ორგანიზაციაb

BBC News

”ბი-ბი-სი ნიუსი” თავისივე ტელე- და რადიოარხებისთვის ქმნის ყოველდღიურ ახალ ამბებსა და გადაცემებს ბიზნესის, პოლიტიკისა და ზოგადად მიმდინარე მოვლენების შესახებ.

”ბი-ბი-სი ნიუსი” პასუხისმგებელია იმ არხების მუშაობაზე, რომლებიც უწყვეტად გადასცემენ ეთერში ახალ ამბებს, ესენია: „ბი-ბი-სი ნიუს 24“, „ბი-ბი-სი პარლამენტი“, „ბი-ბი-სი ვორლდი“ (ბი-ბი-სი მსოფლიო) და „ბი-ბი-სი ნიუს ონლაინი“.

”ბი-ბი-სი ნიუსი” ყველაზე დიდი საინფორმაციო ოპერატორია მთელ მსოფლიოში - მისთვის 48 ბიურო და 2,000-ზე მეტი ჟურნალისტი მუშაობს.

2011 წელს ”ბი-ბი-სი ნიუსმა” რეპორტაჟები 150 ქვეყნიდან გადასცა. მან ასევე მოამზადა გადაცემები, რომელთა საერთო ქრონომეტრაჟი 45,000 საათს აჭარბებდა. ”ბი-ბი-სი ნიუსის” მიერ ყოველდღიურად საშუალოდ
120 საათის ხანგრძლივობის საინფორმაციო გამოშვებები მზადდება და ვრცელდება.

”ბი-ბი-სი ნიუსი” ამავე დროს ინფორმაციის გლობალური პროვაიდერია. საერთაშორისო ტელეარხს, ”ბი-ბი-სი ვორლდს” 260 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს; რადიოარხს, ”ბი-ბი-სი ვორლდ სერვისს” - 150 მილიონ მსმენელზე მეტი. ბი-ბი-სის ეს ბოლო ორი ქვესტრუქტურა არ წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ისინი ფინანსდებიან არა სპეციალური გადასახადით (როგორც ბი-ბი-სი-ს საზოგადოებრივი მაუწყებლები), არამედ - გრანტებითა და ”ბი-ბი-სი ვორლდ”-ის კომერციული შემოსავლებით.

გარდა ჟურნალისტებისა, ”ბი-ბი-სი ნიუსის” ოფისებში 700-ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მუშაობს. მათ შორის არიან: გრაფიკოსები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, ინჟინრები და სხვები...
”ბი-ბი-სი ნიუსის” ჟურნალისტების მთავარი პრინციპებია - დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და სიზუსტე. ფაქტების ანალიზის ხარისხი, თემატიკის მრავალფეროვნება, ინფორმაციის ექსკლუზიურობა ქმნის ორგანიზაციის ურყევ რეპუტაციასა და პოპულარობას. რადიო ბი-ბი-სი უკვე 80 წელია გადის ეთერში და მსმენელთა დიდი ნდობით სარგებლობს. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ბი-ბი-სი-ს სამაუწყებლო და ონლაინორგანიზაციები მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. მაგალითად, ერაყში, ომის პირველ კვირებში, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 93 პროცენტი ინფორმაციას ომის შესახებ სწორედ ”ბი-ბი-სი ნიუსის” მეშვეობით იღებდა.

bbc.com

კომენტარები: