ორგანიზაციაc

CBC News

სი-ბი-სი ნიუსი (კანადის სამაუწყებლო კორპორაციის საინფორმაციო სამსახური). კანადის სამაუწყებლო კორპორაცია (Canadian Broadcasting Corporation, CBC) დაფუძნდა 1936 წელს, კანადის რადიომაუწყებლობის აქტის საფუძველზე. 1952 წლამდე სი-ბი-სი უპირატესად რადიოეთერით მაუწყებლობდა. 1952 წელს კორპორაციამ დაიწყო სატელევიზიო მაუწყებლობაც: მონრეალში ორენოვანი (ფრანგულად და ინგლისურად) და ინგლისურენოვანი ტორონტოში. დღეს კორპორაცია ახორციელებს სამი მიმართულების მაუწყებლობას: ქსელურ სატელევიზიოს, რადიომაუწყებლობას და მაუწყებლობას ონლაინრეჟიმში. იგი ყველაზე მეტ სადგურს ფლობს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. კორპორაციას მართავს 12 დირექტორისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭო. აფინანსებს კანადის მთავრობა. 

cbc.ca/news 

კომენტარები: