ორგანიზაციაc

CBS Corporation

კორპორაცია სი-ბი-ეს-ი - ერთ-ერთი უმსხვილესი სამაუწყებლო კომპანია (აშშ), რომელიც ქმნის და სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ავრცელებს მედიურ შინაარსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სი-ბი-ეს-ი ფლობს შეერთებულ შტატებში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე სატელევიზიო ქსელს და მსოფლიოში უდიდეს გასართობი შინაარსის ბიბლიოთეკებს და ვიდეოთეკებს, რის წყალობითაც მისი ბრენდი „Eye“ ამ დარგის აღიარებულ სავაჭრო ნიშნად მიიჩნევა. სი-ბი-ეს-ის საქმიანობა მოიცავს ქსელურ, საკაბელო და ადგილობრივ ტელევიზიებს, საგამომცემლო სახლებს, რადიოს, გარერეკლამას, ინტერაქციურ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მედიას.

სი-ბი-ეს-ის ბიზნესი აერთიანებს: საკუთრივ სატელევიზიო ქსელს, კომპანია CW-ს (სი-ბი-ეს-ისა და “უორნერ ბრაზერს ენტერტეინმენტის“ ერთობლივი საწარმო), ქსელებს: "შოუთაიმზ ნეტუორქს" (Showtime Networks), "სი-ბი-ეს სპორტს ნეტუორკ" (CBS Sports Network) , "სმითსონიან ნეტუორქს" (Smithsonian Networks), "საიმონ-ენდ-შუსტერ" (Simon & Schuster), "სი-ბი-ეს ტელევიჟნ სტეიშნზ" (CBS Television Stations) , რადიოს სი-ბი-ეს-ი (CBS Radio), სი-ბი-ეს-ის გარერეკლამას (CBS Outdoor), სი-ბი-ეს-ის სატელევიზიო სტუდიების ქსელს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც (CBS Television Studios), CBS Studios International, სატელევიზიო გადამცემების ქსელს (CBS Television Distribution), ინტერაქციულ, სარეკლამო გასართობ ქსელებს (CBS Interactive, CBS Consumer Products, CBS Home Entertainment, CBS Films).

კორპორაციას მართავს დირექტორთა საბჭო 14 პირის შემადგენლობით. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა სამნერ მ. რედსტოუნი.

cbscorporation.com 

კომენტარები: