თეზაურუსიc

Celebrity

სახელგანთქმული, ცნობილი, პოპულარული ადამიანი. ეს არის უმრავლესობის მიერ აღიარების, ცნობილობის, პოპულარობის ხარისხი, რომელიც სპორტის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების სფეროებში მოღვაწე ადამიანებს გაღმერთებისა და თაყვანისცემის ობიექტად წარმოაჩენს. ნორმალურ ვითარებაში მედიის მხრიდან მაღალი, განგრძობადი და პოზიტიური ყურადღება პოპულარობის აუცილებელი პირობაა. თუმცა, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მედიის მიერ ადამიანის პოპულარულად აღიარება სხვა არაფერია თუ არა "იყო ცნობილი მხოლოდ იმით, რომ ცნობილი ხარ".

კომენტარები: