ყველა ტერმინი → u
-
- U-turn
- —
180 გრადუსით, ზურგისაკენ შებრუნება;
რადიკალური ცვლილება, საქმის 180 გრადუსით, დრამატული შემოტრიალება
-
- U.S. News & World Report
- — “აშშ-ს ახალი ამბები და მსოფლიო მიმოხილვა” - ამერიკული ახალი ამბების ჟურნალი. დაარსდა ვაშინგტონში. დიდი ხნის განმავლობაში Time-სა და Newsweek-თან ერთად წამყვანი ყოველკვირეული ჟურნალის პოზიცია ეკავა; თუმცა კონკურენტებისაგან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო საკითხებზე სტატიების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
1933 წელს დევიდ ლოურენსმა (David Lawrence) U.S. news-ი დააფუძნა; 1946 წელს კი მეორე ჟურნალი, World Report-ი გამოსცა. 1948 წლამდე ეს ორი გამოცემა ცალ-ცალკე აშუქებდა საშინაო და საერთაშორისო ამბებს, მაგრამ ამ წელს ლოურენსმა ისინი გააერთიანა, ხოლო მოგვიანებით ჟურნალი თავის თანამშრომლებს მიჰყიდა. 1984 წელს US News and World Report-ი მორტიმერ ცუკერმანმა (Mortimer Zuckerman), ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის, New York Daily News-ის, მეპატრონემ შეიძინა.
გაზეთის საგამომცემლო ჯგუფის მთავარი ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, მაგრამ მფლობელი კომპანიის, U.S.News & World Report, L.P.-ის შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია.
2008 წლიდან ჟურნალმა გამოცემის სიხშირე შეამცირა. თუკი თავდაპირველად ის ყოველკვირეული იყო, 2008 წლიდან ის ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 2008 წლის ნოემბრიდან კი ყოველთვიური გახდა. 2010 წლის ნოემბრის შემდეგ US News & World Report-ი ბეჭდური სახით აღარ გამოიცემა. ის მთლიანად ონლაინფორმატის გახდა.
თავად ჟურნალის ვებგვერდი პირველად 1995 წელს ამოქმედდა. usnews.com-ზე ნებისმიერ მსურველს შეუეძლია ნახოს როგორც უახლესი ამბები, ასევე ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ყველა სტატია. აქ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, ჯანდაცვისა თუ განათლების დაწესებულებათა რეიტინგები მაღალი სანდოობითა და რეპუტაციით სარგებლობს.
usnews.com
-
- UK Gold
- — ბი-ბი-სი ენტერპრაიზისა და თემზ ტელევიჟნ-ის კომბინირებულ პროგრამულ საცავებზე დაფუძნებული სატელიტური და საკაბელო არხი
-
- Ukraine
- — უკრაინა - სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში; დედაქალაქი კიევი
-
- Ultra-violet Photography
- — ულტრაიისფერი ფოტოგრაფირება. გამოიყენება გაყალბებული ან საეჭვო დოკუმენტების შესამოწმებლად, განსაზღვრული ქიმიური შენაერთების ან ბაქტერიების ოჯახისა და ნაირსახეობების იდენტიფიცირების მიზნით.
-
- UN Security Council
- — Security Council (უშიშროების საბჭო) გაეროს ექვსი მთავარი ორგანოდან ერთ-ერთი უმთავრესია. მისი მოვალეობა მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციების გზით ამტკიცებს სამშვიდობო ოპერაციებსა და აწესებს საერთაშორისო სანქციებს, იღებს სამხედრო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილებას.
პირველად უშიშროების საბჭოს სხდომა 1946 წლის 17 იანვარს ჩარჩ ჰაუზში, ლონდონში გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ საბჭოს სხდომები იმართებოდა პარიზში, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებასა და გაეროს მთავარ ოფისში, ნიუ-იორკში. უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, აქედან 5 მთავარი, ვეტოს უფლების მქონე წევრია; ესენია: ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი (როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე), გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ხუთი ქვეყანა სარგებლობს ვეტოს პრივილეგიით, რადგან მათ ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწიეს მეორე მსოფლიო ომში. ხოლო დანაჩენი ათი წევრი კი ორი წლის ვადით ირჩევა. საბჭოს წევრები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ნიუ-იორკის ოფისში, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს ოპერატიული მოწვევა იყოს შესაძლებელი.
არამუდმივმოქმედ წევრებს ამტკიცებს გენერალური ასამბლეა, რომლის ხმათა 2/3-ით წყდება წევრთა ვინაობა. ორი წლის განმავლობაში ხუთ-ხუთი ქვეყანა ენაცვლება ერთმანეთს. მაგალითად, 2011 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე ხუთი არამუდმივი წევრის სია ასე გამოიყურებოდა: კოლუმბია, გერმანია, ინდოეთი, პორტუგალია და სამხრეთ აფრიკა; 2012 წლის პირველი იანვრიდან ამ ქვეყნებს დაემატა აზერბაიჯანი, გვატემალა, მაროკო, პაკისტანი და ტოგო, რომლებმაც, თავიანთ მხრივ, უშიშროების საბჭოს ფარგლებში ხუთი სხვა ქვეყანა ჩაანაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ არამუდმივი წევრები რეგიონების მიხედვით ირჩევა - შეძლებისდაგვარად მსოფლიოს ყველა წერტილიდან.
უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 9 წევრის თანხმობა ესაჭიროება, მაგრამ თუ ვეტოს უფლების რომელიმე მქონე ქვეყანა გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა, მაშინ დოკუმენტი ჩავარდნილად ითვლება. 1946-დან 2007 წლამდე ყველაზე მეტი - 123 ვეტო - რუსეთს აქვს რეზოლუციებზე დადებული, მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები 82, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 32 და საფრანგეთი 18 ვეტოთი. ჩინეთს 1946 წლიდან 2007 წლამდე მხოლოდ 6-ჯერ აქვს გამოყენებული ვეტოს უფლება.
-
- under (one’s) thumb
- — ვინმეს კონტროლისა და გავლენის ქვეშ
-
- under condition
- — (იმ) პირობით
-
- under consideration
- — განსახილველი
-
- under pressure
- — ზეწოლის, წნეხის ქვეშ
-
- under someone’s sway
- — ვინმეს დაქვემდებარებაში, კონტროლქვეშ ყოფნა
-
- under way
- — სრული სვლით, გაცხარებულ მუშაობაში, მოქმედებაში
-
- Underground Press
- — იატაკქვეშა პრესა, იატაკქვეშა გამოცემა. გამოცემა, რომელიც მთლინად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება დროის პოლიტიკურ და კულტურულ კონვენციებს; ხშირ შემთხვევაში შეიცავს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ინფორმაციებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ძალაუფლების მფლობელთათვის, დომინანტური რეჟიმისთვის.
-
- underlying question
- — მთავარი საკითხი
-
- UNESCO
- —
-
- unilateralism
- — უნილატერალიზმი (ცალმხრივი ურთიერთობების პრინციპი)
-
- Union for the Mediterranean [UfM]
- — „ხმელთაშუა ზღვის კავშირი“ (UFM) - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვისპირეთის 16 ქვეყანასა და ევროკავშირის სახელმწიფოებს აერთიანებს. UfM 2008 წლის 13 ივლისს შეიქმნა პარიზში. 2008 წლის 4 ნოემბერს, მარსელში, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაციის შტაბ-ბინა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში იქნებოდა. გადაწყვეტილების რატიფიცირება 2010 წლის 3 მარტს წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მოხდა. რაც შეეხება ორგანიზაციის მმართველ ორგანოს – საერთო სამდივნოს – მისი წესდება ესპანეთის მთავრობასა და UfM-ს შორის დადებული შეთანხმებით განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის სამდივნოს წევრები ესპანეთის კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობენ.
2007 წელს თავის საარჩევნო კამპანიაში საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და შემდგომში პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ხმელთაშუა ზღვის კავშირის (Mediterranean Union) შექმნის სურვილი გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვის კავშირი იქნებოდა ევროკავშირის მოდელზე აგებული ორგანიზაცია და იგი იმავე საკანონმდებლო ზონაში მოექცეოდა, რაშიც ევროკავშირი იმყოფებოდა. სარკოზი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პრობლემის გადაჭრას ამ ქვეყნის ხმელთაშუა ზღვის კავშირში შესვლის გზით ფიქრობდა.
2008 წელს პარიზში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სარკოზიმ თავისთან ხმელთაშუა ზღვისპირა ყველა ქვეყნის მთავრობის მეთაური მოიწვია, რათა მათთან კავშირზე შემდგომი მოლაპარაკებები დაეწყო. ეგვიპტე და ისრაელი იდეას მხარს უჭერდნენ, ხოლო თურქეთი პარიზის შეხვედრაზე არც კი გამოცხადდა, სანამ ოფიციალურად არ ითქვა, რომ ხმელთაშუა ზღვის კავშირში მისი წევრობა არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იდეას იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი მიემხრენ. ევროკომისია და გერმანია ხმელთაშუა ზღვის კავშირის შექმნის იდეას სკეპტიკურად უყურებდნენ. მათ არ სურდათ ევროკავშირის დუბლიკატი ორგანიზაციის შექმნა, რადგან შემდგომში შეიძლებოდა ამას გაუგებრობა გამოეწვია. რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა ჩამოეყალიბებინათ არა ”ხმელთაშუა ზღვის კავშირი”, არამედ - ”კავშირი ხმელთაშუა ზღვისთვის”, რაც ამ ორგანიზაციას იმავე უფლებებს არ ანიჭებდა, როგორსაც - ევროკავშირი.
„ხმელთაშუა ზღვის კავშირი“ მრავალმხრივი თანამშრომლობის ორგანიზაციაა. მისი მიზანი ევრო-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის რეგიონული ინტეგრაციის პოტენციალის გაზრდაა. ორგანიზაციის შექმნა ეფუძნება წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ნებას - განხორციელდეს ხმელთაშუა ზღვის ზონის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სივრცედ ქცევა. საერთო სამდივნოს შექმნას ამ საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
2010 წლის 3 მარტს მარსელის დეკლარაციის მიხედვით ორგანიზაციის მანდატი და ძირითადი ხედვები განისაზღვრა. პარიზში გაცხადებული და მარსელში დოკუმენტურად დადასტურებული წესდების ძირითადი მიზანი ორგანიზაციის წევრების მიერ ერთმანეთისათვის რეგიონული, სუბრეგიონული და ტრანსრეგიონული პროექტების მხარდაჭერაა, რათა სოციალურ-დემოკრატიული განვითარება, რეგიონში ინტეგრაცია და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება მოხდეს.
ორგანიზაციის შექმნისას მთავრობის მეთაურებმა გამოკვეთეს ექვსი ძირითადი მიმართულება. ესენია:
1. ხმელთაშუა ზღვის ნაგვისაგან გაწმენდა და შემდგომი დანაგვიანების პრევენცია;2. საზღვაო და სახმელეთო გზების მშენებლობა;3. მოქალაქეთა დაცვა;4. ალტერნატიული ენერგიის სფეროში თანამშრომლობა (ხმელთაშუა ზღვის მზის ენერგიების გეგმა);5. უმაღლესი განათლება და კვლევა ევროპულ და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტებში;6. ხმელთაშუა ზღვის ბიზნეს-ინიციატივა.
კავშირის წევრები საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლების რანგში ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან. უმაღლესი ოფიციალური პირების შეხვედრას SOM (Senior Officials meetings) მიმოიხილავს, იგი უწევს კოორდინირებას ორგანიზაციის მუშაობას. ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის რატიფიცირებისთვის სამდივნო SOM-ს გაწერილ ანგარიშებს უგზავნის. SOM-ის ფუნქცია საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მომზადებაა. SOM ასევე განიხილავს სამდივნოს შეთავაზებულ პროექტებს და გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს.
კავშირის შეხვედრებს ხელმძღვანელობს ორი წევრი ქვეყნის თითო წარმომადგენელი, რომელთაც თანაპრეზიდენტებს უწოდებენ. ერთი მათგანი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდანაა, ხოლო მეორე – სხვა ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნიდან. თანაპრეზიდენტები ყველა დონის შეხვედრებს ესწრებიან.
-
- United Nations
- — United Nations Organization (UNO) ან უბრალოდ UN (“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია” – “გაერო”) საერთაშორისო ორგანიზაციაა. მისი მიზანი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა, სოციალური პროგრესი, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური განვითარებაა.
გაერო დაარსდა 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მან ჩაანაცვლა წინამორბედი ‘’ერთა ლიგა’’, რომელიც, თავის დროზე, ამერიკის პრეზიდენტ ვუდრო უილსონის ინიციატივით შეიქმნა.
გაეროში გაერთიანებულია 193 წევრი ქვეყანა. მის შემადგენლობაში შედის ყველა საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული სახელმწიფო, გარდა ვატიკანისა. ორგანიზაციას მთელს მსოფლიოში აქვს ოფისები. გაეროს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. 2007 წლიდან გენერალური მდივნის პოსტს კორეელი ბან კი მუნი იკავებს. გაეროს შტაბ-ბინა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერის შენობაში მდებარეობს.გაეროს აქვს მთავარი ოფისები ჟენევაში, ნაირობისა და ვენაში. ორგანიზაცია ფინანსდება წევრი ქვეყნების შემოწირულობებით. 2011 წელს გამოქვეყნდა შემომწირველთა პირველი ათეული. ამ მონაცემების მიხედვით, შემოწირულობების ყველაზე დიდი, 22 პროცენტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, მას მოსდევს იაპონია 12,5 პროცენტით, ათეულის ბოლო წევრია მექსიკა - 2,4 პროცენტით, ხოლო დანარჩენი ქვეყნების შემოწირულობები ბიუჯეტში ჯამში 28 პროცენტს შეადგენს. გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური. ორგანიზაციამ დღემდე 8 გენერალური მდივანი გამოიცვალა. პირველად, 1946 წელს ეს თანამდებობა ნორვეგიელმა ტრიგვე ლიმ დაიკავა, რომელმაც ის 1952 წელს დატოვა.
გაერო ექვსი ძირითადი ორგანოსაგან შედგება. ესენია: გენერალური ასამბლეა (მთავარი სათათბირო ორგანო), უშიშროების საბჭო (გადაწყვეტილებებს იღებს მსოფლიო უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე), ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეხმარება ქვეყნებს საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური კუთხით თანამშრომლობაში), სამდივნო (ორგანო, რომელიც გაეროს შესახებ ინფორმაციასა და სხვადასხვა სტატისტიკას აქვეყნებს), საერთაშორისო სასამართლო (უმაღლესი სასამართლო ორგანო) და გაეროს სამეურვეო საბჭო (მისი მიზანია, კოლონიებისა და დაქვემდებარებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა. 1994 წელს, პალაუს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორგანომ მუშაობა დროებით შეაჩერა და ის ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს). გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციებია: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო სასურსათო საბჭო (WFP) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNISEF).
თავის დროზე, „ერთა ლიგამ“ ვერ შეძლო, ხელი შეეშალა მეორე მსოფლიო ომისთვის და ის დაიშალა. ომის შემდგომ ცხადი გახდა, რომ მსოფლიო მესამედ ასეთ მასშტაბურ კონფლიქტს ვეღარ გადაიტანდა და ამის გამო გახდა საჭირო ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა საყოველთაო მშვიდობას და ჩაანაცვლებდა „ერთა ლიგას“. 1939 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტმა პირველად გამოიყენა ტერმინი „გართიანებული ერები“. მან ეს სიტყვები მოკავშირე ქვეყნების დასახასიათებლად გამოიყენა. 1942 წლის 1 იანვარს 26 ქვეყნის მთავრობამ მოაწერა ხელი ატლანტიკურ ქარტიას და ომი გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას. ატლანტიკური ქარტია გაეროს შექმნის საწინდარი გახდა. 1945 წლის 25 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან-ფრანცისკოში მოიწვიეს ქვეყნების მთავრობები, რათა საბოლოოდ ჩამოეყალიბებინათ ის პრინციპები, რასაც ახალი ორგანიზაცია უერთგულებდა. შემდგომში უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების: ჩინეთის რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების რატიფიცირებით 24 ოქტომბერს გაერომ ფუნქციონირება დაიწყო. მას თავდაპირველად 51 წევრი ჰყავდა.
1946–1952 წლამდე გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლეიკ-საქსესში მდებარეობდა, ხოლო შემდგომში გაერო მანჰეტენზე, „როკფელერ ბილდგინში“ გადავიდა.
გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან ყველა არის გენერალური ასამბლეის წევრი. ახალი წევრის მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციითა და გენერალური ასამბლეის ორი მესამედის გადაწყვეტილებით. მისი წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ სუვერენული და საერთაშორისო აღიარების მქონე სახელმწიფო.
www.un.org
-
- United Nations Charter (UN Charter)
- — უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) დამფუძნებელი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელშიც ჩამოყალიბებულია გაეროს მიზნები და პრინციპები, მთავარი ორგანოების სახეები და კომპეტენციები. გაეროში მოქმედებს ერთხმივობის პრინციპი, ანუ დიდ სახელმწიფოებს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს - გაეროს უშიშროების საბჭოში აქვთ მუდმივი წევრის სტატუსი და უმნიშვნელოვანეს საკითხებში მათი ერთობლივი ხმების გარეშე ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება, წესდებაში ცვლილებების შეტანის ჩათვლით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პრინციპს წესდების VI (დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა“) და VII („მოქმედება მშვიდობისადმი მუქარის, მშვიდობის დარღვევის და აგრესიის აქტების მიმართ“) თავების გამოყენების დროს. ორგანიზაციის წევრებად მიიღებიან მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოები, რომლებიც კისრულობენ წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. ორგანიზაციის წევრად გახდომისათვის საჭიროა უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია (არანაკლებ 9 ხმისა ყველა მუდმივი წევრის ხმათა ჩათვლით და გაეროს გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილება. წესდების დებულებათა სისტემატური დარღვევისათვის სახელმწიფო გაირიცხება ორგანიზაციის შემადგენლობიდან. გარიცხვა იმავე წესით ხდება, რა წესითაც მიიღება სახელმწიფო ორგანიზაციის წევრად. გაერო შედგება ექვსი მთავარი ორგანოს, მრავალი დამხმარე და სპეციალიზებული ორგანოსა და ორგანიზაციისაგან. მთავარი ორგანოებია: გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს უშიშროების საბჭო, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, მეურვეობის საბჭო, გაეროს საერთაშორისო სასამართლო, გაეროს სამდივნო.
-
- United States Declaration of Independence
- — ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია - ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს დიდი ბრიტანეთისგან. დოკუმენტი მიიღო მეორე კონტინენტალურმა კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი).4 ივლისს - დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების (და არა ხელმოწერის( დღეს შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღედ აღნიშნავენ. დეკლარაცია პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც კოლონიები მოხსენიებულია, როგორც "ამერიკის შეერთებული შტატები".დეკლარაციის ტექსტის შემუშავებისთვის შეიქმნა ხუთკაციანი კომიტეტი, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა კოლონიას წარმოადგენდა: ჯონ ადამსი (მასაჩუსეტსი), ბენჟამინ ფრანკლინი (პენსილვანია), თომას ჯეფერსონი (ვირჯინია), რობერტ ლივინგსტონი (ნიუ-ორკი), როჯერ შერმანი (კონექტიკუტი).დეკლარაციის ტექსტზე დიდწილად მუშაობდა თომას ჯეფერსონი (შემდგომში ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტი). 1776 წლის 1 ივლისს დეკლარაციის ტექსტი განსახილველად გადაეცა კონგრესს. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა დოკუმენტი მიიღო და მას ხელი მოაწერა კონგრესის პრეზიდენტმა ჯონ ჰენკოკმა და მდივანმა ჩარლზ ტომსონმა. 1776 წლის 19 ივლისს კონგრესმა გამოსცა განკარგულება დოკუმენტი "შესაბამისად გადაეწერათ მსხვილი ასოებით პერგამენტზე სათაურით "ამერიკის ცამეტი შეერთებული შტატის ერთხმად მიღებული დეკლარაცია" და მასზე ხელი მოეწერა კონგრესის ყველა წევრს. 4 ივლისს დამტკიცებული დეკლარაციის, თავდაპირველი ბეჭდური ვარიანტის მიხედვით შეიქმნა დოკუმენტის კალიგრაფიული ასლი. კალიგრაფიული სამუშაოს შესრულება დაევალა ჩარლზ ტომსონის თანაშემწე ტიმოთი მეტლოკს. სწორედ ტექსტის ამ ხელნაწერ ვარიანტზე მოაწერეს ხელი ცამეტივე კოლონიის წარმომადგენლებმა 1776 წლის 2 აგვისტოს. ამერიკის შეერთებული შტატების ყველა კოლონიის მიერ დეკლარაციის ერთხმად მიღების შესახებ ინფორმაციამ დიდი ბრიტანეთის მეფე გეორგ III-მდე 10 სექტემბერს მიაღწია. დოკუმენტის ამ ხელნაწერი ასლის ამონაბეჭდი ყველა წარმომადგენლის ხელმოწერით, 1820 წელს შესრულებული ვ. სტოუნის მიერ, ინახება აშშ-ს ნაციონალურ არქივებში.
-
- Universality
- — უნივერსალურობა. პრინციპი, რომლის ძალითაც ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებები, როგორებიც არის ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და სამართალი, ყველა ადამიანისთვის, საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
-
- untouchable figure
- — ხელუხლებელი ფიგურა
-
- unwise decision
- — უგუნური, არაგონივრული გადაწყვეტილება
-
- up and running
- — უკვე ფუნქციონირებს
-
- Up-front market
- — წინასწარი სარეკლამო ბაზარი. ავანსად თანხის გადახდა სარეკლამო დროის ან სივრცის შესყიდვისას.
-
- upcoming
- — მოახლოებული, დამდეგი
-
- Upload
- — ატვირთვა. ინფორმაციის გადაცემა ადგილობრივი კომპიუტერიდან ვებსერვერზე, ქსელის ან მოდემით უზრუნველყოფილი კავშირის მეშვეობით
-
- URL Uniform Resource Locator
- — უნიფორმული რესურს-ლოკატორი. ინტერნეტმისამართი, რომელიც აღწერს სპეციფიკური საიტის ან დოკუმენტის მდებარეობას ვებზე. მთლიანი რესურს-ლოკატორი მოიცავს როგორც პროტოკოლს (მაგ., http, gopher და ა. შ.), ასევე დომენის დასახელებას, მაგალითად: economist.com. მთლიანი რესურს-ლოკატორი გამოიხატება ამგვარი კომბინაციით: http://www.economist.com.
-
- US Agency for International Development [USAID]
- — USAID (“შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო”) - აშშ-ს ფედერალურ მთავრობას დაქვემდებარებული სააგენტო. ის უშუალო პასუხისმგებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაზე. USAID 1961 წელს დაარსდა პრეზიდენტ ჯონ კენედის ბრძანებულების საფუძველზე, რათა შესრულებულიყო 1961 წელს კონგრესის მიერ მიღებული დადგენილება საერთაშორისო განვითარების გაძლიერების შესახებ. USAID ოპერირებს იმ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც იმართება უშუალოდ პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და ნაციონალური თავდაცვის საბჭოსგან. USAID-ის ადმინისტრაცია სახელმწიფო მდივნის უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობს.
USAID ცდილობს, ოკეანის გაღმა ხელი გაუწოდოს იმ ხალხებს, რომლებიც უკეთესი ცხოვრებისთვის იღვწიან, რომელთაც სხვადასხვა კატასტროფების შემდეგ ძალების აღდგენა და თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ. სააგენტო ფუნქციონირებს სუბსაჰარულ (საჰარის უდაბნოს ქვემოთ) აფრიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის ქვეყნებსა და ევროპაში.
USAID თავის გეგმებს უშუალოდ სამიზნე ქვეყანასთან თანამშრომლობით აყალიბებს. დღესდღეობით სააგენტო ორმოცდაათ განვითარებად ქვეყანაში მუშაობს. მისი მესვეურები ხვდებიან სამიზნე ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ზუსტად განისაზღვროს, რომელმა პროგრამამ უნდა მიიღოს მათი დახმარება. USAID-ის მისიების ხელმძღვანელებს მისიის დირექტორები ჰქვიათ, ხოლო მომსახურე პერსონალი მოიცავს როგორც USAID-ის, ასევე სამიზნე ქვეყნების წარმომადგენლებსაც. ადგილობრივი პერსონალის უმრავლესობას სწორედ სამიზნე ქვეყნის პროფესიონალები წარმოადგენენ. მისიის დირექტორი ამავდროულად ამერიკის საელჩოს „ქვეყნის გუნდის“ წევრია და ის უშუალოდ ამერიკის ელჩს ემორჩილება.
USAID-ის ხელმძღვანელს პრეზიდენტი ირჩევს და შემდეგ მის კანდიდატურას სენატს სთავაზობს. დღესდღეობით სააგენტოს ხელმძღვანელია რაჯივ შაჰი, რომელსაც რეკომენდაცია სენატში პრეზიდენტმა ობამამ გაუწია. USAID-ის მთავარი ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ორგანიზაცია დაყოფილია ბიუროებად. ყოველი ბიუროს ხელმძღვანელი ისევ და ისევ პრეზიდენტის მიერაა არჩეული. USAID-ის ბიუროების კლასიფიკაცია სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით ხდება, ესენია:გეოგრაფიული (AFR სუბ-საჰარული აფრიკა, ASIA აზია, LAC ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, E&E ევროპა და ევრაზია, ME ახლო აღმოსავლეთი, OAPA ავღანეთი და პაკისტანი);ფუნქციური (GH გლობალური ჯანდაცვა, EGAT ეკონომიკური ზრდა, აგროკულტურა და ვაჭრობა, DCHA დემოკრატია, კონფლიქტები და ჰუმანიტარული დახმარება, BFS საკვების ხარისხის კონტროლი);მართვის (M მენეჯმენტი, LPA საკანონმდებლო და სამოქალაქო საქმეები, PPL პოლიტიკა, დაგეგმვა და სწავლება).
USAID საერთაშორისო დახმარებას უზრუნველყოფს როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური მხრიდანაც.
ტექნიკური დახმარება მოიცავს სხვადასხვა სახის რჩევებს, ტრეინინგებს, სტიპენდიებს ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლებისთვის; ასევე - IT სისტემების განვითარებასა და კომპიუტერულ წარმოებას.
ფინანსური დახმარება სამიზნე ქვეყნის ბიუჯეტისათვის რომელიმე კონკრეტული დარგის განვითარებისათვის გაღებულ თანხებს ეწოდება. USAID ფინანსურად ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ეხმარება, რომლებიც, თავის მხრივ, USAID-ს გარკვეული სფეროების განვითარების დონის დადგენაში ეხმარებიან.
2010 წელს სახელმწიფოთა ის პირველი ოცეული გამოქვეყნდა, რომლებიც ამერიკის ფედერალური მთავრობისგან იღებენ დახმარებას. პირველი ადგილი 2.75 მილიარდი დოლარით ავღანეთს უჭირავს, მეორეზე 1,35 მილიარდით მას პაკისტანი მოსდევს. ამ სიაში საქართველოს 330 მილიონი დოლარით მე-11 ადგილი უჭირავს.
usaid.gov
-
- USA Today
- —
-
- use of force
- — (სამხედრო) ძალის გამოყენება
-
- Uses and Gratifications Theory
- — გამოყენებისა და დაკმაყოფილების თეორია. თეორია შეეხება და შეისწავლის ინდივიდის იმ მოთხოვნებისა და საჭიროებების კატეგორიებს, რომელთა დაკმაყოფილებასაც მედია ემსახურება. დიდი ბრიტანელი მკვლევრები: დ. მაკქუეილი, ჯეი გ. ბლუმერი და ჯეი რ. ბრაუნი თავიანთ ნაშრომში \"მასმედიის სოციოლოგია\" (Sociology of Mass Media (UK: Penguin, 1972)) გამოჰყოფენ ინდივიდის მოთხოვნების ოთხ ამგვარ კატეგორიას: 1) მრავალფეროვნების მოთხოვნა (რუტუნისგან თავის დაღწევა, ემოციური შვება და ა. შ.); 2) პერსონალური ურთიერთობების მოთხოვნა (კომპანიონობა, სოციალური ერთობა); 3) პერსონალური იდენტობა (პერსონალური მიმართებები, რეალობის შეცნობა, ღირებულებების შეცვლა, განმტკიცება); 4) დაკვირვების მოთხოვნა (მოთხოვნა კომპლექსურ ინფორმაციაზე სამყაროს შესახებ, სიახლეების შესახებ და ასე შემდეგ).
-
- usher in
- — შეყვანა, გადაყვანა, შეძღოლა
-
- Uzbekistan [the Republic of Uzbekistan]
- — უზბეკეთი [უზბეკეთის რესპუბლიკა] - სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში; დედაქალაქი - ტაშკენტი