- Relic Gesture
- — ჟესტი-რელიქტი. ფიზიკური ჟესტი, რომელიც კონვენციურია განსაზღვრულ სიტუაციებში გამოსაყენებლად, თუმცა მისი წარმოშობა შეიძლება არც ცხადი იყოს და არც ახსნადი.
-
- rely on
- — დაყრდნობა; ვინმეს იმედის ქონა, იმედოვნება
-
- remain in force
- — მოქმედი, ძალაში მყოფი
-
- remain in place
- — იმავე ადგილას დარჩენა, უცვლელობა
-
- remains mum
- — რაღაცის შესახებ დუმილი, რაღაცის არ თქმა, არ გამხელა
-
- remains to be seen
- — დრო გვიჩვენებს
-
- remarkable
- — გამოჩენილი, შესანიშნავი, გამორჩეულად კარგი
-
- repeal rules
- — წესების, რეგულაციების, კანონის გაუქმება, ანულირება
-
- Report-talk
- — საუბრის კაცური სტილი. ბრიტანელი ენათმეცნიერის დებორა ტანენის (1992) კლასიფიკაციის მიხედვით, ამ ტერმინით სახელდება მეტყველების, საუბრის მამაკაცური სტილი. მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: მშრალი ფორმულირებები, არამეტაფორული და ნაკლებად კონოტაციური მნიშვნელობები, შეტყობინების არსის გამოკვეთა იმის მიუხედავად, საუბარი ფორმალურია თუ არაფორმალური.
-
- Reporters Without Borders
- — (RWB) “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” საფრანგეთში დაარსებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის მხარში უდგას და იცავს პრესისა და ინფორმაციის გავრცელება/მიღების თავისუფლებას. ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსულტანტის სტატუსი აქვს, 1985 წელს რობერტ მენარდის, რონი ბრაუმანისა და ჟურნალისტ ჟან–კლოდ გუილებაუს მიერ დაარსდა. RWB–ს მიზნებია:
< პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებული და ნაწამები ჟურნალისტებისა და მედია-მუშაკების დაცვა;< ცენზურისა და პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების წინააღმდეგ ბრძოლა;< პრობლემურ სიტუაციებში (ადვოკატის, სამედიცინო დახმარებისა ან ჟურნალისტური ეკიპირების საჭიროება) ჟურნალისტებისა და მედიამუშაკების დახმარება (ყოველწლიურად 300-მდე კაცის); ასევე - დაპატიმრებული ჟურნალისტების ოჯახებზე ზრუნვა;< ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; განსაკუთრებით მათ უსაფრთხოებაზე, ვისაც საომარ ზონებსა და ცხელ წერტილებში უწევს მუშაობა.
RWB-ს დეკლარაციის მიხედვით, მისი დაარსების ინსპირატორი 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციაა, რომელშიც წერია, რომ საკუთარი აზრის გამოხატვაში ყველა თავისუფალია და ყველას აქვს ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლება. ეს ფუნდამენტური პრინციპები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და კონსტიტუციებშიც ჩაიდო.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გაწევრიანებულია გამოხატვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში – „თავისუფლების საერთაშორისო ასოციაციაში“, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დარღვევებზე მონიტორინგს ახორციელებს, იცავს ჟურნალისტებს, მწერლებს და მათ, ვინც სიტყვის თავისუფლების აღსრულების გამო ისჯებიან. 2005 წელს RWB-მ ნიგერიელ ადამიანის უფლებების აქტივისტ ჰაუვა იბრაჰიმსა და კუბურ ფემინისტურ მოძრაობასთან ერთად ევროპარლამენტის სახაროვის პრიზი მიიღო, 2009-ში კი, შირინ ებადისთან ერთად (ირანელი ადვოკატი), - როლანდ ბერგერის ჯილდო.
RWB ცდილობს, რეგიონების მიხედვით აღრიცხოს ყველა ის ფაქტი, რომელიც გამოხატვის თავსუფლებას არღვევს. ამისთვის ის ყველა ქვეყანაზე აქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც შემდგომში პრესის თავისუფლების ინდექსის განსაზღვრის საფუძველი ხდება. საჭიროების შემთხვევაში, RWB-ის მუშაკები ადგილზე ეცნობიან კანონდარღვევებს, აღრიცხავენ მათ და უგზავნიან საპროტესტო ნოტებს კანონდამრღვევ მთავრობებს. RWB-მ ჩაატარა რამდენიმე PR-კამპანია, რომელშიც ცნობილი, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი, U2-ს სოლისტი ბონო იღებდა მონაწილეობას.
პრესის თავისუფლების ინდექსი ცალკეული ქვეყნის მედიაგამჭვირვალობის მაჩვენებელია; ის RWB-ის წლიური ანგარიშების მიხედვით დგინდება და დაფუძნებულია კითხვარზე, რომელსაც ორგანიზაცია ხუთივე კონტინენტზე ამუშავებს 130 კორესპონდენტის, ადგილობრივი ჟურნალისტების, მკვლევარების, იურისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით. RWB კითხვარის შედგენას სიფრთხილით ეკიდება, რადგან ინდექსი მხოლოდ პრესის თავისუფლებას ასახავს და არანაირად არ განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყანაში ჟურნალისტიკის დონეს. გამოკითხვის მეთოდოლოგიის გამო (ის დაფუძნებულია ინდივიდუალურ მოსაზრებებზე) ქვეყნების რეიტინგებში წლიდან წლამდე ხშირად გვხვდება კონტრასტული ცვლილებები. საქართველო ამ რეიტინგში, რომელშიც 179 ქვეყანაა წარმოდგენილი, 104–ე ადგილს იკავებს. რეიტინგში ვერ ხვდებიან ჯუჯა ქვეყნები, როგორებიცაა მაგალითად, ანდორა, ლიხტენშტეინი და ა. შ.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს, სადაც დაახლოებით 120 ადამიანი მუშაობს. RWB-ის წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა, რომელსაც ორგანიზაცია, ძირითადად, ფოტო-ალბომების გაყიდვითა (საავტორო უფლებებს სხვადასხვა ავტორები ჩუქნიან) და სხვადასხვა მცირე საქმიანობებით (მაისურების გაყიდვა) გამოიმუშავებს.en.rsf.org
-
- Representamen|sign
- — რეპრეზენტამენი/ნიშანი. სემიოლოგიური ტერმინი. ამერიკელი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის ჩარლზ პირსის განმარტებით, ეს არის ის პირველადობა, რომელიც არ არსებობს დამოუკიდებლად, თუმცა ყოველთვის არსებობს ობიექტის, მისი ინტერპრეტანტის და თავად ნიშნის ტრიადაში.
-
- Representation
- — რეპრეზენტაცია (წარმოჩენა). მედიის ძირითადი ფუნქცია არის წარუდგინოს აუდიტორიას მის მიღმა არსებული, მისგან დაშორებული რეალობა. სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის უდიდეს ნაწილს მედიის მეშვეობით ვიღებთ; რეალობის პერცეფცია (მიღება და აღქმა) გაშუალებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. სოციალური რეალობის წარმოჩენა ხდება სხვადასხვა ტიპის ნიშნებით (ხატ-ნიშნებითა და ნიშან-სიმბოლოებით), სხვადასხვა ტიპის მედიური ტექნოლოგიებით (წერილობითი, ბეჭდური, აუდიო-ვიზუალური, ხმისჩამწერი და სხვ.) ანუ რეპრეზენტაციის ხასიათი, მისი სისრულე და სიზუსტე დამოკიდებულია სემიოლოგიურ მასალასა და მედიური ტექნოლოგიებზე, სივრცისა და დროის გადალახვის პრინციპზე.
-
- Republican L
- — აშშ–ის რესპუბლიკური პარტიის ტრადიციულად მხარდამჭერი შტატები. ამ შტატების – მთიანი დასავლეთისა და სამხრეთის – კონფიგურაცია რუკაზე ქმნის ლათინური "L"-ის მსგავს ფორმას.
-
- Republican National Committee
- — რესპუბლიკური ნაციონალური კომიტეტი (RNC) ამერიკული პოლიტიკური კომიტეტია, რომელიც ნაციონალური მასშტაბით ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიის გავრცელებას უწყობს ხელს. მისი შტაბ-ბინა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს. RNC პასუხისმგებელია რესპუბლიკური პოლიტპლატფორმის განვითარებაზე, თანხების მოძიებასა და საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის დაგეგმვაზე. ის ასევე ორგანიზებას უწევს ნაციონალურ რესპუბლიკურ შეკრებას. რესპუბლიკურ კომიტეტს ამერიკის ყველა შტატში ჰყავს წარმომადგენლობა. მისი მთავარი კონკურენტი დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტია (DNC). RNC 1856 წელს შეიქმნა ნაციონალურ რესპუბლიკურ შეკრებაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად. მასში თითო შტატიდან თითო წევრი შედიოდა, რომლებიც ოთხი წლის ვადით ინიშნებოდნენ. ამის შემდეგ ყოველ ნაციონალურ შეკრებაზე კომიტეტის წარმომადგენლები, მიუხედავად შტატის სიდიდისა და სიმჭიდროვისა, თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. წლების მანძილზე კომიტეტის წევრების რაოდენობა იზრდებოდა. 1952 წლიდან კომიტეტის წევრად არჩევნებში გამარჯვებული შტატის რესპუბლიკური პარტიის გენერალური მდივანიც მოისაზრებოდა. 1968 წელს კომიტეტის წევრთა რაოდენობამ 145-ს მიაღწია, 2011 წლის მონაცემებით კი მას უკვე 168 წევრი ჰყავდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც RNC-ს ხელმძღვანელობდა და შემდეგ პრეზიდენტი გახდა, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშია, RNC-ს დანარჩენი ხელმძღვანელები კი მხოლოდ შტატების გუბერნატორები იყვნენ. 2011 წელს ჩატარებულ გენერალური მდივნის არჩევნებში რეინს პრიბუსმა გაიმარჯვა და ის დღემდე ამ თანამდებობაზეა. არჩევნები რესპუბლიკური შეკრების დროს ტარდება, სადაც კომიტეტის წევრები წარმოდგენილ კანდიდატებს აძლევენ ხმას.www.gop.org
-
- reserve officer
- — თადარიგის ოფიცერი
-
- Resonance
- — რეზონანსი. კომუნიკაციების კვლევებში ანენბერგის ცენტრის (პენსილვანიის უნივერისტეტი, ფილადელფია) მკვლევრებმა: ჯორჯ გერბნერმა და მისმა მიმდევრებმა ეს ტერმინი დაამკვიდრეს იმ მდგომარეობის აღსაწერად, რომელსაც განიცდიან ტელევიზიის ის მაყურებლები, რომელთა მოლოდინებსაც პასუხობს სატელევიზიო მაუწყებლობა.
-
- resource curse
- — რესურსების წყევლა/სიუხვის პარადოქსიამ ტერმინით გამოიხატება ის პარადოქსული ვითარება, რომელსაც ადგილი აქვს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც უხვად მოიპოვება არაგანახლებადი რესურსები, წიაღისეული, საწვავი. ხშირად ასეთ ქვეყნებში უფრო ნაკლები ეკონომიკური ზრდის ტენდენციაა გამოხატული და განვითარების უფრო მდარე პროცესი მიმდინარეობს, ვიდრე ქვეყნებში, რომლებშიც მსგავსი რესურსები ნაკლებად მოიპოვება. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი რამდენიმეა: ეკონომიკის სხვა სექტორების დაბალი კონკურენტუნარიანობა, გლობალური ბაზრის ცვალებადობით განპირობებული შემოსავლების არამდგრადობა, მთავრობის მიერ რესურსების არასწორი მართვა, არაეფექტური და კორუმპირებული ინსტიტუტები.
-
- responsible for smth.
- — (რაღაცაზე) პასუხისმგებელი; (რამის) ინიციატორი, ავტორი
-
- rest (on, upon)
- — დაარსება, დაფუძნება; დამყარება, დაყრდნობა
-
- Retail Politics
- — "საცალო პოლიტიკა". პირისპირი კომუნიკაცია კანდიდატებს და ამომრჩევლებს შორის, რომლის დროსაც პოლიტიკური პოზიციებისა და არგუმენტების დაფიქსირება და გაცვლა–გამოცვლა ხდება.
-
- retain the power
- — ხელისუფლების შენარჩუნება
-
- Reterritorialization
- — რეტერიტორიალიზაცია. ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნის, ჯეიმს ლალის ნაშრომის "მედია, კომუნიკაცია და კულტურა" (James Lull, Media, Communication and Culture, UK: Polity Press, 1995) მიხედვით, დეტერიტორიალიზაცია ნიშნავს: "პირველი იმას, რომ კულტურული ტერიტორიის: ცხოვრების წესის, არტეფაქტების, სიმბოლოების, კონტექსების - არსებობა ღიაა ახალი ინტერპრეტაციებისა და ახლებურად გაგების მიმართ; მეორე - ეს ნიშნავს იმას, რომ კულტურა მუდამ განახლების პროცესშია, სოციალური ინტერაქციების, ხშირად - პერსონალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მასსმედიის გავლენით."
-
- Reuters
- — "როიტერსი" - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო. ამჟამად კომპანია „თომსონ როიტერსის“ შვილობილი. 2008 წლამდე სააგენტოს მშობელი კომპანია „თომსონ კორპორეიშენად“ მოიხსენიებოდა. დაფუძნდა 1851 წელს, წიგნის გამომცემლის პოლ ჯულიუს როიტერის მიერ. როიტერების ოჯახის უკანასკნელი წევრი მარგარეტი, ბარონესა დე როიტერი, 2009 წლის 25 იანვარს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. სააგენტოს შტაბბინა მდებარეობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. როიტერსი მაუწყებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივი ბიუროებისა და საკუთარი კორესპონდენტების ქსელის მეშვეობით. ვებსივრცეში როიტერსს 17 დამოუკიდებელი საიტი აქვს, გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, აფრიკის სახელმწიფოები, არაბული ქვეყნები, არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, იტალია, იაპონია, ლათინური ამერიკის ქვეყნები, რუსეთი და დსთ-ის ქვეყნები, ესპანეთი და სხვა. სააგენტოს ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელში თავისი გვერდი აქვს.reuters.com
-
- Rhetoric
- — რიტორიკა, მჭევრმეტყველება, ენამზეობა, ორატორული ხელოვნება
-
- Rich Media
- — მულტიმედიური რეკლამა
-
- rig elections
- —
გაყალბებული, ფალსიფიცირებული არჩევნები;
არჩევნების გაყალბება
-
- Right of Reply
- — პასუხის უფლება. უფლება, რომელიც ბევრ ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონით ან შესაბამისი ნორმატიული, მარეგულირებელი აქტით. პასუხის უფლება გულისხმობს: იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება (მათ შორის, სასამართლო გზით), რომ ბეჭდურმა ან ელექტრონულმა მედიასაშუალებამ შეცდომით ან წინასწარგანზრახულად შელახა პირის ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და სახელი, ან გამოაქვეყნა მის შესახებ მცდარი ინფორმაცია, მედიუმი ვალდებულია, უზრუნველჰყოს პირის პასუხის უფლება და საჯარო გახადოს მისი მოსაზრება და არგუმენტები, რომლებითაც იგი აღიდგენს შელახულ რეპუტაციას.
-
- Right to equal time
- — თანაბარი სააგიტაციო დროის უფლება. აშშ–ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის წესი ადგენს, რომ თითოეულმა რადიო და სატელევიზიო მაუწყებელმა თანაბარი საეთერო დრო უნდა დაუთმოს თითოეულ კანდიდატს.
-
- right-hand man
- — მარჯვენა ხელი
-
- rigid structure
- — მყარი, მაგარი კონსტრუქცია
-
- ring the bell
- — (კარზე) ზარის დარეკვა; წარმატების მოპოვება, გამარჯვების ზეიმი
-
- ring \ sound hollow
- — არაგულწრფელად ჟღერა
-
- rip off
- —
მოპარვა, წაგლეჯა, გაქურდვა, გაძარცვა; ფულის გამოძალვა;
ლანძღვა, წყევლა
-
- rip up
- —
ახევა, აგლეჯა;
გაწყვეტა (შეთანხმებისა, კონტრაქტისა);
-
- Ritual Model of Communication (=Expressive Model of Communication)
- — კომუნიკაციის რიტუალური (ექსპრესიული, გამომსახველობითი) მოდელი. ეს მოდელი კომუნიკაციათმცოდნეობის დოქტორმა ჯეიმს ქერიმ (James Carey. 1975) წარმოადგინა როგორც კომუნიკაციის ტრანსმისიული მოდელის ალტერნატივა. "რიტუალი", რომელიც ამ მოდელის საყრდენ ცნებად იქცა, როგორც ცნობილია, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანთა ერთობების ქმედებებისა და გრძნობების, განცდების გაერთიანებასა და მობილიზაციაში. კომუნიკაციის ამ მოდელს იყენებენ პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიებისას, საჯარო ცერემონიალებისას, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისების პერიოდში. როგორც აღნიშნავს ქერი, ამ ტიპის კომუნიკაცია "უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორიც არის გაზიარებულობის განცდა, მონაწილეობა, იდენტობითი ერთობა და საერთო რწმენებისა და ღირებულებების ქონა. იგი არ არის მიმართული შეტყობინების გავრცელებაზე სივრცეში, არამედ კონკრეტული საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფის შენარჩუნებაზე დროში; იგი მოწოდებულია არა ინფორმაციის განაწილებისთვის, არამედ გაზიარებული ღირებულებების გამყარებისთვის". იხილეთ Transmission Model of Communication, Attention Model (Publicity Model) of Communication, Rreception Model of Communication (Encoding and Decoding Media Discourse).
-
- Ritual, rites of passage
- — წეს-ჩვეულება, რიტუალი, გარდამავალი რიტუალი. რიტუალი - ეს არის კომუნიკაციის კონსტრუირებული აქტი, სიმბოლოების ფოკუსირებული წყობა, რომლებიც მოცემული სოციუმის ინდივიდუუმებისა და სოციალური ჯგუფებისთვის ნიშანდობლივი მნიშვნელობებით არის დატვირთული. ზოგიერთი რიტუალი, პერფორმატიულობის თვალსაზრისით, ცერემონიალს უთანაბრდება. რიტუალები შეიძლება იყოს როგორც რელიგიური, ისე სეკულარული. რიტუალები ინდივიდუუმებს უღვივებენ, უვითარებენ და უნარჩუნებენ ერთობისა და კოლექტიური იდენტობის გაზიარებულ განცდას. "გარდამავალი რიტუალი" წარმოადგენს ტერმინს, რომელიც აღნიშნავს იმ რიტუალებს, რომლებიც გამოხატავენ ერთი მდგომარეობიდან, საფეხურიდან, სტატუსიდან გადასვლას მეორეზე - როგორც ინდივიდუუმისთის, ისე სოციალური ჯგუფებისთვის ან მთლიანად საზოგადოებისთვის. ამგვარი ცვლილებების აღმნიშვნელი ცერემონიები თავის თავში ატარებენ სოციალური იდენტობის ცვლილების დადასტურებას. ასეთი ცერემონიული რიტუალის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საქორწინო რიტუალი.
-
- rival candidates
- — კონკურენტი, ოპოზიციური კანდიდატები
-
- Roles, social
- — სოციალური როლი. მოსალოდნელი ქცევა, რომელიც განსაზღვრულ სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება ან მასთან ასოცირდება.
-
- roll back
- —
უკუგორება; უკუსვლა; უფრო დაბალ დონეზე დაბრუნება;
ფასების დაკლება
-
- round up
- —
დამრგვალება (ციფრისა);
შეყრა, შეკრება (საქონლისა);
ალყაში მოქცევა; გამოჭერა;
(საზღვაო) ქარის გამოწვევა
-
- round-the-clock
- — სადღეღამისო, ოცდაოთხსაათიანი
-
- roundabout way
- —
შემოვლითი, შორი გზა;
წრიული ერთმხრივი მოძრაობა
-
- royal appointment
- — სამეფო ხელდასხმა
-
- rub shoulders with (somebody)
- — (ვინმესთან) ახლო ურთიერთობა, დროის გატარება
-
- rubber stamp
- —
ბეჭედი, ტვიფარი;
შაბლონი, სტერეოტიპი
-
- rule of law
- — კანონის, სამართლებრივი ნორმა
-
- rule out
- — 1. ამოშლა, წაშლა2. გამორიცხვა (რაიმე შესაძლებლობის)3. ხელის შეშლა (რაღაცისთვის)
-
- Rumour
- — მოარული ხმები, ჭორი, ამბავი, გადაცემული ზეპირად, არაფორმალური წყაროებით
-
- run for office
- — არჩევნებში მონაწილეობის მიღება, საკუთარი კანდიდატურის დაყენება
-
- run for your life
- — თავის შველა
-
- Run of Paper
- — რეკლამის ადგილის მინდობა გაზეთზე. გაზეთში რეკლამის განთავსების ერთ-ერთი ვარიანტი, როცა რეკლამის ან კლასიფიცირებული სარეკლამო განცხადების ადგილს თავად გაზეთის მმართველობა წყვეტს. სარეკლამო ტარიფების პრეისკურანტის მიხედვით ყველაზე იაფი სარეკლამო გარიგებაა.
-
- run out
- —
დამთავრება, დასრულება, ამოწურვა, გამოლევა
სულის შეხუთვა, სუნთქვის შეკვრა (სირბილის დროს)
გაგდება, გაძევება
-
- run-off
- —
წყალდიდობა
ნიადაგის ჩამოშლა
არჩევნების მეორე ტური; დამატებითი მატჩი
-
- run-up
- —
გარბენი;
წინა, მოსამზადებელი პერიოდი;
(ტექნ.) ამუშავება, ტესტირება
-
- Rushes
- — ნედლი ფოტო- და კინემატოგრაფიული მასალა, ყოველდღიური კადრები