თეზაურუსიb

Becker's Mosaic Model of Communication 1968

კომუნიკაციის ბეკერისეული მოზაიკური მოდელი, 1968. ეს მოდელი მეტყველებითი კომუნიკაციიის აქტს წარმოაჩენს როგორც შრეებად განლაგებული წყაროებისა და ინფორმაციის კუბს. ეს შრეები სათავეს არ იღებენ მხოლოდ კომუნიკაციის აქტის მომენტიდან და სოციალური სიტუაციიდან, არამედ ადრე განცდილი შთაბეჭდილებებიდან, ადრე შემდგარი საუბრებიდან, მედიიდან, სანახევროდ მივიწყებული კომენატრებიდან და ასე შემდეგ. კომუნიკაციის მოზაიკური მოდელი ეხება როგორც კომუნიკაციის შიგა, ისე გარეგან სამყაროსდა უჩვენებს, რომ კომუნიკაციის პროცესის უნიკალური, იზოლირებული, ბლოკირებული ელემენტი გარკვეულ კონტექსტში შეცვლილი ყალიბით ისევ უბრუნდება კომუნიკაციის პროცესს. (S. L. Becker, What Rhetoric is Relevant for Contemporary Speech Communication? A paper presented at the University of MInnesota Spring Symposium in Speech Communication, 1968)

კომენტარები: