თეზაურუსიc

Citizen Kane of the Global Village

გლობალური სოფლის მოქალაქე კეინი. ჟურნალისტებმა ალექს ბრამერმა და ვიქტორ კიგანმა 1995 წლის 13 მაისს „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „პლანეტა რუპერტი გალაქტიკას იპყრობს“ ამგვარად დაახასიათეს მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი. ავტორები იკვლევდნენ მერდოკის იმპერიის ზრდას. კეინი იყო ორსონ უელისის კინოშედევრის „მოქალაქე კეინის“ (1941) პერსონაჟი, რომლის პროტოტიპიც გახლდათ ამერიკელი პრესის ბარონი უილიამ რენდოლფ ჰერსტი (1863-1951), თავისი ეპოქის მერდოკი.

კომენტარები: