სწორად წერე ✏️ → 0-9
-
- ✏️ ... წლის უკან თუ ... წლის წინ
- — 100 წლის უკან დამოუკიდებელ საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა - 100 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა.
-
- ✏️ 10 წლიანი თუ 10-წლიანი
- — ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
-
- ✏️ 50 შტატმა თუ 50-მა შტატმა
- — 50 შტატმა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა - 50-მა შტატმა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა
-
- ✏️ Facebook-ის საკუთარ გვერდზე თუ Facebook-ზე
- — პრეზიდენტმა განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა - პრეზიდენტმა განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა.
-
- ✏️ N8-ე თუ მე-8
- — პიანისტმა N8-ე სამუსიკო სკოლა დაამთავრა - პიანისტმა მე-8 სამუსიკო სკოლა დაამთავრა.
-
- ✏️ ააწყეს თუ ააწყვეს
- — ავტომობილები გერმანიის ერთ-ერთ ქარხანაში ააწყეს - ავტომობილები გერმანიის ერთ-ერთ ქარხანაში ააწყვეს.
-
- ✏️ ადგილი არ ჰქონია თუ არ ყოფილა
- — მოწმეზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია - მოწმეზე ზეწოლა არ ყოფილა.
-
- ✏️ ადექვატური თუ ადეკვატური
- — პრეზდიენტის თქმის მომხდარს ადექვატური რეაგირება ექნება - პრეზდიენტის თქმის მომხდარს ადეკვატური რეაგირება ექნება.
-
- ✏️ ავიწროვებენ თუ ავიწროებენ
- — ევროპის პარლამენტებში ქალებს სექსუალურად ავიწროვებენ - ევროპის პარლამენტებში ქალებს სექსუალურად ავიწროებენ.
-
- ✏️ აზრთა სხვადასხვაობებია თუ სხვადასხვაობა
- — ნოტრ-დამის რესტავრაციის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობები გამოიწვია - ნოტრ-დამის რესტავრაციის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
-
- ✏️ აკრედიტირებული თუ აკრედიტებული
- — საქართველოში აკრედირიტებული ელჩები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ - საქართველოში აკრედიტებული ელჩები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
-
- ✏️ ალცჰეიმერი თუ ალცჰაიმერი
- — ბოლო წლებში ალცჰეიმერის დაავადება ძალიან გავრცელდა - ბოლო წლებში ალცჰაიმერის დაავადება ძალიან გავრცელდა.
-
- ✏️ ამას გარდა თუ გარდა ამისა
- —
-
- ✏️ ამასთან თუ ამასთანავე
- — დეპუტატი ყოველდღე სესიებს ესწრება, ამასთან ამომრჩევლებსაც ხვდება - დეპუტატი ყოველდღე სესიებს ესწრება, ამასთანავე, ამომრჩევლებსაც ხვდება.
-
- ✏️ ამბულატორული თუ ამბულატორიული
- — ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება სრულად დაუფინანსდება - ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება.
-
- ✏️ ამდენი ბავშვები თუ ამდენი ბავშვი
- — როდესაც ამდენი ბავშვები გყავს რთულია სხვა საქმისთვის მოიცალო - როდესაც ამდენი ბავშვი გყავს რთულია სხვა საქმისთვის მოიცალო
-
- ✏️ ამოღებული იქნა თუ ამოიღეს
- — ჩხრეკისას ამოღებული იქნა იარაღი - ჩხრეკისას იარაღი ამოიღეს.
-
- ✏️ ანალიზი გააკეთეს თუ გააანალიზეს
- — ექსპერტებმა შეცდომების ანალიზი გააკეთეს - ექსპერტებმა შეცდომები გააანალიზეს.
-
- ✏️ ანთავსებენ თუ ათავსებენ
- — დაძველებულ პროდუქტს განსხვავებულ ყუთებში ანთავსებენ - დაძველებულ პროდუქტს განსხვავებულ ყუთებში ათავსებენ.
-
- ✏️ ანსამბლეა თუ ასამბლეა
- — ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა ქართველი მოსამართლეების არჩევით იმედგაცრუებულია - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართველი მოსამართლეების არჩევით იმედგაცრუებულია.
-
- ✏️ ანხორციელებს თუ ახორციელებს
- — შრომის ინსპექცია საწარმოების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ანხორციელებს - შრომის ინსპექცია საწარმოების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
-
- ✏️ არ არსებობის თუ არარსებობის
- — უმრავლესობის მხარდაჭერის არ არსებობის პირობებში ეს პროექტი ჩავარდება - უმრავლესობის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში ეს პროექტი ჩავარდება.
-
- ✏️ არ შემდგარი თუ არშემდგარი
- — არ შემდგარი სატელეფონო საუბარი - არშემდგარი სატელეფონო საუბარი.
-
- ✏️ არა თუ თუ არათუ
- — ასეთი კომპანია არა თუ მერიის, არამედ არცერთი ორგანიზაციის ტენდერში არ უნდა მონაწილეობდეს - ასეთი კომპანია არათუ მერიის, არამედ არცერთი ორგანიზაციის ტენდერში არ უნდა მონაწილეობდეს.
-
- ✏️ არაორდინალური თუ არაორდინარული
- — ადგილობრივები პრეზიდენტობის კანდიდატს არაორდინალურ გერემოში შეხვდნენ - ადგილობრივები პრეზიდენტობის კანდიდატს არაორდინარულ გერემოში შეხვდნენ,
-
- ✏️ არაუმეტეს 10 აბიტურიენტი თუ არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა
- — გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი დაიშვება - გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენსა დაიშვება.
-
- ✏️ არც თუ თუ არცთუ
- — ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ არც თუ ოპტიმისტური დასკვნა გამოაქვეყნა - ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ არცთუ ოპტიმისტური დასკვნა გამოაქვეყნა.
-
- ✏️ ასახულ იქნა თუ აისახა
- — ტერმინო ოკუპაციი ასახულ იქნა რეზოლუციაში - ტერიმინი ოკუპაციამ, რეზოლუციაში აისახა.
-
- ✏️ ასეულათასობით თუ ასიათასობით
- — ბიუჯეტიდან ასეულათასობით ლარი იფლანგება - ბიუჯეტიდან ასიათასობით ლარი იფლანგება.
-
- ✏️ ასეულობით თუ ასობით
- — ასეულობით ადამიანი ფილტვების მძიმე დაავადებით დასნებოვნდა - ასობით ადამიანი ფილტვების მძიმე დაავადებით დასნებოვნდა.
-
- ✏️ ატეხვა თუ ატეხა
- — აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი უცნობია - აჟიოტაჟის ატეხის მიზეზი უცნობია
-
- ✏️ აუდიო მასალები თუ აუდიომასალები
- — პროკურორმა წარმოადგინა აუდიო მასალები - პროკურორმა აუდიომასალები წარმოადგინა.
-
- ✏️ აუდიო ჩანაწერი თუ აუდიოჩანაწერი
- — მთავარმა პროკურატურამ აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა - მთავარმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.
-
- ✏️ აღდგენა მოხდეს თუ აღდგეს
- — დაზარალებულის უფლების აღდგენა სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს - დაზარალებულის უფლება სამართლებრივი გზით უნდა აღდგეს.
-
- ✏️ აღნიშნული თუ ეს
- — აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა - ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.
-
- ✏️ ახლოსმდებარე თუ ახლოს მდებარე
- — ახლოს მდებარე ტბაში თევზი გამოირიყა - ახლოს მდებარე ტბაში თევზი გამოირიყა.
-
- ✏️ ბაკალავრი თუ ბაკალავრიატი
- — კანდიდატს დამთავრებული აქვს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი - დამთავრებული აქვს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი.
-
- ✏️ ბარაბანი თუ დოლი
- — ბარაბანზე დაკვრა მამამ ასწავლა - დოლზე დაკვრა მამამ ასწავლა.
-
- ✏️ ბარხატი თუ ხავერდი
- — წითელი ბარხატის კაბა ეცვა - წითელი ხავერდის კაბა ეცვა.
-
- ✏️ ბასეინი თუ აუზი
- — ვაკის ბასეინის რეაბილიტაცია დასრულდა - ვაკის აუზის რეაბილიტაცია დასრულდა.
-
- ✏️ ბევრი კითხვები თუ ბევრი კითხვა
- — ბევრი კითხვები დაგროვდა - ბევრი კითხვა დაგროვდა.
-
- ✏️ ბელორუსია თუ ბელარუსი
- — ბელორუსიაში პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა - ბელარუსში პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
-
- ✏️ ბილეთები გაყიდვაშია თუ ბილეთები იყიდება
- — კონცერტის ბილეთები უკვე გაყიდვაშია - კონცერტის ბილეთები იყიდება.
-
- ✏️ ბიულეტინი თუ ბიულეტენი
- — 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 53 847 ბიულეტინი გაბათილდა - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 53 847 ბიულეტენი გაბათილდა.
-
- ✏️ ბოლო დროინდელი თუ ბოლოდროინდელი
- — ბოლო დროინდელი ფეხბურთი ძალიან მოსაწყენია - ბოლოდროინდელი ფეხბურთი ძალიან მოსაწყენია.
-
- ✏️ ბრონირებული თუ დაჯავშნილი
- — პრეზიდენტი ბრონირებული ავტომობილით გადაადგილდება - პრეზიდენტი დაჯავშნილი ავტომობილით გადაადგილდება.
-
- ✏️ ბრძოლობს თუ იბრძვის
- — ქალი გინესის წიგნში მოსახვედრად ბრძოლობს - ქალი გინესის წიგნში მოსახვედრად იბრძვის.
-
- ✏️ გაადვილებს თუ გააადვილებს
- — Instagram-ი გატეხილი ექაუნთის აღდგენას გაადვილებს - Instagram-ი გატეხილი ექაუნთის აღდგენას გააადვილებს.
-
- ✏️ გააკეთოს განმარტება თუ განმარტოს
- — ოპოზიცია მინისტრს მიმართავს გზების მშენებლობაზე დახარჯულ თანხებზე განმარტება გააკეთოს - ოპოზიცია მინისტრს მიმართავს გზების მშენებლობაზე დახარჯულ თანხები განმარტოს.
-
- ✏️ გაანალიზეს თუ გააანალიზეს
- — მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევა გაანალიზეს - მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევა გააანალიზეს.
-
- ✏️ გააფართოვონ თუ გააფართოონ
- — კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, გააფართოვონ თავიანთი წარმოება - კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, გააფართოონ თავიანთი წარმოება.
-
- ✏️ გააქტიურება თუ გაააქტიურება
- — წვიმამ გამოიწვია მეწყერული პროცესების გააქტიურება - წვიმამ გამოიწვია მეწყერული პროცესების გაააქტიურება.
-
- ✏️ გააჩნია თუ აქვს
- — ბიბლიოთეკას პანდუსი გააჩნია - ბიბლიოთეკას პანდუსი აქვს.
-
- ✏️ გადარიცხვა მოხდა თუ გადაირიცხა
- — თანხის გადარიცხვა შეცდომით მოხდა - თანხა შეცდომით გადაირიცხა.
-
- ✏️ გადაყვანილ იქნა თუ გადაიყვანეს
- — დაკავებული გადაყვანილ იქნა იზოლატორში - დაკავებული იზოლატორში გადაიყვანეს.
-
- ✏️ გადაწია თუ გადასწია
- — უკრაინის ხელისუფლებამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს მოქმედების ვადა 2020 წლამდე გადაწია - უკრაინის ხელისუფლებამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს მოქმედების ვადა 2020 წლამდე გადასწია.
-
- ✏️ გადახედვა მოხდება თუ გადაიხედება
- — საკითხის გადახედვა ორ თვეში მოხდება - საკითხი ორ თვეში გადაიხედება.
-
- ✏️ გაეხარდებოდა თუ გაუხარდებოდა
- — არჩევნებში შვილის გამარჯვება გაეხარდებოდა - არჩევენებში შვილის გამარჯვება გაუხარდებოდა.
-
- ✏️ გაეხვა თუ გაეხვია
- — მსახიობი მორიგ სკანდალში გაეხვა - მსახიობი მორიგ სკანდალში გაეხვია.
-
- ✏️ გავრცელება ხდება თუ ვრცელდება
- — სიძულვილისა და აგრესიის გავრცელება ხდება - სიძულვილი და აგრესია ვრცელდება.
-
- ✏️ გაკოტრება მიმდინარეობს თუ აკოტრებენ
- — სამშობიარო სახლის მიზანმიმართული გაკოტრება მიმდინარეობს - სამშობიარო სახლს მიზანმიმართულად აკოტრებენ.
-
- ✏️ გალერეადან თუ გალერეიდან
- — გალერეადან სალვადორ დალის ცნობილი ნახატი „ჟირაფი ცეცხლში“ 32 წამში მოიპარეს - გალერეიდან სალვადორ დალის ცნობილი ნახატი „ჟირაფი ცეცხლში“ 32 წამში მოიპარეს.
-
- ✏️ გამოკითხვა მოხდება თუ გამოიკითხებიან
- — მათი გამოკითხვა სასამართლოში მოხდება - ისინი სასამართლოში გამოიკითხებიან.
-
- ✏️ გამონთავისუფლდა თუ გამოთავისუფლდა
- — საატესტატო გამოცდების გაუქმებით ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამონთავისუფლდება - საატესტატო გამოცდების გაუქმებით ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოთავისუფლდება.
-
- ✏️ გამოყენებული იქნება თუ გამოიყენებენ
- — სწრაფი ტესტები ორშაბათიდან გამოყენებული იქნება - სწრაფ ტესტებს ორშაბათიდან გამოიყენებენ.
-
- ✏️ გამოცადეს თუ გამოსცადეს
- — ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოცადეს - ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს.
-
- ✏️ გამოხატავენ მზაობას თუ გამოხატავენ მზადყოფნას
- — ისინი გამოხატავენ მზაობას - ისინი გამოხატავენ მზადყოფნას.
-
- ✏️ გამჭვირვალობა თუ გამჭირვალება
- — ამ საქმეში გამჭვირვალობა ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენდა - ამ საქმეში გამჭირვალება ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენდა.
-
- ✏️ განაახლა თუ განააახლა
- — ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა - ტელევიზიამ მაუწყებლობა განააახლა.
-
- ✏️ განთავსებული იქნება თუ განთავსდება
- — ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებგვერდზე - ინფორმაცია განთავსდება იქნება ვებგვერდზე .
-
- ✏️ განკურნვა თუ განკურნება
- — ნარკოდამოკიდებულებისგან საბოლოოდ განკურნვა შესაძლებელია - ნარკოდამოკიდებულებისგან საბოლოოდ განკურნება შესაძლებელია.
-
- ✏️ განცხადება, სადაც თუ განცხადება, რომელშიც
- —
-
- ✏️ განხილვა არ მომხდარა თუ არ განხილულა
- — კანონპროექტის განხილვა არ მომხდარა - კანონპროექტი არ განხილულა.
-
- ✏️ განხილვა მოხდება თუ განიხილება
- — საბუთების განხილვა ყოველდღიურად მოხდება - საბუთები ყოველდღიურად განიხილება.
-
- ✏️ განხილვისთვის თუ განსახილველად
- — კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისთვის შეიკრიბება - კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განსახილველად შეიკრიბება.
-
- ✏️ გარიგებაში შევიდა თუ გაურიგდა
- — ის გარიგებაში შევიდა ხელისუფლებასთან - ის გაურიგდა ხელისუფლებას.
-
- ✏️ გასაჯაროვება თუ გასაჯაროება
- — პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროვებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა. - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.
-
- ✏️ გატეხვა თუ გატეხა
- — FaceID-ის გატეხვა ასეთი იოლი არ არის - FaceID-ის გატეხა ასეთი იოლი არ არის.
-
- ✏️ გაფართოვება თუ გაფართოება
- — ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციების გაფართოვებას გეგმავს - ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს.
-
- ✏️ გაყიდვაში გამოვა თუ გაიყიდება
- — ტელეფონის ახალი მოდელი გაყიდვაში მომავლი წლიდან გამოვა - ტელეფონის ახალი მოდელი მომავლი წლიდან გაიყიდება.
-
- ✏️ გაცემა მოხდება თუ გაიცემა
- — ატესტატის გაცემა მოხდება თვის ბოლოს - ატესტატი გაიცემა თვის ბოლოს.
-
- ✏️ გაცემული იქნა თუ გაიცა
- — სამინისტროში გაცემულ იქნა პრემიები - სამინისტროში პრემიები გაიცა.
-
- ✏️ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს თუ იწმინდება
- — გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს - გზა ინტენსიურად იწმინდება.
-
- ✏️ გებულობენ თუ იგებენ
- — სტუდენტები ლოგიკის თეორიას ვერ გებულობენ - სტუდენტები ლოგიკის თეორიას ვერ იგებენ.
-
- ✏️ გეგმიური თუ გეგმური
- — გეგმიური ჯავშანსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა - გეგმური ჯავშანსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა
-
- ✏️ გვერდით დგომა თუ გვერდში დგომა
- — აქციის ლიდერმა მოქალაქეებს გაფიცულების გვერდით დგომისკენ მოუწოდა - აქციის ლიდერმა მოქალაქეებს გაფიცულების გვერდში დგომისკენ მოუწოდა.
-
- ✏️ გული დაწყდა თუ გული დასწყდა
- — მსახიობს გული დაწყდა რომ ოსკარი ვერ მიიღო - მსახიობს გული დასწყდა რომ ოსკარი ვერ მიიღო .
-
- ✏️ დაანონსა თუ დააანონსა
- — განათლების მინისტრმა ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დაანონსა - განათლების მინისტრმა ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დააანონსა.
-
- ✏️ დაარსა თუ დააარსა
- — ცნობილმა მსახიობმა საქველმოქმედო ფონდი დაარსა - ცნობილმა მსახიობმა საქველმოქმედო ფონდი დააარსა
-
- ✏️ დაბალ ბიუჯეტიანი თუ დაბალბიუჯეტიანი
- — დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს.
-
- ✏️ დავარდა თუ დაეცა
- — ინციდენტის დროს ქალი დავარდა - ინციდენტის დროს ქალი დაეცა.
-
- ✏️ დათანხმდნენ თუ დასთანხმდნენ
- — გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის მოთხოვნას დათანხმდნენ - გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის მოთხოვნას დასთანხმდნენ.
-
- ✏️ დაკავშირებიან თუ დაჰკავშირებიან
- — გატაცებული ახალგაზრდის ოჯახს ოკუპანტები ამ დრომდე არ დაკავშირებიან - გატაცებული ახალგაზრდის ოჯახს ოკუპანტები ამ დრომდე არ დაჰკავშირებიან.
-
- ✏️ დაკითხვა მოხდება თუ დაიკითხება
- — აფგან მუხტარლის დაკითხვა მალე მოხდება - აფგან მუხტარლი მალე დაიკითხება.
-
- ✏️ დანაშაულებები თუ დანაშაულები
- — მათ პასუხი უნდა აგონ დანაშაულებებისთვის - მათ პასუხი უნდა აგონ დანაშაულებისთვის.
-
- ✏️ დაპირდა თუ დაჰპირდა
- — სამინისტრო დევნილების ბინების გადაცემას დაპირდა - სამინისტრო დევნილების ბინების გადაცემას დაჰპირდა.
-
- ✏️ დარეგისტრირება მოხდეს თუ დარეგისტრირდეს
- — კომპანიების ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირება მოხდება - კომპანიები ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირდება.
-
- ✏️ დასასვენებლად იმყოფებოდა თუ ისვენებდა
- — ნიკო ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდა - ნიკო ბორჯომში ისვენებდა.
-
- ✏️ დაქვემდებარებაშია თუ ექვემდებარება
- — შეიქმნა სამსახური, რომელიც პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაშია. - შეიქმნა სამსახური, რომელიც პრემიერმინისტრს ექვემდებარება.
-
- ✏️ დაქირავებული იქნება თუ დაიქირავებენ
- — ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები - ადგილობრივი წარმომადგენლები დაიქირავებენ მინივენებს.
-
- ✏️ დაძლია თუ დასძლია
- — უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია - უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დასძლია.
-
- ✏️ დაწია თუ დასწია
- — ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე დაწია - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე დასწია.
-
- ✏️ დახმარების აღმოჩენა განახორციელეს თუ დახმარება აღმოუჩინეს
- — ექიმებმა დაშავებულების სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს - ექიმებმა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
-
- ✏️ დაჯავშნული თუ დაჯავშნილი
- — ადგილები წინასწარ არის დაჯავშნული - ადგილები წინასწარ არის დაჯავშნილი.
-
- ✏️ დაჯარიმება ხდებოდა თუ ჯარიმდებოდა
- — ავტომობილის დაჯარიმება თვეში ერთხელ ხდებოდა - ავტომობილი თვეში ერთხელ ჯარიმდებოდა.
-
- ✏️ დაჯილდოვების თუ დაჯილდოების
- — ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა - ოსკაის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
-
- ✏️ დედაოებმა თუ მონაზვნებმა
- — კალიფორნიაში დედაოები სამედიცინო მარიხუანის კულტივირებით წელიწადში $1 000 000-ს გამოიმუშავებენ - კალიფორნიაში მონაზვნები სამედიცინო მარიხუანის კულტივირებით წელიწადში $1 000 000-ს გამოიმუშავებენ.
-
- ✏️ დევნა ხორციელდება თუ იდევნება
- — მათ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება - ისინი პოლიტიკურად იდევნებიან.
-
- ✏️ დიდ ხნიანი თუ დიდხნიანი
- — დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მეგან მარკლი გამოჩნდა - დიდხნიანი პაუზის შემდეგ მეგან მარკლი გამოჩნდა.
-
- ✏️ დინამიური თუ დინამიკური
- — ქართული პოლიტიკა საკმაოდ დინამიურია - ქართული პოლიტიკა საკმაოდ დინამიკური.
-
- ✏️ დისპეჩერი თუ დისპეტჩერი
- — დისპეჩერი მომხმარებელს შეტყობინებას გაუგზავნის - დისპეტჩერი მომხმარებელს შეტყობინებას გაუგზავნის .
-
- ✏️ დისციპლინარული თუ დისციპლინური
- — ასეთი ქცევისთვის მან დისციპლინარული სასჯელი დაიმსახურა - ასეთი ქცევისთვის მან დისციპლინური სასჯელი დაიმსახურა.
-
- ✏️ დროში ვერ ესწრებოდა თუ ვერ ესწრებოდა
- — კენჭისყრა დროში ვერ ესწრებოდა - კენჭისყრა ვერ ესწრებოდა.
-
- ✏️ ეგზემპლიარი თუ ეგზემპლარი
- — ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლიარი ფრანკფურტში გამოიფინება - ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი ფრანკფურტში გამოიფინება.
-
- ✏️ ელასტიური თუ ელასტიკური
- — სახის კანი ელასტიური გახდება - სახის კანი ელასტიკური გახდება.
-
- ✏️ ელექტრო ავტობუსი თუ ელექტროავტობუსი
- — ბათუმში მალე ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს - ბათუმში მალე ელექტროავტობუსი იმოძრავებს.
-
- ✏️ ელიტარული თუ ელიტური
- — ლონდონის ცენტრში ელიტარული სახლების ღირებულება 20%-ით გაძვირდება - ლონდონის ცენტრში ელიტური სახლების ღირებულება 20%-ით გაძვირდება.
-
- ✏️ ერთერთი თუ ერთ-ერთი
- — ჯაზის ერთერთი ფუძემდებელია - ჯაზის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
-
- ✏️ ერთი და იგივე თუ ერთი და იმავე
- — ერთი და იგივე საქმისთვის ორჯერ უწევს სასჯელის მოხდა - ერთი და იმავე საქმისთვის ორჯერ უწევს სასჯელის მოხდა.
-
- ✏️ ერთის მხრივ თუ ერთი მხრივ
- — ერთის მხრივ პროექტი მომწონს, მეორეს მხრივ მისი განხორციელება სარისკოა - ერთი მხრივ პროექტი მომწონს, მეორე მხრივ მისი განხორციელება სარისკოა.
-
- ✏️ ეფექტური თუ ეფექტიანი
- — პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანიამ ეფექტური ზომები მიიღო - პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანიამ ეფექტიანი ზომები მიიღო.
-
- ✏️ ექვივალენტი თუ ეკვივალენტი
- — მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა - მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
-
- ✏️ ექსგუმაცია თუ ექსჰუმაცია
- — გვამს ექსგუმაცია ჩაუტარდა - გვამს ექსჰუმაცია ჩაუტარდა.
-
- ✏️ ექსპლოატაციის თუ ექსპლუატაციის
- — აფეთქების მიზეზი ექსპლოატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა - აფეთქების მიზეზი ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.
-
- ✏️ ექსცენტრიულად თუ ექსცენტრიკულად
- — შეხვედრაზე ის ექსცენტრიულად მოიქცა - შეხვედრაზე ის ექსცენტრიკულად მოიქცა.
-
- ✏️ ვებ-გვერდი თუ ვებგვერდი
- — ვიდეომასალა ვებ - გვერდზე განთავსდა - ვიდეომასალა ვებგვერდზე განთავსდა.
-
- ✏️ ვიდეო მასალა თუ ვიდეომასალა
- — სამინისტრომ ვიდეო მასალა გაავრცელა - სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა.
-
- ✏️ ვიდეო რგოლი თუ ვიდეორგოლი
- — ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში გავრცელდა - ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
-
- ✏️ ვიდეო ჩანაწერი თუ ვიდეოჩანაწერი
- — ახალი ფარული ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა - ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.
-
- ✏️ ზიან თუ სხედან
- — ისინი წლებია რაც ციხეში ზიან - ისინი წლებია რაც ციხეში სხედან
-
- ✏️ ზოგიერთებს თუ ზოგიერთს
- — ზოგიერთებს მიაჩნდათ - ზოგიერთს მიაჩნია.
-
- ✏️ თავდასხმა განახორციელა თუ თავს დაესხა
- — რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა - რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.
-
- ✏️ თვითდაჯერებული თუ თავდაჯერებული
- — ელტონ ჯონი: კოკაინმა თვითდაჯერებულობა შემმატა - ელტონ ჯონი: კოკაინმა თავდაჯერებულობა შემმატა.
-
- ✏️ თვისობრივი თუ თვისებრივი
- — ქვეყანაში თვისობრივად გაუმჯობესდა მედიაგარემო - ქვეყანაში თვისებრივად გაუმჯობესდა მედიაგარემო
-
- ✏️ თვლის თუ მიიჩნევს
- — უმცროსი დონალდ ტრამპი თვლიდა, რომ ის ოჯახური ბიზნესით უნდა დაკავებულიყო - უმცროსი დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ ის ოჯახური ბიზნესით უნდა დაკავებულიყო.
-
- ✏️ თმები თუ თმა
- — თმები შეიჭრა - თმა შეიჭრა
-
- ✏️ თოქშოუ თუ ტოკშოუ
- — გადაცემაში არხის ყველა თოქშოუს წამყვანი მონაწილეობდა - გადაცემაში არხის ყველა ტოქშოუს წამყვანი მონაწილეობდა.
-
- ✏️ თქვენს მიერ თუ თქვენ მიერ
- — თქვენს მიერ მოძიებული ინფორმაცია - თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია.
-
- ✏️ თქვენს ხელთ არსებული თუ თქვენ ხელთ
- — როგორია თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია? - როგორია თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია?
-
- ✏️ თხოვა თუ სთხოვა
- — ინტერპოლმა ჩინეთს დაკარგული პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თხოვა - ინტერპოლმა ქვეყანას დაკარგული პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
-
- ✏️ იგივეს თუ იმავეს
- — მე თეირანში იგივეს ცენზურის გარეშე ვერ გავაკეთებ - მე თეირანში იმავეს ცენზურის გარეშე ვერ გავაკეთებ.
-
- ✏️ ივლისის თვიდან თუ ივლისიდან
- — ივლისის თვიდან დენის ტარიფი ძვირდება - ივლისიდან დენის ტარიფი ძვირდება.
-
- ✏️ ინტერაქტიული თუ ინტერაქტიური
- — უფასო ინტერაქტიული ლექცია გაიმართა - უფასო ინტერაქტიური ლექცია გაიმართა
-
- ✏️ ინფორმაცია თუ ინფორმაციები
- — მინისტრის გადადგომაზე სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება - მინისტრის გადადგომაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
-
- ✏️ ინფორმირება მოახდინეს თუ აცნობეს
- — სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება მოახდინეს - სადამკვირვებლო მისიას აცნობეს.
-
- ✏️ ინცინდენტი თუ ინციდენტი
- — მომხდარ ინცინდენტზე ახალი დეტალები ვრცელდება - მომხდარ ინციდენტზე ახალი დეტალები ვრცელდება.
-
- ✏️ ის ადამიანები, ვისაც თუ ის ადამიანები, რომელთაც
- — ის ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, უყურადღებოდ დარჩნენ - ის ადამიანები, რომელთაც დახმარება სჭირდებოდა, უყურადღებოდ დარჩნენ.
-
- ✏️ იუბილისადმი თუ იუბილესადმი
- — შოთა რუსთაველის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
-
- ✏️ იქნა მიღებული თუ მიიღეს
- — კონსტიტუცია ზაფხულში იქნა მიღებული - კონსტიტუცია ზაფხულში მიიღეს.
-
- ✏️ იქნა შედგენილი თუ შეადგინეს
- — ადგილზე ოქმი შედგენილ იქნა - ოქმი ადგილზე შეადგინეს.
-
- ✏️ იქნა შენარჩუნებული თუ შენარჩუნდა
- — საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნებული იქნა - საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდა.
-
- ✏️ იქნა შეტანილი თუ შეიტანეს
- — სოფლებში სურსათი იქნა შეტანილი - სოფლებში სურსათი შეიტანეს.
-
- ✏️ იქნა ცნობილი თუ ცნეს
- — თაღლითობაში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი - თაღლითობაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს.
-
- ✏️ იქნება გამოყოფილი თუ გამოიყოფა
- — ღვინის დეგუსტაციისთვის სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი - ღვინის დეგუსტაციისთვის სპეციალური სივრცე გამოიყოფა.
-
- ✏️ იქნება დამკაყოფილებული თუ დაკმაყოფილდება
- — თუ სამივე პირობა იქნება დაკმაყოფილებული მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ამ პროექტს - თუ სამივე პირობა დაკმაყოფილდება მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ამ პროექტს.
-
- ✏️ იქნება ჩართული თუ ჩაერთვება
- — ამერიკის ელში ჩართული იქნება მოლაპარაკებებში - ამერიკის ელჩი მოლაპარაკებებში ჩაერთვება.
-
- ✏️ კალენდარული თუ კალენდრული
- — მშობელს უფლება აქვს აიღოს შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღით - მშობელს უფლება აქვს აიღოს შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდრული დღით.
-
- ✏️ კართოტეკა თუ კარტოთეკა
- — ეროვნულმა არქივმა საბჭოეთის დროინდელი კართოტეკის გამოქვეყნება დეკემბერში დაიწყო - ეროვნულმა არქივმა საბჭოეთის დროინდელი კარტოთეკის გამოქვეყნება დეკემბერში დაიწყო.
-
- ✏️ კაფის თუ კაფეს
- — კაფის მენეჯერი დაკითხვაზეა - კაფეს მენეჯერი დაკითხვაზეა.
-
- ✏️ კვდებიან თუ იხოცებიან
- — ლოქორები რეპროდუქციული პერიოდის შემდეგ, შემოდგომაზე კვდებიან - ლოქორები რეპროდუქციული პერიოდის შემდეგ, შემოდგომაზე იხოცებიან.
-
- ✏️ კვირის მანძილზე თუ კვირის განმავლობაში
- — შეხვედრა კვირის მანძილზე დაინიშნება - შეხვედრა კვირის განმავლობაში დაინიშნება.
-
- ✏️ კითხა თუ ჰკითხა
- — ჟურნალისტმა პრემიერს კითხა - ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა.
-
- ✏️ კლებულობს თუ იკლებს
- — ოკეანეებში ჟანგბადის დონე კლებულობს - ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს.
-
- ✏️ კონსესუსი თუ კონსენსუსი
- — მოსამართლის კანდიდატურაზე კონსესუსი ვერ შედგა - მოსამართლის კანდიდატურაზე კონსენსუსი ვერ შედგა
-
- ✏️ კონტიგენტი თუ კონტინგენტი
- — ჰააგის სასამართლოს დადგენილებით, გაეროს ნიდერლანდურმა კონტიგენტმა იცოდა, რომ მუსლიმებს საფრთხე ელოდათ - ჰააგის სასამართლოს დადგენილებით, გაეროს ნიდერლანდურმა კონტინგენტმა იცოდა, რომ მუსლიმებს საფრთხე ელოდათ.
-
- ✏️ კორპორატიული თუ კორპორაციული
- —
-
- ✏️ კუბიკ რუბიკი თუ რუბიკის კუბი
- — კუბიკ რუბიკის აწყობაში ახალი რეკორდი დამყარდა - რუბიკის კუბის აწყობაში ახალი რეკორდი დამყარდა.
-
- ✏️ ლაკონური თუ ლაკონიური
- — ლექტორმა წესები ლაკონურად განმარტა - ლექტორმა წესები ლაკონიურად განმარტა.
-
- ✏️ ლაურიატი თუ ლაურეატი
- — ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2018-2019 წლის ლაურიატები დასახელდნენ - ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2018-2019 წლის ლაურეატები დასახელდნენ.
-
- ✏️ ლიეტუვას თუ ლიეტუვის
- — ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა.
-
- ✏️ ლიკვიდირებული თუ მოკლული
- — ტერორისტის ლიკვიდირება ადგილზე მოხდა - ტერორისტი ადგილზე მოკლეს.
-
- ✏️ ლოჯისტიკა თუ ლოგისტიკა
- — თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრები მოეწყობა - თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრები მოეწყობა.
-
- ✏️ მამა-შვილი იყვნენ თუ მამა-შვილი იყო
- — გარდაცვლილები მამა-შვილი იყვნენ - გარდაცვლილი მამა-შვილი იყო.
-
- ✏️ მანქანა მაქვს თუ მანქანა მყავს
- — მას ახალი მანქანა აქვს - მას ახალი მანქანა ჰყავს.
-
- ✏️ მართლმადიდებლური ეკლესია თუ მართლმადიდებელი ეკლესია
- — მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
-
- ✏️ მარიხუანას თუ მარიხუანის
- — მარიხუანას მოხმარება ლეგალურია - მარიხუანის მოხმარება ლეგალურია.
-
- ✏️ მარშალის თუ მარშლის
- — საბჭოთა მარშალის ძეგლს საღებავი შეასხეს - საბჭოთა მარშლის ძეგლს საღებავი შეასხეს
-
- ✏️ მარცხი განიცადა თუ დამარცხდა
- — კანდიდატმა არჩევნებში მარცხი განიცადა - კანდიდატი არჩევნებში დამარცხდა.
-
- ✏️ მასიური თუ მასობრივი
- — ირანში მასიური აქციები არ წყდება - ირანში მასობრივი აქციები არ წყდება.
-
- ✏️ მატულობს თუ იმატებს
- — კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს - კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმატებს.
-
- ✏️ მაშტაბური თუ მასშტაბური
- — ყველაზე მაშტაბური აქცია გაიმართა - ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა.
-
- ✏️ მბრალმდებელი თუ ბრალმდებელი
- — სასამართლო პროცესი მბრალმდებელი მხარის შუამდგომლობით გადაიდო - სასამართლო პროცესი ბრალმდებელი მხარის შუამდგომლობით გადაიდო.
-
- ✏️ მდგომარეობაში იმყოფებოდა თუ იყო
- — დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა - დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
-
- ✏️ მდივანის თუ მდივნის
- — გაეროს გენერალური მდივანის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება - გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება.
-
- ✏️ მე-10 თუ 10-ე
- — 3 წლის ბავშვი 10-ე სართულიდან გადმოვარდა - 3 წლის ბავშვი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.
-
- ✏️ მედია კრიტიკა თუ მედიაკრიტიკა
- — საქართველოში მიუკერძოებელი მედია კრიტიკოსები არ არიან - საქართველოში მიუკერძოებელი მედიაკრიტიკოსები არ არიან.
-
- ✏️ მედია საშუალებებს თუ მედიასაშუალებებს
- — Facebook-ი ხელისუფლებების მიერ კონტროლირებად მედია საშუალებების გვერდებს მონიშნავს - Facebook-ი ხელისუფლებების მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებების გვერდებს მონიშნავს.
-
- ✏️ მედია სწავლება თუ მედიასწავლება
- —
-
- ✏️ მეექვსე მემილიონე თუ მეექვსიმილიონე
- — მეექვსე მემილიონე ტურისტს პრემიერმინისტრმა უმასპინძლა - მეექვსიმილიონე ტურისტს პრემიერმინისტრმა უმასპინძლა.
-
- ✏️ მეძავეები თუ მეძავები
- — ამსტერდამელ მეძავეებს წითელი ფარნების უბნიდან წასვლა არ სურთ - ამსტერდამელ მეძავებს წითელი ფარნების უბნიდან წასვლა არ სურთ.
-
- ✏️ მთელს რეგიონში თუ მთელ რეგიონში
- — საქართველოს, მთელს რეგიონში ინფიცირებულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - საქართველოს, მთელ რეგიონში ინფიცირებულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
-
- ✏️ მიახლოვებული თუ მიახლოებული
- — ხელისუფლება წარმოადგენს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოვებულ მოდელს - ხელისუფლება წარმოადგენს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელს.
-
- ✏️ მიკრო რაიონი თუ მიკრორაიონი
- — გლდანის პირველ მიკრო რაიონში საცხოვრებელი ბინა დაიწვა - გლდანის პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელი ბინა დაიწვა.
-
- ✏️ მილიარდელის თუ მილიარდერის
- — მილიარდელის ქონება 20%-ით შემცირდა - მილიარდერის ქონება 20%-ით შემცირდა
-
- ✏️ მიმართებაში თუ მიმართებით
- — აშშ ირანთან მიმართებაში ფინანსურ სანქციებს აამოქმედებს - აშშ ირანთან მიმართებით ფინანსურ სანქციებს აამოქმედებს.
იურისტებმა საქმეში კანონმდებლობასთან მიმართებაში უზუსტობები იპოვეს - იურისტებმა საქმეში კანონმდებლობასთან მიმართებით უზუსტობები იპოვეს.
-
- ✏️ მიმდინარეობს მოსმენა თუ უსმენენ
- — პარლამენტში მინისტრების მოსმენა ხშირად მიმდინარეობს - პარლამენტში მინისტრებს ხშირად უსმენენ.
-
- ✏️ მინიმუმ თუ სულ ცოტა
- — ტოჩინოშინმა 15 ბრძოლიდან მინიმუმ 8 უნდა მოიგოს - ტოჩინოშინმა 15 ბრძოლიდან, სულ ცოტა, 8 უნდა მოიგოს
-
- ✏️ მის მიერ თუ თავის მიერ
- — პრეზიდენტი მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე არ მივიდა - პრეზიდენტი თავის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე არ მივიდა
-
- ✏️ მის საქმიანობას თუ თავის საქმიანობას
- — ბრალის წარდგენას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს - ბრალის წარდგენას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს,
-
- ✏️ მისი დედა თუ დედამისი
- — მისი დედა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერია - დედამისი მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერია.
-
- ✏️ მისი მამის თუ მამამისის
- — ავარიის დროს მისი მამის ავტომობილს მართავდა - ავარიის დროს მამამისის ავტომობილს მართავდა.
-
- ✏️ მიუკერძოვებლად თუ მიუკერძოებლად
- — ტელევიზია მიუკერძოვებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ამბებს - ტელევიზია მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ამბებს.
-
- ✏️ მიღებულ იქნება თუ მიიღებენ
- — რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყეტილება მთავრობის სხდომაზე იქნება მიღებული - რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე მიიღებენ.
-
- ✏️ მკვლევარები თუ მკვლევრები
- — ბრიტანელი მკვლევარები ახალ პროექტზე მუშაობენ - ბრიტანელი მკვლევრები ახალ პროექტზე მუშაობენ.
-
- ✏️ მომგებიანი თუ მოგებიანი
- — მომგებიანი ბილეთის მფლობელს თანხა გადაეცა - მოგებიანი ბილეთის მფლობელს თანხა გადაეცა .
-
- ✏️ მომსახურეობის თუ მომსახურების
- — სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურეობის ფასები გათანაბრდა - სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა.
-
- ✏️ მონაპოვარის თუ მონაპოვრის
- — მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
-
- ✏️ მოოქროვილი თუ მოოქრული
- — მუზეუმმა მოპარული მოოქროვილი სარკოფაგი ეგვიპტეს დაუბრუნა - მუზეუმმა მოპარული მოოქრული სარკოფაგი ეგვიპტეს დაუბრუნა.
-
- ✏️ მოპარეს თუ მოჰპარეს
- — ტურისტებს ველოსიპედები 19 იანვარს მოპარეს - ტურისტებს ველოსიპედები 19 იანვარს მოჰპარეს.
-
- ✏️ მოსამსახურეზე თუ მოსამსახურის
- — პროკურორმა რუს სამხედრო მოსამსახურეზე დაპატიმრების ბრძანება გასცა - პროკურორმა რუსი სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ბრძანება გასცა.
-
- ✏️ მოტეხა თუ მოსტეხა
- — მეზობელმა მას ხელი მოტეხა - მეზობელმა მას ხელი მოსტეხა.
-
- ✏️ მოტეხილობები მიიღო თუ დაიმტვრა
- — ახალგაზრდა კაცმა მოტეხილობები მიიღო - ახალგაზრდა კაცი დაიმტვრა.
-
- ✏️ მოქმედებაში მოიყვანა თუ აამოქმედა
- — კაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა - კაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
-
- ✏️ მოყვება თუ მოჰყვება
- — უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს რეაგირება მოყვება - უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვება.
-
- ✏️ მოწესრიგება უნდა მოხდეს თუ მოწესრიგდეს
- — თბილისში პარკირების მოწესრიგება უნდა მოხდეს - თბილისში პარკირება უნდა მოწესრიგდეს.
-
- ✏️ მოხდა გადამზადება თუ გადამზადდა
- — მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება - ადგილობრივი მოსახლეობა გადამზადდა.
-
- ✏️ მოხდება განახლება თუ განახლდება
- — თბილისში ავტობუსების სრული განახლება მოხდება - თბილისში ავტობუსები სრულად განახლდება.
-
- ✏️ მოხვია თუ მოჰხვია
- — პრეზიდენტმა მას მხარზე ხელი მოხვია - პრეზიდენტმა მას მხარზე ხელი მოჰხვია.
-
- ✏️ მრავლობითი დაზიანებებით თუ მრავლობითი დაზიანებით
- — ავშვი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით მოათავსეს - ბავშვი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებით მოათავსეს.
-
- ✏️ მრჩეველის თუ მრჩევლის
- — პრეზიდენტის მრჩეველის ბრიფინგი ჩაინიშნა - პრეზიდენტის მრჩევლის ბრიფინგი ჩაინიშნა.
-
- ✏️ მსოფლიოს ჩემპიონატს თუ მსოფლიო ჩემპიონატს
- — მსოფლიოს ჩემპიონატს მომავალ წელს იაპონია უმასპინძლებს - მსოფლიო ჩემპიონატს მომავალ წელს იაპონია უმასპინძლებს.
-
- ✏️ მუსულმანების თუ მუსლიმების
- — მუსულმანები რამადან ბაირამს ზეიმობენ - მუსლიმები რამადან ბაირამს ზეიმობენ.
-
- ✏️ მუშა ხელი თუ მუშახელი
- — კომპანია მუშა ხელის ჩინეთში გადამზადებას გეგმავს - კომპანია მუშახელის ჩინეთში გადამზადებას გეგმავს.
-
- ✏️ მშენებლობას ახორციელებს თუ აშენებს
- — სამინისტრო 50 სკოლის მშენებლობას ახორციელებს - სამინისტრო 50 სკოლას აშენებს.
-
- ✏️ ნასვამი იყო თუ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა
- — პოლიციელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა - პოლიციელი ნასვამი იყო.
-
- ✏️ ნერვიული თუ ნერვული
- — ავადმყოფობა აზიანებს ცენტრალურ ნერვიულ სისტემას - ავადმყოფობა აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
-
- ✏️ ნუტრიციოლოგისტები თუ ნუტრიციოლოგები
- — რას გვირჩევენ ნუტრიციოლოგისტები წონის შესანარჩუნებლად - რას გვირჩევენ ნუტრიციოლოგები წონის შესანარჩუნებლად.
-
- ✏️ პატიმრობაში იმყოფება თუ დაპატიმრებულია
- — ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება - ვაჯა გაფრინდაშილი უკანონოდ დაპატიმრებულია.
-
- ✏️ პენიტენციალურ თუ პენიტენციურ
- — პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმარების უფლებები დაირღვა - პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარების უფლებები დაირღვა.
-
- ✏️ პირდება თუ ჰპირდება
- — რას პირდება პარტია ამომრჩეველს? - რას ჰპირდება პარტია ამომრჩეველს
-
- ✏️ პლასტმასი თუ პლასტმასა
- — დაშავებულს პლასტმასის ტყვია ესროლეს - დაშავებულს პლასტმასას ტყვია ესროლეს.
-
- ✏️ პლიაჟი თუ პლაჟი
- — მედუზების გამო ავსტრალიაში რამდენიმე პლიაჟი დაიხურა - მედუზების გამო ავსტრალიაში რამდენიმე პლაჟი დაიხურა.
-
- ✏️ პოლიტიზირება თუ პოლიტიზება
- — დიპლომატებმა ყველა მხარეს მოუწოდეს თავი შეიკავონ საკითხის პოლიტიზირებისგან - დიპლომატებმა ყველა მხარეს მოუწოდეს თავი შეიკავონ საკითხის პოლიტიზებისგან.
-
- ✏️ პონტიფიკოსი თუ პონტიფექსი
- — გადამდგარი პაპი პონტიფიკოსის სტატუსს ინარჩუნებს - გადამდგარი პაპი პონტიფექსის სტატუსს ინარჩუნებს.
-
- ✏️ პორტატული თუ პორტატიული
- — მაღაზიიდან პორტატული კომპიუტერები მოიპარეს - მაღაზიიდან პორტატიული კომპიუტერები მოიპარეს.
-
- ✏️ პრეს-რელიზი თუ პრესრელიზი
- — კომპანიამ პრეს - რელიზი გაავრცელა - კომპანიამ პრესრელიზი გაავრცელა.
-
- ✏️ პრობლემას წარმოადგენს თუ პრობლემაა
- — სამშენებლო მტვერი ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს - სამშენებლო მტვერი ქალაქისთვის პრობლემაა.
-
- ✏️ პრობლემატურ თუ პრობლემურ
- — ოპოზიციის განცხადებით კანონპროექტი პრობლემატურია - ოპოზიციის განცხადებით კანონპროექტი პრობლემურია.
-
- ✏️ პრობლემები ბევრია თუ პრობლემა ბევრია
- — ინფრასტრუქტურული პრობლემები ბევრია - ინფრასტრუქტურული პრობლემა ბევრია.
-
- ✏️ პროდუსერი თუ პროდიუსერი
- — პროდუსერის თქმით, გადაცემა დაიხურა - პროდიუსერის თქმით, გადაცემა დაიხურა.
-
- ✏️ ჟურნალისტი სცემეს თუ ჟურნალისტს სცემეს
- — აქციაზე ჟურნალისტი სასტიკად სცემეს - აქციაზე ჟურნალისტს სასტიკად სცემეს.
-
- ✏️ რა საკვირველია თუ რასკვირველია
- — რა საკვირველია, საქართველოც არ არის გამონაკლისი - რასაკვირველია, საქართველოც არ არის გამონაკლისი,
-
- ✏️ რადგან თუ რათა
- — სატელეფონო ანძები ერთმანეთთან ახლოს უნდა განთავსდეს, რადგან სიხშირული ტალღები კარგად გავრცელდეს - სატელეფონო ანძები ერთმანეთთან ახლოს უნდა განთავსდეს, რათა სიხშირული ტალღები კარგად გავრცელდეს.
-
- ✏️ რალს გამართავს თუ რალის გამართავს
- — ორგანიზაცია კლასიკური ავტომობილების რალს გამართავს - ორგანიზაცია კლასიკური ავტომობილების რალის გამართავს.
-
- ✏️ რამდენიმე თვიანი თუ რამდენიმეთვიანი
- — რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
-
- ✏️ რამოდენიმე თუ რამდენიმე
- — სესიის დაწყებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ აქტივისტები დარბაზში შეიჭრნენ - სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აქტივისტები დარბაზში შეიჭრნენ.
-
- ✏️ რამოდენიმეჯერ თუ რამდენიმეჯერ
- — პროექტი რამოდენიმეჯერ გადავადდა - პროექტი რამდენიმეჯერ გადავადდა.
-
- ✏️ რაც არ უნდა იყოს თუ რაც უნდა იყოს
- —
-
- ✏️ რეგიონული თუ რეგიონალური
- — მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტი დასრულდა - რეგიონული პროექტი დასრულდა
-
- ✏️ რეკომენდირებული თუ რეკომენდებული
- — სპირტიანი ხსნარით ხელის გაწმენდა რეკომენდირებულია - სპირტიანი ხსნარით ხელის გაწმენდა რეკომენდებულია.
-
- ✏️ რელიქვია თუ რელიკვია
- — ეს რელიქვია უხსოვარი დროიდან კონსტანტინოპოლში ინახებოდა - ეს რელიკვია უხსოვარი დროიდან კონსტანტინოპოლში ინახებოდა.
-
- ✏️ რესპოდენტი თუ რესპონდენტი
- — რესპოდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა - რესპონდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
-
- ✏️ რიგ რიგობით თუ რიგრიგობით
- — ისინი რიგ - რიგობით გამოდიან მოხსენებებით - ისინი რიგრიგობით გამოდიან მოხსენებებით.
-
- ✏️ რიცხოვნობა თუ რაოდენობა
- — საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება - საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მცირდება.
-
- ✏️ რომანტიულ თუ რომანტიკულ
- — მოზარდები, რომლებსაც არ აქვთ რომანტიული ურთიერთობები, ნაკლებად დეპრესიულები არიან - მოზარდები, რომლებსაც არ აქვთ რომანტიკული ურთიერთობები, ნაკლებად დეპრესიულები არიან.
-
- ✏️ საათს გააგრძელდა თუ საათი გაგრძელდა
- — ოპერაცია სამი საათი გაგრძელდა - ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა.
-
- ✏️ სადაც თუ რომელშიც
- — პროტესტი ფილმის კადრებმა გამოიწვია, სადაც არასრულწლოვნები ჩანდნენ - პროტესტი ფილმის კადრებმა გამოიწვია რომლებშიც არასრულწოვნები ჩანდნენ.
-
- ✏️ სამ წლიანი თუ სამწლიანი
- — მოსამართლეთა სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა გაუქმდა - მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გაუქმდა.
-
- ✏️ სამართალდამცავი თუ სამართალდამცველი
- — სპეცოპარციის დროს სამართალდამცავი მოკლეს - სპეცოპარციის დროს სამართალდამცველი მოკლეს .
-
- ✏️ სამარშუტო თუ სამარშრუტო
- — სამარშუტო ტაქსებში ფეხზე დგომა აკრძალულია - სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დგომა აკრძალულია.
-
- ✏️ სამსახურეობრივი თუ სამსახურებრივი
- — პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა - პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.
-
- ✏️ სანიტარული თუ სანიტარიული
- — ბაზრებში სანიტარული ნორმები მკაცრად კონტროლდება - ბაზრებში სანიტარიული ნორმები მკაცრად კონტროლდება.
-
- ✏️ საპატივცემულოდ თუ პატივსაცემად
- — სტუმრების საპატივცსაცემად (საპატივცემულოდ) კონცერტი გაიმართა - სტუმრების პატივსაცემად კონცერტი გაიმართა.
-
- ✏️ სარგებელის თუ სარგებლის
- — რა სარგებელის მიღება შეუძლია კოპანიას? - რა სარგებლის მიღება შეუძლია კომპანიას.
-
- ✏️ სასმელის თუ სასმლის
- — რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმელის დიდი რაოდენიბით დალევა - რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმლის დიდი რაოდენიბით დალევა.
-
- ✏️ საქმე იმაშია, რომ თუ საქმე ისაა, რომ
- — საქმე იმაშია, რომ ექსპერტების ნაწილს ბიუჯეტის 140 მილიონით შემცირება საკმარისად არ მიაჩნია - საქმე ისაა, რომ ექსპერტების ნაწილს ბიუჯეტის 140 მილიონით შემცირება საკმარისად არ მიაჩნია.
-
- ✏️ საქმის კურსში ჩაყენება თუ ინფორმირება
- — ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა ჟენევის კომისიის საქმის კურსში ჩაყენებით დაიწყო - ქართულმა დელეგაციამ ჟენევის კომისიის ინფორმირებით დაიწყო.
-
- ✏️ სელექტიური თუ სელექციური
- — სელექტიური აბორტის გამო, მსოფლიოში 23,1 მილიონი გოგო არ დაიბადა - სელექციური აბორტის გამო, მსოფლიოში 23,1 მილიონი გოგო არ დაიბადა.
-
- ✏️ სერთიფიკატები თუ სერტიფიკატები
- — სკოლის დამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ - სკოლის დამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
-
- ✏️ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა თუ სიკვდილი მიუსაჯა
- — სასამართლომ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა - სასამართლომ მოქალაქეს სიკვდილი მიუსაჯა
-
- ✏️ სიმპატიები თუ სიმპათიები
- — მის მიმართს სიმპატიები ჰქონდა - მის მიმართ სიმპათიები ჰქონდა.
-
- ✏️ სისტემატიურად თუ სისტემატურად
- — კაცი მარიხუანას სისტემატიურად ეწეოდა - კაცი მარიხუანას სისტემატურად ეწეოდა.
-
- ✏️ სიცხეების თუ სიცხის
- — სიცხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
-
- ✏️ სმენა დაქვეითებული თუ სმენადაქვეითებული
- — სმენა დაქვეითებული მოქალაქეები ჟესტურ ენაზე ადაპტირებულ ფილმებს ნახავენ - სმენადაქვეითებული მოქალაქეები ჟესტურ ენაზე ადაპტირებულ ფილმებს ნახავენ.
-
- ✏️ სპეციალიზირებული თუ სპეციალიზებული
- — ოჯახური ძალადობის საქმეებზე სპეციალიზირებული პროკურორები იმუშავებენ - ოჯახური ძალადობის საქმეებზე სპეციალიზებული პროკურორები იმუშავებენ.
-
- ✏️ სპეცნაზი თუ სპეცრაზმი
- — სპეცნაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეთა დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა - სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეთა დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა.
-
- ✏️ სპორცმენი თუ სპორტსმენი
- — საქართველოს საუკეთესო სპორცმენმა ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა - საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა.
-
- ✏️ სტამბული თუ სტამბოლი
- — სტამბულის მიმართულებით ავიაბილეთი გაძვირდა - სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთი გაძვირდა
-
- ✏️ სჩანს თუ ჩანს
- — როგორც სჩანს სხდომა დღეს არ გაიმართება - როგორც ჩანს სხდომა დღეს არ გაიმართება.
-
- ✏️ სცხვენია თუ რცხვენია
- — ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის სცხვენია - ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის რცხვენია.
-
- ✏️ სხდომა ჩაინიშნა თუ დაინიშნა
- — სასამართლო სხდომა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული - სასამართლო სხდომა უახლოეს დღეებშია დანიშნული.
-
- ✏️ სხვადასხვა კლინიკები თუ სხვადასხვა კლინიკა
- — ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები სხვადასხვა კლინიკებში განათავსეს - ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები სხვადასხვა კლინაში განათავსეს.
-
- ✏️ ტაქსს თუ ტაქსის
- — სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა - სამარშრუტო ტაქსის დაეჯახა.
-
- ✏️ ტიპიური თუ ტიპური
- — ტიპიური საბჭოთა მეთოდების საარჩევნო კამპანია იყო - ტიპური საბჭოთა მეთოდების საარჩევნო კამპანია იყო.
-
- ✏️ ტოქსიური თუ ტოქსიკური
- — ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიური ნივთიერებები - ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური ნივთიერებები
-
- ✏️ ტრამვების თუ ტრავმების
- — საწარმოო ტრამვების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა გამოქვეყნდა - საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა გამოქვეყნდა.
-
- ✏️ ტრამპი უმცროსი თუ უმცროსი ტრამპი
- — დონალდ ტრამპი უმცროსი მიიჩნევდა, რომ ოჯახური ბიზნესი უნდა ემართა - უმცროსი დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ ოჯახური ბიზნესი უნდა ემართა.
-
- ✏️ ტრანსლიაცა თუ ტრანსლაცია
- — პირდაპირი ტრანსლიაცია პარიზიდან - პირდაპირი ტრანსლაცია პარიზიდან .
-
- ✏️ ტრეინინგი თუ ტრენინგი
- — ტრეინინგი თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა - ტრენინგი თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა.
-
- ✏️ უგრძვნია თუ უგრძნია
- — დიდი ხანია ხელისუფლებას თავი ასე კომფორტულად არ უგრძვნია - დიდი ხანია ხელისუფლებას თავი ასე კომფორტულად არ უგრძნია.
-
- ✏️ უთანაგრძნობს თუ თანაუგრძნობს
- — მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს - მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
-
- ✏️ უკან გაიწვევენ თუ გაიწვევენ
- — პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს უკან გაიწვევენ - პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ.
-
- ✏️ უპრეცედენტო თუ უპრეცენდენტო
- — რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მიიღეს - რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს
-
- ✏️ ურთიერთანამშრომლობის თუ თანამშრომლობის
- — გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუსტიციის სამინისტრომ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს - გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს .
-
- ✏️ უსამშობლოდ თუ უსამშობლოოდ
- — ქალი უსამშობლოდ გარდაიცვალა ქალაქ ლონდონში - ქალი უსამშობლოოდ გარდაიცვალა ქალაქ ლონდონში.
-
- ✏️ ფაქტიურად თუ ფაქტობრივად
- — გადაწყვეტილება ფაქტიურად მიღებულია - გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია.
-
- ✏️ ფერიცვალება თუ ფერისცვალება
- — 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს - 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.
-
- ✏️ ფეხი მოკვეთეს თუ მოჰკვეთეს
- — პაციენტს ფეხი მოკვეთეს - პაციენტს ფეხი მოჰკვეთეს.
-
- ✏️ ფეხითმოსიარულე თუ ქვეითი
- — ავარიას ფეხითმოსიარულე ემსხვერპლა - ავარიას ქვეითი ემსხვერპლა.
-
- ✏️ ქაოტური თუ ქაოსური
- — მოქალაქეებმა ქაოტური მშენებლობა აქციით გააპროტესტეს - მოქალაქეებმა ქაოსური მშენებლობა აქციით გააპროტესტეს.
-
- ✏️ ქვია თუ ჰქვია
- — ემზარ კვიციანის შვილი იესო ქვია - ემზარ კვიციანის შვილს იესო ჰქვია.
-
- ✏️ ქვორუმი თუ კვორუმი
- — ქვორუმის არარსებობის გამო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს - კვორუმის არარსებობის გამო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს.
-
- ✏️ ღებულობდა თუ იღებდა
- — საქართველო რუსეთიდან გაზს ღებულობდა - საქართველო რუსეთიდან გაზს იღებდა.
-
- ✏️ ყველაზე საუკეთესო თუ საუკეთესო
- — რონალდუ ყველაზე საუკეთესო ფორმაშია - რონალდუ საუკეთესო ფორმაშია.
-
- ✏️ ყოველ დღე თუ ყოველდღე
- — გადაცემა ეთერში გადის ყოველ დღე - გადაცემა ეთერში გადის ყოველდღე.
-
- ✏️ ყოველ კვირეული თუ ყოველკვირეული
- — პრემიერმა ყოველ კვირეული ბრიფინგი გამართა - პრემიერმა ყოველკვირეული ბრიფინგი გამართა.
-
- ✏️ შევიწროვებაში თუ შევიწროებაში
- — კაცი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს - კაცი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
-
- ✏️ შეთავაზა თუ შესთავაზა
- — ირანმა აშშ-ს ავიაკატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობა შეთავაზა - ირანმა აშშ-ს ავიაკატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობა შესთავაზა.
-
- ✏️ შეკვეთა გააკეთა თუ შეუკვეთა
- — თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის ფორმის შეკვეთა გააკეთა - თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის ფორმა შეუკვეთა.
-
- ✏️ შემოწმებმა ჩაუტარდებათ თუ შეამოწმებენ
- — ყველა ფეხბურთელს სამედიცინო ექსპერტების მიერ თავის ტვინის შემოწმება ჩაუტარდებათ - სამედიცინო ექსპერტები ყველა ფეხბურთელს თავის ტვინს შეუმოწმებენ.
-
- ✏️ შემჭიდროვებულ თუ შემჭიდროებულ
- — გატაცებულს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაათავისუფლებენ - გატაცებულს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაათავისუფლებენ.
-
- ✏️ შეპირდა თუ შეჰპირდა
- — კანდიდატი მოსახლოებას დახმარებას შეპირდა - კანდიდატი მოსახლოებას დახმარებას შეჰპირდა.
-
- ✏️ შერჩეულ იქნას თუ შეირჩეს
- — კანდიდატი გასაუბრებით უნდა იქნას შერჩეული - კანდიდატი გასაუბრებით უნდა შეირჩეს.
-
- ✏️ შესაბამისობაშია თუ შეესაბამება
- — ოპოზიციის მოთხოვნა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან - ოპოზიციის მოთხოვნა შეესაბამება კონსტიტუციას.
-
- ✏️ შეტევა განახორციელეს თუ შეუტიეს
- — რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ელექტროქსელებზე შეტევა განახორციელეს - რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ელექტროქსელებს შეუტიეს.
-
- ✏️ შეფასებას მოახდენს თუ შეაფასებს
- — რისკების შეფასებას ადგილზე მოახდენს - რისკებს ადგილზე შეაფასებს.
-
- ✏️ შეჩერებია თუ შესჩერებია
- — კომპანიას ხელშეკრულება არ შეჩერებია - კომპანიას ხელშეკრულება არ შესჩერებია.
-
- ✏️ შეცვლა ვეღარ მოხდება თუ ვეღარ შეიცვლება
- — პრემირმინისტრის თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება - პრემირმინისტრის თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური რეალობა ფიზიკური ძალადობით ვეღარ შეიცვლება.
-
- ✏️ შეწირა თუ შესწირა
- — ბინზესმენმა ფონდს ფული შეწირა - ბიზნესმენა ფონდს ფული შესწირა.
-
- ✏️ შეჯამება მოხდება თუ შეჯამდება
- — კონსულტაციების შეჯამება მოხდება - კონსულტაციები შეჯამდება.
-
- ✏️ შეჯიბრი თუ შეჯიბრება
- — შეჯიბრში ცხრა მედალი აიღეს - შეჯიბრებაში ცხრა მედალი აიღეს
-
- ✏️ შკალა თუ სკალა
- — მონაცემები შკალაზეც ნათლად ჩანდა - მონაცემები სკალაზეც ნათლად ჩანდა.
-
- ✏️ შრი-ლანკაში თუ შრი-ლანკაზე
- — შრი-ლანკაში 200 000-ზე მეტი პროტესტანტი მოსახლეა - შრი-ლანკაზე 200 000-ზე მეტი პროტესტანტი მოსახლეა.
-
- ✏️ შუა ღამე თუ შუაღამე
- — ტაძარში შუა ღამის ჟამი წაიკითხეს - ტაძარში შუაღამის ჟამი წაიკითხეს
-
- ✏️ შუა ხნის თუ შუახნის
- — ვარკეთილში შუა ხნის კაცი ცივი იარაღით მოკლეს - ვარკეთილში შუახნის კაცი ცივი იარაღით მოკლეს.
-
- ✏️ ჩავარდნენ თუ ჩაცვივდნენ
- — ტურისტები ხევში ჩაცვივდნენ - ტურისტები ხევში ჩავარდნენ.
-
- ✏️ ჩემს გარდა თუ ჩემ გარდა
- — ბაბუას ჩემს გარდა ვერავინ მოუვლიდა - ბაბუას ჩემ გარდა ვერავინ მოუვლიდა.
-
- ✏️ ჩეხვა თუ გაჩეხა
- — ტყის ჩეხვა, როგორც გლობალური პრობლემა ისე უნდა განვიხილოთ - ტყის [გა]ჩეხა გლობალურ პრობლემად უნდა განვიხილოთ
-
- ✏️ ჩვიდმეტ წლიანი თუ ჩვიდმეტწლიანი
- — თავმჯდომარემ ჩვიდმეტ წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა - თავმჯდომარემ ჩვიდმეტწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.
-
- ✏️ ჩინოვნიკი თუ ჩინოსანი
- — მოქალაქეების ნაწილი ჩინოვნიკების გადადგომას ითხოვს - მოქალაქეების ნაწილი ჩინოსნების გადადგომას ითხოვს.
-
- ✏️ ჩხრეკა ჩატარდა თუ გაჩხრიკეს
- — პრეზიდენტ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა - პრეზიდენტ სააკაშვილის ბინა გაჩხრიკეს.
-
- ✏️ ცათამბრჯენი თუ ცათამბჯენი
- — დუბაიში ახალი ცათამბრჯენი აშენდება - დუბაიში ახალი ცათამბჯენი აშენდება.
-
- ✏️ ცხედარი ამოიყვანეს თუ ამოასვენეს
- — მდინარიდან ათამდე ცხედარი ამოიყვანეს - მდინარიდან ათამდე ცხედარი ამოასვენეს.
-
- ✏️ ცხედარი ამოიყვანეს თუ ცხედარი ამოასვენეს
- — მაშველებმა სოფელ სამწვერისში მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოიყვანეს - მაშველებმა მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოასვენეს.
-
- ✏️ ძალადობა განახორციელა თუ იძალადა
- — მშობელმა შვილის მიმართ ძალადობა განახორციელა - მშობელმა შვილზე იძალადა
-
- ✏️ ძალაში შედის თუ ამოქმედდება
- — ახალი კანონი რამდენიმე დღეში ძალაში შევა - ახალი კანონი რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
-
- ✏️ წარმოთქვა თუ წარმოსთქვა
- — პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა - პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა.
-
- ✏️ წარსდგა თუ წარდგა
- — პრეზიდენტი გაეროში მოხსენებით წარსდგა - პრეზიდენტი გაეროში მოხსენებით წარდგა.
-
- ✏️ წელიწადი თუ წელიწადს
- — საბჭოთა ოკუპაცია 70 წელიწადი გაგრძელდა - საბჭოთა ოკუპაცია 70 წელიწადს გაგრძელდა.
-
- ✏️ წერდა თუ სწერდა
- — კაცი შვილს წერილს წერდა - კაცი შვილს წერილს სწერდა.
-
- ✏️ წვიმები თუ წვიმა
- — სეზონურიმა წვიმებმა სოფლის მცხოვრებლები დააზარალა - სეზონურიმა წვიმამ სოფლის მცხოვრებლები დააზარალა.
-
- ✏️ წინ უსწრებს თუ უსწრებს
- — დღევანდელ მოვლენებს წინ უსწრებდა სამართალდამცავი უწყების არაერთგზის გაფრთხილება - დღევანდელ მოვლენებს უსწრებდა სამართალდამცავი უწყების არაერთგზის გაფრთხილება.
-
- ✏️ წინა საარჩევნო თუ წინასაარჩევნო
- — პარტიამ წინა საარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა - პარტიამ წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა.
-
- ✏️ წინა სასამართლო თუ წინასასამართლო
- — მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინა სასამართლო სხდომა გაიმართება - მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
-
- ✏️ ჭირდება თუ სჭირდება
- — სახლამდე მისასვლელად მას 20 წუთი ჭირდება - სახლამდე მისასვლელად მას 20 წუთი სჭირდება.
-
- ✏️ ხადას ხეობაში თუ ხადის ხეობაში
- — ხადას ხეობაში მაგისტრალის მშენებლობა გააპროტესტეს - ხადის ხეობაში მაგისტრალის მშენებლობა გააპროტესტეს.
-
- ✏️ ხანძარი ლიკვიდირებულია თუ ხანძარი ჩამქრალია
- — ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია - ბორჯომის ხეობაში ხანძარია ჩამქრალია.
-
- ✏️ ხანძარი მოხდა თუ ხანძარი გაჩნდა
- — საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი მოხდა - საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა.
-
- ✏️ ხელი კრა თუ ჰკრა
- — მძღოლმა ქალს ხელი კრა და შემდგომ საჭე ვეღარ დაიმორჩილა - მძღოლმა ქალს ხელი ჰკრა და შემდგომ საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
-
- ✏️ ხოცვა-ჟლეტვის თუ ხოცვა-ჟლეტის
- — მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტვა აღარ უნდა განმეორდეს - მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტა აღარ უნდა განმეორდეს.
-
- ✏️ ჯერ ჯერობით თუ ჯერჯერობით
- — ჯერ ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე - ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.
-
- ✏️ ჯობია თუ სჯობს
- — ჯობია საქმე პროფესიონალებმა აკეთონ - სჯობს საქმე პროფესიონალებმა აკეთონ.
-
- ✏️ ჰომოფობურ თუ ჰომოფობიურ
- — დეპუტატი ჰომოფობური გამონათქვამების გამო ბოდიშს იხდის.- დეპუტატი ჰომოფობიური გამონათქვამების გამო ბოდიშს იხდის.
-
- ✏️ჩემს წინააღმდეგ თუ ჩემ წინააღმდეგ
- — ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო - ყველა ჩემ წინააღმდეგ იყო.