თეზაურუსიc

Cable Television

საკაბელო ტელევიზია. ტელემაუწყებლობის მიმღები სისტემა, რომელშიც სხვადასხვა დაშორებული სადგურიდან გამომავალი სიგნალები ერთ ძირითად ანტენაში იკრიბება და ინდივიდუალურ მომხმარებელს/ხელმომწერს თანაღერძოვანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მეშვეობით ეგზავნება. თანამედროვე გაგებით, ეს ტერმინი სატელიტით გავრცელებულ სიგნალებსაც მოიცავს. პირველი იატაკქვეშა საკაბელო ქსელები დიდ ბრიტანეთში გაჩნდა, 1930-იან წლებში. ეს იყო ცუდი გარჩევითობის რადიოსიგნალები, რომლებსაც რადიო მიმღებებით იჭერდნენ. როგორც წესი, იატაკქვეშა კაბელებით ისეთ შეტყობინებებს გადასცემდნენ, რომლებიც სახელმწიფოს  ეთერისთვის დაუშვებლად მიაჩნდა. საკაბელო ტელევიზიის აღმავლობა და მისი კანონის ფარგლებში მოქცევა 1980-იანი წლებიდან იწყება.

კომენტარები: