თეზაურუსიc

Campaign

კამპანია. მედიური კვლევების კონტექსტში ეს ტერმინი ყველაზე ხშირად გაცნობიერებული, სტრუქტურირებული და კოორდინებული მცდელობების, ქმედებების აღსანიშნავად გამოიყენება. ამ ძალისხმევის მიზანი მიმღები აუდიტორიის დარწმუნებაა. დარწმუნების მიზანი კი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, სარეკლამო კამპანია მიზნად ისახავს, გავლენა იქონიოს ადამიანების არჩევანზე და მათ ახალი პროდუქტი შეაძენინოს. საზოგადოებასთან ურთიერთობების კამპანიები ამა თუ იმ საკითხის, პროდუქტის, მომსახურების პოპულარიზაციას ემსახურებიან. საარჩევნო კამპანიის მიზანი კი ამომრჩევლის პრეფერენციებზე და ხმის მიცემის პროცესისას მათ ქცევაზე გავლენის მოხდენაა.

კომენტარები: