ბიოგრაფიაc

Cecire, Michael Hikari

მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე

 

დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ის შავი ზღვისა და ევრაზიის რეგიონის მოვლენებს აშუქებს. ჩეჩირე „საგარეო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის“ (Foreign Policy Research Institute) მკვლევარია. წარმოშობით ამერიკელია, ცხოვრობს თბილისში.

საქართველომდე მაიკლ ჩეჩირე ფილადელფიაში ცხოვრობდა, სადაც ეკონომიკური პროფილის რამდენიმე საჯარო ორგანიზაციაში მუშაობდა; მათ შორის, ნიუ-ჯერსის ეკონომიკური განვითარების სააგენტოსა და პენსილვანიის შრომისა და ინდუსტრიის დეპარტამენტში. ბაკალავრის ხარისხი ანთროპოლოგიის დარგში ვირჯინიის უნივერსიტეტში (University of Virginia) მიიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში მიენიჭა პენსილვანიის უნივერსიტეტში (University of Pennsylvania).

ჩეჩირე სტატიებს ისეთი გავლენიანი გამოცემებისთვის წერს, როგორებიცაა World Politics Review-ი, National Interest-ი და სხვ. 2009 წლის აგვისტოში მან საკუთარი ბლოგი - evolutsia.net - შექმნა, რომელიც კავკასიის პოლიტიკურ საკითხებს აანალიზებს.

კომენტარები: