თეზაურუსიb

Bibliotherapy

ბიბლიოთერაპია, იგივე წიგნით თერაპია. ეს ტერმინი აღნიშნავს ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული თერაპიის ნაირსახეობას, რომელიც წიგნს პაციენტების მკურნალობის მიზნით იყენებს; ამ თერაპიული კურსის დროს პიროვნებას მის წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევაში წიგნი ეხმარება. ცნობილია, რომ ბიბლიოთერაპია განსაკუთრებულად ეფექტურია მოზარდებს შორის, თუმცა იგი საკმაოდ კარგი შედეგით გამოიყენება ფსიქიატრიული პროფილის პაციენტებთან და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პირობებში.

კომენტარები: