თეზაურუსიc

Chapultepec, Declaration of, 1994

1994 წლის ჩაპულტეპეკის დეკლარაცია. მიღებულ იქნა 11 მარტს მეხიკოში დასავლეთ ნახევარსფეროს თავისუფალი სიტყვის კონფერენციაზე, რომელიც "პრესის ინტერამერიკული ასოციაციის" თაოსნობით გაიმართა. დეკლარაცია აცხადებს, რომ "თავისუფალი პრესა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებებს, გადაჭრან თავიანთი კონფლიქტები, გაზარდონ კეთილდღეობა  და დაიცვან თავიანთი თავისუფლება". დეკლარაციის ავტორთა და ხელმომწერთა აზრით, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია და კვალიფიკაციის შეცვლას არ ექვემდებარება: "არც ერთ კანონს ან სამთავრობო ბრძანებულებას არ შეუძლია შეზღუდოს პრესის და არც ერთი სხვა მედიუმის გამოხატვის თავისუფლება, და რომ არც ერთი მედიასაშუალება და არც ერთი ჟურნალისტი არ უნდა დაისაჯოს სიმართლის გამოქვეყნებისთვის და მთავრობის კრიტიკისთვის" (მუხლი 10).

კომენტარები: