ლექსიკონი | Rus0-9

сегодняшний

დღევანდელი

 

უზბეკეთის პირველი და დღემდე მოქმედი პრეზიდენტი.

დაიბადა 1938 წლის 30 იანვარს სამარყანდში. დაამთავრა დღვანდელი ტაშკენტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და ტაშკენტის ეკონომიკური ინსტიტუტი ეკონომისტის სპეციალობით. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საბჭოთა მმართველობის დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე (რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე). 1990 წელს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აირჩია უზბეკეთის პრეზიდენტად. 1991 წელს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც კარიმოვმა ხმების 86%-ით გაიმარჯვა. კონსტიტუციით ის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრიცაა. 1995 წელს მან ძალიან სადაო რეფერენდუმით 2000 წლამდე გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 91%-ით. ბოლოს ამ თანამდებობაზე კენჭი იყარა 2007 წლის ნოემბერში.

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ უზბეკეთი ხდება შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი „ტერორიზმთან ომის“ კამპანიაში. ამავდროულად კარიმოვი ტერორისტებად აცხადებს ქვეყანაში მოქმედ ისლამისტურ ორგანიზაციებს. უზბეკეთში არის ამერიკელების ცნობილი საავიაციო ბაზა ე.წ. K2 ,(800 კაციანი ამერიკული სამხედრო დანაყოფით) რომელიც 2001 წელს ავღანეთში ინტერვენციის დროს წამყვან როლს თამაშობდა.

საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად აკრიტიკებს კარიმოვის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებების სფეროში და პრესის თავისუფლების მხრივ შექმნილი მდგომარეობის, ასევე ფინანსური კორუფციის გამო.

ჰყავს მეუღლე ტატიანა აკბაროვნა კარიმოვა, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი. უფროსი ქალიშვილი გულნარა კარიმოვა რუსეთში უზბეკეთის ელჩის მრჩეველია და გავრცელებული ინფრომაციით უზარმაზარი ბიზნეს იმპერიის შემქმნელი, რომელშიც შედის
ქვეყნის მობილური კავშირის უმსხვილესი ოპერატორი, ღამის კლუბები და დიდი ცემენტის ქარხანა. უმცროსი ლოლა კარიმოვა-ტილიაევა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა (განათლების და სპორტის პოპულარიზაციის და ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ).

კომენტარები: