ორგანიზაციაb

Business Insider

„ბიზინეს ინსაიდერი“ (BI) ამერიკული ვებსაიტია, რომელიც 2009 წლის თებერვალში გაიხსნა. მისი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. ვებგვერდის დამფუძნებელი კევინ პ. რაიანია (Kevin P. Ryan).

საიტი ბიზნესის შესახებ ინფორმაციასა და ანალიტიკურ სტატიებს ავრცელებს. ის ასევე თავს უყრის და ავრცელებს ქსელში ამავე თემაზე გამოქვეყნებულ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციასაც. საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებს ხშირად იმოწმებენ ისეთი ცნობილი მედისაშუალებები, როგორიც არიან, მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“, ნაციონალური საჯარო რადიო და სხვები... ამჟამად ონლაინ-ნიუსრუმში 50 ადამიანი მუშაობს. 2012 წლის ივნისში საიტს 5.4 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა.

”ბიზინეს ინსაიდერმა” ბლოგერების კრიტიკა დაიმსახურა, რადგან, მათი თქმით, ის თავის გვერდზე აგროვებს და აქვეყნებს ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალის მესამედს. ვებსაიტის მთავარმა რედაქტორმა ჰენრი ბლოდჯეტმა (Henry Blodget) კრიტიკა სამართლიანად არ მიიჩნია და მუშაობის ის მეთოდი დაიცვა, რომელსაც ”ბიზინეს ინსაიდერი“ იყენებს.

„ბიზინეს ინსაიდერზე“ ხშირად იმართება ბიზნესკონფერენციები, სადაც ციფრული მედიის ბიზნესმოდელებზე მსჯელობენ. 2012 წლიდან საიტმა ახალი პროექტი ”ბი-აი ინტელიჯენსი” (BI Intelligence) დაიწყო. ეს მომსახურება საიტის ხელმომწერებს მობილურ ინდუსტრიაზე ინფორმაციითა და ანალიტიკური მასალით უზრუნველყოფს. საიტი ყოველ წელიწადს აქვეყნებს სარედაქციო პუბლიკაციებს. ერთ-ერთის სათაური, მაგალითად, ასეთი იყო: ”ციფრული 100: მსოფლიოს ყველაზე ფასეული კერძო ტექნოლოგიური კომპანიები” (Digital 100: The World's Most Valuable Private Tech Companies.”).

ვებსაიტის სარედაქციო შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანია.

businessinsider.com 

კომენტარები: