ბიოგრაფიაb

Buckley, Neil

ნეილ ბაკლი

 

ფაინენშალ ტაიმსის“ (Financial Times) აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების რედაქტორი. აქ იგი 1991 წლიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე - იყო მოსკოვის ბიუროს უფროსიც, კორესპონდენტი ბრიუსელში... წერდა სხვადასხვა თემაზე: ევროპის კავშირზე, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებზე, საცალო ვაჭრობასა და ფუფუნების საგნებზე, მოგზაურობასა და სასტუმროებზე, სამომხმარებლო საქონელზე, საჰაერო მიმოსვლასა და თავდაცვაზე, მშენებლობასა და ტექნიკაზე, სამშენებლო მასალებსა და გადამამუშავებელ საწარმოებზე.

ბაკლიმ ჯერ მანჩესტერის გრამატიკის სკოლა (Manchester Grammar School) დაამთავრა, ხოლო შემდეგ ოქსფორდში თანამედროვე ენებში (რუსული და ფრანგული) მიიღო ხარისხი.

ბაკლი ხშირად გამოდის ნაციონალურ და საერთაშორისო რადიო- და ტელეარხებზე.

კომენტარები: