თეზაურუსიc

Censorship in Internet

ცენზურა ინტერნეტში. ინტერნეტის ზრდამ და განვითარებამ აქტუალური გახადა ცენზურის საკითხი კიბერსივრცეში. ცენზურა ინტერნეტში, ინარჩუნებს რა ცენზურის ცნების ზოგად მახასიათებელებს (ძირითად ცნებას - აკრძალვას), იძენს უფრო ფართო განამრტებით ნიშან-თვისებებს: აქ ცენზურა გულისხმობს იმ მასალების განთავსებისა და გავრცელების აკრძალვას, რომლებიც, საზოგადოების აზრით, ან ე.წ. "მოწინავე ჯგუფების" აზრით, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს. ინტერნეტსივრცეში ბავშვთა პორნოგრაფიის, ტერორიზმისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი მასალების მოზღვავებამ ამ სივრცის ცენზურის საკითხი ბევრი ქვეყნის მთავრობის დღის წესრიგში დააყენა. პრობლემას ასევე ამწვავებს ინტერნეტზე მყისიერი გლობალური ხელმისაწვდომობა. ცენზურის მიზნით, ზოგიერთი ქვეყანა ზღუდავს კონკრეტულ საიტებზე ხელმისაწვდომობას ISP დონეზე ან ბლოკავს კონკრეტულ ინტერნეტმისამართებს პერსონალურ კომპიუტერებზე. თუმცა მიუხედავად მთავრობების მცდელობებისა ინტერნეტსივრცე მაინც მიიჩნევა ცენზურისგან ყველზე თავისუფალ საკომუნიკაციო სივრცედ. იხილეთ ცენზურა, Censorship.

 

კომენტარები: