ორგანიზაციაb

Belfast Telegraph

„ბელფასტ ტელეგრაფი“ ყოველდღიური გაზეთია, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში გამოდის.

გაზეთის პირველი ნომერი ძმებ უილიამ და ჯორჯ ბაირდების მიერ 1870 წლის 1 სექტემბერს გამოიცა სათაურით „ბელფასთ ივნინგ ტელეგრაფი“ (Belfast Evening Telegraph). ის ნახევარი პენი ღირდა და ოთხი გვერდისგან შედგებოდა, სადაც, ძირითადად, ადგილობრივი ახალი ამბები და ომის (რომელიც იმ დროს საფრანგეთსა და პრუსიას შორის მიმდინარეობდა) რეპორტაჟები იბეჭდებოდა.

ამჟამად გაზეთის მთავარი კონკურენტები „ნიუს ლეთერი“ და „ირიშ ნიუსია“, თუმცა მას ასევე სახიფათო კონკურენციას უწევენ ინგლისური ტაბლოიდებიც, რომლებიც ამასთანავე უფრო იაფიც ღირს.

ტირაჟის აუდიტორული ბიუროს მონაცემებით, 2004-2005 წლებში გაზეთის ყოველდღიური ტირაჟი საშუალოდ 94,540 ცალს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ გაყიდვებმა იკლო და 2009 წლისთვის ტირაჟი 66,000 ცალს გაუტოლდა.

2009 წლამდე „ბელფასტ ტელეგრაფი“ ფარტოფორმატიანი გაზეთი იყო, ახლა ის უფრო კომპაქტური ფორმატით გამოდის.

არსებობს გაზეთის ინტერნეტვერსიაც, რომელსაც აქვს მუდმივმოქმედი რუბრიკები: ინფორმაცია, სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკა, გვერდი ქალებისთვის და სხვა...

belfasttelegraph.co.uk

კომენტარები: