თეზაურუსიb

Barlund's transactional model of communication, 1970

კომუნიკაციის ბარლუნდისეული ტრანზაქციული მოდელი, 1970.  წიგნში A Transactional Model of Communication, in K. K. Sereno and C. D. Mortensen (eds), Foundation of Communication Theory, US: Harper&Row, 1970 დინ სი ბარლუნდმა სცადა, შეესწავლა ადამიანური კომუნიკაციის კომპლექსური ბუნება. ბარლუნდის აზრით, კომუნიკაცია უჩვენებს როგორც მნიშვნელობის, ისე განუზღვრელობის შემცირების მიზნის ევოლუციას, განვითარებას. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა უფრო მეტად არის რაღაც "გამოგონებული", "შექმნილი", "მოცემული", "დავალებული", ვიდრე "მიღებული". მას მიაჩნია, რომ კომუნიკატორის ირგვლივ და თავად მასში არის მნიშვნელობების გასახსნელი ნიშნების, მნიშვნელობების, ალუზიების შეუზღუდავი რაოდენობა, და ყოველ მოცემულ მომენტში ამა თუ იმ ტიპის ალუზიას თუ მინიშნებას სხვებზე მეტი ვალენტობა და სიმყარე, წონა გააჩნია. ბარლუნდი სამი ტიპის მინიშნებას გამოჰყოფს: 1. საზოგადოებრივს; 2. კერძოს და 3. ქცევითს.

კომენტარები: