თეზაურუსიc

CDA \ Critical Discourse Analysis

კრიტიკული დისკურსული ანალიზი. ტექსტის ანალიზის ერთ-ერთი მიდგომა, რომლის მიხედვითაც ტექსტის მნიშვნელობითი ველი და მისი ენობრივი ტექსტურა განიხილება და შეისწავლება იდეოლოგიასთან, ძალაუფლებასთან, გენდერთან და სხვა სოციოლოგიურ ცვლადებთან კავშირში. მასში დისკურსი - ანუ ენის გამოყენება მეტყველებისას - განიხილება, როგორც "სოციალური პრაქტიკის ფორმა". კრიტიკული დისკურსული ანალიზი არალინგვისტური ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სახეობაა.

კომენტარები: