თეზაურუსიc

Camera Obscura

კამერა-ობსკურა. ფოტოაპარატის წინამორბედი ტექნიკური საშუალება. ლათინურად "ბნელი ოთახი". ობიექტის, საგნის ხატის პროექციის პირველი საშუალება. ფოტოგრაფიის ეფექტი იქმნებოდა სპეციალური ლინზის გამოყენებით, რომელზე გამავალი გარე საგნებიდან მომდინარე შუქი ლინზის მოპირდაპირე ზედაპირზე ამ საგნების გამოსახულებას ქმნიდა. ცნობილია, რომ იტალიელი მხატვარი ანტონიო კანალეტო (1697-1768) იყენებდა კამერა-ობსკურას ვენეციის ხედების შესაქმნელად. ამ საშუალებით მიღებული გამოსახულების დაფიქსირება პირველად ფრანგმა ოფიცერმა ჟოზე ნისეფორ ნიეპსმა (1765-1833) შესძლო, რომელმაც ეკრანის ნაცვლად ბიტუმის ფენით დაფარული ლითონის ფირფიტა გამოიყენა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია, რომელსაც ნიეპსმა "ჰელიოგრაფია" - მზით ხატვა - უწოდა. თუკი კამერა-ობსკურა რეფლექტორს იყენებდა გამოსახულების მისარებად, კამერა-ლუციდა ("ნათელი ოთახი") პრიზმის ან სარკის მეშვეობით იჭერდა გამოსახულებას ქაღალდის ზედაპირზე, მხატვარს კი ზუსტად შეეძლო არეკლილი საგნის კონტურების გადატანა ნახატზე.

კომენტარები: