ბიოგრაფიაb

Bittner, Jochen

იოხან ბიტნერი

 

გერმანელი ჟურნალისტი. ყოველკვირეული გერმანული გაზეთის, Zeit-ის ევროპისა და ნატოს კორესპონდენტი ბრიუსელში; ჰამბურგის ყოველკვირეული ვებგვერდის ბლოგერი.

იოხან ბიტნერი 1973 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკენბერგში დაიბადა. დაამთავრა კიელის უნივერსიტეტის (Universität Kiel) სამართლისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი, სადაც მოგვიანებით თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა. ბელფასტში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დისერტაცია ირლანდიის რესპუბლიკური არმიის, IRA-ს შესახებ დაიცვა.

2001 წლიდან ბიტნერი Zeit-ის პოლიტიკური რედაქტორია. 2007 წლიდან კი იგი ევროკავშირისა და ნატოს კორესპონდენტია ბრიუსელში.

სტატიებისა და საიტზე (zeit.de) გამოქვეყნებული ბლოგების წყალობით ბიტნერი ევროკავშირის პოლიტიკის მიმომხილველთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. მისი ინტერესის სფეროებია: ტერორიზმი, სამართალი და უსაფრთხოების პოლიტიკა.

იოხან ბიტნერი არის ავტორი წიგნებისა: “არასრულყოფილი მშვიდობა. “ირა” (ირლანდიის რესპუბლიკური არმია) - გზა მითიდან მაფიამდე” (Ein unperfekter Frieden. Die IRA auf dem Weg vom Mythos zur Mafia), “უხეში სამართალი. “ირა”-ს (ირლანდიის რესპუბლიკური არმია) სამართალი“ (Rough Justice. Die Justiz der IRA), „პროფესია ტერორისტი. ახალი მსოფლიო წესრიგის დღიური“ (Beruf Terrorist. Ein Tagebuch der neuen Weltunordnung).

კომენტარები: