თეზაურუსიb

Bad Language

ცუდი ენა, მავნე ენა, უხეში, ვულგარული ექსპრესიული ენა. ენათმეცნიერები ანდერსონი და ტრადჯილი წიგნში "Bad Language" (UK: Penguin, 1990) აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი "ცუდი ენა", "მავნე ენა" არ არის მკაფიო მნიშვნელობის მქონე კონცეპტი და გარკვეული გაგებით ორაზროვანია, მაინც შესაძლებელია მისი განმარტება, როგორც "ყველა იმ ბგერის, სიტყვისა და ფრაზის ერთობლიობისა, რომელთა გამოყენებაც კომუნიკაციისას, შესაძლოა, სახიფათო იყოს ადამიანებისთვის". მათი აზრით, საკუთრივ ენა არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი (მავნე); ენის სიცუდე და მავნეობა ჩანს ადამიანების მიერ თავიანთი შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოსახატავად გამოყენებულ "ფეთქებადსაშიშ" სიტყვებსა და გამოთქმებში. თუმცა, მეცნიერებს შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება, რომ "ცუდ (მავნე) ენად" შეიძლება მიჩნეულ იქნას არა მხოლოდ ლანძღვა, გინება და უცენზურო გამონათქვამები, არამედ დიალექტიც, ჟარგონიც და სხვა "არასტანდარტული" ენაც.

კომენტარები: