თეზაურუსიc

Camera

აპარატი, კამერა (ფოტო, ტელე, კინო, ვიდეო). ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ხდება რეალობის ერთი (ფიქსირებული) ეპიზოდის ან განგრძობადი მოქმედების დაფიქსირება ფირზე ან ციფრულ ფორმატში. პირველი ფოტოკამერა "ხელსაწყო ფოტოგენური ხატვისთვის"  1839 წელს ლონდონელმა ოპტიკოსმა ფრენსის უესტმა გამოიტანა გასაყიდად. მას ბარონ სიგუიერის კამერა მოჰყვა, შემდეგ ჯონ ბენჯამინ დანსერის ბინოკულარული ტიპის აპარატი, 1858 წელ კი თომას სკაიფის "პისტოლგრაფი", რომლის გადამღები ღილაკი იარაღის სასხლეტს ჰგავდა. სწორედ ამ მსგავსების გამო ფოტოგრაფი ლამის დედოფალ ვიქტორიაზე თავდასხმის მცდელობისთვის დააპატიმრეს. ფოტოგრაფიას მასობრივი ხასიათი ჯორჯ ისტმენის "კოდაკის" სახელით შექმნილმა კამერამ მოუტანა, რომელიც სახმარადაც და სატარებლადაც წინამორბედებზე ბევრად მოსახერხებელი იყო. 1980-იანი წლებიდან დაიწყო ყველაზე თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული, ციფრულ ელექტრონულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებლი, სამგანზომილებიანი, მბრუნავი ობიექტივის მქონე კამერების წარმოება. 

კომენტარები: