ორგანიზაციაc

Chicago Tribune

"ჩიკაგო ტრიბიუნი" („ჩიკაგოს ტრიბუნა“). ჩიკაგოში (აშშ, ილინოისის შტატი) გამომავალი მსხვილი ყოველდღიური გაზეთი. მისი პირველი გამოშვება 1847 წლის 10 ივნისს დაიბეჭდა. გაზეთის დამფუძნებლები იყვნენ: ჯეიმს კელი, ჯონ ი. უილერი და ჯოზეფ კეი სი ფორესტი.

„ჩიკაგო ტრიბიუნის“ იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიმართულება მკაფიოდ სამოქალაქო ომის დროს გამოიკვეთა, როცა გაზეთი პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მხარდამჭერი და მისი პოლიტიკის აპოლოგეტი გახდა. ომის შემდგომ წლებშიც გაზეთი რესპუბლიკეთა მხარდამჭერ ძალას წარმოადგენდა. გამოცემის დღიდან გაზეთმა მრავალჯერ გამოიცვალა მესაკუთრე/მფლობელი.

დღეს „ჩიკაგო ტრიბიუნი“ კომპანია „ტრიბიუნის“ ფლაგმანი გამოცემაა. ის ტირაჟის მიხედვით მერვე პოზიციას იკავებს შეერთებული შტატების საუკეთესო გაზეთების ათეულში.

chicagotribune.com

კომენტარები: