თეზაურუსიb

Bricolage

ბრიკოლაჟი, იმპროვიზებული მნიშვნელობა. ფრანგული სიტყვაა, თავდაპირველი მნიშვნელობით აღნიშნავს თვითნაკეთ ნივთს, დროებით, შემთხვევით სამუშაოს, "ხალტურას". თუმცა მეოცე საუკუნეში კომუნიკაციათმცოდნეობის თეორიაში ბრიკოლაჟმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა: იგი აღნიშნავს ახალი მნიშვნელობის შექმნას კომუნიკაციის ელემენტების იმპროვიზებული კომბინაციის შედეგად, რომელთა მნიშვნელობაც განსხვავდება მათი თავდაპირველი დენოტაციური მნიშვნელობისგან. დამახასიათებელია სუბკულტურებისთვის.ჯონ კლარკის მოსაზრებით, "ბრიკოლაჟი არის საგნების ახალი თანმიმდევრობით განლაგება და ხელახალი კონტექსტუალიზაცია ახალი მნიშვნელობის შესაქმნელად". (Resistance Through Rituals: Youth Subcultures in Post-War Britain (UK: Hutchison, 1976))

კომენტარები: