თეზაურუსიc

Climax Order

კულმინაციური წყობა/აღმავალი წყობა. აუდიტორიის ან მიმღებთა ნებისმიერი სიმრავლის დარწმუნების პროცესში დიდ მნიშვნელობას იძენს არგუმენტებისა და ფაქტების თანმიმდევრობა და წყობა. არსებობს ორი ტიპის წყობა: კულმინაციური/აღმავალი და ანტიკულმინაციური/დაღმავალი. კულმინაციური წყობისას არგუმენტის საუკეთესო, ყველაზე ძლიერი ნაწილი ნარატივის ან რეპრეზენტაციის ბოლოშია წარმოდგენილი, ხოლო ანტიკულმინაციური წყობისას არგუმენტის ეს ნაწილი დასაწყისში ექცევა. სხვადასხვა სიტუაციაში, განსხვავებულ საკომუნიკაციო კონტექსტში ეს თითოეული წყობა თავის უპირატესობას ავლენს, გამომდინარე აუდიტორიის წინასწარი განწყობებიდან და გადასაცემი შეტყობინების ტიპიდან.

კომენტარები: