ბიოგრაფიაb

Barry, Ellen

ელენ ბარი

 

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ (New York Times) ჟურნალისტი. ამ გაზეთში ის 2007 წლის იანვრიდან მუშაობს. 2008 წლის ივნისიდან ელენ ბარი ამავე გაზეთის კორესპონდენტი, ხოლო 2011 წლის მარტიდან - მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია.

2007 წლამდე ელენი „ლოს-ანჯელეს ტაიმსის“ (Los Angeles Times) კორესპონდენტი იყო. ამავდროულად ის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და ერაყის ომზე „ბოსტონ გლობისთვის“ (Boston Globe) რეპორტაჟებს ამზადებდა.

ელენ ბარი ასევე წერდა ნარკვევებს „ბოსტონ ფენიქსისთვის“ (Boston Phoenix) და იყო „მოსქოუ ტაიმსის“ (Moscow Times) შტატიანი რეპორტიორიც.

ელენ ბარი პულიტცერის პრემიის ფინალში ორჯერ გავიდა - 2004 წელს ნარკვევებისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და 2002 წელს სტატიების ციკლისთვის „სუდანის დაკარგული ბიჭები“ (Lost Boys of Sudan). 2010 წელს მან თავის კოლეგა კლიფორდ ლევისთან (Clifford J. Levy) ერთად პულიტცერის პრემია მიიღო რეპორტაჟების ციკლისთვის „კანონზე მაღლა“ (Above the Law), რომელიც კომუნიზმის დაცემიდან 20 წლის შემდეგ რუსეთში კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეძღვნებოდა.

დაიბადა 1971 წლის 2 აპრილს, ქალაქ ტარითაუნში (ნიუ-ორკის შტატი). 1993 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი (Yale University). არის ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტი.     





 

კომენტარები: