თეზაურუსიb

Birmingham School

ბირმინგემის სკოლა. ამ სახელს იმ ავტორების აღსანიშნად იყენებენ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ინგლისის ბირმინგემის უნივერსიტეტის "თანამედროვე კულტურული კვლევების ცენტრთან" (Center for Contemporary Custural Studies - CCCS). ცენტრი მეოცე საუკუნის 60–იან წლებში დააარსეს რიჩარდ ჰოგარტმა და სტიუარტ ჰოლმა. ცენტრმა უდიდესი გავლენა იქონია უპირველესად პოპულარული კულტურის კვლევების ძირითად ტენდენციებზე, შემდეგ კი – კრიტიკული კულტურული კვლევების განვითარებაზე. ბირმინგემის სკოლის სწავლულებს უკავშირდება რეცეპციული ანალიზი (იხილეთ Reception Analysis, Reception Model of Communication) და ფემინისტური მედიაკვლევები.

კომენტარები: