თეზაურუსიc

Children, Young People and the Changing Media Environment

ბავშვები, ახალგაზრდები და ცვალებადი მედიური გარემო. 1997-98 წლებში მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჩატარებული კვლევითი პროექტის სახელწოდება. კვლევის პროცესში გამოიკითხა 15 000 ბავშვი და ახალგაზრდა. კვლევას ხელმძღვანელობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის მედიის კვლევის ჯგუფის პროფესორი სონია ლივინგსტონი ჯორჯ გესკელსა და მოირა ბოვილთან ერთად. გამოკითხვის მთავარი მიზანი იყო დადგენა იმისა, როგორ მოიხმარნენ ბავშვები და ახალგაზრდები მედიას. კვლევის დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალ European Journal of Communication-ის საგანგებო გამოშვებაში 1998 წლის დეკემბერში.

კომენტარები: