თეზაურუსიb

Ball-Rokeach and DeFleur's Dependency Model of Mass Communication Effects, 1976

ბოლ-როკიხისა და დეფლერის მასობრივი კომუნიკაციის ეფექტების დამოკიდებულებათა მოდელი, 1976. სანდრა ბოლ-როკიხმა და მელვინ დეფლერმა მასობრივი კომუნიკაციის ეფექტების შესწავლისას  საკვლევ ფოკუსად გამოჰყვეს საკითხი: რამდენად, რა დოზითა და მასშტაბით არის დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება ინფორმაციისა და მოსაზრებების/შეხედულებების მიღების თვალსაზრისით მასობრივი კომუნიკაციის ინდუსტრიაზე და რამდენად აჭარბებს, აღემატება მედიაზე დამოკიდებულება ადამიანების პირად გამოცდილებას, როცა ამ უკანასკნელთ კონკრეტულ გარემოში ორიენტაცია და მოქმედება უწევთ. მკვლევრებმა მოდელში ოთხი ურთიერთდაკავშირებული რგოლი გამოჰყვეს: 1-2) ჰორიზონტულ ურთიერთკავშირში მყოფი სოციეტალური და მედიური სისტემები; 3) აუდიტორია, რომლის სხვადასხვა სეგმენტს მედიაზე დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხი ახასიათებს; 4) ეფექტები: კოგნიტიური, აფექტური და ქცევითი. აუდიტორია და სოციეტალური და მედიური სისტემები ინტერაქციის, ზემოქმედებისა და გავლენის თვალსაზრისით ორმხრივ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან, ეფექტს კი აუდიტორიის დამოკიდებულება ქმნის; ეფექტები, თავის მხრივ, სოციეტალურ და მედიურ სისტემებს უბრუნდება უკუკავშირის ფორმით და ზემოქმედებს მათზე.

კომენტარები: