თეზაურუსიb

Boomerang Effect

ბუმერანგის ეფექტი. ტერმინი გეილ და მიშელ მაიერებმა დაამკვიდრეს (Dynamics of Human Communication. US: McGraw-Hill, 1985). მათ კომუნიკაციის პროცესის აღწერისას ცალკე ფენომენად გამოჰყვეს ე.წ. "მიმღების უარყოფის განედი",ანუ  განსაზღვრული შეხედულებების სიმრავლე ნებისმიერი საკითხის შესახებ, რომლებიც კონკრეტული მიმღებისთვის მიუღებელი ან შეუგუებელი ხდება. ამ განედში მოხვედრილი შეტყობინება "იკარგება". ავტორები აღწერენ კომუნიკაციის პროცესის მაგალითებს, როდესაც უწინ მისაღები და შესაგუებელი შეტყობინება განსაზღვრუულ კონტექსტში უარყოფილი ხდება (ანუ"განედი" ვიწროვდება). ავტორები ასკვნიან,რომ ის, რაც მიმღების შეხედულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იწვევს ბუმერანგის ეფექტს.

კომენტარები: