ორგანიზაციაc

Canada Free Press

CFP (“კანადის თავისუფალი პრესა”) დამოუკიდებელი, მუდმივგანახლებადი ელექტრონული გაზეთია. მას მსოფლიოს ყველა წერტილიდან 100-მდე კორესპონდენტი ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტგაზეთის კორესპონდენტები უკვე 14 წელია, რაც ინტერნეტში მუშაობენ, 2012 წლის 15 მაისს გაზეთმა რვა წლის იუბილე აღნიშნა.

გამოცემა კონსერვატიულ იდეებს ატარებს, რომლებშიც ღვთის, ოჯახისა და ქვეყნის სიყვარული მოიაზრება. CFP-ის ხედვა ლოიალურია და ეს მისი მკითხველების რიცხვის განუზომელ ზრდას განაპირობებს. CFP-ის მთავარი ჟურნალისტ/რედაქტორი ჯუდი მაკლეოდი ცდილობს, ყველა იმ კითხვას უპასუხოს, რომელიც მის მკითხველს აწუხებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი მოსაზრება გამოცემას მისწეროს, რედაქცია კი ყოველთვის ცდილობს, ამომწურავად და ობიექტურად მიაწოდოს მას ნებისმიერი სახის ინფორმაცია. გამოცემა მკითხველს ვებგვერდზე - canadafreepress.com - გამოქვეყნებული ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის საშუალებით ეკონტაქტება. CFP-ის მთავარი მიზანია, საზოგადოებას ისეთი სიახლეები მიაწოდოს, რომელთა მოპოვებასაც მკითხველი სხვაგან ვერსად შეძლებს.

canadafreepress.com

კომენტარები: