ორგანიზაციაb

BBC

ბი-ბი-სი, ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (British Broadcasting Corporation) დაფუძნდა 1922 წლის 15 დეკემბერს (დაფუძნების მომენტისთვის მაუწყებლის დასახელების აბრევიატუარაში შემავალი ასო-ნიშანი C იშიფრებოდა როგორც Company), ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია 1923 წლის 18 იანვარს მიიღო.

თავდაპირველად ბი-ბი-სი წარმოადგენდა კერძო აქციონერთა გაერთიანებას, რომელსაც ფინანსურად და ოპერაციულად ექვსი უმსხვილესი მეწარმე-სუბიექტი აკონტროლებდა. 1923 წლის აპრილში ბი-ბი-სი-ს ერთ-ერთმა უმსხვილესმა დამფუძნებელმა Postmaster General-მა დანიშნა შვიდი კაცისგან შემდგარი, საკითხის შემსწავლელი კომისია, როემლსაც ბრიტანული სამუწყებლო კომპანიის სტატუსი და მისგან გამომდინარე საკითხები უნდა განესაზღვრა. კომისიას სათავეში სერ ფრედერიკ საიქსი ჩაუდგა. კომისიამ, 34 სხდომის შემდეგ, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც რჩევის, რეკომენდაციის სახით ჩამოაყალიბა: უმჯობესი იქნებოდა, კერძო სტრუქტურა და კერძო ინტერესები საზოგადოებრივით ჩანაცვლებულ;იყო და კომპანიას ერთი სამაუწყებლო ლიცენზიის საფუძველზე განეხორციელებინა თავისი საქმიანობა. საიქსის კომისისის ეს რეკომენდაცია ბრიტანეთის მთავრობამაც მიიღო. 1927 წლიდან ბი-ბი-სი-ს სტატუსია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კორპორაცია.

ბი-ბი-სი-ს ევროპელ მაუწყებელთა შორის ყველაზე მდიდარი არქივი აქვს. მისი ფუნქციონირებისა და საქმიანობის მომავალი უზრუნველყოფილია ე.წ. „1994 წლის თეთრი სამთავრობო აქტით“ (Government White Paper, 1994), რომელშიც დადასტურებულია, რომ ბი-ბი-სი არის და იქნება Public Service Broadcasting-ის (PSB) მთავარი პროვაიდერი.

გარდა ძირითადი და ტრადიციული სამაუწყებლო ორგანიზაციისა, ბი-ბი-სი-ს სტრუქტურა ასევე აერთიანებს: ბი-ბი-სი-ს რადიო 1, 2, 3, 4 და რადიო 5 პირდაპირი, ბი-ბი-სი სპორტი ექსტრა, 6 მუსიკა, 1Xtra, ბი-ბი-სი-ს კომედიური არხი, ბი-ბი-სი-ს სამკითხველო ყველა ასაკის მსმენელისა და მაყურებლისთვის, ბი-ბი-სი ამერიკა და ბი-ბი-სი ციფრული (BBCi).

bbc.com

კომენტარები: