თეზაურუსიb

Berlusconi Phenomenon

ბერლუსკონის ფენომენი. ტერმინის სახით იგი პირველად იტალიელმა მკვლევარმა ჯანპიეტრო მაძოლენიმ გამოიყენა 1995 წელს სექტემბერში ჟურნალში European Journal of Communication გამოქვეყნებულ სტატიაში "სვლა "ვიდეოკრატიისკენ"? იტალიის პოლიტიკური კომუნიკაცია გზაგასაყარზე" იტალიის პრემიერმინისტრის, მედიამაგნატ სილვიო  ბერლუსკონის ძლევამოსილი შესვლის აღსაწერად პოლიტიკასა და საარჩევნო სისტემაში. რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის გამოყენებით, რომელთა შორის წამყვანი ფაქტორი იყო კონტროლი იტალიის კომერციულ ტელეარხებზე, ბერლუსკონიმ შესძლო, დაერღია იტალიის ტრადიციულად ორპოლუსიანი პოლიტიკური ძალაუფლების სისტემა.  ბერლუსკონი სხვა მედიამგანატებზე მეტად აცნობიერებდა, რომ არჩევნების მოსაგებად მხოლოდ  ტელეეკრანზე ბრძოლა კი არ უნდა ეჩვენებინა ამომრჩევლისთვის, არამედ სანახაობითა და ემოციურად დატვირთული შეტყობინებების კომბინაციით  უნდა აეძულებინა ამომრჩეველი, ესმინა მისთვის.

კომენტარები: