ლექსიკონიb

Briancon, Pierre

პიერ ბრიანსონი

 

ფრანგი ჟურნალისტი, ეკონომისტი და მწერალი. ბრიანსონმა კარიერა 1980 წელს ფრანგულ ყოველდღიურ გაზეთ Libération-ში ეკონომიკის რუბრიკის ხელმძღვანელად დაიწყო, შემდეგ კი იგი ამავე გაზეთის მოსკოვისა და ვაშინგტონის კორესპონდენტი გახდა. 1996-1998 წლებში Libération-ში ბრიანსონი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მოგვიანებით ის გაზეთ Léxpansion-ში გადავიდა, სადაც ორი წელი იმუშავა.

2003 წელს პიერ ბრიანსონი „დოუ ჯონსის“ (ამერიკული საფონდო ბირჟა) ახალი ამბების ბიუროში იწყებს მუშაობას. ოთხი წლის შემდეგ მან კომპანია მიატოვა და სააგენტო Breakgivers-ში გადავიდა, სადაც დღემდე მუშაობს და სააგენტოს ევროპის ფილიალის უფროსია. პიერ ბრიანსონი ასევე წერს ისეთი გავლენიანი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: Le Monde, New York Times და El Pais.

პიერ ბრიანსონი 1954 წლის 3 აგვისტოს ქალაქ ტუნისში დაიბადა.

კომენტარები: