თეზაურუსიc

Civil Society|Public sphere

სამოქალაქო საზოგადოება/საჯარო სფერო. ტერმინი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სოციალურ თეორიაში და აღნიშნავს სოციალური ორგანიზაციის ფორმებს, რომლებიც ტოტალიტარიზმისა და ხისტი სამთავრობო კონტროლის ალტერნატივებს სთავაზობს საზოგადოებას. მისი ძირითადი ასპექტი არის შუალედური, "ნეიტრალური" "ზონის" არსებობა პირად ცხოვრებასა და სახელმწიფოს შორის, რომელშიც თავისუფალ, დამოუკიდებელ, კოლექტიურ ნებაყოფლობით ასოციაციებს შეუძლიათ მოქმედება. ამისი წინაპირობა არის ასოციაციების შექმნისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ პროცესში მედია გადამწყვეტ როლს ასრულებს. გერმანელი ფილოსოფოსის, იურგენ ჰაბერმასის აზრით, მედია ამ სფეროში "ძალაუფლების მპყრობელი ხდება", მისი ფუნქციური მეტაფორა გამოიხატება "დარაჯის" ფუნქციით, თუმცა მედიაში კომერციალიზაციის განვიტარებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების პოზიციების გამყარების კვალად, როცა ადგილი აქვს საზოგადოებისა და მისი ინტერესების განაპირებას და დომინანტური დისკუსის ცენტრიდან პერიფერიულ პოზიციაზე გადანაცვლებას,  მედია ასრულებს საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორის ფუნქციებს.

კომენტარები: