ორგანიზაციაb

Bloomberg

ბლუმბერგი კერძო კომპანიაა, საინფორმაციო მომსახურების მულტიმედიური დისტრიბუტორი, რომელიც საფინანსო ბაზრებისა და ბიზნესსექტორის შესახებ არსებულ მონაცემებს, ანალიტიკურ მასალასა და ახალ ამბებს თავს უყრის და შემდეგ მათ მთელ მსოფლიოში ავრცელებს.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი სეგმენტი ბლუმბერგის ტერმინალია (Bloomberg Terminal), რომელიც მომსახურებას საფინანსო და ბიზნესსექტორში დაკავებულ პროფესიონალებს უწევს. ბლუმბერგის ტერმინალი - ეს კომპიუტერული სისტემაა, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული მომხმარებელი სექტორში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში უწყვეტად იღებს; ამავე სისტემით გადაიცემა ბიზნესსიახლეებიც. მომსახურება ფასიანია. 2010 წლისათვის ბლუმბერგის ტერმინალით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 310000 მომხმარებელი სარგებლობდა.

პროფესიონალთა მომსახურებისა გარდა, ბლუმბერგი ფართო აუდიტორიაზეც მუშაობს. მის შემადგენლობაში სატელევიზიო არხების ქსელი, ბეჭდური გამოცემები და ინტერნეტსაიტები შედის. მათ შორის:

„ბლუმბერგ მეგეზინი“ (Bloomberg Magazine) - გამოცემა, რომელიც მკითხველს ფინანსური პროდუქტების, საბაზრო და საწარმოო სექტორში მიმდინარე პროცესების, დასაქმების ბაზრის შესახებ არსებული საინფორმაციო და ანალიტიკური მასალით ამარაგებს.

”ბლუმბერგ ტვ-ი” (Bloomberg TV) – 10 სატელევიზო არხი, რომელიც მთელ მსოფლიოში 7 სხვადასხვა ენაზე ვრცელდება. ამ არხების ეთერში 24 საათის განმავლობაში გადაიცემა ანალიტიკური გადაცემები და ახალი ამბები საფინანსო ბაზრების შესახებ.

ბლუმბერგის ვებსაიტი - bloomberg.com - რომელიც უახლეს ამბებს, ფინანსურ ინფორმაციას, ვიდეომასალასა და რადიორეპორტაჟებს ავრცელებს. ბლუმბერგის 90 ბიუროში 800 რეპორტიორი მუშაობს.

ბლუმბერგი 1981 წელს დაარსდა.

კომენტარები: