თეზაურუსიb

Broadcasting

მაუწყებლობა. რადიო და სატელევიზიო სიგნალების ეთერით გავრცელება (გადაცემა) ფიქსირებული სადგურიდან, გადამცემიდან. 1970–იან წლებში ამ განმარტებას კიდევ ერთი ასპექტი ჰქონდა: "გავრცელება (გადაცემა) შეზღუდული წვდომით." საკაბელო და სატელიტურმა სისტემებმა "შეზღუდული წვდომა" არააქტუალური და მოძველებული გახადა მაუწყებელთა უმრავლესობისთვის. მაუწყებლობა ხორციელდება რეგულირებად (მართვად) საფუძველზე – მაუწყებლობის საგანგებო ნებართვები (ლიცენზიები) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაიცემა, რომელიც შემდგომში ზედამხედველობას უწევს ლიცენზიის მქონე სუბიექტებს მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. მაუწყებლობა სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოსა და საზოგადოებაში სხვადასხვა წყაროებით ფინანსდება; ამ წყაროების ძირითადი ტიპებია: სახელმწიფო დოტაცია, საზოგადოებრივი დაფინასება (საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში), რეკლამის განთავსებიდან შემოსული თანხა, არხის ხელმომწერთა გადასახადები, კერძო ინვესტიციები.

კომენტარები: